გავუფრთხილდეთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს

თუმცა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.

  • ჰეპატიტის დროს სალბის ნაყენიც მიიღეთ

ბავშვობაში ორჯერ გადავიტანე A ჰეპატიტი. დიეტაც დავიცავი, მაგრამ მოგვიანებით მაინც შემაწუხა ღვიძლმა. მას შემდეგ 10 წელი გავიდა. პერიოდულად ვიტარებ პროფილაქტიკურ მკურნალობას, მაგრამ ამ მცენარეულ საშუალებას არასოდეს ვღალატობ:

    • აიღეთ 2 ჩაის კოვზი სალბის დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გადაწურეთ. ნაყენი მიიღეთ 2 საათში ერთხელ, თითო სუფრის კოვზი.

  • ვირისტერფა ანგინას უხდება

პატარა ბავშვები მყავს და, როგორც ყველა ბავშვი, ხშირად ცივდებიან. ზოგჯერ ემართებათ ანგინაც. არ მინდა, ჩემი შვილები პატარაობიდანვე შევაჩვიო ანტიბიოტიკებს, ამიტომ ანგინას ვირისტერფათი ვმკურნალობ.

    • ვირისტერფას ნედლი ფოთლები კარგად გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და წვენი გამოადინეთ. დაუმატეთ იმავე ოდენობის ხახვის წვენი და წითელი ღვინო. ეს ნარევი შედგით მაცივარში, გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. 1 სუფრის კოვზი ნარევი გააზავეთ 3 სუფრის კოვზ წყალში და მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.

  • ჰაიმორიტის მცენარეული წამალი

გაციების შემდეგ სურდო ვეღარ მოვირჩინე. მქონდა საშინელი, მწვანე გამონადენი ორივე ნესტოდან. გადავიღე რენტგენი და ჰაიმორიტის დიაგნოზი დამისვეს. ამ დაავადების მკურნალობა ჩემეული, შინაური წამლით გადავწყვიტე და, როგორც აღმოჩნდა, სწორადაც მოვიქეცი.

    • აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ალოეს წვენი, წვრილად დაჭრილი ქრისტესისხლა და თაფლი. მიღებული ხსნარი ჩაიწვეთეთ დღეში 3-5-ჯერ, 5-10 წვეთი თითოეულ ნესტოში.

  • ქოლესტერინს ლიმონის ნაყენი მოუვლის

გადავწყვიტე, გამეცნო თქვენთვის ერთი მეტად საინტერესო და, ჩემი აზრით, ძალიან სასარგებლო რეცეპტი, რომლის მეშვეობითაც მშვენივრად რეგულირდება სისხლში ქოლესტერინის დონე.

    • აიღეთ 5 ცალი ლიმონი, გარეცხეთ და გამოწურეთ წვენი. დარჩენილი რბილობი კანიანად მოათავსეთ ორლიტრიან ქილაში, დაამატეთ 1 თავი დანაყილი ნიორი და დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ კარგად დაიფაროს. ქილა საგულდაგულოდ შეფუთეთ და დილამდე სითბოში დადგით. დილით გადაწურეთ, დაამატეთ ლიმონის გამონაწური და 2-3 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი, კარგად აურიეთ და დაიწყეთ ამ ნარევის მიღება ასეთი რეჟიმით: 30 გრამი დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობა 3 კვირა გრძელდება. შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. ქოლესტერინი საგრძნობლად დაგიქვეითდებათ.

  • აივსეთ სხეული ენერგიით

ახალგაზრდობაში გაზაფხულს არაფერი მერჩივნა. როგორც კი ჰაერში ახალამოსული ბალახისა და აყვავებული ხეების სურნელი დატრიალდებოდა, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. შინ შესვლა აღარც კი მინდოდა, მსურდა, სულ ქუჩებში მევლო და ამ სილამაზით დავმტკბარიყავი. ასაკთან ერთად გაზაფხულის სიყვარული არ გამნელებია, მაგრამ მუხლი თითქოს ძველებურად ვეღარ მომდევდა. გულის ფრიალი, სულის ხუთვის შეგრძნება, თავბრუხვევა და ქოშინი დამჩემდა. ექიმმა მითხრა, ეს გარემოს ცვლილებებზე რეაქციის, ანუ მეტეომგრძნობელობის ბრალიაო, თანაც ამიხსნა, ორგანიზმს ცოტა უჭირს და დახმარებას გთხოვსო. მივიკითხ-მოვიკითხე და მივაგენი საშუალებას, რომელიც ასეთ დროს უებარი რამაა და ჩემსავით ბევრს დაეხმარა.

    • აიღეთ 50-50 გრამი შემდეგი მცენარეები: ალოე, წითელი ჭარხალი, სტაფილო, თალგამი, შავი მოცხარი, კრაზანას მიწისზედა ნაწილი, 10 ლიმონის წვენი, 200 მლ სამედიცინო სპირტი, 500 გრამი თაფლი. ეს ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ მუქ ჭურჭელში 3 კვირით, პერიოდულად მოურიეთ. შემდეგ დოლბანდში გადაწურეთ და მიიღეთ 30 გრამი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • თუ წონის დაკლება გსურთ

დღეს წონის დასაკლები დიეტების ბუმია. ზოგი რას გვთავაზობს, ზოგი - რას. ჩვენც განურჩევლად ვიცავთ მეგობრების მიერ ნაცად დიეტებს და რატომღაც გვიკვირს, რომ ჩვენზე ისე არ მოქმედებს, როგორც სხვაზე. ეს კითხვა ყოველთვის მაწუხებდა. ბოლოს ერთმა ენდოკრინოლოგმა მითხრა, დიეტისას წონას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკლებ, თუ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა მოწესრიგებულია და ნორმალურად მიმდინარეობსო. ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება კი თურმე ადვილად შეიძლება მცენარეთა ნაყენით, რომლის რეცეპტსაც ქვემოთ გთავაზობთ. თუ ჯერ ამ ნაყენით იმკურნალებთ და დიეტას მერე დაიცავთ, დამიჯერეთ, გაცილებით მეტს დაიკლებთ.

    • აიღეთ 15-15 გრამი კამის თესლი, გვირილისა და ცაცხვის ყვავილები, 25 გრამი პიტნის ფოთოლი, აურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში, შემდეგ აიღეთ 3 სადილის კოვზი ნარევი, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, ჩაისავით დააყენეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
    • ყველასთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, ძალიან სასარგებლოა ყაბაყი და ბადრიჯანი. მადას აქვეითებს სიმინდის ულვაშის ნაყენი: 1 სადილის კოვზ ულვაშს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ყოველი ჭამის წინ დალიოთ.


  • მზესუმზირას ფოთლები თირკმელებს უხდება

62 წლის ვარ, ყოფილი მედიცინის მუშაკი. პენსიაზე გასვლის შემდეგ ქალაქგარეთ, ჩემს აგარაკზე გადავსახლდი და პატარა მეურნეობაც წამოვიწყე. ძალიან მომწონს ბუნებასთან ურთიერთობა, არაფერი ისე არ მაწყნარებს, როგორც ჩემს ნაკვეთში ფუსფუსი. ბოლო ხანს ჩემი იდილია თირკმელების ტკივილებმა დაარღვია. ექიმების მიერ გამოწერილი წამლები დროთა განმავლობაში აღარ მშველოდა და ტკივილი ისევ მეწყებოდა. ბოლოს გადავწყვიტე, მზესუმზირას ფოთლები მეცადა. აღარც კი მახსოვს, ვინ მომცა ეს რეცეპტი. ადრეც გამეგო, რომ მზესუმზირას ფესვებს სამკურნალო თვისებები ჰქონდა, მაგრამ ფოთლებიც თუ წამალი იყო, არ ვიცოდი. მზესუმზირას ფოთლები შუა ზაფხულში უნდა დაკრიფოთ. სასურველია, თუ ამას დილით ადრე, გამთენიისას გააკეთებთ.

    • ფოთლები უნდა დააქუცმაცოთ ხელით და არა დანით. 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 წუთით და დალიეთ.

ასე ვსვამდი დღეში 3-ჯერ 1 თვის განმავლობაში, არც ერთი დღე არ ჩამიგდია. ტკივილებმა თანდათან მიკლო და წელშიც გავიმართე.

  • ასისთავა ნაწლავებს უკეთ ამუშავებს

გამოზამთრების შემდეგ, გადავედი თუ არა საგაზაფხულო რაციონზე - მივეძალე მწვანილს: წიწმატს, ტარხუნას, კიტრს - ნაწლავებმა მაშინვე სიგნალი მომცეს: მუცელი შემებერა, დამეჭიმა; ჭამის შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ტონა საკვები მივიღე. ბოლოს მითხრეს, მწვანილეული, რომელიც მდიდარია უჯრედისით, ცოტა ძნელი მოსანელებელია, მით უმეტეს - ნაზამთრევსო, და ასისთავას ბალახის ნაყენის სმა მირჩიეს.

    • 1 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თბილად შეფუთეთ, ნახევარი საათით დააყენეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

2 კვირის შემდეგ გადადით ასისთავას ბალახის სპირტიან ნაყენზე, რომელიც ასე მზადდება:

    • აიღეთ 20 გრამი დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 40%-იანი სპირტი, დააყენეთ 7-14 დღე, ყოველდღე რამდენჯერმე შეანჯღრიეთ, ბოლოს გადაწურეთ. მიიღეთ 15-20 წვეთი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

4-კვირიანი მკურნალობის შემდეგ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გამიქრა.

  • ქვედა კიდურების შეშუპებას სელი აცხრობს

ქვედა კიდურების შეშუპების დროს ხალხური მედიცინა სელის თესლის ნახარშს გვირჩევს, რომელიც ასე უნდა მომზადდეს:

    • 4 სადილის კოვზ სელის თესლს უნდა დაასხათ 1 ლიტრი წყალი და ადუღოთ 10-15 წუთი. თავდახურული ჭურჭელი გადმოდგით ცეცხლიდან და 1 საათით დადგით სითბოში, შემდეგ გადაწურეთ.

გემოს გასაკეთილშობილებლად შეგიძლიათ ნახარშში ლიმონის წვენი ჩაამატოთ. ნახარში უნდა მიიღოთ ცხელ-ცხელი, ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. კარგია შავბალახას ნაყენი და თირკმლის ჩაიც. ამ ორი მცენარის ნაყენს კი შესანიშნავად გამოაქვს ორგანიზმიდან ჭარბი სითხე, აქრობს შეშუპებას და ამშვიდებს გულს.

    • ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ ამ ორი მცენარის 5 გრამი ნარევი და დაასხით ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი, შეათბეთ 5 წუთის განმავლობაში ორთქლის აბაზანაზე, 4 საათი გააჩერეთ თერმოსში.

მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე. კურსი 2 კვირიდან ორ თვემდეა.

  • ფარისებრი ჯირკვლის მოსაძლიერებლად

დედას ფარისებრი ჯირკვალი დაუავადდა და ქირურგიული მკურნალობა დასჭირდა. ოპერაციის შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ მას ძლიერ ჰქონდა დაქვეითებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. მკურნალობით დაღლილ დედას წამლის დანახვაც აღარ უნდოდა, ამიტომ მისი დახმარება ისევ მცენარეებით ვცადე. აღმოჩნდა, რომ ფარსებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ზღვის კომბოსტო შველის.

    • 1 სადილის კოვზ გამომშრალ და დაფხვნილ ზღ-ვის კომბ-ოსტოს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუ-ღარე წყალი და გაფუება დააცადოთ. შემდეგ ზედმეტი წყალი გადაწურეთ, დარჩენილ ფაფისებურ მასას დაუმატეთ 3-ჯერ მეტი ოდენობის ხაჭო, 10 ცალი გახეხილი კაკალი და 1 სადილის კოვზი წვრი-ლად დაკეპილი ნიორი, კარგ-ად აურიეთ და შეაზავეთ ცოტაოდენი მცენარეული ზე-თით. მიიღეთ რამდენიმე კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებულ ფუნქციას კარგად აბალანსებს ფეიხოაც. გაატარეთ 1 კილოგრამი ხორცსაკეპში, დაამატეთ 2 კგ შაქარი და მიიღეთ - 2-3 სადილის კოვზი დილით, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.