ზღვის პროდუქტები და კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზღვის პროდუქტები და კოსმეტოლოგია

.

  • წყალმცენარეები

გარეგანი გამოყენებისას წყალმცენარეებს აქვს მასტიმულირებელი, გამაძლიერებელი, ტენიანობის ბალანსის აღმდგენი და გამწმენდი თვისებები. წყალმცენარეთა უმეტესობა ხმელეთის მცენარეებთან შედა-რებით შეიცავს 1000-ჯერ მეტ იოდს, 100-ჯერ მეტ კალციუმს და 10-ჯერ მეტ მაგნიუმსა და სპილენძს.

იოდით, კაროტინოიდებით, ფოსფორით და სხვა აქტიური ინგრედიენტებით მდიდარი წყალმცენარეების გამონაწვლილი სხვადასხვა კოსმეტიკური პროდუქტის (კრემების, ლოსიონების, ნიღბების) დასამზადებლად გამოიყენება. ზღვის წყალმცენარეებისგან პრეპარატებს ამზადებენ მიკრონიზაციის მეთოდით. ამ დროს მათში შემავალი იოდი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი და სხვა მიკროელემენტები თავისუფალ მდგომარეობაშია და არა მარტო ლოკალურად, არამედ მთელ ორგანიზმს მკურნალობს.

ლამინარიის ფიტოპრეპარატები ეფექტიანად ატენიანებს კანს, ააქტიურებს უჯრედშიგა პროცესებს, უჯრედს ჟანგბადით ამდიდრებს, წმენდს და ახდენს მის დეზინფექციას. ფუკუსის ექსტრაქტსაც მაღალი ბიოაქტივობა ახასიათებს. ის არბილებს, აღადგენს და იცავს კანს.

  • ზღვის ცხოველები

ბიოზღვის ექსტრაქტების შესაქმნელად გამოიყენება ასევე ზღვის ცხოველების (ზღვის ზღარბის, სხვადასხვა სახეობის თევზის) ქსოვილები.

ბოლო ხანს ფართოდ იყენებენ ზღვის დიდი ცხოველებისა და ძუძუმწოვრების - ზვიგენისა და ვეშაპის ქსოვილებსაც. სულ უფრო პოპულარული ხდება ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი შავი ხიზილალის ექსტრაქტის შემცველი კოსმეტოლოგიური პროდუქტები. ნატურალური ზღვის პლანქტონისგან მიღებული ექსტრაქტი ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, ატენიანებს კანს, აღადგენს ვიტამინებს და ასტიმულირებს უჯრედებში ცერამიდების (უჯრედული მემბრანის ერთ-ერთი მნი-შვნელოვანი კომპონენტი) სინთეზს.

  • ექსტრაქტების მთავარი ღირსება

ზღვის ექსტრაქტების მთავარი ღირსება სისხლძარღვებისა და კანის იმუნიტეტის სტიმულაციის უნარია. არასასურველი გარემოფაქტორების ზემოქმედებისას კანს მხოლოდ გარეგნული მომხიბლაობა კი არ ეკარგება, არამედ უქვეითდება იმუნიტეტი და ერღვევა ძირითადი ფუნქციები. ზღვის პროდუქტებს კი შეუძლია იმუნიტეტის აღდგენა და კანის ფუნქციების გააქტიურება. ზღვის კოლაგენიც თევზეულის გამონაწვლილია და მიიღება კანიდან. ის კანის ღრმა შრეებში აღწევს. ბიოზღვის ექსტრაქტების შემადგენლობაში შედის ლიფტინგური კომპონენტები - პეპტიდებიც.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პეპტიდები უჯრედის სამშენებლო მასალაა - პეპტიდური მოლეკულა აქტიურად მონაწილეობს საკუთარი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებაში. ამიტომ პეპტიდების შემცველი პროდუქტები აქტიურად გამოიყენება ANTI-AGE (დაბერების საწინააღმდეგო) თერაპიაში. ბიოზღვის ექსტრაქტები აქტიურად მოქმედებს კანის ზედაპირულ შრეში - ეპიდერმისში, ხელს უწყობს მეტაბოლურ პროცესებსა და სისხლის მიკროცირკულაციას, ამიტომ ფართოდ გამოიყენება ცხიმოვანი და მშრალი სებორეის, აკნეს, მოზარდთა ფერიმჭამელების დროს.

  • როდის არ უნდა გამოვიყენოთ

ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კოსმეტიკური ნაწარმის გამოყენება დაუშვებელია მათი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობისას. მაგალითად, ზოგიერთი წყალმცენარე შეიცავს მჟავა-ფრაქციებს, რომლებმაც შესაძლოა მელანინის არასწორი გადანაწილების პროვოცირება მოახდინოს და ჰიპერპიგმენტაცია გამოიწვიოს.

  • თერაპიული ლაბირინთები

აბრევიატურა SPA-ს ასე განმარტავენ: SANUS PER AQUA - ჯანმრთელობა წყლიდან.

SPA - ეს არის გამაჯანსაღებელი პროცედურების კომპლექსი ზღვის, თერმული, მინერალური წყლის ან სამკურნალო მცენარეების და ტალახების გამოყენებით, რომლის მიზანია სხეულისა და სულის ჰარმონია. SPA პროცედურების ცენტრალურ ელემენტს წყალი წარმოადგენს. SPA-ს განსაკუთრებულად "მოდური" და "ლამაზი" მიმართულებაა თალასოთერაპია - ზღვითა და ზღვის პროდუქტებით მკურნალობა. მას საფუძვლად უდევს ზღვის პროდუქტები: ზღვის წყალი, წყალმცენარეები, ტალახი, მარილი, ქვიშა და ზღვიდან მიღებული სხვა კომპონენტები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ ზღვისპირელს შეუძლია თავის ქოხს მიაწებოს დაფა წარწერით - "თალასოთერაპია". კურორტებზე და თალასოთერაპიის ცენტრებში გამოსაყენებელი წყალი მიიღება ნაპირიდან 450 მ დაშორებით და 6 მ სიღრმეზე.

  • როგორ მოქმედებს წყალმცენარეები, ტალახები ორგანიზმზე?

წყალმცენარეები, ტალახები ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს:

  1. ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას;
  2. არის მიკროელემენტების, ვიტამინების და ამინომჟავების წყარო;
  3. აუმჯობესებს კანის ხარისხს;
  4. ზრდის კუნთოვან ტონუსს;
  5. ბლოკავს ცხიმოვანი უჯრედების ალფა და ასტიმულირებს ბეტა-უჯრედებს, რაც საშუალებას იძლევა ვებრძოლოთ ცელულიტს და ჭარბ ცხიმგროვებს;
  6. ეწინააღმდეგება კანის საფარველის მთლიანობის დარღვევას.
  • როდის არის თალასოთერაპია უკუნაჩვენები?

თალასოთერაპიის უკუჩვენებაა

  1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადება;
  2. სისხლის დაავადებები;
  3. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია და სხვა ენდოკრინული დაავადებები;
  4. ონკოლოგიური დაავადებები;
  5. გინეკოლოგიური დაავადებები (მიდრეკილი სიმსივნეებისადმი);
  6. კანის ზოგიერთი დაავადება.
  • მდუღარე აბაზანები

თალასოთერაპიის პროცედურებში ყველაზე საინტერესოა "მდუღარე აბაზანები". ეს მეტად სასიამოვნო და სასარგებლო პროცედურაა, რომელიც ჯაკუზის პრინციპს წააგავს. ზღვის წყალში უმატებენ ზეთოვან ესენციებს. მდუღარე აბაზანების სახესხვაობას მიეკუთვნება "ბუშტუკოვანი" აბაზანები - წყალმცენ-არეებით გამდიდრებულ წყალს პირწმინდად გამოჰყავს ტოქსინები და ქმნის განწყობას, თითქოს გაზიან ზღვაში მოხვდით.

  • ზღვის მარილი და კოსმეტოლოგია

ზღვის მარილი ბუნებრივი ბალნეოლოგიური საშუალებაა. ძირითადი მოქმედი ნივთიერებაა ნატრიუმის ქლორიდი. შეიცავს ბიოაქტიური მიკროელემენტების (ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი) და მიკროელემენტების (ლითიუმი, რკინა, სპილენძი, ქრომი, მანგანუმი, მოლიბდენი, ბორი და სხვა) ბუნებრივ დაბალანსებულ კომპლექს, კრისტალშორის თიხას და ა.შ. ზღვის მარილი აღიზიანებს კანს, იწვევს სისხლის მიდინებას და აჩქარებს დაზიანებული საფარველის რეგენერაციას. იგი სტრესისა და სპაზმების საწინააღმდეგო ეფექტიანი საშუალებაა, რადგან ასტიმულირებს ვეგეტაციურ ნერვულ სისტე-მას, აუმჯობესებს ნივთიერებათაAცვლას, დადებითად მოქმედებს კანის ტონუსზე და ფართოდ გამოიყე-ნება კოსმეტოლოგიაში.

  • ზღვის მარილის აბაზანა

ქალს ხშირად არა აქვს შესაძლებლობა, ისიამოვნოს სითბოს სასარგებლო მოქმედებით, მოიკრიბოს ძალები და იზრუნოს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. არადა, ყველაფერი ძალიან მარტივია - საკმარისია გამონახოთ 15 წუთი, ჩაწვეთ ზღვის აბაზანაში, იხმაროთ არომატული ეთერზეთები ან ზღვის პროდუქტებით დამზადებული კოსმეტიკა.

როგორ მივიღოთ ზღვის მარილის აბაზანები

წყლის პროცედურების დაწყება სჯობს სკრაბით ან მარილის საპნით კანის გასუფთავებით. მოამზადეთ აბაზანა ზღვის მარილით (დაუმატეთ ნატურალური ან მცენარეული ექსტრაქტების ეთერზეთები). მარილის კონცენტრაცია ერთ აბაზანაზე არის 100გ-დან 1 კგ-მდე. კოსმეტიკური ან სამკურნალო-პროფილაქტიკური ეფექტის მისაღებად მარილის დოზა ერთ აბაზანაზე არ აღემატება 100-300 გ-ს. სამკურნალო კონცენტარაციის მისაღებად მარილის დოზა - 1 კგ-მდეა ერთ აბაზანაზე. აბაზანის მიღებისას წყლის ტემპერატურა დაახლოებით უნდა იყოს 35-390C. აბაზანა მიიღეთ 10-20 წუთის განმავლობაში ყოველდღე ან დღეგამოშვებით. კურსი მოიცავს 10-15 პროცედურას.

  • ზღვის მარილი და ცელულიტი

ზღვის მარილები ძალიან ეფექტიანია ცელულიტის სამკურნალოდ. მაგრამ მარილიანი აბაზანები სასურველია მიიღოთ სხვა ანტიცელულიტური საშუალებებისა და მეთოდების პარალელურად.

განსაკუთრებით სასარგებლოა მკვდარი ზღვის მარილი, რომლის წყალი შეიცავს მცირე რაოდენობით საჭმელ მარილს, მაგრამ მდიდარია მაგნიუმით, კალციუმით, იოდითა და რკინით. ზღვის აბაზანები კანს ენერგიით ავსებს, ხოლო მარილიანი წყალი - კურნავს. ზღვის წყალში კანი ნაკლებად კარგავს ტენიანობას, ვიდრე ჩვეულებრივ წყალში. ზღვის მარილი ხელს უწყობს ქსოვილებიდან წყლის, წიდების გამოდევნას, კანს ხდის უფრო მკვრივს და ელასტიკურს. რეგულარული აბაზანები თანდათან აქრობს ცხიმგროვებს ე.წ. ბალიშებზე, დუნდულა კუნთებსა და თეძოებზე.

ძალიან კარგი იქნება, თუ აბაზანაში ჩაუმატებთ რამდე-ნიმე წვეთ ეთერზეთს. ცელულიტის ეფექტიანი მკურნალობისთვის საკმარისია აბაზანაში კვირაში 1-2-ჯერ ზღვის მარილის დამატება. ცხელ წყალში გახსენით 500 გ მსხვილი მარილის კრისტალი და ჩაასხით აბაზანაში. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 370C-ს. აბაზანის მიღების დროა 20 წუთი. შემდეგ აუცილებლად გადაივლეთ თბილი წყალი და ჩაიცვით ხაოიანი ხალათი.

ზღვის მარილი შეიძლება გამოიყენოთ "ფორთოხლის კანის" სამკურნალოდ. მკერდის ტონუსის გასაუმჯობესებლად საუცხოოა ზღვის აბაზანები და ტალახის შეხვევები. მკერდი უფრო მკვრივი და ლამაზი რომ გაგიხდეთ: ჩაყარეთ აბაზანაში 400 გ მსხვილმარცვლოვანი ზღვის მარილი. უმჯობესია, თუ აავსებთ აბაზანას თბილი წყლით, რადგან ცხელი წყალი უარყოფითად მოქმედებს კანზე - აცლის მას ბუნებრივ ცხიმს და აშრობს. თბილი წყალი ამ თვალსაზრისით, გაცილებით მსუბუქი და სასარგებლოა. გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულთათვის ასეთი აბაზანები უკუნაჩვენებია.

  • შეხვევა

შეხვევა თალასოთერაპიის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც გამოიყენება ზღვის წყალმცენარეები და სხვა მცენარეული წარმოშობის კომპონენტები. შეფუთვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასაჟთან და კანის გასასუფთავებელი საშუალებებით (სკრაბი, პილინგი, ლოსიონი), რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროცედურის ეფექტიანობას: კანის გაწმენდის შემდეგ პრობლემურ უბნებზე ლოკალურად ან სრული შეხვევის სახით სპეციალური აპკის ქვეშ ადებენ აქტიურ პრეპარატს, რაც ქმნის სათბურის ეფექტს და ახდენს კომპრესიას. ეს მეთოდი ააქტიურებს ლიმფის ცირკულაციას, ლიმფასთან ერთად გამოაქვს ქსოვილებიდან ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც დაგროვილია უჯრედშორის სითხეში, გამოაქვს ტოქსინები საოფლე ჯირკვლების სადინარებიდან, ზრდის მიკროელემენტების და მინერალური ნივთიერებების კონცენტრაციას. გარდა ამისა, წონის კორექციის შესანიშნავი მეთოდია.

ცხელი შეხვევის უკუჩვენებაა:

  1. ვარიკოზული დაავადება;
  2. კუპეროზი;
  3. შესაძლო ზემოქმედების უბანში სისხლძარღვოვანი დარღვევები;
  4. გინეკოლოგიური დაავადებები (ფიბრომიომა, ენდომეტრიოზი, მასტოპათია და სხვა);
  5. ეპილეფსია.

ამ უკუჩვენებებისას გამოიყენება აქტიური კომპონენტებით ცივი შეხვევები. ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და კანში აქტიური ინგრედიენტების უკეთ შეღწევისთვის აუცილებელია თალა-სოთერაპიის შერწყმა მანუალურ მასაჟთან, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ლიმფოდრენაჟს, სისხლის მიკროცირკულაციას და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დრენირებას.