PET –გამოკვლევა წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის უახლეს მეთოდს,
სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
PET დიაგნოსტიკის უნიკალურობას განაპირობებს ონკოლოგიური დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, რადგან სხვადასხვა სიმსივნეების I-II სტადიის აღმოჩენის დროს, განკურნება შესაძლებელია შემთხვევათა 95–97%–ში.
PET-CT კვლევით ხდება:
1. უცნობი პირველადი სიმსივნის კერის გამოვლენა;
2. სიმსივნის გავრცელებს დადგენა;
3. მკურნალობის შედეგების შეფასება;
4. წარმონაქმნების აღწერა, რომელთა ბიოფსია გაძნელებულია.
აღნიშნული კვლევით შესაძლებელია განხორციელდეს სხივური თერაპიის დაგეგმვა, რითიც თავიდან იქნება აცილებული ჯანმრთელი არეების დასხივება.
PET-CT კეთდება როგორც ქიმიოთერაპიის დასაწყისში, ასევე მკურნალობის შედეგების შეფასებისათვის.
პოზიტრონ-ემისიურ ტომოგრაფიას( PET) უთავსებენ კომპიუტერული ტომოგრაფიის
(CT) მონაცემებსაც. კომპიუტერული ტომოგრაფია გვაძლევს გამოსაკვლევი ზონის დეტალურ ანატომიურ სურათს, ხოლო პეტის საშუალებით ფასდება მასში შესასწავლი ფუნქციური პროცესების (მაგალითად, სიმსივნური ზრდის) არსებობა. ამიტომ ამ მეთოდს ეწოდება PET/CT (პეტ/კტ).
რა არის PET-CT - პოზიტრონულ–ემისიური ტომოგრაფია
27.11.2018
კომენტარები (1)
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 27-11-2018
დიდი მადლობა ნიუ-იორკიდან საიტის ადმინს ასეთი გამოსადეგი და კარგი ინფორმაციისთვის