„ქოლესტერინის დონე მაღალი მაქვს, რა გავაკეთო? როგორ უნდა ვიკვებო?" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ქოლესტერინის დონე მაღალი მაქვს, რა გავაკეთო? როგორ უნდა ვიკვებო?"

პირველ რიგში, კვების რაციონიდან ცხიმიანი საკვები ამოიღეთ. არ მიირთვათ ტრანსცხიმებით გაჯერებული ფუნთუშები, კრეკერი, ნაყინი და სხვ.

დიდი რაოდენობით ბოჭკოს შემცველი და საკვები ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტები საუკეთესო არჩევანია.

რა უნდა შედიოდეს თქვენს მენიუში

• შვრიის ფაფა

mkurnali.ge

საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ქოლესტერინის „წამალია“.

ხსნადი ბოჭკოს შემცველობის წყალობით, შვრიის ფაფა, ქატო, ქერი - ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს.

შეგიძლიათ, შვრია ბანანთან ერთად მიირთვათ.

• სტაფილო და ბრიუსელის კომბოსტო

mkurnali.ge

ბოსტნეულის გარეშე წარმოუდგენელია ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ისინი ხსნადი ბოჭკოთია მდიდარი.

საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელი გულისთვის, დაგეხმარებათ წონის კონტროლსა და ქოლესტერინის დონის გაუმჯობესებაში.

ხსნად ბოჭკოს ყველაზე დიდი რაოდენობით სტაფილო და ბრიუსელის კომბოსტო შეიცავს.

ქოლესტერინის დასარეგულირებლად მწვანე და შავი ჩაი სვით.

• ვაშლი, ციტრუსი, მარწყვი და ყურძენი

mkurnali.ge

ხილი თქვენი რაციონის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.

განსაკუთრებით: ვაშლი, ციტრუსი, ყურძენი და მარწყვი - ისინი დიდი რაოდენობით ხსნად ბოჭკოს შეიცავენ.

გასათვალისწინებელია, რომ ძალიან დიდი ოდენობით არ უნდა მიირთვათ.

დღეში 2-3 ცალი ხილი, დღის პირველ ნახევარში, საკმარისია.

• ლობიო

mkurnali.ge

დიახ, ნახევარი ჭიქა ლობიო 5-8 გრამ ბოჭკოს შეიცავს, იდეალურია ქოლესტერინისთვის.

• კაკალი და ნუში

mkurnali.ge

მონო და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ჩვენი სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კაკალსა და ნუშში ის საკმარისი რაოდენობით არის.

არ მიირთვათ შაქრით ან მარილით დაფარული თხილეული.

• ზეითუნის ზეთი

mkurnali.ge

სიტყვა ზეთმა არ შეგაშინოთ! სიმინდის, ზეითუნის, სოიოს ზეთები ქოლესტერინს ამცირებს, ასევე - ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკს.

ნაჯერი და ტრანსცხიმები ჩაანაცვლეთ ზეითუნის ზეთით.