/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ინ ვიტრო განაყოფიერება რომ წარმატებით დასრულდეს - რეპროდუქტოლოგის რჩევები უშვილო წყვილებს

მას შემდეგ, რაც 1978 წელს პირველი "სინჯარის" ბავშვი დაიბადა, მსოფლიოში 6,5 მლნ-მდე ახალი სიცოცხლე გაჩნდა ამ მეთოდით.

უშვილობა მსოფლიო მასშტაბით მზარდი პრობლემაა, რასაც არაერთი მიზეზი აქვს. თუმცა, ამავდროულად, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მეთოდების განვითარებისა და დახვეწის შესაბამისად, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ბავშვი იბადება ამ გზით და პროცედურების წარმატებით დასრულების სტატისტიკური მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად იზრდება.

საქართველოში ამ მიმართულების ნოვატორი პროფესორი არჩილ ხომასურიძე იყო. პირველი "სინჯარის" ბავშვი არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში 1999 წელს დაიბადა. ამჟამად კი ქვეყანაში რამდენიმე კლინიკა წარმატებით საქმიანობს ინ ვიტრო განაყოფიერების პროფილით. ბაზარზე დაახლოებით 2 თვის წინ ახალი ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი - GGRC გამოჩნდა. ცენტრის ეგიდით 1 თებერვალს კონფერენცია "უშვილობა 35+" ჩატარდება. კონფერენციასა და უშვილობასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო თემაზე კლინიკის რეპროდუქტოლოგს, მედიცინის დოქტორ თამარ მაღულარიას მივმართეთ.

GGRC-ის ეგიდით კონფერენცია 35+ ტარდება. მოგვიყევით კონფერენციის შესახებ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

GGRC-ის ეგიდითა და საქართველოს უროლოგთა, მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით 2020 წლის 1თებერვალს "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "უშვილობა 35+".

კონფერენციაზე მსმენელების წინაშე წარსდგებიან რეპროდუქციული მედიცინის დარგში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტები; გაიმართება პროფესორ ვლადისლავ კორსაკისა და ნინო მუსერიძის ერთობლივი წიგნის პრეზენტაცია. მეორე ნაწილი კი სპეციალურად დარეგისტრირებული პირებისათვის დაეთმობა ვორქშოფს ემბრიონის ტრანსფერის შესახებ.

mkurnali.ge

შეკითხვა ექიმს
<p>-Რამოდენიმე დღეა ხან მუცელი მტკივა ხან წელი ხან თავი ხან უბრალოდ გულისრევის შეგრძნებამაქ საჭმლის დროს ვიბერები! Ზოგჯერ უბრალოდ სუსტადვარ ზოგჯერ შემახურებს 5 წუთი მერე შემაციებს 5 წუთს მერე ისევ კარგადვარ ზოგჯერ თავი კიარ მტკივა უბრალოდ რაღაც რიგზე არარის თავში ესეთი განცთამაქ დამძიმებული მძიმე გულირომისდის ადამიანს რაღაც ეგეთი შეგრძნება თავის არეში! Რისი ბრალი იქნება ვინ ვნახო ან რატესტი გავიკეთო დიაგნოსტიკისთვის</p>

კონფერენცია აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. კონფერენციაზე დარეგისტრირებულ და მონაწილე სერტიფიცირებულ; უროლოგებს, ენდოკრინოლოგებს, რეპროდუქტოლოგებსა და მეან-გინეკოლოგებს მიენიჭებათ 6 (I ტიპის) UPG ქულა და გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

ზოგადად, უშვილობაზე რომ ვისაუბროთ, რა არის ამ პრობლემის ძირითადი მიზეზები?

ქალისა და მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა დღესდღეობით ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა და რეპროდუქციული ასაკის წყვილთა 13-15%-ს აწუხებს. უშვილობა შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. როცა წყვილი ერთი წლის განმავლობაში ეწევა რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას, არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და არ დგება ორსულობა, ეს პირველადი უშვილობაა. თუ ქალს ერთხელ მაინც ჰქონდა ორსულობა, რომელიც დასრულდა ჯანმრთელი ბავშვის დაბადებით ან ორსულობა შეწყდა რომელიმე ვადაზე და მას შემდეგ ქალი აღარ დაორსულდა, ეს მეორადი უშვილობაა. უშვილობაში "დამნაშავე" შიძლება იყოს ქალი (40%-ში), მამაკაცი (40%-ში) ან ოროვე ერთად (20%-ში). უშვილობის მიზეზები ბევრია. ყველაზე ხშირია ანთებითი დაავადებებით გამოწვეული უშვილობა, რასაც თავის მხრივ სახვადასხვა ინფექცია იწვევს, ისინი აზიანებენ ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოებს, ქალებში იწვევს საშვილოსნოს მილების გაუვალობას, შეხორცებებს, მამაკაცებში - თესლის გამომტანი სადინარის დახშობას და აზოოსპერმიას (სპერმალურ სითხეში სპერმატოზოიდების არარსებობა). შემდეგ მოდის ჰორმონული დარვევები, როდესაც ქალის ორგანიზმში არ ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება - ოვულაცია და შესაბამისად, არ ხდება განაყოფიერება.

იმუნური დარღვევები: წყვილთა შეუთავსებლობა, გენეტიკური დარღვევბი, საშვილოსნოს და საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიები-მიომა (ფიბროიდები), ენდომეტრიოზი, პოლიპები, სინექიები(შეხორცებები), სისხლის შედედების სისტემის ცვლილებებიც ხშირად წარმოადგენს უშვილობის მიზეზს.

არსებობს დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული უშვილობაც. ძალზე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი. უშვილობით გამოწვეული სტრესი კიდევ უფრო ამძიმებს ამ პრობლემას და თავად ხდება ხელის შემშლელი დაორსულებაში. ამიტომ, ჩვენს კლინიკაში მოსულ პაციენტებს, რეპროდუქტოლოგთან კონსულტაციის შემდეგ ვთავაზობთ ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოლოგის ჩართულობა, პაციენტის სიმშვიდე, პოზიტიური განწყობა დადებითი შედეგის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

რა ანალიზები და კვლევებია საჭირო უშვილობის დიაგნოზის დასასმელად?

როცა კვლევებით დასტურდება, რომ წყვილს არ შეუძლია, თავად იყოლიოს შვილი, ვთავაზობთ ინ ვიტრო განაყოფიერებას. ამ გადაწყვეტილების მისაღებად კონკრეტული კვლევების ჩამონათვალი არსებობს, რომელიც ჩვენს ცენტრში ტარდება. ანალიზები თანამედროვე აპარატურით და მაღალკვალიფიცური სპეციალისტების ჩართულობით სრულდება, რაც ზუსტი შედეგის მიღების გარანტიაა. მიღებულ შედეგზე დაყრდნობით ვაძლევთ წყვილს რჩევას, ღირს მკურნალობის გაგრძელება, ინ ვიტრო განაყოფიერების გაკეთება სჯობს საკუთარი კვერცხუჯრედით თუ დონაცია. სრული სურათის თავიდანვე დანახვით პაციენტს დროის, ენერგიის და ფინანსების დაზოგვის საშუალებას ვძლევთ.

რომელი დიაგნოზის დროს არის რეკომენდებული ინ ვიტრო განაყოფიერების გაკეთება?

არსებობს ბევრი მიზეზი, რის გამოც წყვილმა უნდა მიმართოს ინ ვიტრო განაყოფიერებას. მათ შორისაა: ფალოპის მილების გაუვალობა და მათი არ არსებობა, ენდომეტრიოზი, საკვერცხეების პოლიკისტოზი, არარეგულარული ოვულატორული ციკლი, მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა და სხვა.

რა პროცესია ინ ვიტრო განაყოფიერება?

სანაყოფე პარკის მიმაგრებიდან დაწყებული, ემბრიონისა და შემდგომში ნაყოფის განვითარების ყველა ეტაპი ინ ვიტროსა და ბუნებრივი ორსულობის შემთხვევაში იდენტურია. ინვიტრო განაყოფიერება შემდეგი ეტაპებისაგან შედგება: საკვერცხეების სტიმულაცია, კვერცხუჯრედების ასპირაცია (ამოღება), განაყოფიერება და ემბრიონის განვითარება. ბოლოს კი ყველაფერი საშვილოსნოს ღრუში ემბრიონის გადატანით სრულდება. დარჩენილი ემბრიონები იყინება. თუ დედას კონკრეტული პრობლემა აქვს, ამ შემთხვევაში ვიყენებთ სუროგატ დედას, რომელსაც არანაირი გენეტიკური კავშირი არ აქვს ბავშვთან. ეს მეთოდი უიმედო წყვილს აძლევს შანსს, იყოლიოს საკუთარი ბიოლოგიური შვილი.

ინ ვიტრო განაყოფიერების ნაწილი დადებითი შედეგით ვერ სრულდება. რა ფაქტორებზეა ეს დამოკიდებული?

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ორსულობის 100%-იანი გარანტია არ არსებობს. თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად მაღალი შედეგი გვქონდეს. აღნიშნულში კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, უცხოელი ექსპერტებისა და გერმანელი პარტნიორებისგან ცოდნის გაზიარება გვეხმარება. ვცდილობთ, უარყოფითი შედეგი მინიმუმამდე დავიყვანოთ.

დაფეხმძიმებისა და ბავშვის გაჩენის ინდექსი განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ასაკის მატებასთან ერთად ეს მაჩვენებელი მცირდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა 25-37 წლის ქალბატონებში ორსულობის სიხშირე, რაც 45%-ს შეადგენს, 38-40 წლის შემდეგ იწყება კვერცხუჯრედის "დაბერების" პროცესი, რაც დაფეხმძიმების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებას იწვევს 20-დან 15%-მდე, 45 წლის ზევით კი აღნიშნული მაცვენებელი 5-8%-ს შეადგენს. ორსულობის დადგომა ასევე დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელშიც წყვილი ცხოვრობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. საჭიროების შემთხვევაში წყვილს ფსიქოლოგის დახმარებსაც ვთავაზობთ.

რა განსხვავებაა ინ ვიტრო და ბუნებრივი გზით განაყოფიერებულ ნაყოფს შორის?

ბუნებრივი გზით განაყოფიერებული კვერცუჯრედი იქმნება ორ ადამიანს შორის ბუნებრივი ურთიერთობის დროს ყოველგვარი მექანიკური ჩარევის გარეშე. ორგანიზმს თვითონ გადააქვს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოში, ხდება მიმაგრება და იწყება ემბრიონის განვითარება.

პროცესი ანალოგიურია ინ ვიტრო განაყოფიერების დროსაც, თუმცა ერთი განსხვავებით. ეს ყველაფერი ხდება არა დედის ორგანიზმში, არამედ ლაბორატორიაში და უკვე განყოფიერებული კვერცხუჯრედის გადატანა ხდება საშვილოსნოში. პროცესულად არანაირი განსხვავება არ არის. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ინ ვიტრო გზით განაყოფიერებული ემბრიონი დაცულია ყოველგვარი გენეტიკური დარღვევებისგან. ამ დროს ყველაფრის შესწავლა დეტალურად ხდება და წყვილი დაავადებული კვერცხუჯრედის ან სპერმის გამოყენებისგან დაცულია. შესაბამისად, ინ ვიტრო გზით დაბადებული ბავშვები მაქსიმალურად ჯანმრთელები არიან.

არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები ინ ვიტრო ორსულებისთვის?

ორსულობის დადგომის შემდეგ, ბუნებრივ და ინ ვიტრო ორსულებს შორის განსხვავება აღარაა, შესაბამისად, არ არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები უშუალოდ ინ ვიტრო ორსულებისთვის. აუცილებელია, რომ ნებისმიერი ორსული იცავდეს თითოეულ რეკომედაციას, რომელსაც ექიმი მისცემს. დანიშნულება უნდა იყოს ეფექტური და მოზომილი, რომ საბოლოოდ ჯანმრთელი ბავშვი დაიბადოს.

რა გამოარჩევს GGRC-ის სხვა რეპროდუქციული მედიცინის ცენტრებისგან?

შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ GGღჩ არის სრულიად ახალი სიტყვა რეპროდუქციული მედიცინის დარგში. ჩვენ ვიწყებთ დიდი პროფესიული წარსულით, უკეთესის ძიების ხანგრძლივი გამოცდილებით, უახლესი მიდგომებითა და ტექნოლოგიით, ყველაზე თანამედროვე აპარატურით, საერთაშორისო კატეგორიის პროფესიონალთა გუნდით, გერმანული სიზუსტით და ქართული კეთილგანწყობით და ვიწყებთ ამბიციით, ვიყოთ ყველაზე საიმედო, ხარისხიანი და მოთხოვნადი სამედიცინო ცენტრი რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით.

mkurnali.ge

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ფონდი "შენთვის" და კლინიკაში შემოსულ მცირეშემოსავლიან ყველა პაციენტს, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ვეხმარებით. ფონდის დაფუძნების იდეა მცირეშემოსავლიან უშვილო წყვილებთა მომართვამ გაგვიჩინა. ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩვენთან უშვილობის პრობლემით, ვუტარებდით კონსულტაციებს, კვლევებს, რომ გაიგებდნენ, შვილის ყოლის ერთადერთი გზა ინ ვიტრო განაყოფიერებაა, აღმოჩნდებოდა, რომ მათ საამისოდ თანხა არ ჰქონდათ, ასეთი პაციენტების რიცხვი კი ყოველწლიურად იზრდებოდა. სულ ვცდილობდით, შესაძლებლობის ფარგლებში დავხმარებოდით ამ ადამიანებს... საბედნიეროდ, ჩვენს გუნდს ასეთი პაციენტების თანადგომის შესაძლებლობა გაუჩნდა და გადავწყვიტეთ კიდეც ფონდის შექმნა.

თავად თქვენზეც გვიამბეთ, როგორია თქვენი გამოცდილება რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით?

ჩემი პროფესიული საქმიანობა დაიწყო ჟორდანიას ინსტიტუტში პროფესორ არჩილ ხომასურიძის ხელმძღვანელობით. საქართველოში ამ სფეროს ნოვატორი სწორედ პროფესორი არჩილ ხომასურიძეა, რომელმაც შექმნა დარგი რეპროდუქტოლოგია. დღეს ეს მიმართულება წარმატებული რომ არის, დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა.

ამჟამდ საქართველოში რამდენიმე წარმატებული ცენტრი არსებობს და ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა ისეთივე წარმატებით ხორციელდება, როგორც საზღვარგარეთ. მათ შორის კი განსაკუთრებული ადგილი ჩვენს ახლად გახსნილ კლინიკასაც უკავია, რომლის გუნდის წევრობაც განსაკუთრებით მეამაყება და ჩემი პროფესიული გზის ყველაზე კეთილ, სწორ და ნაყოფიერ ნაწილად მიმაჩნია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მთვარეული მამაკაცი სამშენებლო ამწეზე აძვრა და 126 მეტრის სიმაღლეზე გაიღვიძა

მალაიზიაში მძინარე მამაკაცი სამშენებლო ამწეზე, 126 მეტრის სიმაღლეზე ავიდა, იტყობინება SCMP.
სრულად
საჭმლის მონელების სირთულეები – როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს სიმსუბუქის შენარჩუნებაში?

ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას.
სრულად
გახანგრძლივებული და  უცნობი წარმოშობის ცხელების მართვის  კლინიცისტი – ინფექციონისტი პაატა ვეფხვაძე თოდუას კლინიკის გუნდს შეუერთდა

თოდუას კლინიკის ვერის ფილიალი ინფექციური მიმართულებებით აქტიურ სეზონს სიახლით ხვდება.
სრულად
თბილისში თოდუას კლინიკის მხარდაჭერით „ონკოლოგიისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის“ პირველი ნაციონალური კონგრესი ტარდება

რამდენად ზუსტად ზომავს ფიტნეს საათები ჯანმრთელობის მაჩვენებლებს.

სამედიცინო მონაცემების განსაზღვრისთვის არ უნდა დავეყრდნოთ მათ, როგორც სამედიცინო მოწყობილობას.
სრულად
ხანდაზმულებში დემენციის დაწყების უჩვეულო ნიშანი დასახელდა

Alzheimers & Dementia: განწყობის დარღვევები შეიძლება იყოს დემენციის ნიშანი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ინ ვიტრო განაყოფიერება რომ წარმატებით დასრულდეს - რეპროდუქტოლოგის რჩევები უშვილო წყვილებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები