/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ღალატის ორი მხარე

ღალატის ორი მხარე
ჩემი საყვარელი მამაკაცი სხვასთან დავინახე! რატომ მომექცა ასე? რას დავაბრალო?

სასიყვარულო სამკუთხედების უნივერსალური “თეორემა”, რომელიც ცხოვრების ყველა შემთხვევას მიესადაგება, არ არსებობს. თუ ასეთ უსიამოვნო სიტუაციასთან მოგიხდათ შეჯახება, უნდა მიაგნოთ მომხდარის მიზეზს. სხვაგვარად როგორ მოაგვარებთ ურთიერთობას და მომავალში თავიდან აიცილებთ ღალატს?

  • მაინც რატომ გვატყუებენ მამაკაცები? აი, ხუთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი:

1. მამაკაცს სურს, აიმაღლოს თვითშეფასება

როგორ დავუმტკიცოთ მამაკაცთა ახალ კომპანიას “პროფვარგისობა”? ბევრს ამის საუკეთესო საშუალებად ღალატი მიაჩნია. რაც უფრო მეტ ქალს ჩაიწვენს ლოგინში, მით უფრო ემატება თავდაჯერება. ღალატის ეს ტიპი შეიძლება მავნე ჩვევებს მივაკუთვნოთ - ყველა მათგანი ხომ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარება მამაკაცს: მოწევა ამშვიდებს, ალკოჰოლი აბუნდოვანებს აღქმას. სხვა ქალთან სექსი კი მამაკაცს პირადი პრობლემების გადალახვას უადვილებს. მაგალითად, მაშინ, როცა ურთიერთსაპირისპირო გრძნობები ტანჯავს: ერთი მხრივ, სურს ყოვლისმომცველი სიახლოვე თქვენთან, მეორე მხრივ კი უფრთხის თავისუფლების დაკარგვას. ამიტომაც დარბის აქეთ-იქით.

ღალატში ეძებენ შვებას სუსტი ნებისყოფის, სხვის გავლენას დაქვემდებარებული მამაკაცები. ასეთი ქცევის მიღმა მტკიცე ფასეულობების უქონლობა, უსუსურობა იმალება.

როგორ მოვიქცეთ?

თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, ხანგრძლივი ერთობლივი მუშაობა მოგიწევთ: მოიკრიბოთ მოთმინება და გამჭრიახობა, რათა გაარკვიოთ, რა აწუხებს მას, მერე კი ერთად იპოვოთ გამოსავალი.

2. სად ხარ, ჩემო საყვარელო?

გაგიგონიათ ოდესმე, როგორ ყვირის იმედგაცრუებული მამაკაცი, რომელმაც ვერ შეძლო სატრფოს გულის მონადირება? ალბათ, არა. იმიტომ რომ მამაკაცები, ჩვეულებრივ, არ ყვირიან. ისინი ჩუმად აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ, რათა ქალების ყურადღება მიიპყრონ. ღალატობენ კიდეც.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, ინტროვერტობა სამუდამოა თუ ასაკის ბრალი შეიძლება იყოს?</p>

ლოგიკა მარტივია: მამაკაცს მიაჩნია, რომ როცა სხვა ქალთან დაინახავთ, ინანებთ, რომ მის სიყვარულს არ აფასებდით და ეგებ ჰგონია კიდეც, რომ იბრძოლებთ მის დასაბრუნებლად. ზოგჯერ ღალატი თავისებური სიგნალია, რომლითაც მამაკაცი შველას ითხოვს. ის ამგვარად ცდილობს მიგახვედროთ, რომ დროა, ურთიერთობაში რაღაც შეიცვალოს, რათა დაბრუნდეს ადრინდელი გრძნობა და ვნება. “განა არ შეიძლებოდა ამის შესახებ ადამიანურად საუბარი?” - იკითხავთ თქვენ. რა თქმა უნდა, უმრავლესობა ასეც იქცევა, თუმცა მამაკაცი ხშირად თვითონაც ვერ აცნობიერებს, რა არ მოსწონს ამ ურთიერთობაში.

როგორ მოვიქცეთ?

უთხარით თქვენს საყვარელ მამაკაცს, როგორ გატკინათ გული იმით, რომ ზემოქმედების სწორედ ასეთი გზა აირჩია და შეეცადეთ გაარკვიოთ, მაინც რას ეძებდა სხვა ქალის მკლავებში. ახალ შეგრძნებებს? მაინც როგორს? თუ მოინდომებთ, ალბათ შეძლებთ, თქვენს ურთიერთობას ფერები შემატოთ, ახალი განცდებით აავსოთ.

3. შურისძიება

ასევე დაგაინტერესებთ
დაუმეგობრდით, მოუსმინეთ და თანაუგრძნეთ - როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ღალატი თავიდან ავიცილოთ

ზოგიერთი მამაკაცი ადვილად ვერ ივიწყებს წყენას, ბოღმიანია, თავმოყვარე. ამასთან, მამაკაცთა საზოგადოებაში მიღებულია, სამაგიერო გადაუხადონ მას, ვინც აწყენინა, ქალსაც კი, ოღონდ ამ შემთხვევაში ურტყამენ არა სახეში, არამედ ნერვებზე. ასეთი რა შეიძლება დააშავოს ახალგაზრდა ქალმა, რომ პარტნიორს შურისძიების სურვილი აღუძრას? მაგალითად, მოატყუოს ან აფიქრებინოს, რომ თვითონვე უღალატა. ამ შემთხვევაში მამაკაცი სამაგიეროს გადახდას ეცდება, თანაც მოინდომებს, დაუმტკიცოს გარშემო მყოფებსაც და საკუთარ თავსაც, რომ ქალის საქციელს სრულიადაც არ აუღელვებია - ის საკუთარი თავის ბატონ-პატრონია და თვითონვე წყვეტს, ვისთან დაწვეს და ვისთან - არა. პრინციპი “თვალი თვალის წილ” განსაზღვრავს მის ქცევას.

როგორ მოვიქცეთ?

თუ მართლაც მიეცით საყვარელ მამაკაცს ეჭვიანობის საბაბი, ესაუბრეთ გულახდილად, აუხსენით თქვენი ქცევის მიზეზი. გახსოვდეთ, მისი ღალატი არ არის ახალი სიყვარულის პოვნის მცდელობა, ეს შეურაცხყოფილი ადამიანის სასოწარკვეთილი ნაბიჯია. თუ ბრალი არაფერში მიგიძღვით, კარგად დაფიქრდით - ეჭვიანი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ამავე დროს შურისმაძიებელიც არის, არც მომავალში მოგასვენებთ თავისი ეჭვიანობით.

4. დასანანი შემთხვევითობა

კაცი მივლინებაში წავიდა, გაიცნო სასიამოვნო ახალგაზრდა ქალი, გაჩაღდა ხანმოკლე რომანი... ან კორპორაციული წვეულების შემდეგ კოლეგასთან ერთად გაეღვიძა... ასეთი ღალატი “შემთხვევითია”, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად გულსატკენია მისთვის, ვისაც უღალატეს.

როგორ მოვიქცეთ?

ზოგჯერ მამაკაცი ყველაფერში “იმ ქალს” ადანაშაულებს. ეს ნიშნავს, რომ ის მზად არ არის, პასუხი აგოს თავის გადაწყვეტილებებზე და, სავარაუდოდ, ვერც მომავალში იკისრებს პასუხისმგებლობას. მას არ შესწევს უნარი, დაუფიქრდეს თავის საქციელს და მის შედეგებს. თუ მამაკაცი აღიარებს შეცდომას და სინანულს გამოხატავს, ისღა დაგრჩენიათ, აპატიოთ. აგრძნობინეთ, რა ძლიერ ხართ შეურაცხყოფილი, ოღონდ ზედმეტი ისტერიკის გარეშე. იპოვეთ საკუთარ თავში ძალა და მიიღეთ მისი საქციელი როგორც უკვე მომხდარი ფაქტი, რომელსაც თქვენს პიროვნებასთან კავშირი არ აქვს - ის ხომ გეფიცებათ, რომ მხოლოდ თქვენ უყვარხართ.

5. კულმინაცია და კვანძის გახსნა

დაშორება ყოველთვის ადვილი არ არის. სიბრალულის ან ჩვევის გამო მამაკაცი აგრძელებს ერთ ქალთან შეხვედრას, მაგრამ მეორეზე ფიქრობს.

როგორ მოვიქცეთ?

უნდა გაუშვათ, სასურველია, მშვიდობიანად, და აგრძნობინოთ, რომ ოთხივ კუთხით გზა ხსნილი აქვს. რა თქმა უნდა, ეს ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯერ კიდევ გიყვართ. მზად ხართ, აპატიოთ კიდეც, მაგრამ... საქმე ის არის, რომ მას პატიება არ სჭირდება - ურთიერთობის დასრულება სურს, ამიტომ კიდევ და კიდევ შეეცდება განხეთქილების პროვოცირებას.

ტკივილს ამძაფრებს იმის ცოდნა, რომ მან უბრალოდ კი არ მიგატოვათ, არამედ სხვასთან მიდის. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქალი გჯობიათ? ეცადეთ, მოიშოროთ ამგვარი ფიქრი - ურთიერთობა ასეთ მარტივ სიდიდეებზე არ დაიყვანება. უბრალოდ, მამაკაცი თვითონვე შეიცვალა და იპოვა ადამიანი, რომელთანაც ამ ეტაპზე სურს სიახლოვე. ეს შესანიშნავი მოტივია, თვითონაც შეიცვალოთ, თვალი გადაავლოთ თქვენს ურთიერთობებს, დამოკიდებულებებს, ფასეულობებს, გაიზარდოთ.

კომენტარები (1)
mako
რა სისულელეა, რომელი მამაკაცი იქნება ოდესმე "დიდსულოვანი" და ქალს აპატიებს ღალატს? სქესს რა მნიშვნელობა აქვს? ღალატი უპატიებელი საქციელების კლასს განეკუთვნება! ძირს მოღალატე ქმრები!
თარიღი : 09-12-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ დავძლიოთ კლიმაქსთან დაკავშირებული პრობლემები

კლიმაქსური სინდრომი - ეს არის ქალის რეპროდუქციული სისტემის ასაკობრივი ქრობის პერიოდში განვითარებული სიმპტომოკომპლექსი, რომელსაც
სრულად
პერიოდული დისკომფორტი
პერიოდული დისკომფორტი
გაგაცნობთ „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილს, რომელიც ეხება მენსტრუაციის წინა პერიოდის პრობლემას. შევეცდებით ვუპასუხოთ და გარკვეული რჩევებიც მივცეთ ყველას, ვისაც ეს საკითხი აწუხებს.
სრულად
ქალური  პრობლემები
ქალური პრობლემები
”ექიმო, გამონადენი მაქვს”, - ეს ფრაზა პრაქტიკოს გინეკოლოგს დღეში რამდენჯერმე ესმის. სუსტი სქესი ქალურ დაავადებათა სპეციალისტებს უმეტესად სწორედ ამ მიზეზით მიმართავს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ღალატის ორი მხარე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები