ფსიქოლოგებმა დაასახელეს 3 ნიშანი იმისა, რომ ადამიანი შვებულებაში შეიძლება დაავადდეს
თქვენ მოუთმენლად ელოდით შვებულებას, ემზადებოდით, გეგმავდით როგორ დაისვენებდით და კარგად გაერთობოდით, მაგრამ შვებულების პირველივე დასვენების დღეს ყელის ტკივილი, სისუსტე ან მაღალი ტემპერატურა დაგეწყოთ.
ფსიქოლოგები ამბობენ: ეს „დამსვენებლის სინდრომი“ ორგანიზმის ჩვეულებრივი რეაქციაა ნანატრი შვებულებაზე. და საუბარია არა ვირუსებზე, ორპირში მოხვერაზე აკლიმატიზაციაზე ან კონდიცირებაზე, არამედ ფსიქოლოგიურ მიზეზებზე.
ამის სამი ყველაზე აშკარა მიზეზია:
თქვენი "სამუშაო" ყოველდღიური რუტინა ძალიან განსხვავდება თქვენი "შვებულების" რუტინისგან
ჯერ კიდევ გუშინ სამსახურში გვიანობამდე რჩებოდით, გამთენიისას აყენებდით მაღვიძარას და ფეხზე, სწრაფად იხემსებდით. დღეს კი შეგიძლიათ შუადღემდე დაიძინოთ, გვიან ისაუზმოთ და არსად არ იჩქაროთ.
აქტიური სამუშაოდან რელაქსაციაზე გადასვლა ორგანიზმის მიერ აღიქმება, როგორც სტრესი და იწვევს იმუნური სისტემის ფუნქციონირების დარღვევას.
შვებულებამდე ბოლომდე მუშაობა
ჩვეულებრივ ასეა: შვებულებამდე ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი დავალება შევასრულოთ და ორმაგი ტემპით ვმუშაობთ, იმის მოლოდინში, რომ მალე კარგად დავისვენებთ. მაგრამ ის ენერგია, რომელიც ჩვენ "ვისესხეთ" სხეულიდან, უნდა დაბრუნდეს. და როგორც კი შემცირდება ადრენალინისა და კორტიზოლის დონე, რომელიც გვეხმარება კონცენტრაციაში, იმუნიტეტის დონეც მკვეთრად ეცემა.
შვებულებამდე ავადმყოფობის დრო არ არის. ამ დროს ორგანიზმი იყენებს თავის ბოლო სარეზერვო რესურსებს. და როცა დგება დიდი ხნის ნანატრი შვებულების დრო, ხდება კატასტროფა და იწყება დაავადებები.
როგორც წესი, შვებულებას წინასწარ ვგეგმავთ და თითქოს მოუთმენლად ველით მოგზაურობას. მაგრამ ჩვენს ქვეცნობიერს ყოველთვის არ სურს აქტიური დასვენება. და შვებულება "მაქსიმალური სარგებლით" უბრალოდ აშინებს მას.
ხანგრძლივი მგზავრობა, გრძელი გზა, რთული ფრენა, აკლიმატიზაცია, გართობა, ექსკურსიები, ყველაფერი ის, რასაც ვცდილობთ 14 ან 7 დღის შვებულებაში ჩავდოთ. მაგრამ სხეულს რეალურად სურს უბრალოდ სახლში დარჩენა და საკმარისი ძილი. სწორედ აქ ჩნდება ქვეცნობიერი: თუ ავად გახდები საკუთარ თავს არაპროდუქტიულობის უფლებას მისცემ.
როგორ ავიცილოთ თავიდან „დამსვენებლის სინდრომი“ – 5 მნიშვნელოვანი რჩევა
- იპოვნეთ შესაძლებლობა დაისვენოთ კვირის განმავლობაში. გამონახეთ დღეები თქვენი ნერვული სისტემის განტვირთვისთვის, რათა შვებულებაშიმოდუნებისცდუნება არ შეიქმნას.
- ნუ შეუქმნით საკუთარ თავს საგანგებო რეჟიმს არც შვებულების წინ და არც მის დროს. თანაბრად გადაანაწილეთ თქვენი დავალებები და მიეცით საკუთარ თავს მინიმუმ ორი დღე ამოსუნთქვისთვის.
- ეტაპობრივად შეცვალეთ თქვენი ყოველდღიური რუტინა ახალ პირობებთან ადაპტაციისთვის.
- ნუ დაუსახავთ საკუთარ თავს სრულყოფილ დასვენებას. იმედგაცრუებული მოლოდინები ძირს უთხრის თქვენს განწყობას და კეთილდღეობას, მაშინაც კი, თუ სიტუაცია თქვენს კონტროლს მიღმაა.
- ეცადეთ არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები პირველი სამუშაო დღეებისთვის. თანდათან შედით რიტმში.
და სანამ ელოდებით შვებულებას, შეეცადეთ არ დაემორჩილოთ ტიპიურ ზაფხულის შფოთვას - ფსიქიატრები სულ უფრო ხშირად ავლენენ მას.