/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ფსორიაზი - გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები

ფსორიაზი - გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები
ფსორიაზი არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს კანის უჯრედების სწრაფ ზრდას.

ამ მდგომარეობამ კი შეიძლება გამოიწვიოს ქავილი ან დისკომფორტი. შეერთებულ შტატებში 8 მილიონზე მეტი ადამიანი ებრძვის ამ დაავადებას. ფსორიაზის სხვადასხვა ტიპი არსებობს, ისინი განსხვავდება კანზე გარეგნული ფორმისა და სხეულზე მისი მდებარეობის მიხედვით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეკოლოგიური ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს ფსორიაზზე.

მართალია, ფსორიაზის სრულიად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მისი ინტენსივობის შემცირება და მორიგი გამწვავების თავიდან აცილება შეგვიძლია.

სტატიაში განხილულია ამ დაავადების სხვადასხვა ტიპები, სიმპტომები და მკურნალობა.

სიმპტომები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ფსორიაზი იწვევს კანის უჯრედების გადაჭარბებულ ზრდას, რომელიც შემდგომში ასევე იწვევს კანის ქერცლიან ლაქებს. როგორც წესი, უჯრედებს 1 თვე მაინც სჭირდებათ განახლებისთვის, ხოლო ფსორიაზის მქონე ადამიანებს 3-4 დღეში ეზრდებათ ახალი უჯრედები. მათ, ვისაც შედარებით ღია ტანის ფერი აქვთ, ფსორიაზი დიდწილად წითელი ან ვარდისფერი ლაქებით უვლინდებათ.

ფსორიაზი შეიძლება იყოს მძიმე, საშუალო ან მსუბუქი, ეს დამოკიდებულია მის ტიპზე.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

მსუბუქი ფსორიაზი მოიცავს სხეულის 3%-ზე ნაკლებს.

საშუალო სიმძიმის ფსორიაზი მოიცავს სხეულის 3-10%-ს.

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ფრჩხილის ფსორიაზის დროს?

მძიმე ფსორიაზი მოიცავს სხეულის 10%-ზე მეტს.

ლაქები შეიძლება განვითარდეს ყველგან, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ გვხვდება იდაყვებზე, მუხლებზე, ზურგსა და თავის კანზე.

გამომწვევი მიზეზები

მეცნიერებმა სრულად ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები, მაგრამ ეს შეიძლება იყოს:

  1. სტრესი და შფოთვა
  2. კანის დაავადებები
  3. ინფექციები
  4. ჰორმონული ცვლილებები/დარღვევები

მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ ფსორიაზის გამწვავება გამოიწვიოს, მაგალითად: ლითიუმი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, ქინიდინი, ინდომეტაცინი. ამ დაავადების მქონე ადამიანებს ხშირად სოციალიზაციის პრობლემა ან კომპლექსები აღენიშნებათ. მნიშნველოვანია აგრეთვე ის ფაქტი, რომ ფსორიაზი არ არის გადამდები.

ფსორიაზის განვითარების რისკ-ფაქტორები:

  1. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  2. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები
  3. ჰიპერტენზია
  4. შაქრიანი დიაბეტი
  5. ინფექცია
  6. სიმსუქნე

ახალგაზრდებში ფსორიაზი შესაძლოა გაჩნდეს ინფექციის შემდეგ. ეს შეიძლება იყოს ზოგიერთი გავრცელებული რესპირატორული ინფექცია, სტრეპტოკოკით გამოწვეული ბრონქიტი და ტონზილიტი.

ფსორიაზი თანაბრად გავრცელებულია მამაკაცებსა და ქალებში. ის შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ყველაზე ხშირია 15-25 წლის ადამიანებში. ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფსორიაზით დაავადებული ადამიანების დაახლოებით მესამედს დაავადება უვითარდება ბავშვობაში.

დიეტა

რა თქმა უნდა, არ არსებობს ისეთი დიეტა, რომელიც ფსორიაზს სრულიად განკურნავს, მაგრამ თუ დაიცავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ეს დაგეხმარებათ სიმპტომების მართვაში, აგრეთვე ის ხელს შეუწყობს რისკ-ფაქტორების შემცირებას.

  1. შეამცირეთ ან საერთოდ ამოიღეთ ალკოჰოლი თქვენი რაციონიდან;
  2. მიიღეთ მჭლე ხორცი, როგორიცაა, მაგალითად, ქათმის მკერდი;
  3. ხშირად მიირთვით თევზი;
  4. მოერიდეთ ცხიმიანი საკვების მიღებას;
  5. მიირთვით მეტი ბოსტნეული.
კომენტარები (3)
ლაშა
ძალიან სუსტი სტატიაა. ზოგადი მიმოხილვით, არაფრისმომცემი. ეს ინფორმაცია იმათმაც კი იცის ვისაც ფსორიაზი არ აქვს. 18 წელია ფსორიაზი მაქვს და შევისწავლე ეს დაავადება, არ იკურნება, ბევრი რამის აკრძალვა გიწევს საკუთარი თავისთვის და გამწვავებას იცილებ თავიდან. ყველაზე ვერაგი ფსორიაზი არის ართროზული ფსორიაზი (მე მაქვს)!
თარიღი : 16-08-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა არის სექსუალური ჰარასმენტი და რატომ არის ის საშიში?
რა არის სექსუალური ჰარასმენტი და რატომ არის ის საშიში?
სექსუალური ჰარასმენტი არის მამაკაცის მიერ სამსახურეობრივი ან სტატუსური უპირატესობის გამოყენებით ქალისთვის სექსის იძულება.
სრულად
რატომ მოქმედებს ზოგიერთი წამალი სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად
რატომ მოქმედებს ზოგიერთი წამალი სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად
Nature Chemistry: ნაწლავის ბაქტერიებმა შეიძლება შეამცირონ წამლების ეფექტურობა.
სრულად
ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კიბო აქვს. ამის შესახებ მისმა ოფისმა განაცხადა.
სრულად
როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ალტრუიზმი და ბედნიერება
როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ალტრუიზმი და ბედნიერება
ალტრუიზმი ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის.
სრულად
საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მსოფლიოში მიმდინარე ჰიპერტენზიის კამპანიას წელსაც უერთდება
საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მსოფლიოში მიმდინარე ჰიპერტენზიის კამპანიას წელსაც უერთდება
GM PHARMA-ს ორგანიზებით, პაციენტებს საქართველოს მასშტაბით, უფასო სამედიცინო კონსულტაციითა და კვლევებით სარგებლობა შეუძლიათ.
სრულად
ქრონიკული ვენური დაავადება - რეკომენდაციები ცხელი სეზონისთვის
ქრონიკული ვენური დაავადება - რეკომენდაციები ცხელი სეზონისთვის
გაზაფხულ - ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ქრონიკული ვენური დაავადების გამოვლინებები, როგორიცაა ქვედა კიდურებში სიმძიმე, დისკომფორტი, შეშუპების შეგრძნება, წვა, სიმხურვალე იზრდება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფსორიაზი - გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები