მავნე ჩვევის მსხვერპლი
ამერიკელმა ქირურგებმა 18 წლის გოგონას კუჭიდან 4,5 კგ-იანი თმის გორგალი ამოუღეს.
ქალიშვილი მუცლის ტკივილს, პირღებინებას, ყლაპვის გაძნელებას და წონის სწრაფ კლებას უჩიოდა - 5 თვის განმავლობაში მან დაახლოებით 18 კგ დაიკლო.
კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ კუჭი გაურკვეველი წარმოშობის მკვრივ მასას ეკავა. უცხო სხეულის საყლაპავიდან ამოღება შეუძლებელი აღმოჩნდა. ექიმებმა სცადეს, წარმონაქმნი ენდოსკოპიური ინსტრუმენტით ამოეღოთ, მაგრამ იძულებულნი გახდნენ, მუცლის წინა კედელი მაინც გაეკვეთათ და... ხელში თმის გორგალი შერჩათ.
აღმოჩნდა, რომ გოგონა რამდენიმე წლის განმავლობაში იკვნეტდა თმას. ასეთი ქცევა ფსიქიკური დარღვევის მქონე ადამიანებს
საავადმყოფოდან გამოწერილ ქალიშვილს ფსიქიატრი მიუჩინეს. ერთი წლის განმავლობაში მან 9 კგ მოიმატა და თმის კვნეტასაც დაანება თავი.
როხის ცოფის ჰონკონგური ისტორია
ბრიტანელი ტურისტი ჰონკონგის საავადმყოფოში მოხვდა - მას ძროხის ცოფის სიმპტომები გამოაჩნდა.
23 წლის ლონდონელი მამაკაცი ჰონკონგს ოჯახთან ერთად ესტუმრა. ერთ დღეს მან
დიდ ბრიტანეთში დაავადების 161 შემთხვევაა რეგისტრირებული, საფრანგეთში - 18, ხოლო სხვა ქვეყნებში - 12.
გლუვი და ახალგაზრდა კანის ნაცვლად - ბოტულიზმი
დოქტორ ბეჩ მაკკომბის, რომლის გამოც ოთხ ადამიანს მძიმე დროებითი დამბლა განუვითარდა, სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დამბლა ბოტოქსის ყალბმა პრეპარატმა გამოიწვია. ბოტოქსი, რომელსაც კოსმეტოლოგიაში ნაოჭების გასასწორებლად იყენებენ, შეიცავს ბოტულოტოქსინს - ერთ-ერთ ყველაზე ტოქსიკურ შხამს. პრეპარატის მცირე დოზები შეჰყავთ სახის კანის კუნთების განსაზღვრულ უბნებში, რაც დროებით ასწორებს ნაოჭებს.
48 წლის ექიმმა ყალბი მედიკამენტის ინექციები ჯერ თვითონ გაიკეთა, შემდეგ კი თავის შეყვარებულს და ორ მეგობარს შესთავაზა. შედეგად ბოტულინური ტოქსინით მოწამლული სილამაზის ოთხივე მოტრფიალე საავადმყოფოში მოხვდა. მათ რამდენიმე თვე არ შეეძლოთ დამოუკიდებლად სუნთქვა და ყლაპვა.
აღიძრა საქმე. ექიმები, რომლებიც ბოტოქსის ყალბ პარტიას აწარმოებდნენ და ავრცელებდნენ, დააპატიმრეს. სპეციალისტების შეფასებით, ყალბი ბოტოქსის შემადგენლობაში შემავალი ბოტულოტოქსინის კონცენტრაცია ათჯერ აღემატებოდა დასაშვებს.
მოწამვლიდან ერთი წლის შემდეგ მაკკომბიმ აღიარა, რომ არალიცენზირებულ პრეპარატს იყენებდა, თუმცა მას სახელი მანამდე გაუტყდა - ამ ინციდენტამდე მცირე ხნით ადრე ფლორიდის შტატმა მას ლინცენზია შეუწყვიტა, რადგან მისი ორი პაციენტი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების დოზის გადაჭარბების გამო გარდაიცვალა.