/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

სათვალე თუ კონტაქტური ლინზა

სათვალე თუ კონტაქტური ლინზა
თუ ცუდად ხედავთ, ნაკლის გამოსასწორებლად სათვალე ან კონტაქტური ლინზა უნდა იხმაროთ. ეს მხედველობის კორექციის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დღეს სათვალეს

მთელ მსოფლიოში ორ მილიარდზე მეტი ადამიანი ატარებს. ბევრს აინტერესებს, რომელი ჯობია - სათვალე თუ კონტაქტური ლინზა. ამის გარკვევაში ოპტიკური კომპანია "რონიკოს" მთავარი ექიმი ოფთალმოლოგი სვეტლანა ავეტიკიანი დაგვეხმარება.

  • ქალბატონო სვეტლანა, მაინც რომელი ჯობია - სათვალე თუ კონტაქტური ლინზა?

- ორივეს აქვს როგორც ღირსებები, ისე ნაკლოვანებები. მაგალითად, სათვალე მხოლოდ მხედველობის კორექციის საშუალება კი არ არის, არამედ აქსესუარიც, რომელსაც იყენებს თანამედროვე ადამიანი იმიჯის შესაქმნელად. ბევრი სათვალეს სწორედ ამ დატვირთვას ანიჭებს და არასოდეს იცილებს მას. ზოგიერთისთვის კი სათვალის ტარება ამა თუ იმ მიზეზით მიუღებელია. მათ ერთადერთი გამოსავალი რჩებათ - კონტაქტური ლინზების ხმარება. არიან ისეთებიც, რომლებიც სათვალესაც ატარებენ და ლინზებსაც. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი მეორეს არ ცვლის. მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ ორივე მათგანი.

დავიწყოთ სათვალით. სათვალე მხედველობის კორექციის ძალზე პოპულარული საშუალებაა. იგი არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, ხოლო თუ ორგანული მინისგან არის დამზადებული, ორმაგად გამძლეა და უსაფრთხო. მაკორეგირებელი სათვალის მთავარი ნაწილია ლინზა, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მხედველობა. მისი მეშვეობით შეიძლება გამოსწორდეს ისეთი პათოლოგიები, როგორებიც არის მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა), ასტიგმატიზმი და პრესბიოპია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სათვალის ლინზები რამდენიმე ტიპისაა. მისი ძირითადი ტიპებია:

  1. მონოფოკალური, რომელიც გამოიყენება მიოპიის, ჰიპერმეტროპიისა და ასტიგმატიზმის შემთხვევაში;
  2. ბიფოკალური, რომელიც გამოიყენება პრესბიოპიის დროს. მას აქვს ორი ოპტიკური ზონა: ზევით - შორს ხედვისთვის, ხოლო ქვევით - ახლო ხედვისთვის.
  3. პროგრესული, რომელსაც ასევე პრესბიოპიის დროს იყენებენ. მას აქვს რამდენიმე ოპტიკური ზონა და უზრუნველყოფს ხედვას სხვადასხვა მანძილზე.
  4. საოფისე პროგრესული. ასეთი ლინზები ოფისში სამუშოდ გამოიყენება. მას არ გააჩნია შორს ხედვის ზონა. მისი სამუშაო ფართობია 50-80 სმ - სწორედ ამ მანძილზეა მოთავსებული კომპიუტერი.

  • რა მოეთხოვება სათვალის ლინზებს?

- ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა მინის წონასა და სისქეს ეხება. არავის სურს, ატაროს მძიმე სათვალე, რომელიც დროთა განმავლობაში ცხვირზე ნაჭდევებს აჩენს, ამიტომ მძიმე მინერალური (მინის) ლინზების ნაცვლად ბოლო ხანს უფრო მეტად მსუბუქ ორგანულ ლინზებს იყენებენ. მაგრამ ორგანული ლინზებიც განსხვავდება ერთმანეთისგან დაფარვისა და გამუქების კოეფიციენტით. არსებობს ასფერული ლინზებიც. ისინი უფრო თხელი, ესთეტიკური და ვიზუალურად ეფექტურია.

  • მოდი, ახლა მხედველობის კონტაქტურ კორექციაზე ვისაუბროთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მყავს 4 წლის გოგო, რომელიც ხშირ დროს ატარებდა ტელეფონთან, დაუდგინდა მიოპია -2 და მეორე თვალზე -2.75. მეც ახლომხედველი ვიყავი, ლაზერული ოპერაციის გაკეთებამდე. რადგან ჯერ არავინ მინახავს სათვალის ტარებით განკურნებული ოფთალმოლოგს ვკითხე თუ შეიძლება თანდათან გაუმჯობესდეს ჩემი შვილის მდგომარეობათქო და არაო მითხრა, პირიქით შეიძლება გაიზარდოს მინუსიო. არაფერი ეშველებაო ოპერაციის გარდა. მაინტერესებს მართლა ასეა? გასაგებად რომ დამიწეროთ რა.. რამე ვარჯიში ან წვეთები არაფერი გამიგონია ჯერ კიდევ? პ.ს. ახლობელს დაყავს ბავშვი 3 წლიდან უკეთია სათვალე და ყოველ ნახევარ წელიწადში ექიმი უფრო დაბალი ნომრის სათვალეს უნიშნავს რადგან უკეთესობა აქვსო და დავიბენი</p>

- კონტაქტური ლინზების მომხმარებლები უმთავრესად 18-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მთელი ცხოვრება ატარებენ ასეთ ლინზებს. ახალგაზრდები მათ იმიტომ ირჩევენ, რომ კონტაქტური ლინზები ხელს არ უშლის ფიზიკურ აქტიურობას არც სპორტში, არც მოგზაურობისა და მუშაობის დროს. ზოგიერთს კი, უბრალოდ, არ მოსწონს სათვალე, ანდა სურს ჰქონდეს ბუნებრივი მხდველობის შეუზღუდავი ველი.

  • მაინც რა უპირატესობა აქვს კონტაქტურ ლინზას?

- მაღალი მიოპიის, ჰიპერმეტროპიის, ასტიგმატიზმის შემთხვევაში კონტაქტური ლინზა უზრუნველყოფს მხედველობის ფართო არეალს, სათვალის ხმარებისას კი მხედველობის არე ერთგვარად შეზღუდულია. კონტაქტური ლინზა არ იორთქლება სიცივეში ქუჩიდან შენობაში შესვლისას, წვიმაში არ სველდება, გარდა ამისა, სათვალეზე ნაკლებად ტრავმულია.

  • რა ტიპის კონტაქტური ლინზები არსებობს?

ასევე დაგაინტერესებთ
რომელია მხედველობისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები
რატომ უარესდება მხედველობა სიბერეში

- კონტაქტური ლინზები ერთმანეთისგან განსხვავდება ცვლისა და უწყვეტი მოხმარების ვადით. გარდა ამისა, ისინი იყოფა მკვრივ და რბილ ლინზებად. მომხმარებელთა უმრავლესობა რბილს ამჯობინებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მკვრივი კონტაქტური ლინზის დანიშვნა აუცილებელია. თბილისში არის ლაბორატორია, სადაც ასეთი ლინზები მუშავდება. თანამედროვე რბილი კონტაქტური ლინზები ორი ტიპის მასალისგან: ჰიდროგელისა და სილიკონჰიდროგელისგან - მზადდება. ჰიდროგელის ლინზები დღისით სახმარია, ხოლო სილიკონჰიდროგელისა შეიძლება ვიხმაროთ ღამითაც. ჰიდროგელის ფაზა საჭიროა თვალის ქსოვილური შეთავსებისთვის, ხოლო სილიკონისა - რქოვანას ჟანგბადით კვების უზრუნველსაყოფად.

  • ზემოთ ლინზის მოხმარების ვადა ახსენეთ...

- ლინზას მოხმარების განსაზღვრული ვადა აქვს. არსებობს ერთდღიანი, ორკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და უფრო ხანგრძლივი მოხმარების ლინზები. ვადა დამოკიდებულია მასალაზე, რომლისგანაც დამზადებულია ლინზა. არსებობს კონტაქტური ლინზები, რომლებიც ცვლის თვალის ფერს, მაგრამ მათი გამოყენება მხოლოდ დღისით შეიძლება.

მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო რბილი ლინზების წარმოებაში არსებულ სიახლეზე. ვფიქრობ, ის განსაკუთრებით დააინტერესებს ასტიგმატური სათვალეების მომხმარებლებსა და პრესბიოპებს, რომლებსაც სჭირდებათ სათვალე როგორც შორს, ასევე ახლოს ხედვისთვის, ასევე მათაც, ვინც უკვე ატარებს პროგრესულ სათვალეს: რამდენიმე წელია, თბილისშიც გამოჩნდა ასტიგმატური და პროგრესული კონტაქტური ლინზები, რომლებიც უზრუნველყოფს კარგ ხედვასა და კომფორტს.

  • რას მოითხოვენ ექიმი კონტაქტოლოგები თავიანთი პაციენტებისგან?

- უმთავრესი მოთხოვნაა ლინზის მოხმარების ვადის მკაცრი დაცვა. ერთთვიანი ლინზა უნდა ვატაროთ ერთი თვე და არამც და არამც ამაზე მეტი, სამთვიანი - სამი თვე და ა.შ.

მეორე მოთხოვნაა ზედმიწევნითი ჰიგიენა - როგორც პირადი, ასევე ლინზისა. ლინზის მოსავლელი ხსნარი უნდა შეიცვალოს ლინზის ყოველი მოხმარების შემდეგ, ლინზას უნდა შევეხოთ მხოლოდ დაბანილი ხელებით. დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში შემოვიდა ერთდღიანი ფერადი ლინზები, რომლებსაც ზოგი თითქმის ერთი კვირა ატარებს. ეს იმიტომ, რომ ლინზა ხარისხიანია და არ იწვევს არავითარ დისკომფორტს. ასეთი რამ დაუშვებელია! ჯობს, საერთოდ არ ვატაროთ ლინზა, თუკი არ გვაქვს მისი დროზე შეცვლის საშუალება.

  • შეიძლება თუ არა ლინზის ხმარება ბავშვებისთვის?

- ბავშვებისთვის ლინზის ხმარება შეიძლება სამი წლიდან. ცხადია, ჩასმა, ამოღება და მოვლა ამ დროს უფროსს ეკისრება. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც კონტაქტური ლინზის დანიშვნა პირდაპირ არის ნაჩვენები, სახელდობრ, ასეთია:

  1. მაღალი ხარისხის მიოპია;
  2. ჰიპერმეტროპია;
  3. ასტიგმატიზმი;
  4. აპათიის შემთხვევები ტრავმული ან თანდაყოლილი კატარაქტის ექსტრაქციის შემდგომ;
  5. ანიზომეტროპია, როცა სათვალით სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა.

  • ხშირად გაიგონებთ, რომ კონტაქტურ ლინზას სათვალე სჯობია, რადგან ლინზა თვალს ვნებს.

- ვინც ჩვენს ინტერვიუს გაეცნობა, ვფიქრობ, რადიკალურად შეცვლის წარმოდგენას კონტაქტური ლინზის შესახებ. დასასრულ კი, აი, რა მინდა გითხრათ: არ აქვს მნიშვნელობა, ლინზას ატარებთ თუ სათვალეს; მთავარია, ის ხარისხიანი იყოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სათვალე თუ კონტაქტური ლინზა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები