განტვირთვის დღეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

განტვირთვის დღეები

მიირთვით ცხიმიანი და გახდებით

ცხიმიანი საკვები ასტიმულირებს იმ ფერმენტების აქტივობას, რომლებიც შლის და წვავს ცხიმს, ამუხრუჭებს ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას. მაგრამ არ შეიძლება მისი მიღება ქოლეცისტიტის, კოლიტის, გასტრიტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. მიირთვით დღეში 5-ჯერ, თანაბარი შუალედებით და ერთნაირი ულუფებით, 500 გ 20%-იანი არაჟანი ან ნაღები. დღეში 2-ჯერ დალიეთ 1 ფინჯანი მწვანე ჩაი ან ასკილის ნაყენი.

მეტი ცილა

ცილა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ააქტიურებს ფერმენტებს, რომლებიც შლის ცხიმს. დღეში 4-ჯერ მიირთვით ნახევრად ცხიმიანი ხაჭო (150 გ) არაჟანთან (15 გ) ერთად ან დღეში 6-ჯერ - კეფირი ან მაწონი (250 გ). დღეში 2-ჯერ დალიეთ 50 გ უშაქრო შავი ყავა.

ხორცის მოყვარულთათვის

მიირთვით დღეში 450 გ მოხარშული მჭლე ხორცი (შეიძლება გრილზე შემწვარიც). დღეში 3-ჯერ დალიეთ 1 ფინჯანი უშაქრო რძიანი ყავა და 2 ფინჯანი ასკილის ნაყენი ან მწვანე ჩაი. შუალედებში მიირთვით ვაშლი ან შავი ქლიავი.

ბრინჯი

ბრინჯი ნაკლებკალორიულია და სწრაფად ანაყრებს. მისი წყალობით ორგანიზმი იღებს ბევრ კალიუმსა და ნაკლებ ნატრიუმს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას. უმარილოდ მოხარშულ ბრინჯს დაამატეთ სტაფილო და გარგარის ჩირი.

გონივრული კომბინაცია

აიღეთ 150 გ უცხიმო ხაჭო და 200-250 გ კეფირი ან მაწონი. აურიეთ ერთმანეთში და მიირთვით. ერთმანეთს შეუთავსეთ შემადგენლობით ახლოს მდგომი პროდუქტები: ხორცი და თევზი, ბოსტნეული და ხილი. მაგალითად, ბრიჯისა და ვაშლის დღეს მიიღეთ 250 გ ბრინჯი და 800-1000 გ უმი ან მოშუშული ვაშლი.

ნარინჯისფერი სიხარული

თუ ციტრუსებზე ალერგია არ გაქვთ, საუზმეზე, სადილად და ვახშმად მიირთვით მხოლოდ ფორთოხალი ან დალიეთ ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი. ამ ციტრუსებში ნაკლები კალორიაა (40 კილოკალორია 100 გრამზე), სამაგიეროდ, ბევრია უჯრედისი, რომელიც დიდი ხნით აცხრობს შიმშილის გრძნობას. ციტრუსის კანი შეიცავს პექტინებს, რომელთა წყალობითაც ნორმალიზდება სისხლში ქოლესტერინის დონე.

თევზის დღე

იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტისგან, ამაგრებს თვალის ბადურას.

თევზი ცხიმოვანი მჟავების, ომეგა 3-ის, ნამდვილი საბადოა. ეს მჟავები ორგანიზმს მეტად მგრძნობიარეს ხდის ლეპტინის - იმ ცილოვანი ჰორმონის მიმართ, რომელიც ტვინს აწვდის ინფორმაციას დანაყრების შესახებ.

დილიდან საღამომდე მიირთვით მხოლოდ ცხიმოვანი თევზი - ქაშაყი, ორაგული, სკუმბრია.