დიეტური ალკოჰოლი
ახალი ტიპის ღვინის ერთი ბოთლი დაახლოებით 10 დოლარი ეღირება. მისი დამზადების წესი ჩვეულებრივი ტექნოლოგიისგან რამდენადმე განსხვავდება. შაქრისა და ნახშირწყლების დიდი ნაწილი ყურძენს ფერმენტაციის დროს სცილდება. თავდაპირველად ბაზარზე გამოიტანეს დიეტური შარდონე და მერლო. მწარმოებლების განცხადებით, პირველს ლიმონისა და ნესვის გემო აქვს, მეორე კი საკმაოდ მწკლარტე ღვინოა და მოცვისა და ალუბლის არომატი დაჰკრავს. მალე ბაზარზე დიეტური კაბერნე სოვინიონი გამოჩნდება. პირველ წელს მეღვინეებს ახალი პროდუქციის 500 ათასი ბოთლის რეალიზება აქვთ დაგეგმილი.