/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაგნოსტიკა

სასუნთქი სისტემის კვლევის მეთოდები

სასუნთქი სისტემის კვლევის მეთოდები
ფილტვის, ბრონქების, ალვეოლების დაავადებების, მათი ფიზიოლოგიური და ანატომიური მახასიათებლების წარმატებული მკურნალობა ორი პირობითაა შესაძლებელი:

პირველი – ზუსტად დასმული დიაგნოზი და მეორე – თერაპიის მეთოდების კორექტული შერჩევა. თანამედროვე მედიცინა დიაგნოსტიკის რამდენიმე მიმართულებას ფლობს და შესაბამისად, ადამიანის სასუნთქი სისტემის კვლევა სხვადასხვა მეთოდით მიმდინარეობს.

რა დაავადებები ვლინდება სასუნთქი სისტემის კვლევის მეთოდებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მეექვსე ლეტალური გამოსავალი უკავშირდება სასუნთქი სისტემის შორს წასულ დაავადებებს. სასუნთქი სისტემის მდგომარეობის კვლევის თანამედროვე მეთოდებით შესაძლებელია შემდეგი დაავადებების გამოვლენა:

  • პნევმონია;
  • ბრონქიტი;
  • ფილტვების აბსცესი;
  • ტრაქეიტი;
  • ტუბერკულოზი;
  • ბრონქული ასთმა;
  • ფილტვების ონკოლოგიური დაავადებები;
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი).
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაგნოსტიკის ზუსტი შედეგები დაავადების მწვავე და ქრონიკულ ფორმაში დადგენის შესაძლებლობას იძლევა მათი პათოგენეზის ადრეულ სტადიებში.

სასუნთქი გზების დიაგნოსტიკის ტიპები

დღეისათვის პულმონოლოგიაში გამოიყენება სასუნთქი სისტემის კვლევის სპეციალური და დამატებითი მეთოდები:

  1. ზოგადი;
  2. ვიზუალური;
  3. აპარატულ-ინსტრუმენტული;
  4. ლაბორატორიული.

ხშირად ძალიან ძნელია იმის თქმა, სასუნთქი სისტემის კვლევის რომელი მეთოდია უფრო პროდუქტიული და საიმედო. ამიტომ დიაგნოსტიკა რამდენიმე მეთოდით მიმდინარეობს. ზოგიერთი მათგანი პროფილაქტიკური მიზნითაა საჭირო დაავადების პრევენციისთვის.

სასუნთქი სისტემის კვლევის ძირითადი მეთოდების კლასიფიკაცია:

პაციენტის გასინჯვისას ექიმის არსენალშია დიაგნოსტიკის ზოგადი მეთოდები: გასინჯვა, პალპაცია, პერკუსია. ეს დაავადების სავარაუდო არსებობის დადგენის ერთ-ერთი შემადგენელია. მის დასადასტურებლად გამოიყენება ვიზუალური მეთოდები:

  • ლარინგოსკოპია – ტარდება ლარინგოსკოპის ან სარკის გამოყენებით და მისი საშუალებით ვლინდება ხმის შეცვლის მიზეზები;
  • ბრონქოსკოპია – სასულისა და ბრონქების დათვალიერება ოპტიკური მოწყობილობით;
  • თორაკოსკოპია – ავლენს პლევრის ღრუს ახალწარმონაქმნებს.
  • მედიასტინოსკოპია სასულეს მდგომარეობის კვლევის საშუალებას იძლევა.

ამავდროულად, პულმონოლოგმა შეიძლება დანიშნოს სასუნთქი სისტემის ლაბორატორიული კვლევის მეთოდები:

  • სისხლში აირების ანალიზი – აღნიშნავს ჟანგბადის შემცველობას.
  • ნახველის ანალიზი – ავლენს პათოგენურ მიკროფლორას, ონკოლოგიურ უჯრედებს, სასუნთქი სისტემის ორგანოებში სისხლისა და ჩირქის მინარევების არსებობას.

შედარებით სრულ სურათს იძლევა სასუნთქი სისტემის კვლევის ინსტრუმენტული მეთოდები:

  • რენტგენოგრაფია და რენტგენოსკოპია – მათი საშუალებით დგინდება ანთების კერების, ორგანოების სტრუქტურული ცვლილებები.
  • ფილტვების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა – განსაზღვრავს შეშუპებას, სითხის, ახალწარმონაქმნის და სხვა ანომალიების არსებობას.
  • სპირომეტრია – სასუნთქი სისტემის ორგანოების კვლევის ფუნქციური მეთოდი სპირომეტრის აპარატის საშუალებით, რომელიც აფიქსირებს პაციენტში სუნთქვის თავისებურებებს.
  • კომპიუტერული ტომოგრაფია – მაღალინფორმაციული სხივური მეთოდი ფილტვების სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის მეთოდი.

ბრონქების დაავადებების დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ბრონქოსკოპია ან ფიბრობრონქოსკოპია. მეთოდი უნივერსალურია, მისი გამოყენებით შესაძლებელია: სასულეს, ბრონქებისა და ხორხის ლორწოვანი გარსის დათვალიერება, ნაცხის, ასევე სიმსივნის ბიოფსიის აღება მიკროსკოპული და ბაქტერიოლოგიური დათესვისათვის.

სასუნთქი სისტემის ორგანოების კვლევის სხვადასხვა მეთოდის კომპლექსური გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის დაავადებისა და მისი მიზეზების კორექტული გამოვლინების შანსს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ანალიზები, რომლებიც უნდა ჩაიტაროთ, თუ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ
ანალიზები, რომლებიც უნდა ჩაიტაროთ, თუ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ
სიმპტომი, როგორიცაა მუდმივი დაღლილობა, გვხვდება ბევრი პათოლოგიის დროს და ის არ არის სპეციფიკური.
სრულად
გზა სამედიცინო გამოსახულებიდან გამოსახულებაზე დაფუძნებულ მედიცინამდე
გზა სამედიცინო გამოსახულებიდან გამოსახულებაზე დაფუძნებულ მედიცინამდე
1895 წელს რენტგენის აღმოჩენამ და ქალის ხელის პირველმა რენტგენოლოგიურმა სურათმა დაიწყო რადიოლოგიისა და სამედიცინო გამოსახულებების კვლევის ახალი ერა.
სრულად
რა არის გლიკოზირებული ჰემოგლობინი
რა არის გლიკოზირებული ჰემოგლობინი
გლიკირებული, იგივე გლიკოზირებული ჰემოგლობინი, არის ჰემოგლობინის სტაბილური ნაერთი გლუკოზასთან,
სრულად
როგორ ხდება ნაწლავის გამოკვლევა და დაავადების დიაგნოზი
როგორ ხდება ნაწლავის გამოკვლევა და დაავადების დიაგნოზი
ადამიანს არ შეუძლია რამდენიმე რამის – საკვების და წყლის გარეშე არსებობა. საკვებითა და წყლით მიღებული ნივთიერებები უზრუნველყოფს მთელი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგიას.
სრულად
ელექტროენცეფალოგრაფია - რას გვიჩვენებს და როდის ტარდება ეეგ კვლევა
ელექტროენცეფალოგრაფია - რას გვიჩვენებს და როდის ტარდება ეეგ კვლევა
ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) არის თავის ტვინის ელექტრული აქტივობის ამსახველი ერთგვარი მოზაიკა, რომელიც ჯანმრთელ ადამიანთან გამოირჩევა გარკვეული სურათით – თავის ტვინში ჰარმონიულად მიმდინარე ძირითადი ნერვული პროცესების ნორმული მახასიათებლებით.
სრულად
ულტრაბგერითი კვლევის რამდენჯერ გაკეთებაა უსაფრთხო
ულტრაბგერითი კვლევის რამდენჯერ გაკეთებაა უსაფრთხო
ადამიანების უმრავლესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვთ გაკეთებული ულტრაბგერითი კვლევა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სასუნთქი სისტემის კვლევის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები