სამკურნალო წერილები

თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.
ასაკი ნუღარ დაგაღონებთ
საპენსიო ასაკი ბევრისთვის სიკვდილის ტოლფასია - პენსიაზე გასვლის შემდეგ ადამიანები ყველაზე მეტ დროს არსებობისთვის ბრძოლაში ატარებენ. გამოცდილებამ დამანახა, რომ ცხვირის ჩამოშვება და წუწუნი ზედმეტია. მთავარია, თვითონვე ისწრაფოდე სრულფასოვანი ცხოვრებისკენ. მინდა, გაგანდოთ საიდ
ყოველ წელს, წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ვსვამთ მცენარეულ ჩაის, რომელიც აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და წმენდს ღვიძლს.
- სამკურნალო ჩაის მოსამზადებლად ერთმანეთში აურიეთ დაქუცმაცებული ან დაფქვილი 20-20 გრამი ბაყაყურასა და ბაბუაწვერას ფესვი, 10-10 გრამი ჭინჭრისა და არყის ხის ფოთოლი. აიღეთ 2 სადილის კოვზი ნარევი და დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი, თავზე დაახურეთ და 10 წუთით დადგით, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3 ფინჯანი, ოღონდ არ დაატკბოთ!
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჩემი ქმარი ასეთ რამეებს სკეპტიკურად უყურებდა, რადგან მიაჩნდა, რომ თუ დაავადებამ ერთხელ დაგრია ხელი, მისგან თავს ვერაფრით დაიხსნი, მაგრამ გული არ დამწყვიტა და ჩაი მაინც დალია, ერთი წლის შემდეგ კი შემაქო, რადგან აშკარად მომჯობინდა.
ნ.ქ. გორი
სელის ბალზამი ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია
დაავადებას სჯობს წინ აღუდგე, ვიდრე უმკურნალო - ეს სამყაროსავით ძველი ჭეშმარიტებაა, რომელსაც, სამწუხაროდ, გვიან ვხვდებით, მაგრამ ისიც ხომ უთქვამთ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო... ასე რომ, როცა ჯანმრთელობა საკმაოდ შემერყა, მეც დავადექი ჭეშმარიტების გზას და საკუთარ თავზე ზრუნვა დავიწყე.
რამდენიმე წელიწადში ხალხურმა მედიცინამ ისე გამიტაცა, იმდენი სასარგებლო რამ შევიტყვე, რომ დღეს ნაცნობ-მეგობრები და ნათესავები უკვე რჩევისთვისაც კი მაკითხავენ. უმეტესად გამაახალგაზრდავებელი და ძალ-ღონის მომგვრელი საშუალებები აინტერესებთ. გწერთ მეტად სასარგებლო ბალზამის რეცეპტს, რომელსაც სწორედ ამგვარი ნიშან-თვისებები ახასიათებს.
- აიღეთ 50 გრამი სელი, დაასხით 2 ლიტრი წყალი და ხარშეთ ორი საათის განმავლობაში ძალიან დაბალ ცეცხლზე. რომ გაცივდება, გადაწურეთ და კვლავ წამოადუღეთ. ადუღდება თუ არა, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი როზმარინის ფოთოლი. დაახურეთ თავსახური და ნახევარი საათით დადგით. შემდეგ კიდევ ერთხელ გადაწურეთ. მიიღეთ ყოველდღიურად, დღეში რამდენიმეჯერ, მცირე ულუფებით. ჯამში დღეში 1 ჭიქა უნდა გამოგივიდეთ. 1 კვირის შემდეგ 7 დღით შეისვენეთ, შემდეგ მიღება განაგრძეთ.
სვით ეს ბალზამი მთელი ზამთრის განმავლობაში. დაინახავთ, გაზაფხულისთვის როგორ მომჯობინდებით და მოღონიერდებით. მისი ეფექტი პირადად მეც არაერთხელ გამომიცდია.
პ.ვ. ფოთი
ნაძვის წიწვების აბაზანა ართრიტს ამარცხებს
მრავალი წელია, ართრიტი გტანჯავს. აფთიაქი წამლებით არის სავსე, მაგრამ მაინც ვერ პოულობ იმ ერთადერთს, რომელიც გიშველის. ჯერ ერთს გამოცდი, მერე - მეორეს, საბოლოოდ კი, გინდა თუ არა, მაინც შინაურ საშუალებებს მიადგები, ასეთი საშუალებები კი უმეტესად სამკურნალო მცენარეებისგან მზადდება. ასეთი წამალი იმით არის მისაღები, რომ მისი ყიდვაც კი არ არის საჭირო, - წახვალ სოფელში და თვითონვე მოაგროვებ.
თავდაპირველად ნაცარქათამასგან მომზადებულ წამალს ვსვამდი: 300 გრამ მცენარეს ვასხამდი 5 ლიტრ მდუღარე წყალს, ვაყოვნებდი 5-6 საათს, გადავწურავდი და ყლუპ-ყლუპად ვიღებდი მთელი დღის განმავლობაში დღეგამოშვებით. მოგვიანებით მეზობლებმა ნაძვის წიწვების აბაზანები მირჩიეს. ისინი კიდევ უფრო ადვილი მოსამზადებელი აღმოჩნდა, რადგან ჩემი სოფელი პირდაპირ წიწვოვანი ტყის პირას არის გაშენებული. მოვაგროვე წიწვები და აბაზანებიც მივიღე. დღემდე მხოლოდ მათი წყალობით მიდგას სული.
- აიღეთ 40-50 გრამი წიწვი, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და კვლავ ცეცხლზე შემოდგით, კარგად წამოადუღეთ და შემდეგ შეფუთეთ. აბაზანაში ჩაასხით იმდენი წყალი, რომ ჩაჯდომისას ქვედა კიდურები მთლიანად დაგიფაროთ. რამდენსაც გაუძლებთ, იმდენად ცხელ წყალში ჩაასხით წიწვების ნახარში და ჩაჯექით 20-30 წუთით. აბაზანიდან ამოსვლისთანავე თბილად ჩაიცვით და 1 საათით მაინც ჩაწექით საწოლში. ეს აუცილებელია!
აბაზანა უნდა მიიღოთ ყოველ მესამე დღეს. კურსისთვის 7-10 აბაზანა საკმარისია.
არ არის აუცილებელი, წიწვები მხოლოდ ნაძვისა იყოს, შეგიძლიათ ფიჭვისა და სოჭისაც მოაგროვოთ და ერთმანეთში აურიოთ.
ნ.ღ. ბახმარო
შეხვდით ზამთარს გაკაჟებული
ხშირად გაგვიგონია, რომ გრიპის ეპიდემიის დროს ზოგიერთ ოჯახში ყველა ხდება ავად, ზოგიერთ ოჯახში კი - მხოლოდ ერთი-ორი კაცი. ეს აშკარა საბუთია იმისა, რომ გაკაჟებულ ორგანიზმს გრიპის ვირუსი ვერაფერს აკლებს.
ხანგრძლივი ძიების შემდეგ, როგორც იქნა, მივაგენი რამდენიმე საშუალებას, რომელიც ზამთრისპირზე ორგანიზმს აკაჟებს. დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ მათ რეცეპტებს:
- ნახევარი ლიმონი კანიანად დაჭერით წვრილად და ნახევარლიტრიან ქილაში ჩაყარეთ, დაამატეთ 2-3 კბილი დანაყილი ნიორი და დაასხით ანადუღარი თბილი წყალი. ქილა 4 დღით დადგით სიბნელეში, შემდეგ კი მაცივარში მოათავსეთ. ეს ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, უზმოზე, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 1 სადილის კოვზი, არ დაგავიწყდეთ - მიღებამდე ქილას კარგად უნდა ამოურიოთ.
- აიღეთ 2 სადილის კოვზი მანანის ბურღული, დაასხით 1 ლიტრი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთს, შეფუთეთ და დადგით მთელი ღამის განმავლობაში. დილით ნარევი გაფილტრეთ და ჩაისავით დალიეთ. სვით წყლის მაგივრადაც, როცა მოგწყურდებათ. მკურნალობის სრული კურსი 2 თვეა, თუმცა ორკვირიანი შესვენების შემდეგ მისი გამეორება შეგიძლიათ.
- 2 წილი წითელი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი უნდა დააქუცმაცოთ და კარგად აურიოთ ერთმანეთში. 4 ჩაის კოვზ ნარევს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 3-4 საათს გააჩეროთ. შემდეგ ნაყენი უნდა გაფილტროთ, გაყოთ 4 ტოლ ნაწილად და მიიღოთ დღეში 4-ჯერ, თითო მიღებაზე - თითო ულუფა.
- ძალიან შედეგიანია ნაძვის წიწვებისგან მომზადებული წამალი. აიღეთ 4 ჭიქა წიწვი და დაასხით 3 ჭიქა ანადუღარი გაგრილებული წყალი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი მარილმჟავას ხსნარი (1:20). დააყენეთ სიბნელეში, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ. შეგიძლიათ, ოდნავ დაატკბოთ შაქრით.
რ.ტ. სოფელი ბზვანი
დაფნა გიშველით
ღმერთმა სულ გამარჯვებით გატაროთ, ასეთ სასარგებლო საქმეს რომ ემსახურებით და გაჭირვებულ ხალხს ურჩევთ, რა იღონონ ავადმყოფობის დროს. ძალიან მიხარია, მკითხველთა წერილების გამოქვეყნება რომ დაიწყეთ. გადავწყვიტე, მეც შემოგიერთდეთ.
საშინელ დღეში მქონდა ხელის თითები, ოდნავ სიცივეზეც კი ისე მტკივდებოდა, მოძრაობა მიჭირდა. ხელთათმანებით ვიძინებდი, თითებს ბოლომდე ვერ ვშლიდი. ჩემმა მძახალმა ეს რომ გაიგო, ძალიან უბრალო, მაგრამ უებარი საშუალება მასწავლა:
- ჭიქაში უნდა ჩააგდოთ 1 ცალი დაფნის ფოთოლი და დაასხათ მდუღარე წყალი. როცა შეგრილდება, გადაწუროთ და დალიოთ. მეორე დღეს 2 ფოთოლს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე, მესამე დღეს - 3-ს და ასე ახვიდეთ 10 ფოთლამდე, შემდეგ ასეთივე თანმიმდევრობით ჩამოხვიდეთ 1 ფოთლამდე.
ამ კურსს ვიტარებ 6 თვეში ერთხელ. ვისაც იგივე პრობლემა გაქვთ, სცადეთ, ეგებ თქვენც მოგიხდეთ.
ჯ.გ. წალენჯიხა