/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

"მკურნალის" მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი, მკითხველს მიმართავს - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!

მეგობრებო, "მკურნალის" მკითხველებო, უნდა დაგამშვიდოთ, რომ ახლა გავრცელებული ვირუსი "ომიკრონი" არ ხასიათდება მძიმე გართულებებით,

შემთხვევათა 99,5%-ში მიდის, როგორც ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსული ინფექცია. მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ძალიან გტკივათ ყელი, ზოგჯერ - სახსრებიც, ცხვირიდან სუნთქვა გიჭირთ, ეს თქვენს სიცოცხლეს არავითარ საშიშროებას არ უქმნის და ძალიან მალე ყველაფერი გაგივლით.

ახლა ძალიან ჭირს ექიმთან დაკავშირება, ამიტომ ნუ ჩავარდებით პანიკაში ელემენტარული პრობლემების გამო, ვიმოქმედოთ გამოვლენილი სიმპტომების შესაბამისად: თუ მაღალი ტემპერატურა გაქვთ, მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები (იბუპროფენი, პარაცეტამოლი). გაითვალისწინეთ, რომ იბუპროფენი კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს და არ შეიძლება მისი მიღება უზმოზე - აუცილებლად ჭამის მერე უნდა დალიოთ.

თუ ტემპერატურა არ გემორჩილებათ, დამწევი პრეპარატის განმეორებით მიღება შეგიძლიათ 2 საათში, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. მიიღეთ ცხელი სასმელები - უებარია სიცხის დროს ჟოლოიანი ჩაი, ასევე მოცხარის, ცაცხვის ჩაი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუ ყელის გაუსაძლისი ტკივილი გაქვთ, ესეც ნუ შეგაშფოთებთ, მაქსიმუმ 2 დღეში გაგივლით, ამ ორი დღის განმავლობაში კი შეგიძლიათ გამოიყენოთ სავლები საშუალებები (მარილიანი, სოდიანი თბილი ხსნარები, სალბის სავლები, ევკალიპტის ნაყენი). ასევე ძალიან კარგი იქნება, თუ ყოველ 1 საათში ერთხელ მაინც ჩაის კოვზის წვერით აღებულ თაფლს ჩაწუწნით, თუ უფრო ხშირადაც გააკეთებთ ამას, უკეთესი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თაფლზე ალერგია არ უნდა გქონდეთ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ყელის საწუწნი აბები, რომელთა არჩევანი საკამოდ დიდია აფთიაქში. ძლიერი ტკივილისას მიაშველეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაც.

შეკითხვა ექიმს
<p>-Რამოდენიმე დღეა ხან მუცელი მტკივა ხან წელი ხან თავი ხან უბრალოდ გულისრევის შეგრძნებამაქ საჭმლის დროს ვიბერები! Ზოგჯერ უბრალოდ სუსტადვარ ზოგჯერ შემახურებს 5 წუთი მერე შემაციებს 5 წუთს მერე ისევ კარგადვარ ზოგჯერ თავი კიარ მტკივა უბრალოდ რაღაც რიგზე არარის თავში ესეთი განცთამაქ დამძიმებული მძიმე გულირომისდის ადამიანს რაღაც ეგეთი შეგრძნება თავის არეში! Რისი ბრალი იქნება ვინ ვნახო ან რატესტი გავიკეთო დიაგნოსტიკისთვის</p>

ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღება ვირუსული ინფექციის დროს არ შეიძლება. ის ინიშნება მხოლოდ გართულების რისკის დროს. თუ ხართ ქრონიკული პათოლოგიების მქონე, თუ ომიკრონის სიმპტომები ძალიან გაგიგრძელდათ, თუ მაღალი ტემპერატურა (38.5-ზე მეტი) გრძელდება 3 დღის განმავლობაში და არ ემორჩილება დამწევებს, შესაძლოა სწორედ მეორეული გართულების (ბაქტერიული ანთების) საშიშროება იდგეს და ასეთ დროს საჭირო გახდეს ანტიბაქტერიული მკურნალობის დანიშვნა. სწორედ ასეთ დროს არის აუცილებელი ექიმის ჩარევა და დარეკეთ სასწრაფოში ან ოჯახის ექიმს დაუკავშირდით.

თუ ხველა გაწუხებთ, აუცილებლად მიაშველეთ ამოსახველებელი საშუალებები. სხვათა შორის, ამ დროსაც ძალიან კარგია მცენარეული ნაყენები: ვირისტერფას ან ქონდრის ჩაი.

ასევე დაგაინტერესებთ
რა პროფილაქტიკური ანალიზების ჩატარებაა საჭირო, ჯანმრთელობა რომ შევინარჩუნოთ? - ექიმი თამარ მამაცაშვილი გვირჩევს
როგორ შევარჩიოთ ვიტამინები - ექიმი თამარ მამაცაშვილი გირჩევთ

თუ ცხვირით სუნთქვა გაქვთ გაძნელებული, ყველაზე უკეთესი საშუალება ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთებაა, უკიდურეს შემთხვევაში კი სისხლძარღვთა შემავიწროებელი ე.წ. ცხვირის წვეთებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეფექტურია ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენებაც.

დაანებეთ თავი სატურატორების წამდაუწუმ გამოყენებას! ომიკრონის დროს ფილტვები არ ზიანდება!

ბევრი პაციენტი, რომელიც ემოციურ ფონზე ვერ იზომავს სწორად სატურაციას და დაბალ ციფრებს ნახულობს, ამის გამო ისეთ პანიკაში ვარდება, რომ ვეღარანაირი დამამშვიდებელი ვერ შველის. სატურაცია დაბალ ციფრს გაჩვენებთ, თუკი ცივ თითზე გაიზომავთ, თუკი გაზომვისას ძალიან ნერვიულობთ და ძლიერი სპაზმი გაქვთ, თუკი არასწორად მოათავსებთ თითს სატურატორში. რეალურად დაბალი სატურაციის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს ჰაერის უკმარისობა, უჭირდეს სუნთქვა, იღლებოდეს საუბრის დროს, ქოშინებდეს. ცრუ დაბალი მაჩვენებელი რომ არ მიიღოთ, გაითბეთ თითი კარგად, დამშვიდდით, წამოწექით, რამდენჯერმე გაიზომეთ, დაელოდეთ და ყველაზე მაღალი ციფრი რაც დაიწერება, ის იქნება თქვენი სატურაცია, რადგან ცრუ მაღალ ციფრს ვერ დაწერს სატურატორი, ცრუ დაბალი კი საკმაოდ ხშირია არასწორი გაზომვისას.

კიდევ ერთი აუცილებელი საკითხი: როგორც გითხარით, ომიკრონი, დელტასგან განსხვავებით, ფილტვებს არ აზიანებს, ამიტომ, შესაბამისად, აღარ გჭირდებათ ფილტვების კატე-კვლევა და თუ არ გაქვთ არავითარი სიმპტომი, რომელიც ფილტვის დაზიანებაზე მიუთითებს, ნუ მოითხოვთ ექიმისგან ამ კვლევის ჩატარებას.

ერთადერთი გაფრთხილება, რომელსაც გვაძლევენ ინფექციონისტები, ეხება დ -დიმერის მაჩვენებელს, რომელიც ომიკრონის გადატანის შემდგომ პერიოდში მატულობს ზოგიერთ შემთხვევაში, თუმცა საბოლოო კვლევა ამის შესახებ არ გვავქს. ყოველი შემთხვევისთვის, კარგი იქნება, თუ ამ მაჩვენებელს გავაკონტროლებთ.

მეგობრებო, ეპიდემიოლოგთა მოსაზრებები ამ ეტაპზე განსხვავებულია, მაგრამ ყველანაირი ლოგიკით, თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა ომიკრონის გავრცელება და ასეთი სიმძიმე შეინარჩუნა ინფექციამ, ძალიან მალე პანდემია დასრულდება. ასეთია ზოგადად პანდემიების ლოგიკური დასასრული.

თუ კონკრეტულად რამე კითხვა გაქვთ და ექიმს ვერ უკავშირდებით, დაწერეთ სტატიის კომენტარებში და შევეცდებით დაგეხმაროთ.

რაც ყველაზე მთვარია, შეინარჩუნეთ სიმშვიდე!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

კომენტარები (65)
Teo
14 თებერვალს დამიდასტურდა ვირუსი. ერთი კვირჯს თავზე გავიკეთე სისხლის საერთო.მაღალი როე და დავალი გემოგლიბინი მიჩვენა. არ მაქვს ტემპერატურები, არ მაქვს ხველა. დავდივარ სამსახურში. ვიკეთებ ფერსინოლის ნემსსბს და ვსვამ ვიტამინებს. დადასტურების დღიდან დავლიე ანტიბიიტიკი 5 დღე.რადგან მქონდა ტემპერატურა მაღალი ორი დღე. ეხლა კუდევ რა კვლევების ჩატარევაა ჩემთვის აუცილებელი? მადლობა დახმარებისთვის.
თარიღი : 25-02-2022
თამარ მამაცაშვილს
ქ-ნო თამარ, ომიკრონის გადატანის შემდეგ, მეხსიერება მღალატობს, მავიწყდება ბევრი რამ, რას მირჩევდით?
თარიღი : 22-02-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საჭმლის მონელების სირთულეები – როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს სიმსუბუქის შენარჩუნებაში?

ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას.
სრულად
გახანგრძლივებული და  უცნობი წარმოშობის ცხელების მართვის  კლინიცისტი – ინფექციონისტი პაატა ვეფხვაძე თოდუას კლინიკის გუნდს შეუერთდა

თოდუას კლინიკის ვერის ფილიალი ინფექციური მიმართულებებით აქტიურ სეზონს სიახლით ხვდება.
სრულად
თბილისში თოდუას კლინიკის მხარდაჭერით „ონკოლოგიისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის“ პირველი ნაციონალური კონგრესი ტარდება

რამდენად ზუსტად ზომავს ფიტნეს საათები ჯანმრთელობის მაჩვენებლებს.

სამედიცინო მონაცემების განსაზღვრისთვის არ უნდა დავეყრდნოთ მათ, როგორც სამედიცინო მოწყობილობას.
სრულად
ხანდაზმულებში დემენციის დაწყების უჩვეულო ნიშანი დასახელდა

Alzheimers & Dementia: განწყობის დარღვევები შეიძლება იყოს დემენციის ნიშანი.
სრულად
როგორ შევარჩიოთ მზისგან დამცავი ჩვენი კანის ტიპის მიხედვით და რატომ ტოვებს ზოგი მათგანი თეთრ ლაქებს?

ყველამ ვიცით, რომ მზისგან დამცავი საშუალებების ყოველდღიურად გამოყენება რომ ჩვენს კანს ნაადრევი დაბერების, ლაქებისა და მელანომის წარმოქმნისგან, თუმცა
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

"მკურნალის" მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი, მკითხველს მიმართავს - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები