რატომ არის სასარგებლო სელის თესლი და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი მიღებისას
მათ შორისაა: ომეგა-3 და ომეგა-6, უჯრედისი და ლიგნანები,იგივე, მცენარეული ჰორმონები.
სელი მდიდარია წყალში ხსნადი და უხსნელი უჯრედისის შემადგენლობით. უხსნელი უჯრედისი(ცელულოზა) იწოვს წყალს. შედეგად ნაწლავის შიგთავსის რაოდენობა იზრდება, რაც პერისტალტიკას ააქტიურებს. ხსნადი უჯრედისი(წებოვანი ნივთიერება) კი აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას, ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას.
სელის თესლი ორგანიზმს ამარაგებს ისეთი მნიშვნელოვანი მინერალებით, როგორიცაა კალციუმი, თუთია, მანგანუმი, სპილენძი, მაგნიუმი, რკინა.
ამას გარდა, სელი შეიცავს:
- E ვიტამინს(აძლიერებს იმუნურ სისტემას, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და დაბერებისგან);
- B ჯგუფის ვიტამინებს;
- A,C,K ვიტამინებს
რა როლის აქვს სელს:
- სელს დიდი როლი აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობაში ის ხელს უწყობს მასების ნაწლავებში სწრაფ ტრანსპორტირებას, გააჩნია საფაღარათო მოქმედებაც;
- უხვად შეიცავს ბოჭკოს, რაც ამცირებს შიმშილის შეგრძნებას, ამიტომ კარგი საშუალებაა გასახდომად;
- მასში შემავალ ლიგნანებს კი ორგანიზმში ესტროგენების მგავსი მოქმედება ახასიათებს.აქედან გამომდინარე, ის ამსუბუქებს მენოპაუზით გამოწვეულ უსიამოვნო სიმპტომებს;
- სელი მდიდარია მცენარეული ცილებით, რაც ხელს უწყობს კუნთების შენებასა და დაზიანებული უჯრედების აღდგენას;
- სელი ხელს უწყობს სისხლში ცუდი ქოლესტეროლის დონის შემცირებას და ამით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
სელის ეფექტის გამოსავლენად 2-3 დღეა საჭიროა. რეკომენდებულია ამ დროის განმავლობაში დიდი რაოდენობით(1,5-2 ლიტრი) წყლის მიღება. ასევე, სელის მიღების შემდეგაც საჭიროა წყლის დალევა (თუ საკმარისი წყალი არ მიიღეთ, სელის თესლში შემავალი წებოვანი ნივთიერება შესაძლოა ნაწლავის კედელს მიეკროს და გაუვალობა გამოიწვიოს).
მოერიდეთ სელის თესლის მიღებას თუ ყლაპვა გიჭირთ, ასევე გულისრევის შეგრძნების ან ღებინების დროს, მუცლის ტკივილის დროს(როცა ტკივილის მიზეზი უცნობია).
სელის თესლი შეიცავს მცირე რაოდენობით გლიკოზიდურ ციანოგენს, საიდანაც ციანიდი წარმოიქმნება, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ დოზას. დღეში არ მიიღოთ 45 გრამზე მეტი სელი(10-15 გრამი თითო მიღებაზე). ეს დოზა სრულიად უვნებელია.
არ შეიძლება სელის თესლის მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე ორსულებში.
სელის მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს თუ აღინიშნება ქოლეცისტიტი, შარდისა და ნაღვლის ბუშტის ქვები, პანკრიატიტი. ამ შემთვევაშიც ექიმის კონსულტაციის გარეშე სელის მიღება არ არის რეკომენდებული.