როგორ ნაკვალევს გვიტოვებს ზაფხული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ნაკვალევს გვიტოვებს ზაფხული

მრავალფეროვანია. ნებისმიერ ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც უხდება კანის დაავადებასთან შეჯახება, ამიტომ, ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება კანის იმ დაავადებების მიმოხილვა, რომლებსაც დერმატოლოგები ყველაზე ხშირად აწყდებიან პრაქტიკაში. კანის მრავალი დაავადება ზაფხულში ხშირდება. წელიწადის ამ დროისთვის დამახასიათებელ დაავადებებსა და მათ მკურნალობაზე გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ "ესთერისა~ და სამედიცინო ცენტრ "ჯანმრთელობის" ექიმი დერმატოვენეროლოგი ნინო მოსაშვილი.

  • ჰერპესი

- ზაფხულის მიწურულსა და შემოდგომის დამდეგს ხშირდება კანისა და ლორწოვანი გარსების ვირუსული ინფექციები. ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადსაღებია ჰერპესი...

- ჰერპესი ფართოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოსახლეობის 90% მარტივი ჰერპესის ვირუსის მატარებელია. ჰერპესის ოჯახის ვირუსებს ადამიანის ორგანიზმში მთელი სიცოცხლე შეუძლიათ ლატენტურ მდგომარეობაში ყოფნა. დაავადების კლინიკური გამოვლენა იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული: ჯანმრთელ ადამიანებში ჰერპესის რეციდივი მსუბუქად მიმდინარეობს, არცთუ იშვიათად - უსიმპტომოდაც კი, ხოლო იმუნური სისტემის დარღვევათა მქონე პაციენტებში - მძიმედ, როგორც კანისა და ლორწოვანი გარსის, ასევე შინაგანი ორგანოების დაზიანებით.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა ინფიცირებისთვის სქესსა და ასაკს?

- არ აქვს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ინფიცირება უმთავრესად ახალგაზრდობისას ხდება.

- რა უწყობს ხელს ამ დაავადების განვითარებას?

- ჰერპესის გააქტიურება შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო სქესობრივმა კონტაქტებმა, არამედ ფსიქიკურმა და ფიზიკურმა გადაძაბვამ, გაციებამ, კორტიკოსტეროიდების მიღებამ, მენსტრუაციამ, კანის მექანიკურმა დაზიანებამ და იმუნოდეფიციტურმა მდგომარეობებმა.

- რა შეიძლება იყოს დაავადების წყარო?

- დაავადების წყაროა დაავადებული ან ვირუსმატარებელი ადამიანი. ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით და ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს. მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფი ინფიცირდება ტრანსპლაცენტური და ტრანსცერვიკალური გზით.

- ყველაზე მეტად რა სახის ჰერპესია გავრცელებული?

- მარტივი ჰერპესი (ჰერპეს სიმპლეხ) და გენიტალური ჰერპესი (ჰერპეს გენიტალის).

- რა ნიშნებია დამახასიათებელი მათთვის?

- თავდაპირველად შეინიშნება კანის ან ლორწოვანის ჰიპერემია, ქავილი და წვა. ამ ნიშნების გაჩენიდან რამდენიმე საათის შემდეგ მქავანა უბანზე წარმოიქმნება მტკივნეული, გამჭვირვალეშიგთავსიანი წვრილი ბუშტუკები. ზოგჯერ ჰერპესს თან ახლავს ტემპერატურის მომატება და რეგიონული ლიმფადენიტი. მარტივ და გენიტალურ ჰერპესს არჩევითი ლოკალიზაცია ახასიათებს.

მარტივი ჰერპესი ლოკალიზდება:

  1. პირის ირგვლივ;
  2. ცხვირის ირგვლივ;
  3. პირის ღრუს ლორწოვანზე (ჰერპესული სტომატიტი);
  4. ლოყებზე;
  5. ქუთუთოებზე;
  6. იშვიათად - კანის სხვა უბნებზეც.

გენიტალური ჰერპესი ლოკალიზდება:

  1. საშოზე;
  2. სასირცხო ბაგეებზე;
  3. საშვილოსნოს ყელზე;
  4. შორისზე;
  5. ბოქვენზე;
  6. დუნდულებზე;
  7. ასოს თავზე;
  8. ჩუჩაზე;
  9. ასოს კანზე;
  10. ურეთრის შესასვლელში;
  11. სათესლე პარკზე;
  12. თეძოებზე.

ჰერპეს-ზოსტერის გამონაყარი ნერვის გასწვრივ წარმოიქმნება და საკმაოდ ძლიერი ტკივილი ახლავს თან. ინფიცირებული ქსოვილებიდან ვირუსები 10-12 დღის განმავლობაში გამოიყოფა. პირველი ეპიზოდის დროს ჰერპესული გამონაყარის ევოლუციის მთელი პროცესი 15-20 დღეს გრძელდება. ამის შემდეგ იწყება შეხორცება. რეციდივი აღინიშნება ასიდან 30-50 შემთხვევაში, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში.

  • - რატომ არის ზაფხულში ყველაზე ხშირი ჰერპესის რეციდივი?

- იმუნური სისტემის დაქვეითების გამო, რასაც აკლიმატიზაცია, ჭარბი ინსოლაცია, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, შემთხვევითი სქესობრივი კავშირები იწვევს.

- რას გვირჩევდით დაავადების პრევენციისთვის?

- ერიდეთ მზეზე გადახურებას, შემთხვევითი სქესობრივი კავშირების დროს აუცილებლად დაიცავით თავი.

  • პიოდერმია

- ზაფხულის მიწურულს აქტუალურია პიოდერმიებიც. რა იწვევს ამ პათოლოგიებს და რა უწყობს ხელს მათ განვითარებას?

- პიოდერმიები, კანის ჩირქმბადი დაავადებები, გამოწვეულია მიკრობებით - სტაფილოკოკებითა და სტრეპტოკოკებით (სტაპჰყლოცოცცუს აურეუს-ითა და სტრეპტოცოცცუს პყოგენეს-ით). ეს მიკრობები შესაძლოა ჯანსაღი ადამიანის კანზეც ბინადრობდნენ და ჰიგიენური რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში გამრავლება იწყონ.

პიოდერმიების განვითარებას ხელს უწყობს:

ზოგჯერ საკმარისია კანის გაკაწვრა, ნემსის ჩხვლეტა, გაპარსვისას გაჭრა, კოღოს კბენა, რომ დაზიანებულ ადგილას პიოდერმია განვითარდეს. მან, ვისაც პროფესიული საქმიანობის გამო ხშირად უწევს ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი, მუშაობისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს - კანზე მოხვედრილი ნივთიერება (ლაქი, აცეტონი, მჟავა, ტუტე) კანის მაცერაციას იწვევს, აქერცლილი ეპიდერმისი კი კანს ჩირქმბადი ბაქტერიებისგან ვეღარ იცავს და ვითარდება პიოდერმია.

- როგორ მკურნალობენ მას?

- მკურნალობა დაავადების ფორმასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. გავრცობილი ფორმისას ნაჩვენებია ზოგადი თერაპია ანტიბიოტიკებით, მწვავე შემთხვევებში - ადგილობრივი საშუალებების გამოყენება.

- როგორ ავიცილოთ თავიდან პიოდერმია?

- ერიდეთ მიკროტრავმებს, ყოველგვარი ნაკაწრი, უმნიშვნელოც კი, დაუყოვნებლივ დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით. ზედმიწევნით დაიცავით ჰიგიენა.

  • პარაზიტული დაავადებები

- ზაფხულობით საკმაოდ მაღალია მუნით ავადობის მაჩვენებელიც. მუნი პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ტკიპა იწვევს. მისი მთავარი სიმპტომია ქავილი, რომელიც ღამღამობით ძლიერდება, ვინაიდან ტკიპები ამ დროს აქტიურდებიან. მუნისთვის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა ნაოჭები თითებს შორის, სხივ-მაჯის მომხრელი სახსარი, მუცელი, დუნდულები, სასქესო ასო, სარძევე ჯირკვლები. მუნის დიაგნოზი ეფუძნება ლაბორატორიულ გამოკვლევას და კლინიკურ სურათს. ვინაიდან დღეს ხშირად გვხვდება წაშლილი, ატიპური სურათი, გირჩევთ, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, დროულად მიმართეთ სპეციალისტს.

- როგორ დავიცვათ თავი მუნისგან?

- სასტუმროებში ხშირად უწევთ სხვისი პირსახოცითა და თეთრეულით სარგებლობა, არც პლაჟზე სხვის მიერ გამოყენებული პირსახოცით გამშრალებაა იშვიათი, ამიტომ ზაფხულობით საკურორტო ზონებში მუნით დასნებოვნების ალბათობა მაღალია. მუნისგან თავის დაცვა ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას გულისხმობს.

  • სოკოვანი დაავადებები

- ზაფხულში ხშირდება სოკოვანი ინფექციებიც. მე მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ ფორმებს მიმოვიხილავ.

დერმატოფიტიების "საყვარელი" ადგილებია:

  1. საზარდული;
  2. ტერფი;
  3. იღლიის ფოსო;
  4. სარძევე ჯირკვლისქვეშა არეები (ქალებში).

დასნებოვნება ხდება დაავადებულთან ან მის ნივთებთან (თეთრეული, ფეხსაცმელი, პირსახოცი) კონტაქტის გზით. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ოფლიანობა, ჰიგიენის დაუცველობა. კლინიკური სურათი მრავალფეროვანია: პაციენტები უჩივიან ქავილს, წვას, კანის გაუხეშებას იმ არეებში, სადაც სოკოა ლოკალიზებული.

- რთულია თუ არა სოკოვანი დაავადების მკურნალობა? რამდენ ხანს გრძელდება იგი?

- დღესდღეობით არც ერთი ლოკალიზაციის ეპიდერმოფიტიის მკურნალობა არ არის რთული და სრული გამოჯანსაღებით სრულდება. მკურნალობის ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ ფორმასა და თავად პაციენტზე - როგორ იცავს ჰიგიენას და ექიმის დანიშნულებას.

- კიდევ რომელი სოკოვანი დაავადება გხვდებათ განსაკუთრებით ხშირად?

- საქართველოში ბოლო ხანს ძალზე გავრცელდა ონიქომიკოზი - ფრჩხილის სოკოვანი დაავადება. დასნებოვნების წყარო ამ შემთხვევაშიც დაავადებული ან მისი ნივთებია, უმთავრესად - ფეხსაცმელები. დაზიანება იწყება ფრჩხილის თავისუფალი კიდიდან, ფრჩხილის ფირფიტის სიღრმეში წარმოიქმნება მონაცრისფრო-მოთეთრო ლაქა ან ზოლი. თანდათან ფირფიტა ფერს იცვლის, სქელდება, ფხვიერი და მყიფე ხდება, ზედაპირი უსწორმასწორო უხდება.

- როგორ მკურნალობენ ონიქომიკოზს?

- ონიქომიკოზის სამკურნალოდ მოწოდებულია სხვადასხვა სქემა. საზოგადოდ, ეს დაავადება უკურნებელი არ არის, მთავარია, ექიმის დანიშნულება ზედმიწევნით დავიცვათ. ამასთან, მკურნალობისას პაციენტებმა უთუოდ უნდა ჩაუტარონ დეზინფექცია იმ ფეხსაცმელებს, რომლებიც მკურნალობის დაწყებამდე ეცვათ, რათა განკურნებულნი, ხელახლა არ დაინფიცირდნენ.

- როგორ ავიცილოთ თავიდან სოკოვანი დაავადებები?

- დაბანის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ ტანი, განსაკუთრებით - ტერფები და თითებშუა არეები.

  1. იქონიეთ საკუთარი ქოშები, არასოდეს ჩაიცვათ სხვისი ფეხსაცმელი;
  2. ეცადეთ, მუდამ ხარისხიანი, ნატურალური მასალისგან შეკერილი ფეხსაცმელი გეცვათ, რომელიც ფეხს ისე ძლიერ არ გაგიოფლიანებთ.

  • აკნე

- აკნე, იგივე ფერიმჭამელა, კანის ცხიმოვანი ჯირკვლების დაავადებაა, რომლის წარმოშობაშიც დიდ როლს ასრულებს ენდოკრინული სისტემის დისფუნქცია, გენეტიკური განწყობა და ორგანიზმის იმუნოლოგიური ცვლები. სახელდობრ, ამას ხელს უწყობს ანდროგენების გავლენით ცხიმოვანი სეკრეტის ჭარბი გამოყოფა. დაავადება უმეტესად პუბერტატულ ასაკში იწყება და ცხიმოვანი ჯირკვლებით გამდიდრებულ უბნებში - სახეზე, გულმკერდსა და ზურგზეა ლოკალიზებული. ფერიმჭამელას ანთებითი ფორმების განვითარებაში ბრალი ბაქტერიულ მიკროფლორას მიუძღვის, უმთავრესად - პროპიონბაქტერიას (პროპიონბაცტერია), ასევე - სტაფილოკოკს, სტრეპტოკოკს... ბევრს ჰგონია, რომ ფერიმჭამელები ასაკთან ერთად თავისთავად გაივლის. ეს მცდარი აზრია. აკნეს, სხვა დერმატოზების მსგავსად, მკურნალობა სჭირდება.

- მაინც როგორ?

- სადღეისოდ აკნეს სამკურნალო უამრავი საშუალება არსებობს. დაავადების სიმძიმის მიხედვით, ინიშნება ან ადგილობრივი მკურნალობა მალამოებით, ანდა სისტემური ანტიბაქტერიული პრეპარეტების შინაგანად მიღებით.

  • დერმატიტები

- არ შეიძლება, ზაფხულისთვის დამახასიათებელ კანის დაავადებებზე საუბრისას არაფერი ვთქვათ დერმატიტებზე...

- ზაფხულის მწველ მზეს შეუძლია, დიდი ზიანი მიაყენოს კანს, თუ მას უდროო დროს ან მეტისმეტად დიდხანს მივეფიცხეთ. წელიწადის ამ დროს ყველაზე გავრცელებულია დამწვრობა და მზის დაკვრა. მზის სხივების ზემოქმედებით სხეულის ღია ადგილებზე ერითემაც ჩნდება. კლინიკური ნიშნები ინსოლაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ წარმოიშობა. მძიმე შემთხვევებში ჰიპერემიას ერთვის ბუშტუკების წარმოქმნა, ზოგჯერ - საკმაოდ მოზრდილისაც.

თუ პროცესმა კანის მნიშვნელოვანი არე მოიცვა, შესაძლოა მძიმე საერთო დარღვევები განვითარდეს. პროცესი მთავრდება აქერცვლითა და პიგმენტაციით. სხვათა შორის, ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული დერმატიტი ფაქტობრივად არ განსხვავდება მზის სხივებით გამოწვეული დერმატიტისგან. ასეთი დერმატიტი ყოველთვის მკვეთრად არის შემოფარგლული და ზუსტად შეესაბამება დასხივებული არის ფართობს. დერმატიტის კლინიკური სურათი დასხივების ინტენსივობაზეა დამოკიდებული.

- როგორ ვუმკურნალოთ?

- დერმატიტების მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, გამაღიზიანებელი ზემოქმედების შეწყვეტას გულისხმობს, მერე კი საფენებისა და კრემების დანიშვნაც შეიძლება.

- რას გვირჩევდით პროფილაქტიკისთვის?

- ნუ გაირუჯებით ჭარბად, მით უმეტეს, მთელი წლის განმავლობაში - ულტრაიისფერ სხივები კანის ნაადრევ დაბერებასა და დანაოჭებას იწვევს. გარდა ამისა, სხივების ინტენსიურმა ზემოქმედებამ შესაძლოა კიბოსწინარე დაავადებები და ავთვისებიანი სიმსივნეები (მელანომა, ბაზალიომა) გამოიწვიოს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს, რადგან ექიმთან დროული ვიზიტი, სწორი დიაგნოზი და ადეკვატური მკურნალობა სასურველი შედეგის წინაპირობებია.