სუსტი იმუნური სისტემის 6 ნიშანი
იგი საჭიროა ორგანიზმის დამცველობითი უნარის შესანარჩუნებლად, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ნიშნები, რომლებიც სუსტ იმუნურ სისტემაზე მიუთითებს:
სტრესის მაღალი დონე - თუ, გადატვირთული, დაძაბული სამუშაო დღის ან ემოციური სიტუაციის ფონზე ხშირად ავად ხდებით, ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმუნური სისტემის დაქვეითებაზე. ძლიერი ემოციური დატვირთვა, თავის მხრივ, გავლენას ახდენს იმუნიტეტზე და ასუსტებს მას. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ანგარიშის თანახმად, ხანგრძლივი სტრესი ასუსტებს თქვენი იმუნური სისტემის პასუხს. ეს იმიტომ, რომ სტრესი ამცირებს სხეულის ლიმფოციტებს, სისხლის თეთრ უჯრედებს, რომლებიც ხელს უწყობენ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას. რაც უფრო დაბალია ლიმფოციტების დონე, მით უფრო მეტად ხართ ვირუსების რისკის ქვეშ, როგორიცაა გაციება.
ხშირი გაციება - თუ გამუდმებით ცივდებით, ეს აშკარა ნიშანია, რომ თქვენი იმუნური სისტემა დასუსტებულია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები - ხშირი დიარეა, ან ყაბზობა შეიძლება იყოს თქვენი იმუნური სისტემის დაქვეითების ნიშანი. კვლევებმა აჩვენა, რომ იმუნური სისტემის თითქმის 70 პროცენტი ყალიბდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. იქ მცხოვრები სასარგებლო ბაქტერიები და მიკროორგანიზმები იცავს თქვენს ნაწლავებს ინფექციისგან და აძლიერებენ იმუნურ სისტემას.(სასარგებლო ნაწლავის ბაქტერიების დაბალმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსების, ქრონიკული ანთების და აუტოიმუნური დარღვევების რისკიც კი)
ჭრილობების ნელა შეხორცება - კანის დაზიანების შემთხვევაში ორგანიზმი ცდილობს დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციას. ეს პროცესი დამოკიდებულია ჯანსაღ იმუნურ უჯრედებზე. მაგრამ დასუსტებული იმუნური სისტემის პირობებში ჭრილობების შეხორცების პროცესიც ფერხდება.
ხშირი ინფექციები - ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკული აკადემიის ცნობით, მოზრდილებში შესაძლო იმუნური დეფიციტის ნიშნებია: ერთ წელიწადში ოთხზე მეტი ყურის ინფექცია, ერთი წლის განმავლობაში პნევმონიის განვითარება ორჯერ, წელიწადში ქრონიკული სინუსიტის ან ბაქტერიული სინუსიტის სამზე მეტი ეპიზოდი, წელიწადში ანტიბიოტიკების ორზე მეტი კურსის ჩატარების საჭიროება.
მუდმივი დაღლილობა - თუ საკმარისი ძილის მიუხედავად დაღლილობას გრძნობთ, ამის მიზეზი შესაძლოა იმუნური სისტემის სისუტე იყოს. იმუნური დეფიციტისას ორგანიზმი ცდილობს დაზოგოს ენერგია და გამოიყენოს იგი იმუნური სისტემის საწვავად, რათა მან შეძლოს გააქტიურება და სხვადასხვა წინააღმდეგ ბრძოლა.
თუ ჩამოთვლილი გამაფრთხილებელი ნიშნები ნაცნობია, იმუნურ სისტემას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ცხოვრების სტილის ცვლილებამ და ახალმა ჩვევებმა შეიძლება ბუნებრივად შეინარჩუნოს თქვენი იმუნური სისტემა ძლიერი და ჯანმრთელი:
- იკვებეთ დაბალანსებულად;
- მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი;
- ივარჯიშე რეგულარულად;
- დაიცავით ჰიგიენა,დაიბანე ხელები;
- ჩაიტარეთ ვაქცინაცია;
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა;
- არ მოწიოთ;
- შეეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ სტრესი