დავეხმაროთ ერთმანეთს
ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.
-
წიწაკა და ნიორი თმის ცვენის წინააღმდეგ
სამსახურში კადრების შემცირებაში მოვყევი და ძალიან ვინერვიულე. ნერვიულობით საქმეს ვერ უშველიო, კი მეუბნებოდა მეუღლე, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი. გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ჩემზეა ნათქვამი - ერთ დღეს გავიღვიძე, თმის ვარცხნა დავიწყე და კინაღამ გავგიჟდი, თავზე ორი პატარა გამელოტებული ადგილი რომ შევამჩნიე. ექიმმა მითხრა, ნერვიულობის ბრალია, მალე გაგივლისო, და რაღაც დამინიშნა კიდეც, მაგრამ მალე თავზე კიდევ ორი გამელოტებული ბუდე გამიჩნდა.
ერთ დღეს აფთიაქში წამლის საყიდლად შევედი, აფთიაქართან საუბარს შევყევი და ჩემს გაჭირვებასაც მოვუყევი. მან ერთი წამალი მასწავლა - უებარი საშუალებაა, ვისაც კი ვასწავლე, ყველას უშველაო. მეც მომიხდა და დღეს თმის ცვენა აღარ მაწუხებს. მინდა, ეს რეცეპტი სხვებმაც იცოდნენ.
-
- წვრილად დაჭერით ერთი ცალი წითელი წიწაკა, დაასხით 100 გ არაყი და თავდახურული მინის ჭურჭლით ერთი კვირა გააჩერეთ გრილ, ბნელ ადგილას. ამის შემდეგ სამი საღამო შეიზილეთ ნაყენი სუფთა და მშრალ თმაში. თავის შეხვევა არ არის საჭირო. ამ ხნის განმავლობაში თავს ნუ დაიბანთ. დაიბანეთ სამი დღის შემდეგ, გაიშრეთ და კიდევ სამი დღე შეიზილეთ ეს ნაყენი. შემდეგ კიდევ დაიბანეთ თავი, გაიშრეთ და ერთი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს შეიზილეთ თმაში ნიორი. არ შეგეშინდეთ, კანს არ დაგიწვავთ. მე ვიღებდი ნივრის კბილს, ვჭრიდი შუაზე და გადანაჭერი მხარით ვიზელდი თავის კანს.
ორი კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ გამელ-ოტებულმა ბუდეებმა შევსება დაიწყო, მაგრამ მკურნალობა კიდევ 3 თვე გავაგრძელე. ყველა გამე-ლოტებული ბუდე შეივსო, აღარც თმის ცვენა მაწუხებს და მგონი, ადრინდელზე ხშირი თმაც მაქვს.
-
დაიბრუნეთ კარგი მხედველობა
ისეთი სამუშაო მაქვს, თითქმის ყოველდღე 4-5 საათს ვატარებ კომპიუტერთან. ამის გამო მხედველობა ნელ-ნელა გამიფუჭდა. თავად განსაჯეთ - ორი წლის განმავლობაში 2-ჯერ დამჭირდა სათვალის გამოცვლა. მეგობარმა მხედველობის გასაუმჯობესებელი რეცეპტი მასწავლა. ეს დასალევი საშუალება იყო და ეჭვი შემეპარა, რომ მიშველიდა, რადგან მეგონა, თვალების მკურნალობა მხოლოდ წამლის ჩაწვეთებით იყო შესაძლებელი, მაგრამ მაინც ვცადე და ფაქტია, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში სათვალე არ გამომიცვლია. ამ წამლის რეცეპტს თქვენც შემოგთავაზებთ.
-
- 1 სუფრის კოვზ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით 200 მლ ცხელი წყალი და ადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 25-30 წუთი, შემდეგ გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ, გაწურეთ, დაუმატეთ იმდენი ცხელი წყალი, რომ 200 მლ-მდე შეივსოს და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. იცოდეთ, ეს ნახარში საკმაოდ ძლიერმოქმედია, ამიტომ ნუ დალევთ ზომაზე მეტს, თორემ შესაძლოა წნევა დაგიგდოთ.
-
შარდის შეუკავებლობას ასე მოერევით
მოგესალმებით. დიდი გულისყურით ვკითხულობ თქვენს ჟურნალს. განსაკუთრებით მაინტერესებს მკითხველთა მიერ მოწოდებული რეცეპტები. ჩემთვის სასარგებლო ბევრ საშუალებას მივაგენი და გამოვიყენე კიდეც. მინდა, მეც შემოგთავაზოთ რეცეპტი, რომელიც მათ გამოადგებათ, ვინც შარდის შეუკავებლობას უჩივის.
-
- აიღეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი ნივრის ახალგამოწურული წვენი, დაამატეთ 150 გ მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ, გააგრილეთ და მიიღეთ ჭამამდე 15 წუთით ადრე. სვით დღეში 3-ჯერ. ყოველ ჯერზე ახალ-ახალი ნარევი მოამზადეთ. შეგიძლიათ, დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ლიმონი ან 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარიც. სვით სრულ განკურნებამდე. დამიჯერეთ, შედეგი არ დააყოვნებს.
-
თმის ცვენა, ქერტლი
მართალია, თმის ცვენა და ქერტლი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, მაგრამ იმხელა დისკომფორტს უქმნის ადამიანს, რომ შესაძლოა ნევროზამდეც მიიყვანოს. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთ დღეში ვიყავი. რა არ ვცადე, ათასნაირი ვიტამინი ვსვი, ძვირად ღირებული შამპუნებიც ვიხმარე, მაგრამ ამ ყველაფერმა მხოლოდ დროებითი შედეგი გამოიღო. ბოლოს მეზობელმა მასწავლა, თმაში დროდადრო ჭინჭრის ნახარში შეიზილეო. ვცადე და მართლაც შეუდარებელი ეფექტი მივიღე.
-
- ჭინჭრის ნახარში ასე მზადდება: 1 ს/კ ჭინჭარს დაასხით 1 ჩ/კ მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. გააჩერეთ 1,5 საათი და გაწურეთ. შეიზილეთ კვირაში ერთხელ და რამდენიმე საათის განმავლობაში ნუ ჩამოიბანთ.
-
ჭარბი ოფლიანობის დროს მხოლოდ დეზოდორების ხმარება არ კმარა
ბავშვობიდან მაწუხებს ჭარბი ოფლიანობა. ეს ალბათ გენეტიკურია, რადგან დედასაც აწუხებდა და ბებიასაც. სწორედ დედამ ამიხსნა, რომ მარტო ჰიგიენის დაცვით საქმეს ვერ ვუშველიდი და რომ პერიოდულად შინაგანი მკურნალობაც იყო აუცილებელი. მას შემდეგ წელიწადში 2-ჯერ მაინც თითო თვის განმავლობაში ვსვამ სალბის ფოთლების ნაყენს. მინდა, ჩემი რეცეპტი სხვებსაც ვასწავლო, ეგებ მათაც დაავიწყოს ეს გასაჭირი.
-
- 1ს/კ სალბის ფოთოლს დაასხით 400მლ (2ჩ/ჭ) მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.