ამერიკელმა მეცნიერებმა გამელოტების მიზეზები გამოავლინეს

თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების საშუალებით, სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ დაბერებისას, თმის ღეროვანი უჯრედები ნაკლებად წებოვანი ხდება, რის შედეგადაც ისინი ტოვებენ ფოლიკულში სპეციალურ ადგილს და გამოდიან დერმაში. თუმცა შესაბამისი მიკროგარემოს არარსებობის გამო ვეღარ აგრძელებენ სიცოცხლეს.
შედეგად, ღეროვანი უჯრედები, რომელიც საჭიროა თმის ზრდისთვის სულ უფრო ცოტა რჩება. ეს იწვევს თმის გათხელებას და თანდათანობით გამელოტებას.
მეცნიერების აზრით, მათი აღმოჩენა მნიშვნელოვანი იქნება ადამიანებში სიმელოტის დასამარცხებლად, იმდენად რამდენადაც თაგვების ფოლიკულები ადამიანის მსგავსია.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსული ინფექციის შემდეგ აღინიშნება თმის გაძლიერებული ცვენა. ამის პროფილაქტიკისათვის აუცილებელია სისხლძარღვების ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნება და ორგანიზმში სისხლის ცირკულაციის ნორმალიზება.