/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაგნოსტიკა

კრეატინინის, შარდოვანას, შარდმჟავასა და PSA-ს ანალიზები

ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესთა და თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად მეტად მნიშვნელოვანია კრეატინინის,

შარდოვანასა და შარდმჟავას ანალიზი. რას წარმოადგენს დასახელებული ნაერთები, რომელი პათოლოგიების დროს ხდება მათი დონის ცვლილება, რატომ არის მნიშვნელოვანი მათი ანალიზი, როგორ იკვლევენ, ამ საკითხებსა და ასევე პროსტატსპეციფიკური ანტიგენის (PSA) ანალიზზე გვესაუბრება აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ცენტრალური ლაბორატორიისა და კლინიკა „ინ ვიტროს“ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის (GLMA) გამგეობის წევრი, კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციისა (IFCC) და ევროპის კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის ფედერაციის (EFLM) წევრი - ეკატერინე კუპატაძე:

პროსტატსპეციფიკური ანტიგენი (PSA-Prostate Specific Antigen)

- ქალბატონო ეკატერინე, მოდი, დავიწყოთ პროსტატსპეციფიკური ანტიგენის კვლევით, რადგან პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამის შედეგად, თამამად შეიძლება ითქვას, საქართველოში ყველას სმენია PSA-ანალიზზე. განუმარტეთ მკითხველს, რას წარმოადგენს აღნიშნული ანტიგენი და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მისი კვლევა. - პროსტატსპეციფიკური ანტიგენი – პროტეაზული აქტივობის გლიკოპროტეინია, რომელიც სინთეზირდება წინამდებარე ჯირკვლის ეპითელურ უჯრედებში და სეკრეტირდება სათესლე სითხეში. PSA ცირკულირებს სისხლში ორი ფორმით: თავისუფალით და შეკავშირებულით. სისხლში საერთო PSA-ს კონცენტრაცია თავისუფალი და შეკავშირებული ფორმების ჯამია. ასაკის მატებასთან ერთად, საერთო PSA-ს დონე იზრდება, ხოლო თავისუფალი ფორმის წილი მასში მცირდება. PSA წარმოადგენს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების მნიშვნელოვან მარკერს. მისი მომატება ხდება ანთებითი, კეთილთვისებიანი და ავთვისებისნი სიმსივნური პროცესების, ტრავმების, დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციების დროს: ბიოფსია (PSA-ს მომატება ნარჩუნდება 2-3 კვირის განმავლობაში), ტრანსურეთრული ულტრასონოგრაფიული კვლევა, წინამდებარე ჯირკვლის მასაჟი, რექტალური გამოკვლევა; PSA-ს ხანმოკლე მატებას სისხლში იწვევს ეაკულაცია (ნორმალიზდება 48 საათის განმავლობაში). წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს თავისუფალი PSA-ს დონე მცირდება და იმატებს შეკავშირებული PSA-ს დონე, რაც არ არის დამახასიათებელი მისი კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისთვის. PSA-ს დონის მატება ასოცირებულია წინამდებარე ჯირკვლის კიბოსთან და დიაგნოსტირებულ შემთხვევათა 80%-ში მისი კონცენტრაცია > 4 ნგ/მL-ზე. ის მეტად მგრძნობიარე და სპეციფიკურია წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის სხვა მარკერებთან შედარებით (მაგალითად, პროსტატული მჟავა ფოსფატაზა);

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აღსანიშნვია, რომ ასაკი PSA-ს მატების მნიშვნელოვანი ფაქტორია.

50 წელზე უფროსი მამაკაცებისთვის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის ადრეული დაიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია PSA-ს ყოველწლიური სკრინინგი. სკრინინგი უფრო ახალგაზრდა ასაკში რეკომენდებულია დატვირთული ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში;

საერთო PSA-ს ნორმალური ზღვრები:

< 40 წელი < 1.4 ნგ/მL

40-49 წელი < 2.0 ნგ/მL

50-59 წელი < 3.1 ნგ/მL

60-69 წელი < 4.1 ნგ/მL

> 70 წელი < 4.4 ნგ/მL

- როდის ინიშნება პროსტატსპეციფიკური ანტიგენის ანალიზი?

- საერთო პროსტატსპეციფიკური ანტიგენის ანალიზის დანიშვნის ჩვენებაა:

  • წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა;ნ დიაგნოსტირებული კიბოს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად;
  • წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ქირურგიული, ჰორმონული, ქიმიოთერაპიული და რადიოთერაპიული მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი;
  • ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

ანალიზისთვის ვენური სისხლი უნდა აიღონ დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციების ჩატარებამდე, რადგან ბიოფსია, ტრანსურეთრული ულტრასონოგრაფია, მასაჟი, გასინჯვა რექტალური პალპაციით იწვევს მისი კონცენტრაციის მატებას სისხლში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეაკულაციის შემდეგ PSA-ს ხანმოკლე მატება სისხლში ნარჩუნდება დაახლოებით 48 საათი.

- რა არის კრეატინინის, შარდოვანასა და შარდმჟავას ანალიზის ჩვენება, როდის ინიშნება აღნიშნული კვლევები და როგორია დასახელებულ კომპონენტთა ნორმული მაჩვენებლები?

კრეატინინი (CREA)

კრეატინინი - კრეატინის დაშლის საბოლოო პროდუქტია; კრეატინი კუნთოვანი და სხვა ქსოვილების ენერგეტიკული ცვლის მნიშვნელოვანი პროდუქტია; ის სინთეზდება ძირითადად ღვიძლში, საიდანაც სისხლის ნაკადით ტრანსპორტირდება კუნთოვან ქსოვილში, ფოსფორილირების შედეგად გარდაიქმნება კრეატინფოსფატად, რომელიც მონაწილეობს ენერგიის გადაცემაში მიტოქონდრიებსა და მიოფიბრილებს შორის. კრეატინინის ექსკრეცია (გამოყოფა ორგანიზმიდან) ხდება თირკმელებით, გლომერულური ფილტრაციის შედეგად, არ განიცდის რეაბსორბციას (უკუშეწოვას); კრეატინინის კონცენტრაცია სისხლში დამოკიდებულია მის წარმოქმნასა და ორგანიზმიდან გამოყოფაზე; მისი წარმოქმნა უშუალოდ არის დამოკიდებული კუნთოვანი მასის მდგომარეობაზე; ექსკრეცია კი პროპორციულია თირკმელების ფუნქციური მდგომარეობისა. კრეატინინის შემცველობა ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ძირითადად მუდმივი სიდიდეა და ნაკლებად არის დამოკიდებული კვებასა და სხვა ექსტრარენალურ ფაქტორებზე. ნორმის დასაშვები ზღვრები ცვალებადია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.

კრეატინინის ნორმალური ზღვრები:

ახალშობილები 21-75 µmol/L 2-12 თვე 15-37 µmol/L

1-< 3 წელი 21-36 µmol/L

3-< 5 წელი 27-42 µmol/L

5-< 7 წელი 28-52 µmol/L

7-< 9 წელი 35-53 µmol/L

9-< 11 წელი 34-65 µmol/L

11-< 13 წელი 46-70 µmol/L

13-< 15 წელი 50-77 µmol/L

მამრ. > 15 წელი 62-106 µmol/L

მდედრ. > 15 წელი 44-80 µmol/L

გადამყვანი კოეფიციენტი: µmol/L х 0,0113 = მგ/დL

ჩვენება სისხლში კრეატინინის ანალიზის დანიშვნაზე:

  • შარდგამომყოფი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • მწვავე ანთებითი დაავადებები;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებები;
  • მდგომარეობები ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რომლებიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას;
  • სეფსისი;
  • მრავლობითი მძიმე ტრავმული დაზიანებები;
  • ჰემოდიალიზი.

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

ანალიზის დიაგნოსტიკური მიზნით დანიშვნის შემთხვევაში სტანდარტულად რეკომენდებულია სისხლის აღება უზმოდ, დილის საათებში (შესაძლებელია მხოლოდ წყლის მიღება), სხვა ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარებამდე.

შარდოვანა (Urea)

შარდოვანა - ორგანიზმში ცილოვანი მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტია. მისი სინთეზი ძირითადად ხდება ღვიძლში, ამიაკიდან, რომელიც წარმოიქმნება ამინმჟავების დეზამინირების შედეგად; სხვადასხვა ქსოვილს (მაგალითად, ემბრიონული ან სიმსივნური ქსოვილი) ზრდის პროცესში არგინინიდან შარდოვანას წარმოქმნის უნარი გააჩნია. შარდოვანას დიდი ნაწილი ორგანიზმიდან გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით, გორგლოვანი ფილტრაციის გზით; მისი 40–60% რეაბსორბირდება (უკუშეიწოვება) სისხლის მიმოქცევაში. მისი კონცენტრაციის ცვლილება სისხლსა და შარდში ცილოვანი მოხმარების (დიეტის) პირდაპირპროპორციულია და ორგანიზმის ზრდის, ორსულობისა და გამოჯანმრთელების პროცესებში მიმდინარე ანაბოლიზმის პროცესთა ინტენსივობის უკუპროპორციულია. სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის პათოლოგიური ცვლილებები დამოკიდებულია შარდის წარმოქმნისა და გამოყოფის პროცესებზე.

შარდოვანას კონცენტრაციის მომატება სისხლში (აზოტემია) სხვადასხვა მექანიზმით არის განპირობებული. პრერენალური აზოტემია ვითარდება: დიდი რაოდენობით ცილოვანი საკვების მოხმარების დროს, როცა წარმოიქმნება ჭარბი რაოდენობით აზოტოვანი პროდუქტები; ცილების გაძლიერებული კატაბოლიზმით მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ანთებითი პროცესის, ღებინებით და ფაღარათით განპირობებული გაუწყლოების დროს; ამ მექანიზმით შარდოვანას მატება მალე რეგულირდება თირკმელებიდან გამოყოფის გზით. რენალური აზოტემია განპირობებულია თირკმლის გამომყოფი ფუნქციის დარღვევით. ვლინდება შემდეგი დაავადებების დროს: მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტი, ქრონიკული პიელონეფრიტი, ნეფროსკლეროზი, ავთვისებიანი მიმდინარეობის ჰიპერტონული დაავადება, ჰიდრონეფროზი, თირკმლის ტუბერკულოზი, შარდის გამოყოფის შეფერხება (კენჭი, სიმსივნე).

შარდოვანას ნორმალური ზღვრები:

< 17 წელი 1.79-6.43 მმოლ/L

18-60 წელი 2.1-7.1 მმოლ/L

60-90 წელი 2.9-8.2 მმოლ/L

გადამყვანი კოეფიციენტი: მმოლ/L х 6,006 = მგ/დL

შარდოვანა აზოტოვანი ცვლის დარღვევის ერთ-ერთი მარკერია და მისი კვლევის დანიშვნის ჩვენებებია:

  • თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის (უკმარისობის) დიაგნოსტიკა;
  • პრერენალური და პოსტრენალური აზოტემიის დიფერენციული დიაგნოსტიკა შარდოვანა/კრეატინინის ფარდობის საფუძველზე;
  • დაბალცილოვანი დიეტების ეფექტურობის მონიტორინგი თირკმლის უკმარისობის დროს;
  • ჰემოდიალიზის მონიტორნიგი.

საანალიზოდ გამოიყენება:

ვენური სისხლის შრატი - ანალიზის დიაგნოსტიკური მიზნით დანიშვნის დროს სტანდარტულად რეკომენდებულია სისხლის აღება უზმოდ, დილის საათებში (შესაძლებელია მხოლოდ წყლის მიღება), სხვა ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარებამდე.

შარდმჟავა (UA -Uricacid)

შარდმჟავა - პურინული მეტაბოლიზმის პროდუქტია. მისი დიდი ნაწილის ექსკრეცია (გამოყოფა) ხდება თირკმელებით. მცირე ნაწილი გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით. სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატების (ჰიპერურიკემია) მიზეზი შესაძლოა იყოს მისი ჭარბი პროდუქცია ან ექსკრეციის დაქვეითება თირკმელებით. შარდმჟავას ჭარბი პროდუქციის მიზეზი შესაძლოა იყოს კატაბოლური ფერმენტების დეფიციტი, რის შედეგადაც ხდება პურინული მეტაბოლიზმის სტიმულაცია ან სიმსივნური პროცესებით გამოწვეული პურინებისა და ნუკლეინის მჟავების გაძლიერებული კატაბოლიზმი. ჰიპერურიკემიის სხვა მიზეზებში განიხილება ალკოჰოლიზმი, ლეიკემია, მეტასტაზური სიმსივნეები, მიელომური დაავადება, ჰიპერლიპოპროტეინემია, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა, სტრესი, ტყვიით მოწამვლა, დეჰიდრატაცია. ჰიპერურიკემიის მიზეზი ხშირად შეიძლება იყოს აუხსნელი და ასეთ შემთხვევაში ის განიხილება როგორც იდიოპათიური.

შარდჟავას ნორმალური ზღვრები:

მამაკაცი 202.3‑416.5 µmol/L

ქალი 142.8‑339.2 µmol/L

გადამყვანი კოეფიციენტი: µmol/L х 0,0168 = მგ/დL

ჩვენება სისხლში შარდმჟავას ანალიზის დანიშვნაზე:

შარდმჟავა - პურინული მეტაბოლიზმის დარღვევის ერთ-ერთი მარკერია!

  • თირკმლის ფუნქციის შეფასება თირკმლის უკმარისობის დროს;
  • ნიკრისის ქარის (პოდაგრის) დიაგნოსტიკა და მკურნალობის მონიტორინგი;
  • შარდკენჭოვანი დაავადება;
  • ციტოსტატიკური მკურნალობის მონიტორინგი;
  • ლიმფური სისტემის პროლიფერაციული დაავადებების დიაგნოსტიკა.

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

ანალიზის დიაგნოსტიკური მიზნით დანიშვნის დროს სტანდარტულად რეკომენდებულია სისხლის აღება უზმოდ, დილის საათებში (შესაძლებელია მხოლოდ წყლის მიღება), სხვა ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარებამდე.

მნიშვნელოვანი, რომ სხვადასხვა ლაბორატორიაში გაკეთებული ანალიზის შედეგების შედარებისას გაითვალისწინონ გაზომვის ერთეული; თუ პარამეტრის გაზომვის ერთეულები განსხვავებულია, საჭიროა მათი გათანაბრება შესაბამისი გადამყვანი კოეფიციენტის გამოყენებით.

ესაუბრა თინათინ გოცაძე

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ანალიზები, რომლებიც უნდა ჩაიტაროთ, თუ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ

სიმპტომი, როგორიცაა მუდმივი დაღლილობა, გვხვდება ბევრი პათოლოგიის დროს და ის არ არის სპეციფიკური.
სრულად
გზა სამედიცინო გამოსახულებიდან გამოსახულებაზე დაფუძნებულ მედიცინამდე

1895 წელს რენტგენის აღმოჩენამ და ქალის ხელის პირველმა რენტგენოლოგიურმა სურათმა დაიწყო რადიოლოგიისა და სამედიცინო გამოსახულებების კვლევის ახალი ერა.
სრულად
რა არის გლიკოზირებული ჰემოგლობინი
რა არის გლიკოზირებული ჰემოგლობინი
გლიკირებული, იგივე გლიკოზირებული ჰემოგლობინი, არის ჰემოგლობინის სტაბილური ნაერთი გლუკოზასთან,
სრულად
როგორ ხდება ნაწლავის გამოკვლევა და დაავადების დიაგნოზი

ადამიანს არ შეუძლია რამდენიმე რამის – საკვების და წყლის გარეშე არსებობა. საკვებითა და წყლით მიღებული ნივთიერებები უზრუნველყოფს მთელი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგიას.
სრულად
ელექტროენცეფალოგრაფია - რას გვიჩვენებს და როდის ტარდება ეეგ კვლევა

ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) არის თავის ტვინის ელექტრული აქტივობის ამსახველი ერთგვარი მოზაიკა, რომელიც ჯანმრთელ ადამიანთან გამოირჩევა გარკვეული სურათით – თავის ტვინში ჰარმონიულად მიმდინარე ძირითადი ნერვული პროცესების ნორმული მახასიათებლებით.
სრულად
ულტრაბგერითი კვლევის რამდენჯერ გაკეთებაა უსაფრთხო

ადამიანების უმრავლესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვთ გაკეთებული ულტრაბგერითი კვლევა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გამარჯობათ ვარ 25 წლის ბიჭი და გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ჩემი გადაწყვეტილებით იმიტომ რომ მქონდა კუჭის შეკრულობა საშინელი ეხლა იმდენად აგარ რაც გასტრიტოლის წვეთების კეტილეპტის და მეზინფორტეს დალევა დავიწყე. მქონდა ასევე საშინელი ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა მხარეს ნეკნებ ქვეშ საშინელი ტკივილი. ეხლა იმდენად აღარ. ანრა არის მუცლის მაგნაწილშიდა როგორცვე ცოტა რაგაცას შევჭამ თითქოს და ტონა ჭამაო. რაც შეეეხებააა ჩემსს სისხლის ანალიზსსსს ერითროციტები მააქვსს მომატებული შედეგი 6.19 და ნორმა 5.9 წერია .ასევე ჰემოგლობინი 17.8 წერია შედეგიდა ნორმა 17.5 ..ასევე მაქ ეოზინოფილის პროცენტი 0.5 და ნორმაა 1-5 წერია და გვერძე წერია რომდაბალი მაჩვენებელია და და თვითონ ეოზინოფილი და არა ეოზინოფილის პროცენტი (ორიწერია ) ეგ მააქვს 0.03 და ნორმა 0.044 -0.5 წერიაა დააა ძან ავნერვიიულდი რატომ მაქვს ეს ეოზინოფილი დაბალიდა რისი მანიშნებელია? ან ერითროციტების და ჰემოგლობინის მატება რიიისი ნიშანიააა (ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ).

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კრეატინინის, შარდოვანას, შარდმჟავასა და PSA-ს ანალიზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები