/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ რამდენიმე სამკურნალო რეცეპტს. გახსოვდეთ, რომ თუ რომელიმე დაავადების გამო დანიშნული გაქვთ მკურნალობა,

თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.

  • გარდატეხის ასაკის გამონაყარს ჭინჭარი უშველის

ჩემს ვაჟს გარდატეხის ასაკში სახეზე გამუდმებით აყრიდა. მაღალმთიან რაიონში ვცხოვრობთ, ამიტომ ჩემი ვაჟი პირველად ადგილობრივმა ექიმმა გასინჯა და ფურუნკულოზის დიაგნოზი დაუსვა. გამოგვიწერა რამდენიმე წამალი, რომლებიც ძირითადად კანის პრობლემებისთვის იყო განკუთვნილი. რამდენიმე ხანში გამონაყარი გაქრა, მაგრამ მერე ისევ გაჩნდა.

მე სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ უამისოდაც მივხვდი, რომ კანი არაფერ შუაში იყო, გამონაყარის მიზეზი ორგანიზმის შიგნით იყო საძიებელი და მკურნალობაც სწორედ მას სჭირდებოდა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საგონებელში ჩავვარდი - ქალაქში ჩამოსვლა ჩვენთვის ადვილი არ იყო. ჩემი გასაჭირი მეზობლებმა შეიტყვეს. ერთმა მათგანმა დამამშვიდა, ერთ წამალს გასწავლი და აბა, სცადე, იქნებ უშველოსო.

  • წამალი ადვილი მოსამზადებელი აღმოჩნდა: მინის ქილაში უნდა ჩაასხათ ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი, შიგნით ჩაყაროთ 1 სადილის კოვზი მშრალი, დაქუცმაცებული ჭინჭრის ფესვი და 0,5 სადილის კოვზი ახალდანაყილი ნიორი. ქილას მჭიდროდ უნდა დაახუროთ თავსახური და დადგათ სიბნელეში 6-8 დღით. შემდეგ გაწუროთ, გადაასხათ მინისავე ბოთლში და მჭიდროდ დაუცოთ თავი. ბოთლი აუცილებლად ბნელ და ცივ ადგილას უნდა შეინახოთ.

აი, ამ ნახარშით ვუწმენდდი ჩემს ვაჟს ყოველდღე სახეს. თუ წინათ წყლულის შეხორცების შემდეგ ნაიარევი რჩებოდა, ამ საშუალების გამოყენების შემდეგ კანი აბსოლუტურად იწმინდებოდა. ერთ თვეში ჩემს შვილს გამონაყარი სულ მთლად გაუქრა.

ნ.ო. სოფელი ჭრებალო

  • გამოიყენეთ ნაცადი ხერხები

ამ წერილით ვეხმიანები მათ, ვისაც მუხლების ტკივილი აწუხებს.

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ უნდა იყოს გერანი ყველა სახლში - მცენარის სამკურნალო თვისებები
აღმოაჩინეს მცენარე, რომელიც ამცირებს ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარებას

მე, ჩემს მეუღლესა და ქალიშვილს 7 წლის განმავლობაში გვტანჯავდა მუხლების ტკივილი. მისგან ბაბუაწვერამ გვიხსნა.

გაზაფხულობით ვკრეფ ბაბუაწვერას ყვავილებს და ნახევარლიტრიან მინის ქილაში ვყრი. ქილა კარგად რომ აივსება, ვასხამ არაყს ან სპ¬ირტს, იმდენს, რომ ყვავილები კარგად და¬იფაროს. ქილას მჭიდრო თავსახურს ვახურავ და 10 დღის განმავლობაში სიბნელეში ვდგამ.

როგორც კი მუხლი ამტკივდება, ვიღებ ქილიდან ბაბუაწვერას რამდენიმე კარგად დარბილებულ ყვავილს და მტკივან ადგილს იმდენ ხანს ვიზელ, ვიდრე ყვავილებს მთელი სისველე არ გამოუვა. ასე ვიქცევი დილით და საღამოს. რა ძლიერიც არ უნდა იყოს ტკივილი, 7-10 დღეში აუცილებლად გაივლის. პირადად მე 2-3 დღეშივე ვგრძნობ შვებას.

ახლა ბაბუაწვერას ყვავილების დაკრეფა უკვე გვიანია, ამიტომ გაზაფხულამდე სამკურნალო სახვევის გამოყენებას გირჩევთ:

აიღეთ მატყლი ან სუფთა შალის ნაჭერი და დაასველეთ წინასწარ მომზადებულ ნახარშში. ნახარში მზადდება ნაცარქათამას ბალახის, არყის ხის ფოთლებისა და ასკილის ნაყოფისგან. უნდა აიღოთ 2-2 სადილის კოვზი, ჩაყაროთ ლიტრიან ქილაში, ქილა მდუღარე წყლით აავსოთ და ხარშოთ ორთქლზე 20 წუთის განმავლობაში. ნახარში გააცივეთ. 2 ჭიქა მაშინვე დალიეთ, რაც დარჩება, იმაში გახსენით 1 სადილის კოვზი მარილი და მეხუთედი ჩაის კოვზი ლიმონმჟავა. კარგად მოურიეთ და შიგნით მატყლი ან შალის ქსოვილი ჩადეთ. ნახევარი საათის შემდეგ, კარგად რომ გაიჟღინთება, ამოიღეთ, კარგად გაწურეთ და დაიდეთ მუხლზე. შეიხვიეთ პირსახოცით და დილამდე გაიჩერეთ. ასე გაიმეორეთ რამდენიმე დღე. უკვე 5 დღის შემდეგ იგრძნობთ შვებას.

ქ.ჭ. სენაკი

  • მხსნელი ინჰალაციები

გასწავლით ერთ ძველ ხალხურ საშუალებას, რომლის შესახებაც შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს უკვე სმენია, თუმცა ჩემი რეცეპტი ოდნავ გაუმჯობესებულია და უფრო თამამადაც გთავაზობთ. იგი სუსხიან ზამთარში ცხვირსა და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

დიდხანს ვიტანჯებოდი სურდოთი. მეგონა, ჰაიმორიტი მჭირდა, მაგრამ ექიმებმა ეს დიაგნოზი არ დაადასტურეს. საკმარისი იყო, გავციებულიყავი, რომ ცხვირი ისე მეჭედებოდა, აღარც სუნთქვა შემეძლო და აღარც ნორმალურად ლაპარაკი. ცხვირში ჩასაწვეთებელი წამლები ცოტა ხანს მშველოდა, შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

ყველას გაგვიგონია, რომ სურდოს დროს სასარგებლოა კარტოფილის ნახარშის ინჰალაცია, ცოტა ხნის წინ კი ამ რეცეპტის გაუმჯობესებულ ვარიანტს გადავაწყდი, რომელსაც უფრო ძლიერი ეფექტი აქვს.

კარტოფილი კანიანად მოხარშეთ და დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი პროპოლისი - სწორედ ის ზრდის პროცედურის სამკურნალო ძალას.

მკურნალობის კურსი მოიცავს 10 პროცედურას. ჩაიტარეთ დღეგამოშვებით.

გახსოვდეთ:ინჰალაციის შემდეგ არ შეიძლება შინიდან გასვლა.

ლ.ხ. სიღნაღი

  • ცისტიტს არყის ხის კვირტი შველის

ცოტა ხნის წინათ ჩემი 30 წლის ქალიშვილი გამომიტყდა, მუცლის ქვედა ნაწილში საშინელი ტკივილები დამეწყოო. მალე მეც შევამჩნიე, რომ საპირფარეშოში სიარულს მოუხშირა. მივხვდი, ცისტიტი სჭირდა. უქმეებზე შვილთან ერთად ექსკურსიაზე იყო ქალაქგარეთ და იქ გაცივდა. ექსკურსიიდან რომ დაბრუნდნენ, ლამის გული გამისკდა გაფითრებული შვილისა და მუხლებგადატყავებული შვილიშვილის დანახვაზე, მაგრამ არ დავბნეულვარ და ორივე ერთი და იმავე წამლით მოვარჩინე.

უნდა აიღოთ 20 გრამი არყის კვირტი და დაასხათ 100 მლ 70-პროცენტიანი სპირტი, 3 კვირით დააყენოთ შუქგაუმტარ ჭურჭელში, შემდეგ გადაწუროთ და შეინახოთ მუქი მინის ქილაში გრილ და ბნელ ადგილას.

ცისტიტის სამკურნალოდ 20 წვეთი ნაყენი უნდა გააზავოთ 1 სადილის კოვზ წყალში და სვათ დღეში ერთხელ, ორი კვირის განმავლობაში.

ჩემს შვილიშვილს გადატყავებული მუხლები ამავე ნაყენით დავუმუშავე და ჭრილობები თვალის დახამხამებაში შეუხორცდა.

ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი რეცეპტი ვინმეს გამოადგება.

ლ.გ. კასპი

  • ჩავიტაროთ თირკმელების პროფილაქტიკა წითელი მოცხარით

ორსულობისას ხშირად მტკიოდა თირკმელები, თუმცა პათოლოგიური ცვლილებები არ მქონია. დედამ ტკივილები გადაღლას და მძიმე ორსულობას დაუკავშირა, მაგრამ წელის არეში დისკომფორტი მშობიარობის შემდეგაც დამრჩა.

პატარას ძუძუთი ვკვებავდი, ამიტომ ხალხური საშუალებებით მკურნალობა ვარჩიე.

ამ რეცეპტით უკვე რამდენიმე წელია ვმკურნალობ, ყოველ წელს ვიტარებ თირკმელების პროფილაქტიკას და დარწმუნებული ვარ, რომ მოცხარი მათი საუკეთესო პროფილაქტიკოსია.

3 სადილის კოვზ წითელი მოცხარის ფოთოლს უნდა დაასხათ 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, ფოთლები კარგად გამოწუროთ და ნაყენი შემოდგათ ცეცხლზე, წამოადუღოთ და ჩაყაროთ მასში 2 სადილის კოვზი მოცხარის ცოცხალი ან ხმელი ნაყოფი. ისევ წამოადუღოთ, ქურიდან გადმოდგათ და გააცივოთ. უნდა მიიღოთ დღეში ნახევარი ჭიქა.

მკურნალობის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ ნახარშის სმა მანამდე შეიძლება, სანამდეც მოისურვებთ. მას უკუჩვენება არ გააჩნია. თანაც მარტო თირკმელებს კი არ წმენდს, არამედ აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას და განწყობილებას.

ნ.ა. თბილისი

  • როცა შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, მცენარეებზე უარს ნუ იტყვით

55 წლის ვარ. ორი წლის წინ ძლიერი სტრესის შემდეგ სისხლში შაქარმა ამიწია. დამინიშნეს დიეტა და წამლები. იქნებ არც კი დაიჯეროთ, რომ მცენარეული ნაყენით დიაბეტის მკურნალობა შეიძლება, მაგრამ მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, ამიტომ თამამად გასწავლით რეცეპტს:

იღეთ თითო სუფრის კოვზი ხბოშუშხას ბალახი, ლობიოს ჩენჩო (პარკები უმარცვლოდ), მოცვის ნაყოფი, ჭინჭრის ფოთლები. წვრილად დაკუწეთ, ერთმანეთში აურიეთ და დაასხით 4 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-4-ჯერ ჭამის წინ.

ნ.ც. ბათუმი

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად
გასტრიტის დროს ეფექტური უძველესი ხალხური საშუალება - გოგრის ფაფაა
გასტრიტის დროს ეფექტური უძველესი ხალხური საშუალება - გოგრის ფაფაა
მაწუხებს გასტრიტი და მაქვს კუჭის მაღალი მჟავიანობაც.
სრულად
ნერვებს ასეც მარტივად დაიმშვიდებთ
ნერვებს ასეც მარტივად დაიმშვიდებთ
ეს ნაყენი არეგულირებს გულისცემას და აწყნარებს გაღიზიანებულ ნერვებს:
სრულად
უკანა ტანის ნახეთქებს ამ ოყნის საშუალებით გაუმკლავდებით
უკანა ტანის ნახეთქებს ამ ოყნის საშუალებით გაუმკლავდებით
ხშირი ყაბზობის შედეგად, როდესაც განავალი ძალიან მკვრივდება და რთული ხდება კუჭში გასვლა, ზიანდება სწორი ნაწლავი და როგორც ექიმმა მითხრა,
სრულად
პირშუშხა ტკივილს აბებზე უკეთ დაგიამებთ
პირშუშხა ტკივილს აბებზე უკეთ დაგიამებთ
უკვე წლებია, რაც ქრონიკული ართრიტი მაწუხებს. გაზაფხულსა და შემოდგომით რამდენჯერმე ჩავიტარე სერიული მკურნალობის კურსი, როცა სახსრები ყველაზე მეტად მაწუხებდა.
სრულად
ქოლესტერინს კისერს ლიმონი მოუგრეხს
ქოლესტერინს კისერს ლიმონი მოუგრეხს
მინდა, გაგაცნოთ საინტერესო და ძალიან სასარგებლო რეცეპტი, რომლის დახმარებითაც მშვენივრად რეგულირდება სისხლში ქოლესტერინის დონე:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ენდოკრინოლოგია

-გამარჯობა. ენდოკრინოლოგმა ჩემს მეუღლეს, რომელსაც მომატებული აქვს დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი (5.2აქვს) დაუნიშნა ომეგა3 ტრიგლიცირიდების სახით. თვითონ ანალიზში გლუკოზა და ყველა სხვა მონაცემი ნორმაშია, მათ შორის ტრიგლიცირიდებიც საშუალო ნიშნულზეა. ეს ომეგა3 ტრიგლიციდების მომატებას ხომ არ გამოიწვევს? ასევე დ ვიტამინის მწვავე დეფიციტზე (6 აქვს) დაუნიშნა სოლგარის დ ვიტამინი. ბევრი ექიმი ამბობს, რომ დ ვიტამინის მიღება ვიტამინ კ2-ის გარეშე არ შეიძლება, ძვლებს ასუსტებს და ოსტეოპოროზს იწვევსო. არადა ამ ექიმმა გვითხრა, მომავალ ზაფხულამდე უწყვეტად უნდა სვასო. მომდევნო ვიზიტზე მხოლოდ 4 თვის შემდეგ მოვხვდებით და იქნებ თქვენ გაგვარკვიოთ. აწევს თუ არა ტრიგლიციდებს ეს ომეგა 3, რომელიც ტრიგლიციდების სახითაა? და შეიძლება თუ არა მხოლოდ დ ვიტამინოს მიღება კ2-ის გარეშე? წინასწარ დიდი მადლობა.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.

  • გარდატეხის ასაკის გამონაყარს ჭინჭარი უშველის

ჩემს ვაჟს გარდატეხის ასაკში სახეზე გამუდმებით აყრიდა. მაღალმთიან რაიონში ვცხოვრობთ, ამიტომ ჩემი ვაჟი პირველად ადგილობრივმა ექიმმა გასინჯა და ფურუნკულოზის დიაგნოზი დაუსვა. გამოგვიწერა რამდენიმე წამალი, რომლებიც ძირითადად კანის პრობლემებისთვის იყო განკუთვნილი. რამდენიმე ხანში გამონაყარი გაქრა, მაგრამ მერე ისევ გაჩნდა.

მე სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ უამისოდაც მივხვდი, რომ კანი არაფერ შუაში იყო, გამონაყარის მიზეზი ორგანიზმის შიგნით იყო საძიებელი და მკურნალობაც სწორედ მას სჭირდებოდა.

საგონებელში ჩავვარდი - ქალაქში ჩამოსვლა ჩვენთვის ადვილი არ იყო. ჩემი გასაჭირი მეზობლებმა შეიტყვეს. ერთმა მათგანმა დამამშვიდა, ერთ წამალს გასწავლი და აბა, სცადე, იქნებ უშველოსო.

  • წამალი ადვილი მოსამზადებელი აღმოჩნდა: მინის ქილაში უნდა ჩაასხათ ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი, შიგნით ჩაყაროთ 1 სადილის კოვზი მშრალი, დაქუცმაცებული ჭინჭრის ფესვი და 0,5 სადილის კოვზი ახალდანაყილი ნიორი. ქილას მჭიდროდ უნდა დაახუროთ თავსახური და დადგათ სიბნელეში 6-8 დღით. შემდეგ გაწუროთ, გადაასხათ მინისავე ბოთლში და მჭიდროდ დაუცოთ თავი. ბოთლი აუცილებლად ბნელ და ცივ ადგილას უნდა შეინახოთ.

აი, ამ ნახარშით ვუწმენდდი ჩემს ვაჟს ყოველდღე სახეს. თუ წინათ წყლულის შეხორცების შემდეგ ნაიარევი რჩებოდა, ამ საშუალების გამოყენების შემდეგ კანი აბსოლუტურად იწმინდებოდა. ერთ თვეში ჩემს შვილს გამონაყარი სულ მთლად გაუქრა.

ნ.ო. სოფელი ჭრებალო

  • გამოიყენეთ ნაცადი ხერხები

ამ წერილით ვეხმიანები მათ, ვისაც მუხლების ტკივილი აწუხებს.

მე, ჩემს მეუღლესა და ქალიშვილს 7 წლის განმავლობაში გვტანჯავდა მუხლების ტკივილი. მისგან ბაბუაწვერამ გვიხსნა.

გაზაფხულობით ვკრეფ ბაბუაწვერას ყვავილებს და ნახევარლიტრიან მინის ქილაში ვყრი. ქილა კარგად რომ აივსება, ვასხამ არაყს ან სპ¬ირტს, იმდენს, რომ ყვავილები კარგად და¬იფაროს. ქილას მჭიდრო თავსახურს ვახურავ და 10 დღის განმავლობაში სიბნელეში ვდგამ.

როგორც კი მუხლი ამტკივდება, ვიღებ ქილიდან ბაბუაწვერას რამდენიმე კარგად დარბილებულ ყვავილს და მტკივან ადგილს იმდენ ხანს ვიზელ, ვიდრე ყვავილებს მთელი სისველე არ გამოუვა. ასე ვიქცევი დილით და საღამოს. რა ძლიერიც არ უნდა იყოს ტკივილი, 7-10 დღეში აუცილებლად გაივლის. პირადად მე 2-3 დღეშივე ვგრძნობ შვებას.

ახლა ბაბუაწვერას ყვავილების დაკრეფა უკვე გვიანია, ამიტომ გაზაფხულამდე სამკურნალო სახვევის გამოყენებას გირჩევთ:

აიღეთ მატყლი ან სუფთა შალის ნაჭერი და დაასველეთ წინასწარ მომზადებულ ნახარშში. ნახარში მზადდება ნაცარქათამას ბალახის, არყის ხის ფოთლებისა და ასკილის ნაყოფისგან. უნდა აიღოთ 2-2 სადილის კოვზი, ჩაყაროთ ლიტრიან ქილაში, ქილა მდუღარე წყლით აავსოთ და ხარშოთ ორთქლზე 20 წუთის განმავლობაში. ნახარში გააცივეთ. 2 ჭიქა მაშინვე დალიეთ, რაც დარჩება, იმაში გახსენით 1 სადილის კოვზი მარილი და მეხუთედი ჩაის კოვზი ლიმონმჟავა. კარგად მოურიეთ და შიგნით მატყლი ან შალის ქსოვილი ჩადეთ. ნახევარი საათის შემდეგ, კარგად რომ გაიჟღინთება, ამოიღეთ, კარგად გაწურეთ და დაიდეთ მუხლზე. შეიხვიეთ პირსახოცით და დილამდე გაიჩერეთ. ასე გაიმეორეთ რამდენიმე დღე. უკვე 5 დღის შემდეგ იგრძნობთ შვებას.

ქ.ჭ. სენაკი

  • მხსნელი ინჰალაციები

გასწავლით ერთ ძველ ხალხურ საშუალებას, რომლის შესახებაც შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს უკვე სმენია, თუმცა ჩემი რეცეპტი ოდნავ გაუმჯობესებულია და უფრო თამამადაც გთავაზობთ. იგი სუსხიან ზამთარში ცხვირსა და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

დიდხანს ვიტანჯებოდი სურდოთი. მეგონა, ჰაიმორიტი მჭირდა, მაგრამ ექიმებმა ეს დიაგნოზი არ დაადასტურეს. საკმარისი იყო, გავციებულიყავი, რომ ცხვირი ისე მეჭედებოდა, აღარც სუნთქვა შემეძლო და აღარც ნორმალურად ლაპარაკი. ცხვირში ჩასაწვეთებელი წამლები ცოტა ხანს მშველოდა, შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

ყველას გაგვიგონია, რომ სურდოს დროს სასარგებლოა კარტოფილის ნახარშის ინჰალაცია, ცოტა ხნის წინ კი ამ რეცეპტის გაუმჯობესებულ ვარიანტს გადავაწყდი, რომელსაც უფრო ძლიერი ეფექტი აქვს.

კარტოფილი კანიანად მოხარშეთ და დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი პროპოლისი - სწორედ ის ზრდის პროცედურის სამკურნალო ძალას.

მკურნალობის კურსი მოიცავს 10 პროცედურას. ჩაიტარეთ დღეგამოშვებით.

გახსოვდეთ: ინჰალაციის შემდეგ არ შეიძლება შინიდან გასვლა.

ლ.ხ. სიღნაღი

  • ცისტიტს არყის ხის კვირტი შველის

ცოტა ხნის წინათ ჩემი 30 წლის ქალიშვილი გამომიტყდა, მუცლის ქვედა ნაწილში საშინელი ტკივილები დამეწყოო. მალე მეც შევამჩნიე, რომ საპირფარეშოში სიარულს მოუხშირა. მივხვდი, ცისტიტი სჭირდა. უქმეებზე შვილთან ერთად ექსკურსიაზე იყო ქალაქგარეთ და იქ გაცივდა. ექსკურსიიდან რომ დაბრუნდნენ, ლამის გული გამისკდა გაფითრებული შვილისა და მუხლებგადატყავებული შვილიშვილის დანახვაზე, მაგრამ არ დავბნეულვარ და ორივე ერთი და იმავე წამლით მოვარჩინე.

უნდა აიღოთ 20 გრამი არყის კვირტი და დაასხათ 100 მლ 70-პროცენტიანი სპირტი, 3 კვირით დააყენოთ შუქგაუმტარ ჭურჭელში, შემდეგ გადაწუროთ და შეინახოთ მუქი მინის ქილაში გრილ და ბნელ ადგილას.

ცისტიტის სამკურნალოდ 20 წვეთი ნაყენი უნდა გააზავოთ 1 სადილის კოვზ წყალში და სვათ დღეში ერთხელ, ორი კვირის განმავლობაში.

ჩემს შვილიშვილს გადატყავებული მუხლები ამავე ნაყენით დავუმუშავე და ჭრილობები თვალის დახამხამებაში შეუხორცდა.

ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი რეცეპტი ვინმეს გამოადგება.

ლ.გ. კასპი

  • ჩავიტაროთ თირკმელების პროფილაქტიკა წითელი მოცხარით

ორსულობისას ხშირად მტკიოდა თირკმელები, თუმცა პათოლოგიური ცვლილებები არ მქონია. დედამ ტკივილები გადაღლას და მძიმე ორსულობას დაუკავშირა, მაგრამ წელის არეში დისკომფორტი მშობიარობის შემდეგაც დამრჩა.

პატარას ძუძუთი ვკვებავდი, ამიტომ ხალხური საშუალებებით მკურნალობა ვარჩიე.

ამ რეცეპტით უკვე რამდენიმე წელია ვმკურნალობ, ყოველ წელს ვიტარებ თირკმელების პროფილაქტიკას და დარწმუნებული ვარ, რომ მოცხარი მათი საუკეთესო პროფილაქტიკოსია.

3 სადილის კოვზ წითელი მოცხარის ფოთოლს უნდა დაასხათ 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, ფოთლები კარგად გამოწუროთ და ნაყენი შემოდგათ ცეცხლზე, წამოადუღოთ და ჩაყაროთ მასში 2 სადილის კოვზი მოცხარის ცოცხალი ან ხმელი ნაყოფი. ისევ წამოადუღოთ, ქურიდან გადმოდგათ და გააცივოთ. უნდა მიიღოთ დღეში ნახევარი ჭიქა.

მკურნალობის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ ნახარშის სმა მანამდე შეიძლება, სანამდეც მოისურვებთ. მას უკუჩვენება არ გააჩნია. თანაც მარტო თირკმელებს კი არ წმენდს, არამედ აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას და განწყობილებას.

ნ.ა. თბილისი

  • როცა შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, მცენარეებზე უარს ნუ იტყვით

55 წლის ვარ. ორი წლის წინ ძლიერი სტრესის შემდეგ სისხლში შაქარმა ამიწია. დამინიშნეს დიეტა და წამლები. იქნებ არც კი დაიჯეროთ, რომ მცენარეული ნაყენით დიაბეტის მკურნალობა შეიძლება, მაგრამ მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, ამიტომ თამამად გასწავლით რეცეპტს:

იღეთ თითო სუფრის კოვზი ხბოშუშხას ბალახი, ლობიოს ჩენჩო (პარკები უმარცვლოდ), მოცვის ნაყოფი, ჭინჭრის ფოთლები. წვრილად დაკუწეთ, ერთმანეთში აურიეთ და დაასხით 4 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-4-ჯერ ჭამის წინ.

ნ.ც. ბათუმი


  • წნევას ბალახეულის ნაყენიც დაგიქვეითებთ

უკვე 45 წელს გადავაბიჯე და წნევა პერიოდულად მიწევს, განსაკუთრებით - გაზაფხულსა და შემოდგომაზე, აგრეთვე - ეგრეთ წოდებულ მაგნიტურ დღეებში. მართალი გითხრათ, მედიკამენტური მკურნალობის სურვილიც კი არ გამჩენია. უპირატესობა რატომღაც იმთავითვე მცენარეულ საშუალებებს მივანიჭე. ისინი წნევასაც აქვეითებს და ძილსაც აწესრიგებს.

  • აიღეთ 3-3 სუფრის კოვზი შავბალახა, ბერულას ბალახი, კუნელის ყვავილი, ფითრის ფოთლები ერთწლიანი ყლორტებით. ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და გააგრილეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ქ.ა. სიღნაღი

  • ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს...

რამდენიმე წლის წინ მარჯვენა ფერდი ამტკივდა. ექოსკოპიაზე მითხრეს, რომ ნაღვლის ბუშტში კენჭები მქონდა და ოპერაცია შემომთავაზეს, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ. ჩემმა თანამშრომელმა, რომელსაც იგივე პრობლემა აქვს, ამ ნარევის მიღება მირჩია:

უნდა აიღოთ თითო სუფრის კოვზი დათვისკენკრას ფოთოლი, მატიტელას ბალახი, სიმინდის ულვაში, ლობიოს ჩენჩო (პარკები უმარცვლოდ), ქაფუნას ბალახი. ამ ნარევს დაასხათ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივოთ, გადაწუროთ და მიიღოთ თბილ-თბილი, ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.

ა. ბ. თბილისი

  • გულის ნევროზს ფიტოწამალი მოგირჩენთ

გასულ ზაფხულს სტრესი გადავიტანე, მას შემდეგ დამემართა გულის ნევროზი და სისუსტე: პერიოდულად მიჩქარდება გული, მიჭირს სუნთქვა და არ მყოფნის ჰაერი. დამჩემდა უძილობაც. ძალიან მომიხდა ნაყენი, რომელიც დედაჩემმა მომიმზადა. რაც მისი სმა დავიწყე, ძილიც მომიწესრიგდა და აღარც გულს ვუჩივი.

აიღეთ თითო ჩაის კოვზი კატაბალახას ფესვი, ბარამბოს ფოთოლი და 3 ჩაის კოვზი ფარსმანდუკის ბალახი. ამ ნარევს დაასხით 2,5 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და 3 საათით დადგით გრილ ადგილას, შემდეგ 5 წუთის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე, გააგრილეთ, გადაწურეთ და დალიეთ დღეში 1 ჩაის ჭიქა რამდენიმე ულუფად.

ნ.გ. თბილისი

  • როგორ მოვირჩინოთ ჰიპერაციდური გასტრიტი

რამდენიმე წლის წინ შემაწუხა გულძმარვამ, ბოყინმა და უსიამოვნო შეგრძნებებმა კუჭის არეში. მივმართე ექიმს, ჩავიტარე გამოკვლევა. აღმომაჩნდა გასტრიტი კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობით. დამინიშნეს მკურნალობა და ზოგიერთი კერძის მიღება ამიკრძალეს, მე კი კარგი ჭამა-სმა ძალიან მიყვარს. ერთხელ ავტობუსში შემთხვევით მოვკარი ყური ამ რეცეპტს და მოვსინჯე. მართალია, საკვებს მაინც შეზღუდვით ვიღებ, მაგრამ პირვანდელ დიეტასთან რა შედარებაა...

აი ეს რეცეპტი:

აიღეთ თითო სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილი, სელის თესლი, ძირტკბილას ფესვი, კოთხუჯის ფესურა, პიტნის ბალახი, ცერეცოს თესლი. დაასხით 6 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

ბ.ჩ. ზესტაფონი

  • თუ თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭები გაგიჩნდათ

თირკმელები დიდი ხანია მაწუხებს. როცა საშუალება მაქვს, საირმეში მივდივარ და მინერალური წყლით ვმკურნალობ. რამდენიმე წლის წინ სტრესის ფონზე კენჭის გავლაც კი მქონდა. სწორედ მაშინ მასწავლეს მცენარეული საშუალება, რომელიც ასე მზადდება:

ვიღებთ თითო სუფრის კოვზ მარწყვაბალახას, წითელი მოცვის ფოთოლს, როზმარინის ფოთოლს, შვიტას ბალახს, ძირტკბილას ფესვს, გრძელწიწვა ღვიის ნაყოფს. ამ ნარევს ვასხამთ 6 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ, ვაგრილებთ, ვწურავთ და ვსვამთ ნახევარ ჩაის ჭიქას დღეში 4-ჯერ.

ვ.ქ. თერჯოლა

  • მცენარეული შარდმდენი

თქვენი ჟურნალის მუდმივი მკითხველი ვარ. განსაკუთრებით მომწონს რუბრიკა `დავეხმაროთ ერთმანეთს~. მკითხველები ძალიან საინტერესო და სასარგებლო რჩევებს გვაწვდიან. მეც მინდა, შემოგთავაზოთ მცენარეული შარდმდენი საშუალებების რეცეპტი, რომელსაც თვითონვე ვიყენებ.

აიღეთ თითო სუფრის კოვზი ფშნისეკალის ფესვი, ოხრახუშის ფესვი, ძირტკბილას ფესვი და გრძელწიწვა ღვიის ნაყოფი. ეს ყველაფერი დააქუცმაცეთ, დაასხით 4 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დააყენეთ 6 საათს, შემდეგ ნელ ცეცხლზე შემოდგით, 15 წუთს ხარშეთ და გააცივეთ. მიიღეთ დღეში 1 ჩაის ჭიქა რამდენიმე ულუფად. აკრძალულია ორსულობის, ასევე - თირკმლისა და შარდსადინარი გზების მწვავე ანთებითი დაავადებების დროს.

ნ.მ. ქუთაისი

  • სიმინდის ულვაში შარდის ბუშტის ანთების საუკეთესო წამალია

დიდი ხანია, მაწუხებს შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ანთება. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია, დამეთანხმება, რა უსიამოვნო სიმპტომები აქვს ამ დაავადებას: წვა შარდვისას, გახშირებული შარდვა... ჩემმა მეგობარმა სოფლიდან მცენარეები ჩამომიტანა და მათგან წამლის მომზადებაც მასწავლა:

ვიღებთ თითო სუფრის კოვზ არყის ფოთოლს, დათვისკენკრას ფოთოლს, სიმინდის ულვაშს, ძირტკბილას ფესვს, ჭანგას ფესურას, ვასხამთ 5 ჩაის ჭიქა ცივ წყალს და 6 საათის განმავლობაში ვაყენებთ, შემდეგ 15 წუთს ვხარშავთ ნელ ცეცხლზე. უნდა მივიღოთ დღეში 1 ჩაის ჭიქა 3-4 ულუფად.

მ.ჩ. თბილისი

  • კუჭის აშლილობის წამალი

სუსტი კუჭ-ნაწლავი მაქვს და კუჭი ხშირად მეშლება. ჩამიტარეს გამოკვლევა, დამისვეს ქრონიკული კოლიტის დიაგნოზი და მკურნალობაც დამინიშნეს, მაგრამ სულ მუდამ წამლებზე ხომ არ ვიქნებოდი, ამიტომ მივმართე ჩემს მეზობელს, რომელიც კარგად იცნობს მცენარეთა სამკურნალო თვისებებს. მან ეს წამალი მომიმზადა:

ვიღებთ თითო სუფრის კოვზ მოცვის ნაყოფს, პიტნის ბალახს, 1,5 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილს. ამ ნარევს ვასხამთ 3,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვაცივებთ, ვწურავთ და ვიღებთ ნახევარ ჭიქას დღეში 3-4-ჯერ.

მ.ჩ. ხაშური