/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ყველაფერი კიტრის შესახებ

ყველაფერი კიტრის შესახებ
კიტრი სითბოს, სინათლისა და ტენის მოყვარული ბალახოვანი მცენარეა. მისი სამშობლო ინდოეთია.

აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში კიტრი სუფრის მშვენებაა და სტუმარს განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად მიართმევენ ხოლმე. ჩვენში მას ძირითადად სხვა ბოსტნეულთან, პომიდორთან, ხახვთან, მწვანილთან ერთად მიირთმევენ ან კიდევ სადილობისას კერძს აყოლებენ; ზოგან კი, მაგალითად, ირანში, კიტრი ჩაროზად მოაქვთ ხილთან, ატამსა და გარგართან ერთად. ყოველივე ეს მოწმობს იმას, რომ კიტრი ფართოდ აღიარებული კულტურაა.

მისი ნაყოფი წყურვილის მომკვლელი შესანიშნავი საშუალებაა. არც არის გასაკვირი - მისი ქიმიური შედგენილობის 95% ხომ წყალია, დანარჩენ ხუთიოდე პროცენტს ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები (თუმცა არცთუ დიდი რაოდენობით), ორგანული მჟავები და ნაცარი ქმნის. აქედან 2-2,5% შაქრებია, 0,4-0,5% კი მინერალურ ნივთიერებებზე მოდის.

ვიტამინებიდან კიტრი შეიცავს C-ს, B1-ს, B2-სა და A პროვიტამინს. აღსანიშნავია, რომ კიტრი სტრუქტურირებულ წყალს შეიცავს. მისი სამკურნალო თვისებები ტუტე ელემენტების მინერალური მარილების, მიკროელემენტების მარილების, ეთერზეთებისა და პექტინების შემცველობითაა განპირობებული. კიტრის ნაყოფი მდიდარია ფოსფორით, კალიუმითა და კალციუმით.

მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ კიტრი რეკორდსმენია ბოსტნეულ კულტურებს შორის ტუტე ეკვივალენტების შემცველობის გამო. გარდა ამისა კიტრში ორგანიზმისათვის მეტად სასარგებლო მაგნიუმის, რკინის, ალუმინის, სილიციუმის, იოდისა და გოგირდის მარილებია.

სულ ახლახან მკვლევრებმა კიტრში ვერცხლის მარილებიც აღმოაჩინეს. გამოდის, რომ ერთი ჩვეულებრივი კიტრი მენდელეევის სისტემის თითქმის ყველა ელემენტს შეიცავს.

სამკურნალო თვისებები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

სიცხის დამწევი, ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შემომგარსველი, შარდმდენი, ნაღველმდენი - ეს არის არასრული ჩამონათვალი კიტრის სამკურნალო თვისებებისა.

კიტრში შემავალი პექტინები აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს, აფერხებენ ლპობით პროცესებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, უჯრედისი აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში. თურმე კიტრით სისტემატურად კვება აუმჯობესებს მეხსიერებას, აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, კანს ტონუსსა და ელასტიკურობას უნარჩუნებს.

კიტრის წყალობით ორგანიზმში ქვეითდება ნახშირწყლების ცხიმად გარდაქმნა, ამიტომაც ამ მცენარის ნაყოფს, როგორც დიეტურ პროდუქტს, სიმსუქნით დაავადებულთა კვებით რაციონში განსაკუთრებული ადგილი უკავია. კიტრით განტვირთვის დღეები კი სასარგებლოა როგორც ღვიძლის, ასევე თირკმლის პათოლოგიით დაავადებულთათვის. კიტრის დღეები არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც შეგიძლიათ მოიწყოთ. ამისათვის დღეში 2 კგ კიტრი ცოტაოდენ მარილთან ერთად უნდა მიირთვათ, 5 ჯერზე გადანაწილებით.

გასტრიტისა (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) და წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავების დროს, ასევე რემისიის (ძირითად სიმპტომთა შენელება-შესუსტების) დროს რეკომენდებულია კიტრის თაფლნარევი წვენის მიღება (1 სადილის კოვზი 2-ჯერ დღეში ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, შეგიძლიათ მიირთვათ ერთი კიტრი თაფლით).

კიტრი კოსმეტოლოგიაში

კიტრს უძველესი დროიდან იყენებენ კოსმეტოლოგიაში. კანის გასაგრილებლად და ნაოჭების გასასწორებლად კიტრის თხელი ანათლები 10-12 წუთით კანის შესაბამის უბნებზე უნდა დაიწყოთ. კიტრის ექსტრაქტზე დამზადებული ლოსიონები კანის გამწმენდი საუკეთესო საშუალებაა. კიტრის ახალგამოწურული წვენი კანს ათეთრებს და არბილებს. მის ხშირად გამოყენებას განსაკუთრებით მათ ურჩევენ, ვისაც ცხიმიანი, ფოროვანი და მოყვითალო ელფერის კანი აქვს.

  • სახის გასაწმენდი სითხე თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ. კიტრი წვრილად გახეხეთ, დოლბანდში გაწურეთ, წვენი კიდევ გაწურეთ რამდენიმე ფენა დოლბანდში და მიღებულ მოცულობაზე ორჯერ მეტი სპირტი დაასხით, ნარევი ჰერმეტულად დახურულ მინის ჭურჭელში შეინახეთ. გამოყენების წინ სახის გაწმენდისათვის საჭირო ოდენობის ლოსიონი წყლით გააზავეთ (პროპორციით 1:2).
  • თუ ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნებაზე ოცნებობთ, ძლიერ გამოგადგებათ ლოსიონი, რომელიც გახეხილი კიტრისა და ყვავილის ფურცლებისაგან მზადდება. აიღეთ 5 საშუალო ზომის კიტრი, წვრილათ გახეხეთ, დაუმატეთ 5 ვარდისა და 2 თეთრი შროშანის გვირგვინის ფურცლები, დაასხით 1/2 ლიტრი არაყი და 3 კვირით დატოვეთ. შემდეგ გადაწურეთ და სახის გასაწმენდად გამოიყენეთ, ოღონდ მოხმარების წინ აუცილებლად გააზავეთ - 1/2 ჭიქა ნაყენს დაუმატეთ ამდენივე ანადუღარი თბილი წყალი, 1 სადილის კოვზი გლიცერინი და ლიმონის წვენი.

ამ ლოსიონით კანის გაწმენდის შემდეგ ცხიმიანი კრემი შეიზილეთ. თუ ამ პროცედურას სისტემატურად ჩაიტარებთ, სახის კანი საოცრად მომხიბლავი გაგიხდებათ და რაც მთავარია, ნაოჭებიც გაგიქრებათ.

საინტერესო ფაქტები

თურმე კიტრის რეკორდები გინესის წიგნშია შეტანილი. ყველაზე გრძელი კიტრი - 1, 83 მეტრი სიგრძის - უნგრეთშია გაზრდილი და კულტურის ჩინურ სახესხვაობას მიეკუთვნება. სათბურის პირობებში 6 კგ-მდე წონის კიტრია გამოყვანილი, ბუნებრივ პირობებში კი 3,7 კგ წონის ნაყოფია გაზრდილი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ყველაფერი კიტრის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები