ოსტეოართრიტი - სიმპტომები, მკურნალობა, პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოსტეოართრიტი - სიმპტომები, მკურნალობა, პროფილაქტიკა

ოსტეოართრიტი სახსრის ნორმალური სტრუქტურების მექანიკური დარღვევების, კაფსულის პათოლოგიური შეცვლისა და ხრტილის დაზიანების შედეგად ვითარდება. ის უმეტესად მსხვილ სახსრებს უტევს და აზიანებს მუხლის, ბარძაყის სახსრებს, ხერხემალს. პათოლოგიური პროცესი ხშირად ზედა კიდურების სახსრებზეც ვრცელდება.

რა ხდება სახსრებში?

სახსარი ძვლების მოძრავი შეერთების მექანიზმია, რომელშიც ძვლების დაბოლოებები ერთმანეთს სასახსრე ჩანთაში ხვდება. აქ არსებული ძვლების ბოლოები დაფარულია მოქნილი ჰიალინური ხრტილის თხელი ფენით, რომელიც ნერვულ დაბოლოებებს და სისხლძარღვებს არ შეიცავს. მოძრაობის დროს ხრტილი ამორტიზატორის როლს ასრულებს ანუ ამცირებს ძვლოვანი დაბოლოებების ერთმანეთზე ხახუნის ძალას და მათ ერთმანეთზე სრიალს უზრუნველყოფს. სახსარში არსებული ძვლები ერთმანეთთან მყესებითა და იოგებით არის დაკავშირებული, რომლებიც მძლავრი მოქნილი კაბელების მსგავსად მოქმედებს და სასურველი მიმართულებით მოძრაობას უწყობს ხელს. ისინი ყოველი მხრიდან დაფარულია სახსრის კაფსულით. კაფსულა, თავის მხრივ, ამოფენილია თხელი სინოვიური გარსით, რომელიც გამოიმუშავებს სასახსრე სითხეს. სწორედ ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ჰიალინური ხრტილის კვებას და, ამასთან, ძვლების დაბოლოებათა საუკეთესო საპოხადაც ითვლება. სინოვიური გარსის (სინოვიტი) ანთება, სახსარში სისხლის ჩაღვრა (ჰემართროზი) ხელს უწყობს სახსარში დეგენერაციულ-დისტროფიული და ანთებითი პროცესების განვითარებას. ოსტეოართროზის დროს პირველ ძირითად ცვლილებად ხრტილის დარბილება და მის პრიალა ზედაპირზე ჩანაჭდევების წარმოქმნა მიიჩნევა. ართრიტის პროგრესირების დროს ხრტილის ფენა, რომელიც ძვლების ზედაპირებს ფარავს, თანდათან თხელდება, თითქმის მთლიანად ქრება და ძვლების ბოლოებს დაუცველს ტოვებს. ნორმალური სრიალა ზედაპირის გარეშე სახსარში მოძრაობა მტკივნეული ხდება. ვინაიდან ხრტილის დაშლა გრძელდება, სახსრის კიდეებზე ძვლოვანი წანაზარდები ჩნდება, რომელიც თითქოს ხრტილის დანაკარგის კომპენსირებას ახდენს სასახსრე ზედაპირების გადიდების გამო. ეს ართრიტის დროს სახსრის დეფორმირების (სახსარი ფორმას კარგავს) მიზეზი ხდება. ხალხში მსგავს მდგომარეობას “მარილების ჩალაგებას” უწოდებენ.

ოსტეოართრიტის მიზეზები

მრავალი წლის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ოსტეოართრიტი ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში სახსრის ბუნებრივი ცვეთის შედეგი იყო, მაგრამ ამჟამად აღიარებენ, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებსაც მის განვითარებაში უსიამოვნო წვლილი შეაქვს:

1. ასაკი - ასაკის მატებასთან ერთად ხრტილი ნაკლებად ელასტიკური ხდება და დატვირთვისადმი წინააღმდეგობის უნარს კარგავს;

2. სიმსუქნე - ზედმეტი წონა დიდი ხნის განმავლობაში აჩქარებს პროცესს;

3. სახსრის დაზიანება (ტრავმები) - ართრიტის განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს ძლიერმა ერთმომენტიანმა ტრავმამ, რომელსაც თან სდევს ღრძობა, მოტეხილობა, ამოვარდნილობა, სახსრის შემაკავშირებელი აპარატის დაზიანება, და სახსრის განმეორებადმა მიკროტრავმებმა. ამგვარ მიკროტრავმებს ხშირად იღებენ განსაზღვრული პროფესიის ადამიანები და პროფესიონალი სპორტსმენები. მაგალითად შეიძლება გამოგვადგეს მუხლის ართრიტის განვითარება ფეხბურთელებში ან მეშახტეებში; მხრისა და მტევნის სახსრის ართრიტის განვითარება პნევმატურ ჩაქუჩზე მომუშავეებში;

4. ოსტეოართრიტისადმი მემკვიდრეობითი განწყობა - ოსტეოართრიტის ზოგიერთი ფორმა ერთი ოჯახის წევრებშიც გვხვდება, თუმცა მემკვიდრეობა ოსტეოართრიტის განვითარების მთავარი მიზეზი არ გახლავთ.

ოსტეოართრიტის განვითარების ზუსტი მიზეზები და მექანიზმები სადღეისოდ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

ოსტეოართრიტის სიმპტომები

ეს დაავადება ხშირად რამდენიმე სიმპტომით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაშინაც კი, როდესაც რენტგენის სურათებზე კარგად ჩანს სახსარში არსებული ცვლილებები. ამ დროს შესაძლოა ერთმანეთს ენაცვლებოდეს სახსრის ძლიერი ტკივილები და სტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდები. ხანდაზმულთა უმრავლესობა სახსრებში შეტევით ტკივილს გრძნობს, რომელიც მალე გაივლის ანდა მცირდება დასვენების დროს თუ სითბოს ადგილობრივი ზემოქმედებით, ზოგჯერ კი სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული და შესაძლოა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ სიმპტომს.


ტკივილი და შებოჭილობა

პირველი სიმპტომი, რომელიც ადამიანს ექიმთან მისვლას აიძულებს, სახსრის ტკივილია. პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ ტკივილი “მღრღნელია” და ლოკალიზებული არ არის. დაავადების სტადიიდან გამომდინარე, ტკივილის ინტენსივობა სხვადასხვაგვარია - დაწყებული მკვეთად გამოხატულით, რომელიც ზღუდავს სახსრის მოძრაობას, დამთავრებული ზომიერით, რომელიც მხოლოდ განსაზღვრული სახის მოძრაობის დროს წარმოიშობა. ტკივილი სახსარში შესაძლოა გაძლიერდეს დატვირთვის დროს და შემცირდეს დასვენების შემდეგ. ოსტეოართრიტის პროგრესირებისას ტკივილი მინიმალური აქტიურობის დროსაც შეიძლება აღმოცენდეს, ხოლო შორს წასულ შემთხვევებში ის პაციენტს ღამითაც კი აღვიძებს. შებოჭილობა და “სასტარტო” ტკივილები, ჩვეულებრივ, წარმოიშობა დასვენების შემდეგ, განსაკუთრებით - დილაობით, ხანმოკლე აქტიურობის პერიოდის შემდეგ, როცა მოძრაობის დაწყება ჭირს, და მოძრაობის სწრაფი დაწყების შემდეგ. ოსტეოართრიტის დროს სახსრების შებოჭილობა მცირე ხანს გრძელდება - ჩვეულებრივ, 15 წუთამდე.

სახსრის შესივება

ასე მაშინ ხდება, როდესაც სინოვიური გარსის გაღიზიანების გამო სახსარში დამატებითი რაოდენობის სითხე იღვრება, სწორედ ისე, როგორც ადამიანის თვალი გამოყოფს დიდი რაოდენობით ცრემლს ნებისმიერი გაღიზიანების პასუხად. მაგრამ სახსარში ჩაღვრილი საპოხი სითხის დამატებითი რაოდენობა იქვე რჩება, ადვილად ვერ გაიწოვება და ეს სახსრის შესივებას იწვევს. ასეთი რამ ხშირად ხდება მსხვილ - ხერხემლის, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის - სახსრებში.

ძვლოვანი წანაზარდები

ოსტეოართრიტის ჩვეულ გართულებად მიიჩნევა მტევანში ძვლოვანი წანაზარდების (კვანძები) განვითარება. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, ქალებთან შეინიშნება და უკვე 40 წლის ასაკში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვანძები მტკივნეულია, ადამიანი შეუზღუდავად იყენებს ხელებს. ტკივილი შესაძლოა შეამციროს სათანადო მკურნალობამ დაავადების ადრეულ სტადიებში. ზოგიერთი ადამიანი ასეთი კვანძების არსებობისას სრულებით არ უჩივის ტკივილებს და ოსტეოართრიტის ასეთი ფორმის მქონე ბევრ ადამიანს სხვა სახსრებში სერიოზული დარღვევები არასდროს უვითარდება.

დიაგნოსტიკა

ოსტეოართროზის დიაგნოსტიკისთვის სპეციფიკური ლაბორატორიული ტესტები არ არსებობს, მაგრამ შეიძლება ჩატარდეს კვლევა ართრიტის სხვა ფორმების გამოსარიცხად. ოსტეოართრიტის დროს, ართრიტის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, არ შეინიშნება სისხლის ანალიზის ცვლილებები; არ არსებობს რევმატოიდული ფაქტორი, რომელიც რევმატოიდული ართრიტისთვის არის დამახასიათებელი; სისხლის შრატში არ არის მომატებული შარდმჟავას დონე, რაც პოდაგრის დამახასიათებელი ნიშანია. ექიმი გთხოვთ, აღწეროთ ნებისმიერი ფიზიკური დაძაბულობა და დაზიანება, რომელსაც, სავარაუდოდ, მოჰყვა ტკივილი. საერთო დათვალიერება განსაკუთრებული ყურადღებით ჩატარდება, განსაკუთრებით - შემაწუხებელი სახსრების მიდამოებში. რენტგენოლოგიური გამოკვლევა დიაგნოზის დასმაში გვეხმარება, მაგრამ არ იძლევა პროცესის პროგნოზირების საშუალებას. რენტგენოგრამას შეუძლია გვაჩვენოს ვრცელი ცვლილებები, მაგრამ ეს კლინიკაში სულაც არ ნიშნავს ძლიერ ტკივილებს ან პაციენტის შრომისუუნარობას. კვლევის დამატებითი მეთოდებიდან შეიძლება დაგვეხმაროს სახსრების თერმოგრაფიული (თბოვიზია) და ულტრაბგერითი (“ექო”) გამოკვლევა სახსარში ან მის გარემომცველ ქსოვილებში ანთებითი პროცესების გამოსავლენად, რომელთა დანახვაც რენტგენოგრამაზე შეუძლებელია.

მკურნალობა

მკურნალობა სახსარში უკვე არსებულ ცვლილებებზე არცთუ ძლიერ გავლენას ახდენს, მაგრამ მას ძალუძს, შეანელოს დაავადების განვითარება და აკონტროლოს სიმპტომები. ექიმთან პირველი ვიზიტის დროს ეს ცვლილებები, როგორც წესი, უმნიშვნელოა და განსაზღვრული მოძრაობითი რეჟიმის დაცვითა და რეაბილიტაციის რეკომენდაციების შესრულებით შესაძლებელი ხდება ართრიტის შემდგომი პროგრესირების თავიდან აცილება. ექიმთან ვიზიტის დაგვიანება და სიმპტომებისადმი უყურადღებობა - ოსტეოართრიტის საუკეთესო მოკავშირეები არიან. ექიმი, სავარაუდოდ, შეგირჩევთ მკურნალობის ისეთ სახეს, რომელიც დაავადების სტადიასაც ითვალისწინებს და იმასაც, რომელი სახსრებია დაზიანებული, რომელი სიმპტომებია უფრო მეტად გამოხატული, არსებობს თუ არა შესაბამისი ქრონიკული დაავადებები, გაითვალისწინებს თქვენს ასაკს, პროფესიას და ყოველდღიურ აქტიურობას.

მკურნალობა მოიცავს:

  • მოძრაობითი აქტიურობის განსაზღვრულ რიტმს, რათა დატვირთვას ენაცვლებოდეს დასვენება, რომლის დროსაც სახსარი უნდა განიტვირთოს;
  • სპეციალურ ფიზიკურ ვარჯიშებს, რომლებიც სახსრის გარშემო მძლავრი კუნთოვანი კორსეტის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ნორმალურ მოძრაობას და კიდურის სათანადო სისხლმომარაგებას, რომელიც ამაგრებს თავად ხრტილს;
  • წონის დაკლებას;
  • ფიზიოთერაპიას;
  • ტკივილის კონტროლს და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გამოყენებას ან სახსარში სტეროიდების ინექციებს ანთების ან საპოხი სითხის გამოყოფის შესამცირებლად - ინიშნება დაავადების გამწვავების დროს სახსარში ან მის გარშემო არსებულ ქსოვილებში ანთებითი პროცესების ჩასაქრობად. გამწვავების დროს თვითმკურნალობა არ ღირს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ უკეთეს და უფრო სწრაფ შედეგს ექიმთან, სასურველია, სპეციალისტთან - რევმატოლოგთან ან ართროლოგთან, დროული ვიზიტის დროს ვიღებთ. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ბევრი არასასურველი გვერდითი ეფექტი აქვს, ამიტომ ექიმი უფრო სწრაფად შეგირჩევთ საჭირო წამალს.
  • ხანგრძლივი და ძლიერი ტკივილის დროს, რომელიც ტრადიციულ საშუალებებს არ ემორჩილება, ასევე - სახსრის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევების დროს მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ქირურგიას მდგომარეობის  რეალური გაუმჯობესება მოსდევს და ამისა არ შეგეშინდეთ.