/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პროქტოლოგია

ბუასილი

ბუასილი
თუ მთელი დღე კომპიუტერს უზიხართ და, საზოგადოდ, უმოძრაო, მჯდომარე ცხოვრებას ეწევით, დიდია ალბათობა, ადრე თუ გვიან ჰემოროიდული დაავადების გამო ექიმთან მისვლა მოგიხდეთ.

სხვათა შორის, იმათგან, ვინც ნაწლავის პრობლემების გამო ექიმს მიმართავს, ათიდან ოთხს სწორედ ბუასილი აქვს. უფრო მეტიც - პროქტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანთა 70% ადრე თუ გვიან ამ პრობლემას ეჯახება. ბუასილი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, ისე რომ, მის ნებაზე მიშვებას არ გირჩევთ, თუმცა თვითმკურნალობაც დაუშვებელია - შესაძლოა, მსხვილი ნაწლავის უფრო სერიოზული პათოლოგია გამოგვეპაროს. ასე რომ არ მოხდეს, დროულად უნდა მიმართოთ ექიმ-პროქტოლოგს, რათა დაგისვან სწორი დიაგნოზი, დაგინიშნონ ადეკვატური მკურნალობა და პრობლემისგან გათავისუფლდეთ.

რა არის ბუასილი და რა იწვევს მას, ამაზე სასაუბროდ თსსუ-ის სრულ პროფესორს, რევაზ იაშვილის სახ. თბილისის პროქტოლოგიური ცენტრის დირექტორს, მე-4 კლინიკური საავადმყოფოს პროქტოლოგიური სერვისის ხელმძღვანელს თეიმურაზ აბულაძეს ვეწვიეთ

-ბატონო თეიმურაზ, მკითხველი გვწერს: "ვარ 42 წლის მამაკაცი. შვიდი წლის წინ ჰემორაგიული ინსულტის გამო ოპერაციის გაკეთება მომიხდა, ერთი წლის წინ კი ბუასილის ოპერაცია გავიკეთე. ნაოპერაციევი არ მიხორცდება, ნაწლავი ვერ იცლება, გროვდება გამონადენი ჩირქის სახით, მაქვს მეტეორიზმი, წვა და ტკივილი დეფეკაციის შემდეგ. ექიმის აზრით, ნაწლავი შევიწროებულია, მიმდინარეობს პროქტიტი, კოლიტი. კლასიკური მკურნალობა მხოლოდ დროებით მშველის. გთხოვთ, მირჩიოთ რამე". რა შეიძლება ვურჩიოთ?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა მოწესრიგდეს კუჭ-ნაწლავის მოქმედება, აღიკვეთოს ყაბზობა და დიარეა. კარგი იქნება ადგილობრივი სამკურნალო პროცედურების რეგულარული ჩატარება - სანთლების, მცენარეული მიკროოყნების გამოყენება, ანალური არხის მასაჟი თითით, ცხადია, ექიმის კონტროლით.

- რა იწვევს ბუასილს?

- ბუასილი, ანუ ჰემოროიდული დაავადება, თანამედროვე კონცეფციით, წარმოადგენს სწორი ნაწლავის ანალური არხის კავერნოზული სხეულების ჰიპერპლაზიას, ანუ კავერნოზული ვენებისა და მცირე ზომის არტერიების შუნტების დაჯგუფებას. არახელსაყრელ პირობებში ამ სტრუქტურებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, იმატებს არტერიულ-ვენური შუნტების რაოდენობა, ფართოვდება მათი სანათური და ყალიბდება ჰემოროიდული კვანძები. ჰემოროიდული დაავადების განვითარების რისკფაქტორებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

1. ყაბზობა, დიარეა;

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი ასეთი მდგომარეობაა, დეფეკაციისას, თუ მასა მყარია გასუფთავებისას ქაღალდზე ვნახულობ მცირე რაოდენობით სისხლს. თითქოს კანი მეფხაჭნებაო ასეთი შეგრძნება მაქვს. მხოლოდ პირველი გასუფთავებისას, შემდეგ აღარ. ანუ დიდი რაოდენობით არა სისხლი. საცვალზე გამონადენი საერთოდ არაა არც დღის არცერთმონაკვეთში. არც მუდმივი ტკივილი ან სერიოზული დისკომფორტი არ მაქვს. მხოლოდ მყარი მასის გამოსვლას მოყვება მცირე სისხლი და გაფხაჭნის შეგრძნება. დაახლოებით 2 კვირაა ასეა. როგორ უნდა მოვიქცე რომ ეს დისკომფორტი აღმოვფხვრა? მადლობა!</p>

2. ორსულობა, მშობიარობა;

3. ცხოვრების ადინამიური, უმოძრაო წესი;

4. სპორტის ზოგიერთი სახეობა - ცხენოსნობა, ძალოსნობა და სხვა.

- როგორია ჰემოროიდული დაავადების სიმპტომები?

- ჰემოროიდული დაავადების კლინიკური ნიშნებია:

  • ტკივილი;
  • სისხლდენა სწორი ნაწლავიდან;
  • კვანძების გამოვარდნა;
  • გამონადენი;
  • ქავილი უკანა ტანში;
  • შეშუპება;
  • შეუკავებლობა.

- რომელი გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ბუასილის დასადგენად?

- ჰემოროიდული დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შორისისა და სწორი ნაწლავის დათვალიერება-გასინჯვა თითით, ანოსკოპით, სიგმოიდოსკოპით, რასაც, რასაკვირველია, ექიმი სპეციალისტი აკეთებს.

- როგორია ბუასილის მკურნალობა?

- შესაძლებელია ბუასილის ანუ ჰემოროიდული დაავადების მკურნალობა ორგვარად: მედიკამენტურად და ქირურგიულად. მედიკამენტური მკურნალობა ითვალისწინებს:

  • ფლებოტროპული პრეპარატის - დეტრალექსის მიღებას;
  • მალამოებისა და სანთლების გამოყენებას;
  • ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებას.

ქირურგიული ჩარევა ორი სახისაა: ჩვეულებრივი, რომელსაც ჰემოროიდექტომია ეწოდება და მცირეინვაზიური: ლიგაცია ლატექსის რგოლებით, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიით სისხლძარღვების გადაკვანძვა, მასკლეროზებელი თერაპია.

- როდის ხდება ბუასილის ქირურგიული მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?

- ჰემოროიდული დაავადების ქირურგიული მკურნალობის ჩვენებაა დაავადების მე-3-4 სტადია, როდესაც პაციენტს აღენიშნება:

  • რეგულარული სისხლდენა;
  • კვანძების სპონტანური გამოვარდნა;
  • ხშირი გამწვავება თრომბოზის სახით;
  • უეფექტოა მედიკამენტური მკურნალობა.

- როგორია ოპერაციული მკურნალობის შედეგი?

- ასიდან 95-98 პაციენტი იკურნება.

- როგორია ჰემოროიდული დაავადების პროგნოზი?

- სტადიის გათვალისწინებით, ჩვენებისამებრ ჩატარებული დროული და ადეკვატური თერაპია ყოველთვის ეფექტურია.

- როგორ მოვიქცეთ, რომ ეს დაავადება თავიდან ავიცილოთ?

- ჰემოროიდული დაავადების პროფილაქტიკისათვის საჭიროა:

  • ცხოვრების წესის შეცვლა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოწესრიგება;
  • მრავალფეროვანი ბოჭკოვანი საკვების (ქატო) მიღება;
  • სითხის უხვი მიღება;
  • ადგილობრივი ჰიგიენის დაცვა;
  • ჭარბი წონის შემთხვევაში - წონის დაკლება.

კომენტარები (14)
ფატიმა
თეა იქნებ მოგცეთ მისამართი ან ტელეფონის ნომერი მოგვწეროთ .გთხოვ.555560444 ამ ნომერზე მომწერეთ.დიდი მადლობათ
თარიღი : 21-12-2018
ირმა
ჩემი მეუღლე მოარჩინა. ექიმი ფიტოთერაპევტია კავკასიძე. მკურნალობს შინაგანადაც. აძლევს მცენარეულ ნაკრებებს და აქვს უმაგრესი მალამოები. მცენარეებხზე დამზადებული. მთელი ევროპა შემოიარა ჩემმა ქმარმა და ვერავინ უშველა. ამ ექიმთან მიიღო შედეგი. ტელეფონს მოგწერთ 593.021.600. აქვბს კიდევ დამწვრობის მაგარი მალამოები. მე ვნახე მაგასთან განგრენიანი პაციენტიც, რომელიც განიკურნა
თარიღი : 18-09-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბუასილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები