-არ ვიცით რეალურად საჭიროებთ თუ არა ქოლესტერინის ცვლის კორექციას.
ამიტომ მოგაწვდით ამ თემაზე მცირე ინფორმციას.
საერთო ქოლესტერინი იყოფა ფრაქციებად: დაბალი სიმკვრივის -ცუდი ქოლესტერინი და მაღალი სიმკვრივის -კარგი ქოლესტერინი, რომელთა შორის დისბალანსიც უნდა იყოს შეფასებული. მხოლოდ ერთჯერადი გამოკვლევით არ უნდა მოხდეს მდგომარეობის შეფასება. მითუმეტს მხოლოდ საერთო ქოლესტერინის განსაზღრვრით.
რისკის შეფასება ლიპიდური ცვლის პროფილით ხდება (გამოკვლევა მოიცავს საერთო ქოლესტერინის, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ტრიგლიცერიდების, ათეროგენობის ინდექსი (კოეფიციენტი) და გლუკოზის განსაზღვრავს).
ზამთარში ქოლესტერინის დონე უფრო მაღალია ვიდრე ზაფხულში.
გაღივებული(აღმოცენებული) ხორბალი ერთრთი საშუალებაა ქოლესტერინის დონის რეგულირებისთვის, თუმცა, მაგ; კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების დროს მისი მიღება არ არის რეკომენდებული.
რაც შეეხება დიეტოთერაპიას, ყოველთვის არ არის საკმარისი, თუმცა კვებითი რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
რჩევები ნახეთ ბმულებზე
1.
https://mkurnali.ge/skhvadaskhva/rchevebi/107-2008-10-21-08-50-49.html2.
https://mkurnali.ge/rchevebi90/15032--qolesterinis-done-maghali-maqvs-ra-gavaketho-rogor-unda-vikvebo-.html