/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

დავეხმაროთ თავს

დავეხმაროთ თავს
სტატისტიკა მეტყველებს, რომ მამაკაცები ქალებზე მეტს ავადმყოფობენ. დიახ, ძლიერ სქესსაც აქვს თავისი სისუსტეები...

მამაკაცის ჯანმრთელობაზე უმთავრესად რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას: ქრონიკული სტრესი, არასტაბილური შემოსავალი, გადასახადების ზრდა, სამსახურებრივი სირთულეები, საგზაო საცობები, დროის უკმარისობა, კონფლიქტური სიტუაციები...

გავრცელებული აზრის თანახმად, მამაკაცები "სქელკანიანები" არიან. ისინი ნებისმიერ უსიამოვნებას უხმოდ, უემოციოდ ხვდებიან. ეს "ვაჟკაცობის" ნიშანია. აი, გული კი შეიძლება დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს... 30-40 წლის შემდეგ ყოველ მეორე მამაკაცს აქვს არტერიული ჰიპერტონია და გულთან დაკავშირებული პრობლემები.

მამაკაცებს ქალებთან შედარებით ხშირად ემართებათ ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი. როგორც ჩანს, ეს სტრესისადმი მამაკაცის დაბალი ამტანობის ბრალია, თვით ამ პრობლემის საფუძველი კი ჰორმონებში უნდა ვეძებოთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გაღიზიანების საპასუხოდ თირკმელზედა ჯირკვალი სისხლში გამოისვრის სტრესის ჰორმონებს, რომელთა შორის მთავარია ადრენალინი, ნორადრენალინი და კორტიზოლი. ეს ჰორმონები იწვევს ენერგეტიკულ აფეთქებას, მობილიზაციას უკეთებს ორგანიზმის ყველა ძალასა და რესურს დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ ქსოვილებსა და უჯრედებზე დამანგრეველი მოქმედებაც ახასიათებს. მათ საკომპენსაციოდ ორგანიზმში გამოიყოფა ტესტოსტერონი და სიხარულის ჰორმონი, რომლებიც მამაკაცს თავს გამარჯვებულად აგრძნობინებს და ბალანსიც აღდგენილია...

ქრონიკული სტრესის დროს ადრენალინი და კორტიზოლი გამუდმებით იმატებს, ხოლო ტესტოსტერონი თანდათან იკლებს. შედეგად მამაკაცი განუწყვეტლივ შფოთავს, ღელავს, ხოლო კმაყოფილების, გამარჯვების განცდა უჩლუნგდება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა დღეს მომცაა შეტევააა აი კუჭის ადგილას ჩამაწვა ძლიერად და უკან ხერხემალზე დამეწიკა ზუსტად საათ ნახევარი მტკიოდა გამივლიდა ამტკივდებოდა ნაღვლის ბუშტი ამოკვეთილი მაქვს კენჭების გამო, შეიძლება ეს კუჭი იყოს??</p>

ადრენალინის დონის მატება იწვევს არტერიული წნევის ზრდას, გულის მუშაობის გაძლიერებას, ფიტავს ენერგეტიკულ მარაგს. ტესტოსტერონის დაქვეითება იწვევს აპათიას, სიმსუქნეს და სქესობრივ უძლურებას, რაც პრობლემას უფრო მეტად აღრმავებს.

რა ვიღონოთ?

30 წლიდან მამაკაცმა სისტემატურად უნდა იზომოს არტერიული წნევა. ეს დაეხმარება, დროულად შეიცვალოს ცხოვრების წესი, რათა რაც შეიძლება მეტხანს არ დასჭირდეს წამლები. ასევე თვალყური უნდა ადევნოს კვებას.

ჭარბი წონა

საყოველთაოდ ცნობილია, როგორ უყვართ მამაკაცებს ცილოვანი, ყუათიანი საკვები. ქალებიც მათი გულის მონადირებას კუჭზე გამავალი გზით ცდილობენ და ნაირ-ნაირ კერძს უმზადებენ. ასე იბადება არაჯანსაღი კვება და სულ მალე მამამაკაცის მოხდენილობა მხოლოდ მეუღლის ხსოვნას და ქორწილის დროს გადაღებულ ფოტოსურათებს თუღა შემორჩება...

სიმსუქნე იწვევს ჰიპერტონიულ დაავადებას, გულის იშემიურ დაავადებას, ათეროსკლეროზს. რამდენადმე იზრდება ამ დაავადებების გართულებების რისკიც. მუცლის არეში დაგროვილი ცხიმოვანი ქსოვილი მხოლოდ ცხოვრებისეული სირთულეების პასიური ამორტიზატორი კი არ არის, არამედ აქტიურად წარმოქმნის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აქვეითებს მამაკაცის სასაქესო ჰორმონების დონეს. ასე ყალიბდება "სარკისებური დაავადება" - დიდი მუცელი და... მცირე მამაკაცური ძალა.

ბევრმა არ იცის, რომ "სარკისებური დაავადებისგან" გათავისუფლებით მამაკაცი მხოლოდ ჭარბი წონისგან კი არა, არამედ პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ხვრინვისგანაც თავისუფლდება.

მამაკაცურ დაავადებებს მიეკუთვნება პოდაგრაც. მხოლოდ დიეტის დაცვით არის შესაძლებელი, სახსრების მწვავე ტკივილები, ძლიერმოქმედი წამლების ხანგრძლივი მიღება თავიდან ავიცილოთ.

რა ვიღონოთ?

მიირთვით გემრიელი, სრულფასოვანი საკვები, მაგრამ შეძლებისდაგვარად ერიდეთ ქონიანს, ტაფაზე შემწვარს. ნუ მიეჩვევით დიდ ულუფებს. გაამრავალფეროვნეთ მენიუ ბოსტნეულის სალათებითა და თევზით. ნუ იშიმშილებთ, ნუ დაითვლით კალორიებს - ამით უარეს შედეგს მიიღებთ.

ავტოდამოკიდებულება

ფეხით მოსიარულეთა რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება, ხოლო ავტომანქანებისა იმატებს. ბევრი მამაკაცი პურზეც კი მანქანით მიდის. ავტომობილის სავარძელში დიდხანს ჯდომისას ქვედა კიდურებსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში გუბდება ვენური სისხლი, სუსტდება მენჯის ფუძისა და ქვედა კიდურების კუნთები, ყალიბდება ვარიკოზული დაავადება, წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგია, ბუასილი. ამ დაავადებების განვითარებას ხელს უწყობს სიგარეტის წევა, უმოძრაო ცხოვრების წესი.

რა ვიღონოთ?

ავტოდამოკიდებულებასთან ბრძოლა ძნელია, მაშინაც კი, როდესაც მანქანა მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა. ეცადეთ, სავარძელზე მოათავსოთ ხის მასაჟორი - ექიმების აზრით, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ვარიკოზული დაავადების განვითარების რისკს. ზამთარში სასურველია ავტოგამათბობელი სავარძლით სარგებლობა, რათა სასქესო ორგანოები გაციებისგან დავიცვათ.

თუ გაწუხებს ფეხებში მტვრევის, სიმძიმის შეგრძნება, წვივებისა და ტერფების შეშუპება, ნუ წაუყრუებთ, რადგან ეს ვენური უკმარისობის პირველი ნიშნებია. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, ყოველდღიურად მიიღოთ კონტრასტული შხაპი, თუნდაც მხოლოდ ფეხებზე, ბარძაყის შუა ნაწილამდე.

ატარეთ მორგებული, მოხერხებული ფეხსაცმელი და დროდადრო მიმართეთ სისხლძარღვთა ქირურგს ელასტიკური ტრიკოტაჟის შესარჩევად. მჭიდრო წინდები და გოლფები კი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს (ისინი აუცილებელია ვენური უკმარისობის გართულებათა პროფილაქტიკისთვის). დღეს ელასტიკურ ტრიკოტაჟს მრავალი მამაკაცი ხმარობს.

რაც შეიძლება მეტი ხანი გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ისეირნეთ. კუნთების რეგულარული დატვირთვა აუმჯობესებს ვენურ დინებას, ამცირებს ვარიკოზული დაავადებისა და ბუასილის განვითარების რისკს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

PFIZER წყვეტს სიმსუქნის სამკურნალო ახალი წამლის კვლევას

კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ ის აღარ ჩაატარებს წონის დასაკლები პრეპარატის დანუგლიპრონის (მიიღება დღეში 2-ჯერ) III ფაზის კვლევას.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დავეხმაროთ თავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები