/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

მოსალოდნელია თუ არა საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" გავრცელება

მოსალოდნელია თუ არა საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" გავრცელება
სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მსუ­ბუ­ქი იყო, მან უკვე გა­ი­ა­რა მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და ბი­ნა­ზეა გა­წე­რი­ლი.

"ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად და­დას­ტურ­და "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ვირუ­სის ერთი შემ­თხვე­ვა. პა­ცი­ენტს ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მსუ­ბუ­ქი ფორ­მა აღე­ნიშ­ნე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, მა­ლე­ვე გა­ე­წე­რა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. მას აქვს ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია. ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კონ­ტაქ­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი არ გა­მოვ­ლინ­და.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­აგ­რძე­ლებს სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბის შეს­წავ­ლას“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­დე­საც ინ­ფექ­ცი­ამ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში და­ი­წყო გავ­რცე­ლე­ბა, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი იმ­თა­ვით­ვე ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ნაკ­ლი­სი ვერ იქ­ნე­ბო­და და ეს ვირუ­სი ჩვენ­თა­ნაც შე­მო­აღ­წევ­და. თუმ­ცა რო­გორც თა­ვი­დან­ვე, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ახ­ლაც, ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დე­გაც, აცხა­დე­ბენ რომ, პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის, რად­გან ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილ­მა" ეპი­დე­მი­ის სახე შე­ი­ძი­ნოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-Რამოდენიმე დღეა ხან მუცელი მტკივა ხან წელი ხან თავი ხან უბრალოდ გულისრევის შეგრძნებამაქ საჭმლის დროს ვიბერები! Ზოგჯერ უბრალოდ სუსტადვარ ზოგჯერ შემახურებს 5 წუთი მერე შემაციებს 5 წუთს მერე ისევ კარგადვარ ზოგჯერ თავი კიარ მტკივა უბრალოდ რაღაც რიგზე არარის თავში ესეთი განცთამაქ დამძიმებული მძიმე გულირომისდის ადამიანს რაღაც ეგეთი შეგრძნება თავის არეში! Რისი ბრალი იქნება ვინ ვნახო ან რატესტი გავიკეთო დიაგნოსტიკისთვის</p>

ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას თქმით, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ქვე­ყა­ნა­ში შიდა გავ­რცე­ლე­ბა და­ი­წყო. იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს და ასა­ხე­ლებს იმ ორ შემ­თხვე­ვას, რა დრო­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ან­მა კლი­ნი­კას მი­მარ­თოს.

"რო­გორც იცით, ამ პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხე­ზე იყო უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ანამ­ნე­ზი, ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, თუ ადა­მი­ანს აქვს მოგ­ზა­უ­რო­ბის ანამ­ნე­ზი, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ეს ინ­ფექ­ცია არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში, თუ მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ გან­ვი­თარ­და ატი­პუ­რი გა­მო­ნა­ყა­რი, რო­მე­ლიც სხვა და­ა­ვა­დე­ბებს არ ჰგავს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­მარ­თოს.

ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა!
ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ „მაიმუნის ყვავილის“ პანდემიის თავიდან აცილება და გავრცელების გაკონტროლება შესაძლებელი იყოს

სა­ქარ­თვე­ლო­ში კლი­ნი­კებს აქვთ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლი, რომ­ლი­თაც გა­მო­ან­ყა­რით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, რაც სარ­წმუ­ნო დი­აგ­ნო­ზის დას­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ამ ეტაპ­ზე შიდა გავ­რცე­ლე­ბა არ არის, თუ სა­მო­მავ­ლოდ იქ­ნე­ბა სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბი, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მა­სობ­რი­ვად გავ­რცელ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი". პი­რი­ქით, ეს ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რად­გან ის მარ­ტი­ვად არ ვრცელ­დე­ბა, გა­და­დის ინ­ფი­ცი­რე­ბულ ცხო­ველ­თან ან ადა­მი­ან­თან ახლო კონ­ტაქ­ტით. თუ, მა­გა­ლი­თად, გვექ­ნე­ბა კონ­ტაქ­ტი და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნის და­ზი­ა­ნე­ბულ ბუშ­ტუკ­თან. ასე­ვე, და­ინ­ფი­ცი­რე­ბა წვე­თო­ვა­ნი ანუ რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი გზით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მისი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ფა­ზებს, კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილს“ საკ­მა­ოდ მწვა­ვე და­სა­წყი­სი აქვს, ცხე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ზო­გა­დი სიმპტო­მა­ტი­კით რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბა, სახ­სრე­ბის, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან მე-3, მე-4 დღეს გა­მო­ნა­ყა­რი ვლინ­დე­ბა. გა­მო­ნა­ყა­რი არის პო­ლი­მორ­ფუ­ლი, თა­ვი­სი თა­ვი­დან შე­იძ­ლე­ბა იყოს კვან­ძო­ვა­ნი, შემ­დეგ კი უკვე გაჩ­ნდეს ე.წ. ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რი“, - აცხა­დებს AMBEBI.GE -სთან გო­გი­ნა­ვა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რა არის ვაგინიზმი და როგორ მკურნალობენ მას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ვაგინიზმი და როგორ მკურნალობენ მას?

- ქალბატონო რუსუდან, რა არის ვაგინიზმი?

- ქალებს შორის განსაკუთრებით გავრცელებულ სქესობრივ დარღვევებს მიეკუთვნება სქესობრივი ლტოლვის შესუსტება ან დაკარგვა, ორგაზმის განცდის სირთულეები და სპაზმური ხასიათის ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.

ვაგინიზმი საშოსა და მენჯის ფუძის კუნთების კუნჩხვითი და ძლიერ მტკივნეული სპაზმია, რომელიც ხშირად შეუძლებელსაც კი ხდის სქესობრივ კონტაქტს. ის უბრალო ტკივილითაც შეიძლება გამოვლინდეს და სერიოზული წინააღმდეგობაც შექმნას საშოში ნებისმიერი სხეულის მოძრაობისთვის (გინეკოლოგიური

გასინჯვა, სარკეები, ტამპონები, სქესობრივი კონტაქტი და სხვა).

კუნთების უნებლიე სპაზმი ზოგჯერ სქესობრივ აქტზე (ან გინეკოლოგიურ პროცედურაზე) უბრალო გაფიქრებისთანავე იწყება.

ტკივილი გადაეცემა ბარძაყის შიგნითა ზედაპირს და თან სდევს კრუნჩხვა. ტკივილის შეგრძნება მამაკაცის ნაზი, ტაქტიანი მოქცევის შემთხვევაშიც კი იჩენს თავს. ასეთ დროს ქალი გაურბის სქესობრივ კონტაქტს, ხოლო თუ დათანხმდა (ისიც - მხოლოდ ვაგინიზმის მსუბუქი ფორმების დროს), ამას აკეთებს არასასურველი შეგრძნებების ფასად.

პათოლოგიური რეაქციის ხარისხის შესაბამისად, განასხვავებენ ვაგინიზმის რამდენიმე ფორმას:

I ხარისხი - რეაქცია იწყება საშოში სასქესო ასოს ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტის შეყვანის დროს;

II ხარისხი - რეაქცია იწყება სასქესო ორგანოს შეხების ან შეხების მოლოდინის დროს;

III ხარისხი - რეაქცია იწყება სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გასინჯვის წარმოდგენის შემთხვევაშიც კი.

ვაგინიზმის მქონე ქალებს არ შეუძლიათ, აკონტროლონ სპაზმი. ამით ეს დაავადება შეიძლება შევადაროთ თვალების ხამხამს, როდესაც თვალში რაღაც გვივარდება.

- უმეტესად ვის ემართება ეს პათოლოგია?

- ვაგინიზმი ქალების 3-4%-ში გვხვდება. მან შესაძლოა ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი, მაგრამ უმეტესად მაინც ქალიშვილები და ახალგაზრდა ქალები უჩივიან, ჩვეულებრივ, სქესობრივი ცხოვრების დასაწყისში. ითვლება, რომ ვაგინიზმი ხშირად აქვთ მაღალგანვითარებულ და ემოციურ, ეგზალტაციისკენ მიდრეკილ ქალბატონებს.

- რა არის ვაგინიზმის მიზეზი?

- ვაგინიზმი ხშირად დისპარეურიის (ტკივილი სქესობრივი აქტის დროს) შედეგია. შესაძლოა, პირიქითაც იყოს. ხშირია ამ პათოლოგიების შერწყმაც. სხვა მიზეზთაგან შეიძლება გამოვყოთ გადატანილი ფსიქიკური ან სასქესო ორგანოების ტრავმა: ზოგიერთს ვაგინიზმი პირველი სქესობივი კონტაქტის შიშის გამო ემართება, ზოგიერთს - გაუპატიურების, უხეში დეფლორაციის ან სხვა სახის ძალადობის, მათ შორის უხეში გინეკოლოგიური გასინჯვის, ასევე - შიშის, სტრესის შედეგად. ერთ-ერთი მიზეზია ფსიქიკური დარღვევაც. ამ დროს განვითარებული ვაგინიზმი ფსევდოვაგინიზმის სახელით არის ცნობილი.

- მიმართავენ თუ არა ასეთ დროს ქალები ექიმს?

- სამწუხაროდ, ბევრი ვერც კი ხვდება, რა ხდება მის თავს, ბევრი ეგუება სიტუაციას, ბევრს კი ამ თემაზე საუბარი უხერხულად მიაჩნია. ექიმს უმეტესად ისეთი წყვილები მიმართავენ, რომლებსაც სურთ შვილის გაჩენა, მაგრამ ვაგინიზმი ბავშვის ჩასახვის საშუალებას არ აძლევთ. თუ ქალი მაინც დაორსულდა (საშოში სპერმის შემთხვევითი შეღწევისას ან მსუბუქი ვაგინიზმის დროს მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი კოიტუსისას), მშობიარობის შემდეგ ვაგინიზმისთვის დამახასიათებელი დარღვევები ქრება.

- როგორ მკურნალობენ ვაგინიზმს?

- ვაგინიზმის მკურნალობა მოიცავს ზოგადგამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, ფსიქოთერაპიას, დეფლორაციის მტკივნეულობისა და საშიშროების შესახებ არასწორი წარმოდგენების კორექციას, სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების მკურნალობას. მაგრამ მკურნალობა ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა ცნობიერებაში ან მისი განვითარებისას უპირატეს როლს ასრულებს მორცხვობა, არასაკმარისი სქესობრივი ლტოლვა. კომპლექსური მკურნალობა ინდივიდუალური მიდგომით მოიცავს შემდეგს:

ფსიქოანალიზს, ინდივიდუალურ და ქცევის თერაპიას, რომელიც ხსნის შინაგან კონფლიქტებს, მიმართავს სექსუალურ იმპულსებს ნორმალურ კალაპოტში, ხსნის ნევროზულ შფოთვას და ლოდინის ნევროზს, მატებს ქალს თვითრწმენას. იყენებენ აგრეთვე ჰიპნოთერაპიას, რაც სხვა მეთოდებთან კომპლექსში აჩქარებს ფსიქოთერაპიული ეფექტის მიღწევას და სქესობრივი ფუნქციის ნორმალიზებას.

ორმხრივ - ორივე პარტნიორის - სექსოთერაპიას. რაკი პრობლემა ორივეს შეეხო, სექსუალური დისჰარმონიის მკურნალობაც ორივეს სჭირდება. ამ დროს წყვილი ექიმთან განიხილავს სექსუალური ფუნქციის ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ასპექტებს, სექსუალურ დარღვევებს, მკურნალობის შესაძლო პრინციპებს, მეთოდებს და სხვა. ასეთი თერაპიის მიზანია, აღდგეს ნორმალური სექსუალური და სულიერი კავშირი. გარდა ამისა, მამაკაცს უხსნიან, რამხელა მნიშვნელობა აქვს ქალისთვის სექსუალურ პრელუდიას (უფრო მეტი, ვიდრე სქესობრივ აქტსა და ორგაზმს).

სპეციფიკურ ვარჯიშებს: ექიმი უხსნის პარტნიორებს საშოს კუნთების უნებლიე შეკუმშვათა ბუნებას. ყველაზე ეფექტური მეთოდია, ქალმა გააზრებულად დაძაბოს კუნთები, შემდეგ კი მოადუნოს.