/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

როგორ უნდა გახდეს ბავშვი დამოუკიდებელი

როგორ უნდა გახდეს ბავშვი დამოუკიდებელი
დამოუკიდებლობა არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარი, რომლის სწავლება და განვითარება საჭიროა ადრეული ასაკიდანვე.

ტერმინი აერთიანებს ისეთ სხვადასხვა მნიშვნელობას, როგორებიცაა თვითმომსახურებისა და ჰიგიენისთვის საჭირო ყოველდღიური თუ დამოუკიდებლად აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები. დამოუკიდებლობის ეს ყველა ასპექტი არსებითია ბავშვისთვის და ხელს უწყობს მის თვითკმარ, ავტონომიურ პიროვნებად ჩამოყალიბებას.

დამოუკიდებლობის ჩანასახი და მისკენ მიდრეკილება შესამჩნევია ადრეული ასაკიდანვე – ჩვილები ცდილობენ დაიჭირონ ბოთლი ან მისწვდნენ საკვებს/სასურველ სათამაშოს თავისით. უფრო მოზრდილები აცხადებენ – „მე თვითონ“. წინასასკოლო ასაკი არის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი ბავშვის მზარდი განვითარებისთვის, რადგან ამ დროს ის იძენს ისეთ შემეცნებით, ვერბალურ თუ სოციალურ-ემოციურ უნარებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს და წარმატებით გაართვას თავი უფრო მეტ და უფრო რთულ ამოცანას.

„არასოდეს დაეხმაროთ ბავშვს დავალების შესრულებაში, თუკი მას ჰგონია, რომ თავადაც წარმატებით გაართმევს თავს“ – გვეუბნება მარია მონტესორი, რომლის მიერ შემოთავაზებული სწავლების მეთოდები დღესაც პოპულარულია და ერგება ნებისმიერი ასაკის ბავშვს. ხსენებული მეთოდის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია დამოუკიდებლობა, რომელიც მიიღწევა იმით, რომ ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა. შესაძლებლობა იმისა, რომ იმოძრაონ, ჩაიცვან თავისით, აირჩიონ, თუ რისი გაკეთება უნდათ, დაეხმარონ უფროსებს სხვადასხვა საქმეში და ა.შ. როდესაც ბავშვებს ნებას ვრთავთ განახორციელონ კონკრეტული აქტივობები თავისით, ისინი ხდებიან მეტად თავდაჯერებულები, იზრდება საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების ხარისხი და უყალიბდებათ პოზიტიური თვითშეფასება, რომელიც, შესაძლოა, შენარჩუნდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დამოუკიდებლობა არის ის უნარი, რომლის ჩამოყალიბება და განვითარება ხდება ეტაპობრივად. ამ შემთხვევაში ბავშვისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ადრეული ასაკიდან განახორციელოს ისეთი მცირე და, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ყოველდღიური აქტივობები (რომელთა შორის თვითმოვლისა და თვითმომსახურების რუტინა განსაკუთრებით ყურადსაღებია), რომლებიც დროთა განმავლობაში განაპირობებს ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებას.

ფსიქოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ მშობლის ამოცანა უნდა იყოს შუალედური პოზიციის დაფიქსირება ჰიპერმზრუნველობასა (როდესაც მშობლის გადაჭარბებული მონდომება, ყველაფრის ბავშვის ნაცვლად კეთება გამართლებულია ზრუნვის მოტივით და, შესაძლოა, დასწავლილი უსუსურობისა და მოზრდილობისას არაკომპეტენტურობის შეგრძნების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდეს) და ხელმიშვებულობას შორის. გარდა ამისა, პიროვნული და ფსიქიკური განვითარების გზაზე, შესაძლოა, შეფერხება გამოიწვიოს ზეწოლამ – განვითარების კონკრეტული ეტაპისთვის დამახასიათებელი ნიშნულის ნაადრევად მიღწევის იძულებამ და ბავშვისთვის ზედმეტად რთული მიზნების დასახვამ.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

პრაქტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ის ბავშვები, რომლებიც ამჟღავნებენ ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის ასაკისთვის შესაფერის დონეს, არიან მეტად ადაპტურები. გარდა ამისა, მათ აქვთ შეგრძნება იმისა, რომ ცხოვრებას თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარებენ, რაც განაპირობებს თვითპატივისცემის ჩამოყალიბებას. იმ ბავშვებს, რომლებიც არიან უფროსებზე დამოკიდებული, სჭირდებათ მეტი დრო, წაქეზება და წახალისება, რომ თავისით გაართვან თავი დავალებებს.

გთავაზობთ ყოველდღიური აქტივობების ჩამონათვალს, რომელიც დაეხმარება ბავშვებს დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარების განვითარებაში:

  1. სამოსის არჩევა – მიეცით ბავშვს უფლება თავად აირჩიოს, რას ჩაიცვამს. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ძილის წინ და შეარჩიოთ ის სამოსი, რომელსაც ჩაიცვამს მომდევნო დღეს. შესაძლებელია, მისცეთ შეზღუდული არჩევანის საშუალება, როდესაც თქვენ მიერ შეთავაზებული 2 ფეხსაცმლიდან უნდა აირჩიოს რომელიმე.
  2. დამოუკიდებლად ჩაცმა – რამდენდაც დამოუკიდებლად ჩაცმა არც ისე მარტივია და ბავშვები დიდ დროს ანდომებენ, მშობლები ხშირად, დროის მოსაგებად, თავად აცმევენ ბავშვს. ასაკიდან და განვითარების დონიდან გამომდინარე, შესაძლოა, ბავშვმა ვერ შეიკრას თასმა, თუმცა შეიკრას ელვა ან ღილაკებიანი შესაკრავი ქურთუკზე.
  3. საუზმის მომზადება – მიეცით საშუალება ბავშვს, დაგეხმაროთ საუზმის მომზადებაში. მაგალითად, მოათავსოს პურის ნაჭერი ტოსტერში, დაასხას რძე სიმინდის ბურბუშელას და ა.შ. გარდა თვითმომსახურებისა, ამ დროს ბავშვი სწავლობს, რა სახის საკვებს ვიღებთ საუზმობისას.
  4. კბილის ჯაგრისის მომზადება და კბილების დამოუკიდებლად გახეხვა.
  5. მაგიდის გაწყობა და ალაგება – მიეცით საშუალება ბავშვს თავისი თეფში და ჭიქა თავად დადოს მაგიდაზე, კვების დასრულების შემდეგ კი თავადვე ჩაყაროს ნარჩენები სანაგვეში და ჩაალაგოს ჭურჭელი ნიჟარაში.
  6. სათამაშოების დალაგება – როდესაც ბავშვი თამაშს დაასრულებს, დაეხმარეთ მას, თავადვე დააბინავოს სათამაშოები, ჩაყაროს კუბიკები ყუთში და ა.შ.
  7. სახლის დალაგება – მიეცით საშუალება ბავშვს დაგეხმაროთ ისეთ საქმეებში, როგორებიცაა თავისივე საწოლის მოწესრიგება, თეთრეულის გამოცვლა.
  8. აბაზანისთვის მომზადება, დამოუკიდებლად ბანაობა, თმის დავარცხნა, პიჟამას დამოუკიდებლად ჩაცმა.
  9. სახლში დაბრუნებისას ქურთუკისა და ფეხსაცმელების დამოუკიდებლად გახდა.
  10. შინაურ ცხოველებზე ზრუნვა – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს ცხოველისთვის საკვებისა და წყლის მიცემას, საკვები ჯამის დასუფთავებას, გასეირნებას და ა.შ. ასე მათ, დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გარდა, განუვითარდებათ სხვაზე ზრუნვისა და თანაგრძნობის უნარი.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ უნდა გახდეს ბავშვი დამოუკიდებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები