-ენდეთ თქვენს ექიმს, პატარა წალმდე მართლაც თავისუფალია სავალდებულო, გეგმიური ვაქცინაციისგან.
რაც შეეხება კვებას, თუ პატარა წონაში არ ჩამორჩება შეგიძლიათ დაუმატოთ ბოსტნეულის პიურე, ერთი თვის შემდეგ ფაფა.
გახეხილი ვაშლი და ბანანი პატარების საყვარელი ნუგბარია. თუმცა საზოგადოდ, მიიჩნევენ, რომ ბავშვისთვის სასარგებლოა ის ხილი (და, შესაბამისად, იმ ხილის წვენი), რომელიც მის სამშობლოში მოდის. პ
ედიატრების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ბანანი წლამდე ბავშვთა კვებაში ფრთხილად შევიდეს, (ეს ხილი არ იზრდება ჩვენს რეგიონში; საზოგადოდ, მიიჩნევენ, რომ ბავშვისთვის სასარგებლოა ის ხილი (და, შესაბამისად, იმ ხილის წვენი), რომელიც მის სამშობლოში მოდის), ჩამოუყალიბებლი საჭმლის მომნელებელი სისტემა არ არის მზად გარკვეულ ასაკამდე მის გადასამუშავებლად (ბანანი ნელა გადამუშავდება, ნაღვლის გადმოდენა ძნელდება და იმატებს გაზთაწარმოქმნა - მეტეორიზმი). გირჩევთ 8-9 თვის ასაკიდან ჩართოთ ეს ხილი ბავშვის კვებაში, იმ სქემით როგორც სხვა ახალი საკვები ანუ დასაწყისისთვის მიეცით ნახევარი ჩაის კოვზი, თუ 2-3 დღის შემდეგ ბავშვს კუჭის მოქმედება ნორმალური იქნა (მცირე ასაკის ბავშვებში შეკრულობას იწვევს), მაშინ გაბედულად შეიძლება მისი ჩართვა რაციონში, ხოლო თუკი ბავშვი მიდრეკილია ნაწლავური კოლიკისა და მეტეორიზმისკენ, მაშინ არ ღირს მისი მიცემა ხშირად.
ვრცელ რჩევებს გაეცანით ბმულზე, "ბოსტნეული ჩვილის მენიუში" http://www.mkurnali.ge/pediatria/3554-bostneuli-chvilis-meniushi.html