სამკურნალო წერილები

თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.
კივის ნიღაბი ახალგაზრდულ იერს შეგინარჩუნებთ
კივი რომ ძალიან სასარგებლოა, ალბათ ყველას გაგიგონიათ, მაგრამ არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ის შესანიშნავი კოსმეტოლოგიც არის. მასში შემავალი ვიტამინები და ორგანული მჟავები ძალიან სასარგებლოა სახის კანისათვის. კივის აქვს არა მარტო მატონიზებელი, არამედ სამკურნალო ეფექტიც. იგი წმენდს კანს, ანიჭებს მას ელასტიკურობას და ახალგაზრდულ იერს.
45 წელს გადავაბიჯე და ვიცი, რომ სახის კანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვუარო. მაქვს პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული მიგნებებიც და შესაბამისი განათლებაც. მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გამწმენდი ნიღაბი
2 გახეხეთ 1 ცალი კივი და უხვად წაისვით სახეზე. თუ ოდნავ მაინც იგრძენით წვა, ესე იგი, ორგანული მჟავები თქვენს კანზე დადებითად მოქმედებს. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ, გაიწმინდეთ სახე ტონიკით და წაისვით უცხიმო დამატენიანებელი კრემი.
მკვებავი ნიღაბი
2 აიღეთ თითო ცალი ბანანი და კივი,Gგახეხეთ, კარგად აურიეთ, დამარბილებელი ეფექტის გასაძლიერებლად დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი. წაისვით გაწმენდილ სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიწმინდეთ სახე ლოსიონით.
ი.ნ, ქუთაისი
ყელის გასაჯანსაღებელი ნაყენი
6 ვიღებთ 1 სუფრის კოვზ გვირილას, ამდენივე კალენდულას და ევკალიპტის ფოთოლს, ერთმანეთში ვურევთ, ვასხამთ 4,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ 2 წუთს. ნახევარ საათს ვაყენებთ და შემდეგ ვწურავთ.
გამოვლებას ვიწყებთ 26 გრადუსი ტემპერატურის ნახარშით და თანდათან ტემპერატურას თითო გრადუსით ვამცირებთ, ისე, რომ 10 დღის შემდეგ სავლები სითხის ტემპერატურა 16 გრადუსი იყოს. შემდეგ მთელი თვის განმავლობაში ვივლებთ ყელში ამ ტემპერატურის ნახარშს.
ა.გ. სამტრედია
ბრონქიტის მცენარეული წამლები
გაციებას ხშირად სდევს თან მტანჯველი, ხანგრძლივი ხველება. მეც სწორედ ეს პრობლემა მქონდა, მაგრამ წამალს მივაგენი. საერთოდ, უპირატესობას ბუნებრივ, მცენარეულ საშუალებებს ვანიჭებ. კარგად ვიცნობ სხვადასხვა მცენარის სამკურნალო თვისებებს და ვიცი, რომ სალბს. ხველების საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს.
ბრონქიტის სამკურნალო წამალი კი ასე მზადდება:
- მომინანქრებულ ქვაბში ვყრით 1 სუფრის კოვზ სალბს.და ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა რძეს. ვახურავთ სახურავს და წამოვადუღებთ ნელ ცეცხლზე. ცოტა ხანს ვაჩერებთ, გადავწურავთ და ისევ წამოვადუღებთ. უნდა დაილიოს ცხელი, ძილის წინ.
- ხველების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა ასეთი ნარევიც: ვიღებთ 2 სუფრის კოვზ ახალ ნაღების კარაქს, 2 კვერცხის გულს, 1 ჩაის კოვზ პურის ფქვილს, 2 ჩაის კოვზ თაფლს. კარგად ვურევთ ერთმანეთში და ვიღებთ დღეში რამდენიმე ულუფად.
ქ.გ. ტყიბული
შინაური წამალი ვარიკოზული ვენებისთვის
ძალიან მაწუხებს ვენები, განსაკუთრებით - ზაფხულის ცხელ დღეებში. ფეხები მისივდება და მტკივა. სამსახურიც ისეთი მაქვს, რომ უმეტესად ფეხზე ვდგავარ. თანამშრომელმა, რომელსაც მუშაობის ასეთივე რეჟიმი აქვს, მირჩია ამ ნაყენის მიღება:
ავიღოთ 1 სუფრის კოვზი ცხენისწაბლას ნაყოფი და ყვავილი, დავაქუცმაცოთ და დავასხათ 2 სუფრის კოვზი არაყი. 1 კვირის განმავლობაში დავდგათ სიბნელეში და პერიოდულად შევანჯღრიოთ. ვიღებთ 30 წვეთს ცოტაოდენ წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
ნ.გ. ფოთი
გრიპის მცენარეული წამალი
დადგა შემოდგომა და დაიწყო გრიპის სეზონიც. ჩვენს აფთიაქებში ბევრ ფართოდ რეკლამირებულ საშუალებას ნახავთ, მაგრამ მე ყველას მაინც ჩემივე ხელით მომზადებული წამალი მირჩევნია:
ვიღებთ 1 სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს, ამდენივე ძახველს, ვასხამთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ 10 წუთს. შემდეგ ვწურავთ. ვსვამთ 1-2 ჩაის ჭიქას, ცხელ-ცხელს, ძილის წინ.
ზ.გ. თელავი
ხახვი ქერტლს მოგაშორებთ
რამდენიმე თვეა შევამჩნიე, რომ ქერტლი გამიჩნდა და თმის ცვენაც დამეწყო. სიმართლე გითხრათ, მიზეზის საძიებლად თავი არ მომიკლავს, დედაჩემის წამალს ვხმარობ და ბედს არ ვუჩივი. აი მისი რეცეპტი:
აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, გაფცქვენით, გახეხეთ, მიღებული მასა მოათავსეთ რამდენიმე ფენად დაკეცილ დოლბანდში, შეიზილეთ თავში და 3-4 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ თმა გამიხშირდა, დამირბილდა, ქავილის შეგრძნებამაც გამიარა და ქერტლიც გაქრა.
კ.ჩ. ყვარელი
კუნელის ყვავილი მამაკაცურ კლიმაქსს შველის
შესაძლოა, გეუცხოვოთ, რადგან ასეთ საკითხებზე მამაკაცები იშვიათად ლაპარაკობენ - ეს რამდენიმე წელია, უსიამოვნო შეგრძნებები და უგუნებობა დამჩემდა. ექიმთან მისვლა ვერ შევძელი. ჩემმა თანამშრომელმა, რომელმაც ეს პრობლემები კარგა ხანია უკან მოიტოვა, ამ წამლის მომზადება და მიღება მირჩია:
ვიღებთ კუნელის ყვავილს - 3 სუფრის კოვზს, ვასხამთ 3 ჩაის ჭიქა ონკანის წყალს, ვაჩერებთ 8-10 საათს, შემდეგ 5-7 წუთით წამოვადუღებთ, ვფუთავთ და კიდევ ნახევარ საათს ვაჩერებთ. შემდეგ ნახარში უნდა გადავწუროთ. ვიღებთ თითო ჩაის ჭიქას უზმოზე და ორჯერ - ჭამის შემდეგ.
ბ.ხ. თბილისი
ვუმკურნალოთ ყაბზობას ცირცელით
ბავშვობიდან მაწუხებს კუჭის შეკრულობა. ისეთი სამსახური მაქვს, დიეტის დაცვაზე ლაპარაკი ზედმეტია. ხშირად მიხდება სახელდახელოდ წახემსებაც, ძირითადად _ მშრალი საკვებით. შედეგად მივიღე ის, რომ ყაბზობა ჩემი ცხოვრების განუყრელ თანამგზავრად იქცა. ვსვამ ბებიაჩემის ნასწავლებ წამალს და ძალიან მშველის:
აიღეთ ცირცელის მწიფე ნაყოფი, გარეცხეთ და ფენა-ფენა ჩაყარეთ მინის ქილაში შაქართან ერთად. მოუკარით თავი დოლბანდით და დადგით მზეზე 3-4 კვირით. შაქარი გადნება და წარმოიქმნება სიროფი. ვიდრე სიროფი დუღილს დაიწყებს, გადაწურეთ. გაწურეთ ნაყოფიც. ადუღება თავიდან რომ აიცილოთ, დაუმატეთ სპირტი (25 გრამი 500 გ სიროფზე). მიიღეთ 50 გრამი უზმოზე, თუ გნებათ, დააყოლეთ ცივი წყალი. როცა კუჭის მოქმედება მოგიწესრიგდებათ, შეგიძლიათ შეისვენოთ, ხოლო თუ ყაბზობა ისევ შეგაწუხებთ, განაგრძოთ მკურნალობა.
მ.ხ. ბათუმი
დიაბეტიანებს ვურჩევ
როდესაც სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა აღმომაჩნდა, საგონებელში ჩავვარდი - ალერგიული ვარ, ქიმიურ პრეპარატებს ვერ ვიტან, ამიტომ ვცდილობ, წამლები იშვიათად მივიღო. ერთმა მხცოვანმა ექიმმა მითხრა, რომ შავი მოცვი მდიდარია ე. წ. ბუნებრივი ინსულინით, რომელიც შაქრიანი დიაბეტის არა მარტო პროფილაქტიკის, არამედ მისი ზოგიერთი ფორმის მკურნალობის საშუალებასაც კი იძლევა.
რეცეპტი უმარტივესი აღმოჩნდა: 1 სუფრის კოვზ მოცვის ფოთოლს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ჩაისავით დააყენოთ. მიიღოთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. უკვე 75 წლის ვარ და მოცვის წყალობით არაფერს ვუჩივი.
ლ.ც. თბილისი