/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გინეკოლოგია

როგორ დავძლიოთ კლიმაქსთან დაკავშირებული პრობლემები

როგორ დავძლიოთ კლიმაქსთან დაკავშირებული პრობლემები
კლიმაქსური სინდრომი - ეს არის ქალის რეპროდუქციული სისტემის ასაკობრივი ქრობის პერიოდში განვითარებული სიმპტომოკომპლექსი, რომელსაც

სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის ნეიროვეგეტატიური, ენდოკრინულ-ცვლითი და ფსიქოემოციური დარღვევები ახასიათებს.

კლიმაქსური სინდრომის კლინიკური გამოვლინება არცთუ იშვიათად გარდამავალი ასაკის სხვადასხვა დაავადებით არის განპირობებული. მისი სიხშირე 40-დან 80 პროცენტამდე მერყეობს. ყველა ქალმა იცის, რომ გარკვეულ პერიოდში აუცილებლად დაუდგება მენოპაუზა - კლიმაქსი, თუმცა ის თითოეული ქალისთვის სხვადასხვანაირად დგება.

რეპროდუქციული სისტემა ქალის ორგანიზმის ერთადერთი სისტემაა, რომელიც ფუნქციობას მხოლოდ 7-8 წლის ასაკში იწყებს და მოქმედებას ქალის სიცოცხლეშივე, 60-65 წლის ასაკისთვის წყვეტს. ის ცვლილებები, რომლებიც რეპროდუქციულ სისტემაში მიმდინარეობს, კლიმაქსის სახელით არის ცნობილი. მათ შესახებ სასაუბროდ ვეწვიეთ ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს, მედიცინის დოქტორს თამარ ხოჯაშვილს.

- ქალბატონო თამარ, როდის იწყება ფიზიოლოგიური კლიმაქსი და როგორ შეიძლება გამოვლინდეს იგი?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ფიზიოლოგიური კლიმაქსი 43-45 წლიდან იწყება და სხვადასხვანაირად ვლინდება. ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს - მენსტრუაცია წყდება და ყველაფერი ამით მთავრდება; ზოგჯერ ვითარდება ოლიგომენორეა - აირევა მენსტრუალური ციკლი, ანუ ხდება მენსტრუაციის გადაცილება 2, 3, 6 თვეში ერთხელ, შემდეგ ციკლი წყდება და კლიმაქსური პერიოდი ამით სრულდება. მაგრამ არის უფრო რთული შემთხვევებიც, როდესაც ამ ყველაფერს ვაზომოტორული გამოვლინებები ერთვის: ალები, წამოხურება, რაც ძალზე შემაწუხებელია. მეტად მნიშვნელოვანია, რამდენად ხშირად შეინიშნება ეს მოვლენა. შესაძლოა, ქალი წამოხურებას და ალებს დღეში 1-2-ჯერ გრძნობდეს; არის შემთხვევები, როდესაც ძლიერ ხშირად უჩივის. ამის კვალობაზე, ჩარევაც სხვადასხვანაირია საჭირო.

როდესაც კლიმაქსი ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს და ის გამოვლინებები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, იშვიათია, ქალი შრომისუნარიანია და განსაკუთრებულ დისკომფორტს არ განიცდის, არავითარი ჩარევა არ გვჭირდება - ეს პერიოდი თავისთავად გაივლის. მაგრამ როდესაც მეორეული მოვლენები ერთვება, ქალმა შეიძლება შრომის უნარი დაკარგოს, თუნდაც იმიტომ, რომ შუა საუბრის დროს წამოხურების, გაწითლების, სუნთქვის გაძნელების გამო ხალხთან ურთიერთობისას უხერხულობას გრძნობს. ეს ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს და შორმის უნარსაც აქვეითებს. ასეთ დროს მოსალოდნელია არტერიული წნევის მომატება, უძილობა... ამ შემთხვევაში მედიკამენტურ მკურნალობასაც კი მივმართავთ. ზოგჯერ ფსიქიკა ისეა დარღვეული, რომ გინეკოლოგიური დახმარება საკმარისი არ არის და კონსულტაციისთვის ნევროპათოლოგს მივმართავთ. ეს მდგომარეობა დიდ ყურადღებას მოითხოვს.

- როდის მიიჩნევა კლიმაქსი ნაადრევად და რისი ბრალია მისი განვითარება?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა. სამი თვეა რაც ვიმყოფები საზღვარგარეთ და ვერ მივდივარ ექიმთან. ამიტომ გწერთ თქვენ. სასირცხო ბაგეებზე მაქვს თეთრი "სორსლები" პირდაპირი მნიშვნელობით. სხვანაირად არ ვიცი როგორ ვთქვა. ტუალეტის მერე, რომ გამოვიწმინდავ სალფეტკით მაშინ ასე ამესორსლება ხოლმე თეთრი რაღაცეები. დილითაც რომ დავიბან ხოლმე და ხელს მოვისმევ ამყვება ხოლმე მაშინვე. ცომიან ხელებს რომ მოიფშვნიტავ და ჩამოიყრება ზედმეტები დაბლა,აი მასეთი სორსლები მაქვს მეც ზუსტად. არ ვიცი სწორად და გასაგებად ავხსენი თუ არა მაგრამ მასე მაქვს. წვა და ქავილი არ მაქვს. ვიბანდი ბეტადინის საპნით ყოველ დღე და ახლა გადავედი სარეცხის საპონზე. ის ცოტას მწვავს ხოლმე და რომ ჩზმოვიბან მერე არაფერი. მთელი დღის განმავლობაში სხვა არაფერი არ მაწუხებს. მხოლოდ ეს. დაბანის შემდეგ სანამ ისევ საპირფარეშოში შევალ უკვე მაქვს ესენი ისევ.</p>

- ნაადრევი კლიმაქსი შეიძლება 20-25 წლის ასაკშიც კი დაიწყოს. ის ციკლის დარღვევით გამოვლინდება. ციკლის გაქრობაც კია მოსალოდნელი. მიზეზი სხვადასხვა რამ არის, უმეტესად - ჰორმონული დარღვევები, რასაც, თავის მხრივ, ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუს-საკვერცხეების ფუნქციაში მომხდარი ცვლილებები იწვევს. იწყება იმით, რომ ახალგაზრდა ქალს უწყდება მენსტრუალური ციკლი, რითაც გადაგვარდება რეპროდუქციული ფუნქცია, ხდება საკვერცხეების ნაადრევი განლევა. ამ დროს ძალზე სერიოზული გამოკვლევებია ჩასატარებელი, რათა გამოვავლინოთ, საიდან იღებს სათავეს დარღვევა და მკურნალობაც სწორად წავრმართოთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად დაგვჭირდება ჩანაცვლებითი თერაპია. როგორი სქემით, ეს მიზეზზეა დამოკიდებული.

კომენტარები (2)
ნატო
გამარჯობათ. ვარ 33 წ დამეწყო კლიმაქსი. მაქვს თავის უკანა ნაწილის ბუჟილი შეიძლება თუ არა იყოს ეს კლიმაქსის გამო? მადლობა წინასწარ
თარიღი : 05-05-2016
რატომ ხდება საშვილოსნოდან სისხლდენა და კოლტების ცვ
რატომ ხდება საშვილოსნოდან სისხლდენა და კოლტების ცვენა კლიმაქსის დაწყების პერიოდში
თარიღი : 12-03-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ დავძლიოთ კლიმაქსთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავძლიოთ კლიმაქსთან დაკავშირებული პრობლემები

სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის ნეიროვეგეტატიური, ენდოკრინულ-ცვლითი და ფსიქოემოციური დარღვევები ახასიათებს.

კლიმაქსური სინდრომის კლინიკური გამოვლინება არცთუ იშვიათად გარდამავალი ასაკის სხვადასხვა დაავადებით არის განპირობებული. მისი სიხშირე 40-დან 80 პროცენტამდე მერყეობს. ყველა ქალმა იცის, რომ გარკვეულ პერიოდში აუცილებლად დაუდგება მენოპაუზა - კლიმაქსი, თუმცა ის თითოეული ქალისთვის სხვადასხვანაირად დგება.

რეპროდუქციული სისტემა ქალის ორგანიზმის ერთადერთი სისტემაა, რომელიც ფუნქციობას მხოლოდ 7-8 წლის ასაკში იწყებს და მოქმედებას ქალის სიცოცხლეშივე, 60-65 წლის ასაკისთვის წყვეტს. ის ცვლილებები, რომლებიც რეპროდუქციულ სისტემაში მიმდინარეობს, კლიმაქსის სახელით არის ცნობილი. მათ შესახებ სასაუბროდ ვეწვიეთ ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს, მედიცინის დოქტორს თამარ ხოჯაშვილს.

- ქალბატონო თამარ, როდის იწყება ფიზიოლოგიური კლიმაქსი და როგორ შეიძლება გამოვლინდეს იგი?

- ფიზიოლოგიური კლიმაქსი 43-45 წლიდან იწყება და სხვადასხვანაირად ვლინდება. ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს - მენსტრუაცია წყდება და ყველაფერი ამით მთავრდება; ზოგჯერ ვითარდება ოლიგომენორეა - აირევა მენსტრუალური ციკლი, ანუ ხდება მენსტრუაციის გადაცილება 2, 3, 6 თვეში ერთხელ, შემდეგ ციკლი წყდება და კლიმაქსური პერიოდი ამით სრულდება. მაგრამ არის უფრო რთული შემთხვევებიც, როდესაც ამ ყველაფერს ვაზომოტორული გამოვლინებები ერთვის: ალები, წამოხურება, რაც ძალზე შემაწუხებელია. მეტად მნიშვნელოვანია, რამდენად ხშირად შეინიშნება ეს მოვლენა. შესაძლოა, ქალი წამოხურებას და ალებს დღეში 1-2-ჯერ გრძნობდეს; არის შემთხვევები, როდესაც ძლიერ ხშირად უჩივის. ამის კვალობაზე, ჩარევაც სხვადასხვანაირია საჭირო.

როდესაც კლიმაქსი ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს და ის გამოვლინებები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, იშვიათია, ქალი შრომისუნარიანია და განსაკუთრებულ დისკომფორტს არ განიცდის, არავითარი ჩარევა არ გვჭირდება - ეს პერიოდი თავისთავად გაივლის. მაგრამ როდესაც მეორეული მოვლენები ერთვება, ქალმა შეიძლება შრომის უნარი დაკარგოს, თუნდაც იმიტომ, რომ შუა საუბრის დროს წამოხურების, გაწითლების, სუნთქვის გაძნელების გამო ხალხთან ურთიერთობისას უხერხულობას გრძნობს. ეს ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს და შორმის უნარსაც აქვეითებს. ასეთ დროს მოსალოდნელია არტერიული წნევის მომატება, უძილობა... ამ შემთხვევაში მედიკამენტურ მკურნალობასაც კი მივმართავთ. ზოგჯერ ფსიქიკა ისეა დარღვეული, რომ გინეკოლოგიური დახმარება საკმარისი არ არის და კონსულტაციისთვის ნევროპათოლოგს მივმართავთ. ეს მდგომარეობა დიდ ყურადღებას მოითხოვს.

- როდის მიიჩნევა კლიმაქსი ნაადრევად და რისი ბრალია მისი განვითარება?

- ნაადრევი კლიმაქსი შეიძლება 20-25 წლის ასაკშიც კი დაიწყოს. ის ციკლის დარღვევით გამოვლინდება. ციკლის გაქრობაც კია მოსალოდნელი. მიზეზი სხვადასხვა რამ არის, უმეტესად - ჰორმონული დარღვევები, რასაც, თავის მხრივ, ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუს-საკვერცხეების ფუნქციაში მომხდარი ცვლილებები იწვევს. იწყება იმით, რომ ახალგაზრდა ქალს უწყდება მენსტრუალური ციკლი, რითაც გადაგვარდება რეპროდუქციული ფუნქცია, ხდება საკვერცხეების ნაადრევი განლევა. ამ დროს ძალზე სერიოზული გამოკვლევებია ჩასატარებელი, რათა გამოვავლინოთ, საიდან იღებს სათავეს დარღვევა და მკურნალობაც სწორად წავრმართოთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად დაგვჭირდება ჩანაცვლებითი თერაპია. როგორი სქემით, ეს მიზეზზეა დამოკიდებული.


- არსებობს თუ არა ნაგვიანევი კლიმაქსი?

- არიან ქალები, თუმცა ცოტანი, რომელთაც მენსტრუაცია 60-65 წლამდე უგრძელდებათ და აქვთ მოწესრიგებული ციკლი.

- რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს კლიმაქსურმა პერიოდმა?

- კლიმაქსური პერიოდის ხანგრძლივობა ძალზე ვარიაბელურია. ზოგს ის მთელი ცხოვრება უგრძელდება. მე თვითონ მყოლია 75 წლის პაციენტი კლიმაქსური სინდრომით. ზოგს ძალიან სწრაფად გაუვლის, 1-2- წელიწადში უგვარდება ყოველგვარი პრობლემა. ისიც შესაძლოა, ქალს თავიდან არაფერი აწუხებდეს და მოგვიანებით გაუჩნდეს კლიმაქსით გამოწვეული დისკომფორტი. ეს ყველაფერი მეტად ინდივიდუალურია და მიდგომაც ინდივიდუალური, სპეციფიკური სჭირდება.

- კლიმაქსურ პერიოდზე საუბრისას ყურადღება უმთავრესად გინეკოლოგიურ და ნერვულ სფეროებზე გაამახვილეთ. ხომ არ წამოიჭრება სხვა პრობლემაც, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს?

- კლიმაქსურ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ძვლების მდგომარეობას, რადგან იქმნება ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხე. ეს დაავადება მსოფლიო ჯანდაცვის მეტად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს - ქალების 18%-ს აქვს ოსტეოპოროზი, ხოლო 50%-ს - ოსტეოპენია.

ოსტეოპოროზს მდუმარე ეპიდემიას უწოდებენ, რადგან ძვლოვანი მასის დაკარგვა თანდათანობით მიმდინარეობს და ხშირად მხოლოდ მოტეხილობის შემდეგ დიაგნოსტირდება. კლიმაქსურ პერიოდში აუცილებელია სისხლის გამოკვლევა ელექტროლიტებზე, დენსიტომეტრიის ჩატარება, რათა ოსტეოპოროზის განვითარება არ გამოგვეპაროს.

დენსიტომეტრია ნაჩვენებია მენოპაუზის დადგომიდან პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით - საკვერცხეების ოპერაციის (ამოკვეთის) შემდეგ. ეს იმდენად პოპულარული და ფართოდ გაშუქებული თემაა, რომ მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა მის შესახებ, ასე თუ ისე, იცის, თუმცა სასურველია, ინფორმაცია მოსახლეობის ყველა ფენამდე მივიდეს - რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, რაც უფრო ადრე შევავსებთ ნაკლოვანებას, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი. ამ დროს ჩანაცველებით თერაპიასთან ერთად აუცილებელია კალციუმის შემცველი პრეპარატების მიღებაც.

პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, საკვებთან ერთად ყოველდღიურად მივიღოთ 1,5 გრამი კალციუმი, რომელსაც ყველაზე მეტად შეიცავს ნატურალური რძის პროდუქტები. სასურველია, ქალმა რაც შეიძლება მეტი ხანი დაყოს სუფთა ჰაერზე, რათა კანმა მიიღოს მზის სხივების აბაზანა. საჭიროა ბევრი, მაგრამ ფრთხილი მოძრაობა.

ოსტეოპოროზის დროს ინიშნება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, კალციტონინები, ბიფოსფონატები, ფთორიდები და ვიტამინ D3-ის აქტიური მეტაბოლიტები. ქალბატონებს ვურჩევთ, მიიღონ კალციუმის შემცველი პროდუქტები. განსაკუთრებით საზიანოა დიეტა, რაციონიდან რძის პროდუქტების ამოღება. უნდა მიირთვათ ყველაფერი, ოღონდ ზომიერად. ძალზე სასარგებლოა კალციუმის შემცველი პროდუქტისა და სამკურნალო საშუალების მიღება ძილის წინ, რადგან ღამით ორგანიზმი უფრო მეტ კალციუმს კარგავს, ვიდრე დღისით.

- რომელ პროდუქტებს გვირჩევდით?

- როგორც აღვნიშნე, ორგანიზმისთვის კალციუმის ძირითად წყაროს წარმოადგენს ნატურალური რძის პროდუქტები, მაგრამ ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ყველით. კალციუმის წყაროა ასევე ლობიო, შვრიის ბურღული, წიწიბურა, ოხრახუში და სოია, ხშირად ჩართეთ საკვებ რაციონში თევზი, რომელიც, გარდა კალციუმისა, შეიცავს ფოსფორსაც, ხოლო ზღვის კომბოსტოში დიდი რაოდენობით არის D ვიტამინი.

- გარდა ჩანაცვლებითი თერაპიისა, მკურნალობის რა საშუალებებია მოწოდებული კლიმაქსური პერიოდის სამართავად?

- მეტ-ნაკლებად მსუბუქი კლიმაქსური პერიოდის დროს აღმოცენებულ პრობლემებს ძალიან კარგად აგვარებს საღამოს მოციონი, კონტრასტული შხაპი, კუნელისა და ვალერიანის ან რომელიმე სხვა დამამშვიდებელი მცენარეული ნაყენის მიღება. მძიმე ფორმის დროს სერიოზული მედიკამენტური ჩარევაა საჭირო.

მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამ პრეპარატების დასახელება მედიის საშუალებებით, რადგან თვითმკურნალობამ შეიძლება უფრო მძიმე შედეგი გამოიღოს. ზემოთ აღწერილი ჩივილების დროს საჭიროა ექიმ გინეკოლოგის კონსულტაცია, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეარჩევს მკურნალობის სქემას, რადგან ყველა ადამიანს განსაკუთრებული, ინდივიდუალური, სპეციფიკური მიდგომა სჭირდება.