რატომ მზესუმზირა
- კალიუმი;
- ფოსფორი;
- მაგნიუმი;
- რკინა;
- სელენი;
- თუთია;
- სპილენძი;
- პროტეინები;
- ვიტამინი E;
- ვიტამინი B6;
- ვიტამინი D;
- ცხიმოვანი მჟავები
მზესუმზირის მოხმარებას უამრავი დადებითი ეფექტი აქვს ადამიანის ორგანიზმზე:
- იგი ახდენს კუჭის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზებას;
- დადებითად მოქმედებს გულძმარვისას;
- არეგულირებს არტერიულ წნევას;
- ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების(ათეროსკლეროზის, მიოკარდიუმის ინფარქტის) განვითარების რისკს; პოზიტიურად მოქმედებს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე;
- მასში შემავალი კაროტინები უზრუნველყოფენ კანის ჯანმრთელობას;
- ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
- თუთიისა და სელენის შემცველობის წყალობით აძლიერებს იმუნურ სისტემას
მზესუმზირის მოხმარებისას მისი კალორიულობიდან გამომდინარე საჭიროა ზომიერების დაცვა.
საყურადღებოა ისიც, რომ მზესუმზირა შესაძლოა შეიცავდეს კადმიუმს(დაბინძურებული ნიადაგიდან). ამიტომ, უმჯობესია მზესუმზირის დღიური დოზა არ აღემატებოდეს 30 გრამს.