/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

მშრალი თვალის სინდრომი

მშრალი თვალის სინდრომი
ბუნებრივი დაბერების კვალად, ავიტამინოზის ფონზე, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობითა და მტვრიან გარემოში ყოფნით, ადამიანებს თვალის სიმშრალე უვითარდებათ, რომელიც დღეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. სპეციალისტები მას „მშრალი თვალის სინდრომს“ უწოდებენ, რაც საცრემლე ჯირკვლების მიერ თვალის ლორწოვანი გარსის დასატენიანებლად საჭირო ცრემლის არასაკმარის გამომუშავებას უკავშირდება.

საცრემლე გარსი

ადამიანის თვალი დაფარულია საცრემლე გარსით - საკმაოდ თხელი და დელიკატური ქსოვილით, რომელიც 3 შრისგან შედგება: შიგნითა, შუა და გარეთა.

პირველი შრე ე.წ. პერიფერიაა, რომლითაც გარსი უშუალოდ თვალის კაკალთან კონტაქტობს. შუა შრე წყლისა და საკვები ნივთიერებების რეზერვუარია, გარეთა კი თხელი ცხიმოვანი ფენაა, რომელიც თვალს იცავს და მის ზედაპირზე საჭირო ტენიანობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

საცრემლე გარსი რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:

  • ეწინააღმდეგება თვალში მტვრისა და სხვა ტიპის ნაწილაკების მოხვედრას;
  • რქოვანაში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტს უზრუნველყოფს;
  • ერთგვარი ბარიერია ვირუსებისა და მიკროორგანიზმებისთვის.

თვალის სიმშრალეს იწვევს:

  • A ვიტამინის დეფიციტი;
  • თვალზე მშრალი, კონდიცირებული ჰაერის მუდმივი მოქმედება;
  • ენდოკრინული ფონის ცვლილება;
  • უხარისხო კონტაქტური ლინზების ტარება;
  • ქრონიკული გადაღლა;
  • უძილობა;
  • თამბაქოს კვამლი;
  • მშრალი და ცხელი გარემო;
  • ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია;
  • კომპიუტერთან გადაღლა;
  • ორგანიზმში ზოგადი მინერალებისა და სითხის უკმარისობა.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი. დროდადრო მაქვს თვალზე ალერგიული რეაქციები- ტრანსპორტში კითხვისას ტელეფონში,ასევე ტელეფონში თუ მიწევს სიბნელეშე მოხმარება ,დიდხანს ურთიერთობა ,კითხვა და ა.შ. ბოლოს მქონდა ძლიერი ქავილი თვალში. ექიმმა ჩამიტარა სრული კვლევა. არაფერი ხარვეზი.დამინიშნა ალერგოვისი სამი თვით. ერთი კვირის შემდეგ არაფერი მოიხსნა საერთოდ,არაფერს მშველის დღემდე. მივმართე მას ისევ, დექსამეტაზონი დამიმატა, ჩავიწვეთე თუ არა მაშინვე,ერთ წვეთზე მოიხსნა ყველაფერი. ერთი კვირა გამოვიყენე. ეხლა ალაგ ალაგ მაქვს ისევ წვა და რეაქციები. რა შეიძლება ხანგზლივად ჩავიწვეთო,ანტიჰისტამინი,უკონსერვანტო,რქოვანა რომ არ დააზიანოს ან თუ შეიძლება დექსამეტაზონი გამოვიყენო ასეთ დროს,თუნდაც ერთჯერადად ან რამდენიმე დღე, თვალის წნევაზე რომ არ იმოქმედოს.</p>

“მშრალ თვალს” ახასიათებს:

დასაწყისში ჩნდება დისკომფორტის, თვალში ქვიშის არსებობის მაგვარი შეგრძნება, წითლდება თვალის ლორწოვანი გარსი - ეს შეგრძნებები განსაკუთრებით მწვავდება და ძლიერდება დაღლილობისას, ტელევიზორსა და კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომისას. დასვენების შემდგომ სიმპტომები თავისით გაივლის.

მოგვიანებით შემაწუხებელი ნიშნები დასვენების შემდგომაც გრძელდება და მას სხვა ნიშნებიც ემატება: თვალის ქავილი, წვა, ტკივილი თვალების დახუჭვისას.

პერიოდულად გამოსახულების დამახინჯება, მხედველობის საგრძნობი დაქვეითება, ქარიან და ყინვიან ამინდში ცრემლდენა, თვალების ტკივილი ძლიერი განათებისას, თვალის კაკალში წნევის გაზრდა კითხვისა და კომპიუტერთან ჯდომისას - თუ ამ სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც გრძელდება და ძლიერდება, ცხადია, რომ ოფთალმოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. თვალებს სპეციალური დახმარება ესაჭიროება, რამდენადაც მშრალი თვალის სინდრომი სერიოზულ საფრთხეს უქმნის რქოვანას ჯანმრთელობას და საზოგადოდ, მხედველობასაც.

როგორ მოვიქცეთ?

თვალის სიმშრალისას დაგვეხმარება თვალის დამატენიანებელი წვეთები და ჟელეები, რომელთაც ხელოვნური ცრემლის შედგენილობა აქვთ. არსებობს სპეციალური მედიკამენტებიც, ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული მკურნალობა, სპეციალური ლინზების ტარება.

მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია ზოგიერთი ხალხური საშუალებაც.

ხელოვნური ცრემლი

წვეთები და ჟელეები, რომლებიც „ხელოვნური ცრემლის“ ჯგუფს მიეკუთვნებიან, პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებაა, ისინი შედგენილობით მაქსიმალურად მიახლოებულნი არიან ცრემლს და არც საშიშ ელემენტებს შეიცავენ.

მათი გამოყენება შესაძლებელია დღეში რამდენჯერმე, ჟელესი კი - დღეში ერთხელ, ძილის წინ.

პრეპარატები

“ხელოვნური ცრემლის” ჯგუფის საშუალებათა გარდა, ამ სინდრომისას ოფთალმოლოგები პაციენტებს ხშირად უნიშნავენ ანტიბაქტერიულ ჟელეებს, ანთების საწინააღმდეგო წვეთებს.

ზოგჯერ ქუთუთოების ქვეშ სპეციალური კონტეინერის იმპლანტაცია ხდება, რომელიც სითხეს გამოყოფს და რქოვანას ხანგრძლივი დროით ატენიანებს.

ქირურგიული მკურნალობა

მშრალი თვალის სინდრომის გართულებისას მკურნალობა ქირურგიულ ჩარევას ითვალისწინებს. უკანასკნელ ხანს საკმაოდ გავრცელებულ და წარმატებულ ქირურგიულ მანიპულაციად მიიჩნევა ოკლუზიური მეთოდი. იგი ტარდება საცრემლე არხებზე, რომლებიც თვალის ლორწოვანი გარსის დატენიანებაზე არიან პასუხისმგებელნი.

მანიპულაციისას არხიდან გამოიდევნება ის საცობები, რომლებიც ცრემლის საჭირო რაოდენობით გადმოსვლას ეღობებიან.

მანიპულაცია არ იწვევს პაციენტის დისკომფორტს, არხებში ჩამდგარი სპეციალური, თხელი, ძაფისებრი სტრუქტურა, სითბოს გავლენით, ჟელესმაგვარ ნივთიერებად გარდაიქმნება და ცრემლის თანაბარზომიერ გამოყოფას არეგულირებს.

სწორად შეარჩიეთ ლინზები

მშრალი თვალის სინდრომის მქონეებმა საკმაოდ ფრთხილად უნდა შეარჩიონ კონტაქტური ლინზები, რადგან კიდევ უფრო სერიოზულად არ დააზიანონ ისედაც გაღიზიანებული თვალის ლორწოვანი გარსი.

არსებობს სპეციალურად მშრალი თვალის ლინზები, რბილი, პოლიმერული მასალისგან დამზადებული, რომლებიც ტენის მაღალი შემცველია, ამიტომ ლორწოვანისგან ტენს არ შეიწოვს.

თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მაღალი ტენის შემცველობის ლინზები მშრალ გარემოსა და ქარში “შრებიან”, ამ შემთხვევაში ისინი უკვე ლორწოვანს “ართმევენ” ტენს, ამიტომ მათი ექსპლუატაციისას აუცილებელია ამ ფაქტორის გათვალისწინება.

არსებობს ალტერნატივაც: სილიკონის შემცველი ჰიდროჟელესმაგვარი ლინზები, რომლებიც კარგად ატარებენ ჟანგბადს და ლორწოვანს არ აზიანებენ. მშრალი თვალის სინდრომის მქონენი, რომლებიც ლინზებს ხმარობენ, მათ გასაწმენდად მხოლოდ სპეციალისტის მიერ რეკომენდებულ საშუალებებს უნდა იყენებდნენ. ლინზის გასაწმენდი ხსნარები ამ შემთხვევაში არ უნდა შეიცავდეს კონსერვანტებს და მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს ცრემლის ბუნებრივ შედგენილობას.

როგორ ავიცილოთ “მშრალი თვალის სინდრომი”

სინდრომისთვის დამახასიათებელი პირველივე ნიშნების გაჩენისას:

  • გაზარდეთ რაციონში A ვიტამინით მდიდარი პროდუქტები;
  • შეძლებისდაგვარად ერიდეთ დიდი ხნით ცხელ, მშრალ, თამბაქოსკვამლიან ოთახში ყოფნას;
  • ატარეთ მხოლოდ ხარისხიანი კონტაქტური ლინზები და დაიცავით თვალის ჰიგიენა;
  • კომპიუტერთან მუშაობისას აუცილებელია მცირეხნიანი შესვენებები;
  • ჩაიტარეთ თვალის ვარჯიშები, რომლებიც ხშირ დახამხამებას ითვალისწინებს;
  • ნუ გამოიყენებთ უხარისხო დეკორატიულ კოსმეტიკას;
  • რადგანაც თვალის სიმშრალე სტრესს, გადაღლას და უძილობას უკავშირდება, დღის რეჟიმის დაგეგმვისას აუცილებელია ამ ფაქტორების გათვალისწინება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რატომ არის აუცილებელი რძის პასტერიზაცია
რატომ არის აუცილებელი რძის პასტერიზაცია
პასტერიზაცია არის ნედლი რძის გაცხელების მეთოდი, რომელიც კლავს მავნე ბაქტერიებს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მშრალი თვალის სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები