/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

კოლაჟი

კოლაჟი
გაგაცნობთ მედიცინის სიახლეებს მხედველობასთან დაკავშირებით.

  • კომპიუტერული სარკე - თვალების მხსნელი

ავსტრალიელმა გამომგონებელმა სტივენ ეტვუდმა შეიმუშავა თვალის დატვირთვის შესამცირებელი მოწყობილობა - კომპიუტერული სარკე Imait, რომელიც მონიტორის ზემოთ თავსდება და მომხმარებელს მის უკან ოფისის ფართო კუთხით დანახვის საშუალებას აძლევს.კომპიუტერული სარკის კონსულტანტების აზრით, ეს მოწყობილობა გაიძულებთ, თვალი ახამხამოთ და ფოკუსირება ცვალოთ, კომპიუტერთან მუშაობისას კი ერთიც და მეორეც მეტად მნიშვნელოვანია თვალების გადაღლის შესამცირებლად.

  • კომპიუტერი და კონტაქტური ლინზები თვალებს აშრობს

ათეულობით მილიონ იაპონელს მშრალი თვალის სინდრომი აქვს, რაც კომპიუტერთან მუშაობისას ზედმეტ დატვირთვას უკავშირდება.

მშრალი თვალის სინდრომს საცრემლე სითხის უხარისხობა ან უკმარისობა განაპირობებს. საცრემლე აპკის მეტისმეტად სწრაფი გამოშრობის გამო თვალში ჩნდება უცხო სხეულის, წვის, ქავილის შეგრძნება, სიწითლე, მიკროტრავმები. თვალი ადვილად ტრავმირდება და ინფიცირდება. მშრალი თვალის სინდრომი უფრო მეტად მათ ემუქრებათ, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს.

  • ნუ წაიკითხავთ ცხვირით!

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დღეს ყოველი მესამე მოსწავლე ახლომხედველია, რაც, უწინარეს ყოვლისა, გამოწვეულია მშობლებისა და მასწავლებლების უყურადღებობით, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ, თუ როგორ კითხულობს ბავშვი.

მიოპია რომ არ განვითარდეს, ტექსტი თვალებიდან არანაკლებ 40 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული, მოზარდების უმრავლესობა კი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ცხვირით კითხულობს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ლიტერატურის დამუშავება ევალებათ დღეს მოწაფეებს, გასაკვირი არ არის, რომ მათ მხედველობა უფუჭდებათ და იძულებულნი ხდებიან, სათვალე ატარონ. ამასთანავე, მოზარდები ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან, რაც მხედველობაზე მეტად უარყოფითად მოქმედებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ახლომხედველობის დროს ნორმალური მხედველობის აღდგენა შეუძლებელია, ის შეიძლება მხოლოდ გააუმჯობესო. კარგად მხედველი ადამიანის თვალი ფეხბურთის ბურთივით მრგვალია. ახლომხედველობის დროს იგი იწელება და რაგბის ბურთს ემსგავსება. მისი შევიწროება შეუძლებელია, ამიტომ მიოპიის ზრდის შესაჩერებლად აუცილებელია პროფილაქტიკური ღონისძიებები და ოკულისტის მუდმივი კონსულტაცია.

  • მსოფლიოს მიოპიის პანდემია ემუქრება

ახლომხედველობის ეპიდემია, რომელიც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ბობოქრობს, ევროპასაც ემუქრება. მედიკოსები ბოლო დრომდე მიიჩნევდნენ, რომ სინგაპურში, იაპონიაში, ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში მიოპიის გავრცელება ამ ქვეყნების მოსახლეობის გენეტიკური მიდრეკილებით იყო განპირობებული, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამის მიზეზი გენეტიკური განწყობა კი არა, ცხოვრების ნირია.

ასევე დაგაინტერესებთ
როგორია სტრესის გავლენა მხედველობაზე
როგორია უსაფრთხო მანძილი თვალსა და კომპიუტერის ეკრანს შორის

აზიის ქვეყნების მოსახლეობა, განსაკუთრებით - ბავშვები, დიდ დროს ატარებენ დახურულ შენობებში - კომპიუტერებთან, ტელევიზორებთან, წიგნებთან. ასეთი დატვირთვისას თვალის კაკალი ფორმას იცვლის, რათა მცირე მანძილზე ფოკუსირება გაიადვილოს, თანდათან ეჩვევა ამ მდგომარეობას და დიდ მანძილზე ფოკუსირება უჭირს. აღმოსავლეთ აზიაში მიოპია ჭეშმარიტად გაუთვალისწინებელ მასშტაბს იღებს. სინგაპურში მოსახლეობის თითქმის 80% 18 წლამდე ხდება ახლომხედველი (შედარებისთვის: 30 წლის წინ ახლომხედველ მოზარდთა რიცხვი 25%-ს აღწევდა). პოლიცია და სხვა სამსახურები ნორმალური მხედველობის მქონე ადამიანების დეფიციტს განიცდის. გარდა ამისა, გაიზარდა მაღალი ხარისხის მიოპიის მქონე ახლომხედველთა რიცხვი. იაპონიაში ბავშვების დაახლოებით 70% მიოპიით არის დაავადებული. მოზარდებს შორის ახლომხედველობის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია (80%) ისრაელის სკოლებშიც, სადაც დიდ დროს უთმობენ რელიგიური ტექსტების კითხვას.

ახლომხედველობის ეპიდემია უახლოეს მომავალში ევროპაშიც შეიჭრება, რადგან ევროპელი ბავშვები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ კომპიუტერებთან, ტელევიზორთან ან წიგნებთან, ხოლო მშობლები, მასწავლებლები და სამინისტროები ამ ამბავს გულგრილად ეკიდებიან.

  • შაკიკი და მხედველობა

გამოკვლევამ აჩვენა, რომ შაკიკით დაავადებულთა მხედველობის ანალიზატორი ჩვეულებრივი ადამიანის ანალიზატორისგან განსხვავდება: ავადმყოფებს მომატებული აქვთ მისი აგზნების ზღვარი. მხედველობის ანალიზატორის გადაძაბვის ერთ-ერთი მიზეზი მხედველობის არასათანადო კორექციაა. ახლომხედველობისა და შორსმხედველობის დროს მხედველობის მუდმივი კონტროლი არ კმარა, საჭიროა სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც დაავადების პროგრესირებას შეაჩერებს. ეს ვარჯიშები ყველა კარგმა ოკულისტმა იცის და პრაქტიკაში წარმატებითაც იყენებს.

ახლომხედველობისა და შორსმხედველობის დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შაკიკიც გაწუხებთ, აუცილებლად უნდა ატაროთ სათვალე. კომპიუტერთან მუშაობისას ან კითხვისას შორსმხედველობისთვის განკუთვნილი სათვალის გამოყენება დაუშვებელია. გარდა ამისა, აუცილებელია სათვალის ნომრის ზუსტი შერჩევა.

რაც შეეხება მზის სათვალეს, მისი გამოყენება ამცირებს დამატებით დატვირთვას თვალის კუნთოვან აპარატზე და აიშვიათებს შაკიკის შეტევებს, კომპიუტერთან ან ცუდად განათებულ გარემოში მუშაობა კი ალბათობას, პირიქით, ზრდის.

  1. კომპიუტერთან მუშაობის ხანგრძლივობა დღეში 6 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
  2. საათში ერთხელ ხუთი წუთით აუცილებლად შეისვენეთ.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კოლაჟი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები