ბოსტნეული ჩვილის მენიუში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბოსტნეული ჩვილის მენიუში

ეს ნიშნავს, რომ C, A, D, B ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას, რკინის, იოდის, თუთიის, სპილენძის, სელენის, კალციუმის, ფოსფორის, კალიუმის დანაკლისი ორგანიზმმა დამატებითი საკვებით უნდა შეივსოს. ექვსი თვიდან ჩვილს უფრო სქელი საკვები სჭირდება, ვიდრე დედის რძე თუ ხელოვნური ნარევია, და ის უნდა მივცეთ არა საწოვრიანი ბოთლით, არამედ კოვზით. სქელი საკვები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, მისი ფერმენტული სისტემის სტიმულაციას განაპირობებს და საღეჭი აპარატის სწორად ფორმირებას უწყობს ხელს. ყველა ბავშვი სიხარულით როდი ხვდება ცვლილებებს; შესაძლოა, პატარამ პირი არ დააკაროს ახალ საკვებს. ნურც თქვენ დააძალებთ, რამდენიმე დღით გადადეთ "ნაცნობობა" და 7-10 დღის შემდეგ ისევ შესთავაზეთ. ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგად დასრულდება. არსებობს ზოგადი წესები, რომელთა ცოდნა მშობელს დაეხმარება, ადვილად შეაგუოს პატარა ახალ პროდუქტს. დაიწყეთ მცირე ულუფებით - 1/2 ჩაის კოვზით, რომ გემოს შეეჩვიოს. თანდათან გაზარდეთ ულუფა საჭირო ოდენობამდე: 7-8 თვისთვის - 80მლ, 9-12 თვისთვის - 120მლ. დიეტოლოგიის ოქროს წესი ასეთია: ერთ დღეს მიეცით მხოლოდ ერთი ახალი პროდუქტი. პირველ ხანებში დამატებითი კერძი (მაგალითად, პიურე) მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტისგან (კარტოფილისგან, სტაფილოსგან, გოგრისგან) მოამზადეთ. როდესაც მის გემოს შეეჩვევა, მეორე დაამატეთ და ასე შემდეგ. დამატებით კვებას ნუ დაიწყებთ ჩვეული ცხოვრების წესის ცვლილებისას, მაგალითად, აგარაკზე წასვლისას, ბინის გამოცვლისას... თავი არიდეთ უცხო საკვების მიცემას, თუ ბავშვი ავად არის, გამოჯანმრთელებიდან ერთი კვირის შემდეგ კი შეგიძლიათ შესთავაზოთ ახალი გემო. ასევე თავი შეიკავეთ ახალი პროდუქტის დამატებისგან  ვაქცინაციის ან სხვა სამედიცინო პროცედურების (სამკურნალო ვარჯიშის, მასაჟის) პერიოდში. დამატებითი საკვები შესთავაზეთ დილით, მეორე კვების დროს, დედის რძის ან ხელოვნური ნარევის მიცემამდე. ახალი საკვების მიცემიდან 7-10 დღის განმავლობაში ყურადღებით დააკვირდით ბავშვის კანს, საერთო მდგომარეობას, განავლის ხასიათს. თუ რაიმე უჩვეულო შეამჩნიეთ, უმჯობესია, ახალი საკვების მიცემა ექიმის კონსულტაციამდე შეწყვიტოთ. აწარმოეთ დღიური. ასე უფრო იოლად გაიგებთ, რომელ პროდუქტზე აქვს პატარას ალერგია. დამატებითი საკვები უნდა იყოს ერთგვაროვანი, ნახევრად თხიერი. კონსისტენციას სწრაფად ნუ შეუცვლით, რომ ბავშვი შეუმჩნევლად შეეგუოს. აჭამეთ ჩაის კოვზით, თბილი. ბოსტნეული, რომლისგანაც დამატებით საკვებს ამზადებთ, მოწეული უნდა იყოს ჩვენს გეოგრაფიულ არეალში. ყოველი ახალი პროდუქტი რაციონში 7-10-დღიანი შუალედით უნდა ჩართოთ.

რა ასაკიდან?

ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილს დამატებითი საკვები 6 თვიდან უნდა მისცეთ, ხელოვნურზე მყოფს - უფრო ადრე, 4-5 თვიდან. თუ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილი წონას ნელა იმატებს, მიზანშეწონილია, დამატებითი კვება ექიმთან შეთანხმებით უფრო ადრე დაიწყოთ ფაფით. იგივე ითქმის დღენაკლულ ჩვილებზეც. კონკრეტული რეკომენდაციები კი უმჯობესია პედიატრისგან მიიღოთ.

რით დავიწყოთ?

სპეციალისტთა უმრავლესობა გვირჩევს, დამატებითი კვება ბოსტნეულით დავიწყოთ. სწორად მომზადებულ ბოსტნეულის კერძს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების თავისუფალ გადაადგილებას და ნაწლავებში სასარგებლო მაკროფლორის წარმოქმნას; პექტინურ ნივთიერებებს, რომელთაც აქვთ შემომგარსველი და შემწოვი (აბსორბციული) მოქმედება; დადებითად მოქმედებს ორგანიზმის მჟავატუტოვან წონასწორობაზე, ქმნის პირობებს ყველა ორგანოსა და სისტემის სწორი ფუნქციობისთვის. სპეციალისტთა აზრით, უმჯობესია, თავდაპირველად ბავშვს ნაკლებად ალერგენული ბოსტნეული გავასინჯოთ: ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ღია ფერის გოგრა; მერე ამას შეიძლება დავუმატოთ სტაფილო, კარტოფილი. კარტოფილი უმჯობესია სტაფილოსთან ან ყაბაყთან ერთად მივცეთ, ვინაიდან სუფთა კარტოფილის პიურე მძიმე საკვებია ჩვილისთვის. თეთრი კომბოსტო, ჭარხალი, მწვანე ბარდა, ლობიო, თავი ხახვი  საკვებს 11-12 თვიდან დაამატეთ.

  • ყაბაყი მდიდარია კალიუმით, სპილენძით, კაროტინით დაC ვიტამინით, აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი, ანემიის საწინააღმდეგო, ნაწლავთა პერისტალტიკის გამაძლიერებელი თვისებები. პექტინური ნივთიერებების უხვი შემცველობის გამო მას ადვილად ითვისებს ორგანიზმი. აწესრიგებს წყალმარილოვან ცვლას და წმენდს სისხლს. სასარგებლოა იმ ავადმყოფებისთვის, რომლებიც ანტიბიოტიკებს იღებენ.
  • ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ნაზ მცენარეულ უჯრედისს, მდიდარია მინერალური მარილებით (კალიუმი, ფოსფორი), მიკროელემენტებით (რკინა, კობალტი, მაგნიუმი, იოდი) და ვიტამინებით (A, C, B ჯგუფის, E, PP, U), A დაC ვიტამინები მზარდი ორგანიზმის იმუნურ დაცვას უზრუნველყოფს. მთელი ეს ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი, რომელსაც იოლად ითვისებს ორგანიზმი, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს: აწესრიგებს სისხლის წარმოქმნას, ნივთიერებათა ცვლას, ძვლის წარმოქმნას, აძლიერებს სისხლძარღვებს.
  • კომბოსტო შეიცავს ჩვილის ზრდისთვის საჭირო ცილებს. ამინმჟავები, რომლებიც ცილების "საშენი მასალაა", შეუცვლელია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ჯანსაღი ფუნქციობისთვის.
  • გოგრა მდიდარია ვიტამინებით (კერძოდ, B6-ით, რომელიც დიდ როლს ასრულებს სისხლწარმოქმნის პროცესში), ცხიმებით, ცილებითა და ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით (კალიუმი, კალციუმი, რკინა). კაროტინის შემცველობით იგი სტაფილოს 5-ჯერ აჭარბებს, ხოლო ღვიძლს (რომლის მიცემაც ჯერ არ დაგიწყიათ) - 3-ჯერ.
  • სტაფილო პექტინური ნივთიერებების, უჯრედისისა და საკვები ბოჭკოს უხვი შემცველობის წყალობით აადვილებს ნაწლავთა მოქმედებას, აქვს ბაქტერიციდული თვისებები, ხელს უწყობს ნაღვლის დენას. შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ბეტა-კაროტინისა და კალციუმის კომბინირება სასარგებლოა სასუნთქი სისტემით ხშირად მოავადე ბავშვებისთვის.

სტაფილო რეკომენდებულია შენელებული ზრდის ტემპის მქონე პატარებისთვის. იგი მდიდარია მანგანუმით, რომელიც წონანაკლული ბავშვებისთვის აუცილებელია, ფიტონციდების შემცველობით კი არ ჩამოუვარდება ხახვსა და ნიორს.

როგორ მოვამზადოთ პიურე

მომზადებამდე ბოსტნეული უნდა გავრეცხოთ გამდინარე წყლით, დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე მომინანქრებულ, თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გადავწუროთ, გავაგრილოთ, დავაბლენდეროთ და ბოსტნეულის ნახარშით მივცეთ სასურველი სისქე. ერთი თვის შემდეგ ბოსტნეულის პიურეს წვეთობით დაუმატეთ მცენარეული ზეთი. ზეთის ოდენობა თანდათან 1 ჩაის კოვზამდე გაზარდეთ. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი მარილი, მწვანილი - ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი, მოგვიანებით - ნიორიც. თუ პატარა ბოსტნეულის პიურეს პირს არ აკარებს, შეგიძლიათ განსხვავებული გემოს მისაღებად ხილი შეურიოთ.

ხილისა და ბოსტნეულის პიურე

საჭიროა:

  1. 70გ გოგრა
  2. 50გ სტაფილო
  3. 1 ცალი ანტონოვკის ჯიშის ვაშლი
  4. 50მლ რძე
  5. 3-4გ ნაღების კარაქი.

ერთად მოხარშულ გოგრასა და სტაფილოს დაუმატეთ ვაშლი და კიდევ 5-7 წუთი ხარშეთ, ათქვიფეთ ბლენდერში, დაუმატეთ ცხელი რძე, კარაქი და უწყვეტი მორევით შეათბეთ ნელ ცეცხლზე. გააგრილეთ და მიეცით ბავშვს.