/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

რატომ ეშინიათ ქალებს გათხოვების

რატომ ეშინიათ ქალებს გათხოვების
ყველა ქალს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. თუმცა ბევრ მათგანს მოსწონს ტანჯულის როლში ყოფნა და უმეტეს შემთხვევაში ხელიდან უშვებს ბედნიერების შანსს. სამწუხაროდ, ძალიან

ხშირად ჩვენ გვეშინია, ვუფრთხით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან სადღაც, ძალიან ღრმად ჩვენში ზის მტკიცე რწმენა: "ამის გაკეთება არ შემიძლია!" "მეშინია!"...

  • რა და ვინ დგას ამის უკან? მაინც საიდან მოდის ეს ნეგატიურის მოლოდინი?

ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ამის წინაპირობები შორეულ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ, ყველაფერი ეს მშობლიური ოჯახიდან მოდის. ამიტომ, ყოველთვის, როცა წარმოვთქვამთ მაგიურ ფრაზას "მეშინია" ან "არ შემიძლია", ყური მივუგდოთ ჩვენს შინაგან ხმას, საიდან მოდის, ვისი ხმა ჩაგვესმის. იქნებ ეს დედის ხმაა, რომელიც არ ცდილობდა, ჩვენში ბავშვობიდანვე გამოემუშავებინა და წაეხალისებინა დამოუკიდებლობის გრძნობა?! გავიხსენოთ, ის ყოველთვის ჩვენს ნაცვლად აკეთებდა ყველაფერს. რეალურად ჩვენც შეგვეძლო ჩვენით გაკეთება, მაგრამ ხელს გვიშლიდა ამაში! სწორედ ასე ხდება ჩვენს ცნობიერებაში შეჩვეული უსუსურობის განმტკიცება, რაც ხელს უწყობს გარკვეული კომპლექსების, განსაკუთრებით კი არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას.

  • "არ შემიძლია"

"არ შემიძლია" - ამ ფრაზის უკან ყოველთვის დგას წარსულის კონკრეტული ეპიზოდი. შევეცადოთ აღვიდგინოთ მეხსიერებაში წარსული უმცირეს წვრილმანებამდე: ბგერები, სუნი, სახეები და გარშემო მყოფთა ქცევები. შევეცადოთ ცნობიერებაში "დაკონსერვებული" ეს გამოცდილება ხელახლა განვიცადოთ. რისთვის? იმისათვის, რომ მოვიკრიბოთ ძალა, სიმამაცე, სითამამე და გავაკეთოთ ყველაფერი "არ შემიძლიას!", "მეშინიას!" გადალახვის საშუალებით.

ბევრი ქალი აღიარებს, რომ აწუხებს აზრები: "მე ვერ გავთხოვდები", "მეშინია". ყველაზე საინტერესო კი ამ ფრაზებში გაგრძელებაა: "...იმიტომ, რომ ამისათვის არასაკმარისად კარგი ვარ, მაინც მიმატოვებენ" და ა.შ. შეეცადეთ გადაეწყოთ ამ ნეგატიურის მოლოდინისგან, უთხარით საკუთარ თავს: "მე მაქვს სრული უფლება, მქონდეს საკუთარი, სრულიად განსხვავებული ბედი!" პარადოქსია, მაგრამ სატანჯველისგან გათავისუფლება უფრო საშიშია, ვიდრე თვით სატანჯველი. რატომ? იმიტომ, რომ ტანჯვას უკვე შევეჩვიეთ, უკეთ შეგვიძლია ორიენტირება ცხოვრების ამ "ჩრდილოვან" ნაწილში. არ ვადანაშაულებთ ამაში არავის. ცხოვრების ნათელ, "მზიან" ნაწილში გადასვლა კი, სადაც არის სიცოცხლის ხალისი, ბედნიერება, წარმატება, ძალაუფლება - გვაშინებს მოსალოდნელი სირთულეებით და შესაძლო მარცხით. "საკუთარ სახეს დავკარგავ", "შევარცხვენ საკუთარ თავს და ახლობლებს" - აი, ასე ახდენს ბევრი ქალი მარცხის პროგნოზირებას. უთხარით საკუთარ თავს: "ცდა ბედის მონახევრეა" და თამამად უნდა გადადგათ ნაბიჯი იდუმალი ბედისკენ! თვითშთაგონების ძალა ძალიან დიდია. არ უნდა იცხოვროთ ნეგატიური განწყობით, არ უნდა მისდიოთ ნეგატიურ კონცეფციას, თორემ საკუთარი ძალის რწმენას დაკარგავთ.

  • სქესობრივი ურთიერთობის კომპლექსი

გარეგნობა და სქესობრივი ურთიერთობა საკმაოდ მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ამას სექსოლოგებიც ამტკიცებენ. სხვადასხვა სახის ჩივილით მათთან მისულ პაციენტებს ყოველთვის ეკითხებიან, თუ რამდენად კმაყოფილნი არიან ისინი საკუთარი გარეგნობით. ზოგიერთ ქალს აქვს პრეტენზიები საკუთარი თავის მიმართ, არ აკმაყოფილებს საკუთარი გარეგნობა, მიაჩნია, რომ ბევრი ნაკლი აქვს, რის გამოც უარს ამბობს გათხოვებაზე და სქესობრივ ცხოვრებაზე. ზოგჯერ საკუთარი სხეულის, საკუთარი სასქესო ორგანოს მიმართ ზიზღის გრძნობასაც კი განიცდის, რაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მომავალ ცხოვრებაში. ამ პრობლემების გამო ყალიბდება კომპლექსი და ქალს უჩნდება გათხოვების შიში. არ სურს საყვარელი მამაკაცისთვის თავისი ნაკლის გამჟღავნება, უფრთხის მამაკაცთან სქესობრივ კავშირს, აქვს გაშიშვლების შიში - მაგალითად, ჭარბთმიანობის გამო და ა.შ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

ისეც ხდება, რომ ქალს სქესობრივი ლტოლვა უქრება. მიზეზი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მათ შორის სასქესო ორგანოების მიდამოში ტკივილი, დისპარეუნია, რაც მტკივნეულ აქტს ნიშნავს, რის გამოც ქალი ხშირად სქესობრივ კავშირს თავს არიდებს, ვაგინიზმი - საშოს კუნთის უნებლიე შეკუმშვა, რომლის შემდგომი გართულება სქესობრივი ცხოვრების შიშია. ყოველივე ამის მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ შეგრძნებები ხშირად ფსიქოგენურში გადადის. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უარყოფითი ემოცია ფსიქიკაში უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე დადებითი. სქესობრივი ლტოლვის გაქრობა ან სქესობრივი კავშირის შიში შეიძლება სხვა მიზეზებმაც განაპირობოს. ეს შეიძლება იყოს ჰორმონული დარღვევები, ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ხშირი მიღება, თირკმლის დაავადებები, ფსიქოსოციალური ფაქტორები. ზოგჯერ ის სტრესების, დეპრესიის, სქესობრივი ტრავმების, ნევროზების, კონფლიქტების და ა.შ. მიზეზებითაც ჩნდება.

ზოგჯერ ქალს რაიმე ფიზიკური ნაკლი აქვს, რომლის დაფარვასაც ცდილობს და საერთოდ უარს ამბობს გათხოვებაზე და სქესობრივ ურთიერთობაზე. მკურნალობა ქალის თვითშეფასების ამაღლებით უნდა დაიწყოს. თუ არ ჩავთვლით არასრულფასოვნების კომპლექსს, ჩვენი ძირითადი კომპლექსები სწორედ სქესობრივი სახისაა, თუმცა ისინი მაშინ წარმოიქმნება, როცა ჩვენ სექსზე არ ვფიქრობთ. მეთოდები, რომელთა წყალობითაც შეიძლება თავი დავაღწიოთ კომპლექსებს, უამრავია. ყველა ისინი ერთნაირად ეფექტურია, თუ სპეციალისტი ფლობს საჭირო გამოცდილებას და კვალიფიკაციას. ამიტომ სპეციალისტის არჩევა უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რომელი მეთოდია უფრო ახლოს პირადად თქვენთვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ ეშინიათ ქალებს გათხოვების - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები