როდის და რატომ ქრება სქესობრივი ურთიერთობის სურვილი
ცოტა ან ცუდად გვძინავს
ღამის დასვენების დროის შემცირება ან მისი ხარისხის გაუარესება (მაგალითად, ღამის გაღვიძება ან ზედაპირული ძილი, რომელიც ღრმა ფაზაში არ გადადის) უარყოფითად მოქმედებს ლიბიდოზე. საშუალოდ, ძილის ყოველი დაკარგული საათი, 15%-ით ამცირებს ჩვენს სექსუალურ ლტოლვას.
განვიცდით სერიოზულ სტრესს
მწვავე სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური სურვილი, მაგრამ ხანგრძლივმა სტრესმა, პირიქით შეიძლება იმოქმედოს. ეს განსაკუთრებით ქალებისთვისაა საყურადღებო. სექსუალური ლტოლვისათვის ქალმა თავი დაცულად, მშვიდად და მოდუნებულად უნდა იგრძნოს.
გვაქვს დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა
დეპრესია და შფოთვა ლიბიდოს ნამდვილი მკვლელია. ეს დარღვევები არა მხოლოდ თავისთავად არ უწყობს ხელს სექსუალურ ლტოლვას, არამედ ანტიდეპრესანტებმაც შეიძლება მასზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
მენოპაუზა
ამ დროს ქალებში საგრძნობლად იცვლება ჰორმონალური დონე: მცირდება ესტროგენისა და ტესტოსტერონის რაოდენობა და სწორედ ეს ჰორმონებია პასუხისმგებელი სექსუალურ ლტოლვაზე. გარდა ამისა, ვაგინალური სიმშრალე ხშირად ვითარდება მენოპაუზის დროს, რამაც შეიძლება სექსი მტკივნეული გახადოს. და მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ლუბრიკანტის გამოყენებით, მას მაინც შეუძლია გავლენა მოახდინოს სექსუალურ ლტოლვაზე.