/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაგნოსტიკა

პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა – რა როლს თამაშობს ის პროსტატის გამოკვლევაში?

პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა – რა როლს თამაშობს ის პროსტატის გამოკვლევაში?
მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებში პროსტატის ანუ წინამდებარე ჯირკვლის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია.

თუმცა, დროული და სწორი დიაგნოსტირების შემთხვევაში, მისგან განკურნების ალბათობა მაღალია. პროსტატის კიბოსა თუ მისი სხვა დაავადებების აღმოჩენაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ასრულებს. სტატიაში გვინდა, თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის რადიოლოგ მაკა ქუთათელაძესთანერთად, სწორედ მისი უპირატესობები გაგაცნოთ.

რაში გეხმარებათ პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა?

ეს რადიოლოგიური კვლევა პროსტატის ანუ წინამდებარე ჯირკვლის სრულად დათვალიერებისა და მასში უმცირესი დაზიანებების აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს. ასევე, მისი დახმარებით, ვხედავთ ორგანოს რომელ ზონაშია დაზიანების კერა, კლინიკურად რამდენად მნიშვნელოვანი ის და როგორია მისი გავრცელება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რამდენად გაუმარტივა მან უროლოგსა და პაციენტს პროსტატის გამოკვლევისა და მისი კიბოს დიაგნოსტირების პროცესი?

პროსტატის კიბოს დიაგნოსტირების პირველი საფეხური სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრაა, რომელსაც შემოკლებით პსა-ს ვუწოდებთ. ანტიგენის მომატება ყოველთვის კიბოს არ ნიშნავს, თუმცა, როდესაც ეჭვი ჩნდება, დამატებითი გამოკვლევის აუცილებლობა დგება. მანამდე, სანამ პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ხელმისაწვდომი გახდებოდა, მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი ბიოფსია ინიშნებოდა, რაც გამორიცხავდა ან ადასტურებდა დაავადებას.

ახლა კლინიკური ეჭვის შემთხვევაში, უროლოგს შესაძლებლობა ეძლევა, პსა-ს ანალიზის შემდგომ, ჯერ რადიოლოგიური კვლევა დანიშნოს, მისი დახმარებით დარწმუნდეს საეჭვო კერის არსებობაში და შემდგომ გადაწყვიტოს ბიოფსიის საკითხი.

მეორე მხრივ, პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ბიოფსიას მიმართულებას აძლევს, რადგან ის ზუსტად გვაჩვენებს, სად არის დაზიანების კერა.

რამდენი ხანია, რაც თოდუას კლინიკაში ეს კვლევა დაინერგა და რამდენად არის მასზე მოთხოვნა?

თოდუას კლინიკაში პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა 2019 წლიდანაა ხელმისაწვდომი, იმ პერიოდიდანვე, როცა აპარატის ტექნოლოგიური შესაძლებლობები დაიხვეწა და მისი დახმარებით ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება გახდა შესაძლებელი. ამავე წელს ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციის მიერ შემუშავდა წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევის გაიდლაინების საბოლოო ვერსია. ახლა პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ტარდება როგორც თოდუას ცენტრალურ, ისე ვერის ფილიალში.

დღეს კვლევაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, რადგან დროთა განმავლობაში უროლოგები სულ უფრო რწმუნდებიან მის უპირატესობებში. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი არასაჭირო ბიოფსიების მინიმუმამდე შემცირებაა. ბიოფსიის აუცილებლობის შემთხვევაში კი, მისთვის სწორი მიმართულების მიცემა. საბოლოოდ კი, ამგვარი ინფორმაცია სპეციალისტებს ზუსტი დიაგნოზის დასმაში ეხმარება. დიაგნოზის სიზუსტეს კი, კარგად ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ეფექტიანობისთვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ანალიზები, რომლებიც უნდა ჩაიტაროთ, თუ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ
ანალიზები, რომლებიც უნდა ჩაიტაროთ, თუ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ
სიმპტომი, როგორიცაა მუდმივი დაღლილობა, გვხვდება ბევრი პათოლოგიის დროს და ის არ არის სპეციფიკური.
სრულად
გზა სამედიცინო გამოსახულებიდან გამოსახულებაზე დაფუძნებულ მედიცინამდე
გზა სამედიცინო გამოსახულებიდან გამოსახულებაზე დაფუძნებულ მედიცინამდე
1895 წელს რენტგენის აღმოჩენამ და ქალის ხელის პირველმა რენტგენოლოგიურმა სურათმა დაიწყო რადიოლოგიისა და სამედიცინო გამოსახულებების კვლევის ახალი ერა.
სრულად
რა არის გლიკოზირებული ჰემოგლობინი
რა არის გლიკოზირებული ჰემოგლობინი
გლიკირებული, იგივე გლიკოზირებული ჰემოგლობინი, არის ჰემოგლობინის სტაბილური ნაერთი გლუკოზასთან,
სრულად
როგორ ხდება ნაწლავის გამოკვლევა და დაავადების დიაგნოზი
როგორ ხდება ნაწლავის გამოკვლევა და დაავადების დიაგნოზი
ადამიანს არ შეუძლია რამდენიმე რამის – საკვების და წყლის გარეშე არსებობა. საკვებითა და წყლით მიღებული ნივთიერებები უზრუნველყოფს მთელი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგიას.
სრულად
ელექტროენცეფალოგრაფია - რას გვიჩვენებს და როდის ტარდება ეეგ კვლევა
ელექტროენცეფალოგრაფია - რას გვიჩვენებს და როდის ტარდება ეეგ კვლევა
ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) არის თავის ტვინის ელექტრული აქტივობის ამსახველი ერთგვარი მოზაიკა, რომელიც ჯანმრთელ ადამიანთან გამოირჩევა გარკვეული სურათით – თავის ტვინში ჰარმონიულად მიმდინარე ძირითადი ნერვული პროცესების ნორმული მახასიათებლებით.
სრულად
ულტრაბგერითი კვლევის რამდენჯერ გაკეთებაა უსაფრთხო
ულტრაბგერითი კვლევის რამდენჯერ გაკეთებაა უსაფრთხო
ადამიანების უმრავლესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვთ გაკეთებული ულტრაბგერითი კვლევა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა – რა როლს თამაშობს ის პროსტატის გამოკვლევაში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა – რა როლს თამაშობს ის პროსტატის გამოკვლევაში?

თუმცა, დროული და სწორი დიაგნოსტირების შემთხვევაში, მისგან განკურნების ალბათობა მაღალია. პროსტატის კიბოსა თუ მისი სხვა დაავადებების აღმოჩენაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ასრულებს. სტატიაში გვინდა, თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის რადიოლოგ მაკა ქუთათელაძესთან ერთად, სწორედ მისი უპირატესობები გაგაცნოთ.