/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

ტკივილი მუხლის სახსარში

ტკივილი მუხლის სახსარში
ტკივილი მუხლის სახსარში შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული:

ართრიტით (სახსრის ანთებით), ართროზით (სახსარში მიმდინარე პათოლოგიური პროცესით). როგორც სიმპტომი, ის შესაძლოა თან ახლდეს ჰეპატიტს, რევმატიზმს, იყოს მეტეოდამოკიდებულების გამოხატულება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ხოლმე ატმოსფერული მოვლენებისადმი, განსაკუთრებულად რეაგირებს ამინდის ცვლილებაზე. ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც სერიოზულად არაფერი აწუხებს, მოღრუბლულობის განვითარების შესაბამისად, წვიმის დაწყების წინ მუხლის სახსრები ახსენებს თავს (სტკივა ან სხვადასხვა სახის უსიამოვნო შეგრძნებები ეუფლება). მეტეოდამოკიდებულება არ არის საგანგაშო. ის არ საჭიროებს საგანგებო მკურნალობას.

ხანდაზმულებთან მუხლის სახსრების ტკივილი სასახსრე ნაპრალში სასახსრე სითხის განლევისა და სახსარში განვითარებული სხვა ასაკობრივი ცვლილების შედეგია. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, სახსარში ნორმალური მოძრაობა ირღვევა და მტკივნეული ხდება.

სპეციალისტები გვირჩევენ, გავუფრთხილდეთ მუხლის სახსრებს და დავიცვათ ისინი მეტისმეტი დატვირთვისაგან. თუმცა, უმოძრაობა და მცირე დატვირთვა ასევე მავნებელია. მან, შესაძლოა, საბოლოოდ, მუხლის სახსრის მოძრაობის შეზღუდვა და ატროფიაც (განლევა) კი გამოიწვიოს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტკივილი მუხლის სახსარში შესაძლოა ორგანიზმის სხვადასხვა სახის არაჯანსაღი მდგომარეობის მანიშნებელი იყოს. შესაბამისად, მუხლები ადამიანებს სხვადასხვა პათოლოგიის დროს აწუხებთ. ასე მაგალითად, მუხლების ტკივილის გამოხატული სიმპტომის არსებობისას ხშირად რევმატოიდულ ართრიტს მკურნალობენ, სინამდვილეში აღნიშნული სიმპტომი დიდი ხნის წინათ შეძენილი ქლამიდიოზის შედეგია ხოლმე.

მუხლის სახსარზე სპეციალური სამედიცინო ჩაქუჩის სუსტი დარტყმითა და მყესის რეფლექსის შემოწმებით ნევროპათოლოგები ზურგის ტვინისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მდგომარეობას აფასებენ.

გირჩევთ:

  • არ შეზრუდოთ მოძრაობა და არ განაცხადოთ უარი სიარულზე. პირიქით, დღეში 2-3 საათი მაინც ისეირნეთ. მოხერხებული ფეხსაცმელი მოირგეთ, ისეთი, რომელიც სიარულისას არ შეგაწუხებთ. გახსოვდეთ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ხანგრძლივად სიარული განსაკუთრებულად ძაბავს ფეხის კუნთებს და ღლის მუხლის სახსრებს.
  • წესად დანერგეთ ყოველდღიურად კიბეზე ასვლა და ჩამოსვლა. ეს ერთგვარი ვარჯიშია არა მხოლოდ მუხლის სახსრისათვის, არამედ მთლიანად ფეხებისათვის. ამით წვივის კუნთებსაც გაიმაგრებთ და სისხლძარღვების ჯანმრთელობასაც განამტკიცებთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ არასაკმარისი მოძრაობითი აქტივობა 30 წლის ასაკიდანვე ასუსტებს კუნთოვან აპარატს, არღვევს სისხლის მიმოქცევის პროცესს სახსრებში.

ყურადღება მიაქციეთ კვებას. დიდი რაოდენობით შაქრისა და ცხიმების შემცველი პროდუქტები მხოლოდ წონას მოგიმატებენ. ამ უკანასკნელს კი უპირველესად მუხლის სახსრები შეიგრძნობენ. საკვები რაციონი გაამდიდრეთ ხილით, ბოსტნეულით, თევზეულითა და რძის ნაწარმით.

კომენტარები (1)
პაციენტი
რა ვიცი, რევმატოლოგები ამ დროს კატეგორიულად ზღუდავენ სიარულს, განსაკუთრებით კიბეზე ასვლა-ჩამოსვლას.
თარიღი : 01-09-2020
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სტრესი, როგორც ზურგის ტკივილის მიზეზი
სტრესი, როგორც ზურგის ტკივილის მიზეზი
როგორ იწვევს სტრესი ზურგის ტკივილს?
სრულად
რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას
რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას
ბევრი ჩივის რომ, ლოგინიდან წამოდგომისას მუდმივად ეკრუნჩხება ერთი ან ორივე ფეხი. იატაკზე ვერ დგამს, ვიდრე არ გაუვლის.
სრულად
როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის სტენოზი
როდის და რატომ ვითარდება საყლაპავის სტენოზი
ჩვეულებრივ, საყლაპავის ღრუს, მთელ სიგრძეზე უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე ზომის დიამეტრი.
სრულად
ნერვ-კუნთოვან პრობლემებთან დაკავშირებული ყლაპვის გაძნელება
ნერვ-კუნთოვან პრობლემებთან დაკავშირებული ყლაპვის გაძნელება
ყლაპვის მოქმედების (აქტის) დარღვევა ანუ დისფაგია გამოწვეულია პირის ღრუში წარმოქმნილი (ფორმირებული) საკვები ლუკმის - ბურთულის გადაადგილების შეუძლებლობით პირხახისა და საყლაპავის გავლით კუჭისკენ.
სრულად
დისფაგია - ყლაპვის გაძნელება
დისფაგია - ყლაპვის გაძნელება
დისფაგია არის ყლაპვის გაძნელება, ზოგჯერ ყლაპვის შეუძლებლობა. ყლაპვა, რომელსაც აღვიქვამთ როგორც სავსებით მარტივ აქტს,
სრულად
რა არის მეტაბოლური სინდრომი და ვინ არის რისკის ქვეშ
რა არის მეტაბოლური სინდრომი და ვინ არის რისკის ქვეშ
მეტაბოლური სინდრომი არის მეტაბოლური დარღვევების კომპლექსი, რომელთაგან მთავარია ინსულინრეზისტენტობა - ინსულინდამოკიდებული უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითება ინსულინის მოქმედების მიმართ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ტკივილი მუხლის სახსარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები