/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

ასტიგმატიზმი და კატარაქტა

ასტიგმატიზმი და კატარაქტა
ასტიგმატიზმი რეფრაქციის (თვალის შუქმტეხი უნარის) ანომალიაა: სინათლის სხივები ბადურაზე ერთ წერტილში ვერ იყრის თავს, ამიტომ ადამიანი გარკვევით ვერ ხედავს საგანს.

ასტიგმატიზმი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც, რომელიც ზოგჯერ მემკვიდრეობით გადაეცემა და შეძენილიც, რომელიც ვითარდება თვალის ოპერაციის, ტრავმის ან ანთების შედეგად. ასტიგმატიზმის ძირითადი მიზეზი რქოვანას სფერულობის დარღვევაა. ის ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბროლის ზედაპირის სფერულობის დარღვევამ ან მისმა ირიბმა მდებარეობამ თვალის ოპტიკური ღერძის მიმართ. ზოგჯერ რქოვანასა და ბროლის ასტიგმატიზმი ჯამდება და ამ შემთხვევაში თვალის საერთო ასტიგმატიზმის ხარისხი იმატებს, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ისინი ერთმანეთს აბათილებენ და რეფრაქცია ნორმალური (სფერული) რჩება. ასტიგმატური თვალის მხედველობა ისეთი მახვილი და მკაფიო არ არის, როგორიც ნორმალური თვალისა. რაც უფრო მაღალია ასტიგმატიზმის ხარისხი, მით უფრო ნაკლებია მხედველობის სიმახვილე. ახალგაზრდა და საშუალო ასაკში დაბალი ხარისხის ასტიგმატიზმის დროს მხედველობის სიმახვილე შესაძლოა სავსებით დამაკმაყოფილებელი იყოს, საშუალო და მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმის დროს კი ხშირად გამოხატულია მხედველობის სისუსტე, თვალის სწრაფი დაღლა, თვალის ტკივილი და ქრონიკული ბლეფაროკონიუნქტივიტი (ქუთუთოებისა და თვალის შემაერთებელი ქსოვილის ანთება).

ასტიგმატიზმის მკურნალობა გულისხმობს სათვალეების სწორად შერჩევას და თუ ეს დაავადების ადრეულ სტადიაზე მოხდა, მაშინ პრობლემა მთლიანად მოიხსნება. ასტიგმატიზმის დროს ინიშნება სათვალეები, რომლებსაც აქვს სპეციალური ცილინდრული ლინზები დადებითი ან უარყოფითი ეფექტით - ეს ასტიგმატიზმის კონკრეტულ ფორმაზეა დამოკიდებული. სათვალე 100%-ით ვერ კურნავს ასტიგმატიზმს, ის მხოლოდ კორექციით შემოიფარგლება. უნდა ითქვას, რომ სათვალის ტარებას თან სდევს მუდმივი დისკომფორტი. ვისაც ამ დისკომფორტის გადალახვა უჭირს, მას კონტაქტურ ლინზებს სთავაზობენ, თუმცა განსაკუთრებული ეფექტურობით მკურნალობის არც ეს მეთოდი გამოირჩევა. უბრალოდ, ლინზები სათვალის გაუმჯობესებული ვერსიაა. ამასთანავე, იწვევს გვერდით მოვლენებს - თვალის შეწითლებას, მუდმივ ცრემლდენას ან, პირიქით, თვალის გამოშრობას, ალერგიას, ქავილს. დიდია თვალში ინფექციის შეჭრის საშიშროებაც.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აუცილებლად უნდა შევეხოთ ასტიგმატიზმის დროს ლაზერული თერაპიის მნიშვნელობას. იგი წარმოადგენს ლაზერული სხივებით მკურნალობის მეტად ეფექტურ მეთოდს, რომელიც ასტიგმატიზმით დაავადებულ ზრდასრულ ადამიანს სრული განკურნების საშუალებას აძლევს, თუმცა, ნებისმიერი ოპერაციის მსგავსად, უკუჩვენებები მასაც აქვს. კატარაქტა ბროლის შემღვრევაა. მის არსებობას გვაეჭვებინებს შემდეგი ნიშნები:

  • მხედველობის მოულოდნელი დაქვეითება - თვალწინ თითქოს ნისლი აგეფარაო;
  • მხედველობის დაქვეითება არ უკავშირდება თვალის დატვირთვის მატებას;
  • მსხვილი შრიფტით დაწერილი წიგნის კითხვა ჭირს, ხოლო სათვალე მხედველობას არ აუმჯობესებს;
  • ჭირს შორს მდებარე საგნების გარჩევა;
  • ნელ-ნელა ირგვლივ მდებარე საგნები კარგავენ მოხაზულობას და ორდებიან;
  • თვალები სინათლისადმი მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება;
  • გუგები, რომლებიც, ჩვეულებრივ, შავია, შესაძლოა გაბაცდეს.

მინდა, ხაზგასმით გითხრათ, რომ ოპერაცია კატარაქტისგან განკურნების ერთადერთი გზაა. დაავადების საწყის ეტაპზე, მუდმივი და უწყვეტი მედიკამენტური მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში, შესაძლებელია პროცესის შეფერხება, მაგრამ არა უკუქცევა. კატარაქტის საწინააღმდეგო მედიკამენტები ძირითადად ბროლში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესზე ახდენს გავლენას. წვეთებთან ერთად რეკომენდებულია თვალისთვის განკუთვნილი ვიტამინებისა და მოცვის შემცველი მედიკამენტების მიღება. არსებობს კატარაქტის ოპერაციული მკურნალობის რამდენიმე მეთოდი: ინტრაკაფსულური ექსტრაქცია, ექსტრაკაფსულური ექსტრაქცია, ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაცია, ლაზერული ფაკოემულსიფიკაცია. ოპერაციის დროს ხდება ხელოვნური ბროლის ჩანერგვა. ორი უკანასკნელი მეთოდი არის ე. წ. უნაკერო ოპერაცია - ბროლს სპეციალური ულტრაბგერითი ან ლაზერული აპარატის გამოყენებით ანაწევრებენ, იღებენ და მის ადგილას ხელოვნურ კუმშვად ბროლს ნერგავენ. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით არჩევს ოპერაციის მეთოდს. თუ საჭიროა ორივე თვალის ოპერაცია, ქირურგიული ჩარევა ჯერ უფრო ნაკლებად მხედველ თვალზე ტარდება. ორივე თვალზე ერთდროულად ოპერაცია არ კეთდება. კატარაქტის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაავადების ადრეული გამოვლენა, მართებული მკურნალობა და ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გგონიათ, რომ თქვენს შვილს სძულხართ? - როგორ მოვექცეთ შვილს გარდატეხის ასაკში
გგონიათ, რომ თქვენს შვილს სძულხართ? - როგორ მოვექცეთ შვილს გარდატეხის ასაკში
შესაძლებელია, სულ ცოტა ხნის წინ თქვენი ტკბილი შვილი გთხოვდათ მასთან ერთად კლასის ექსკურსიაზე წასვლას
სრულად
როგორ დავიახლოოთ მოზარდი
როგორ დავიახლოოთ მოზარდი
ყმაწვილობის ასაკში შესულ ბავშვს უკვე აღარ სურს მშობლებთან გულახდილი საუბარი ან მათი სათუთი მოპყრობა.
სრულად
რომელი ფაქტორები განაპირობებს გოგონას სიმაღლის მაჩვენებელს
რომელი ფაქტორები განაპირობებს გოგონას სიმაღლის მაჩვენებელს
გარდატეხის ასაკის მოზარდები ძალიან ფაქიზ და სათუთ დამოკიდებულებას საჭიროებენ.
სრულად
გარდატეხის ასაკი და ვიტამინები ჰორმონთა აჯანყების წინააღმდეგ
გარდატეხის ასაკი და ვიტამინები ჰორმონთა აჯანყების წინააღმდეგ
გარდატეხის ასაკი ურთულესი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ჰორმონთა ჯანყი – ასე აფასებენ ენდოკრინოლოგები
სრულად
"თავისუფლება მინდა!"
"თავისუფლება მინდა!"
მყავს 13 წლის ვაჟი. ძალიან მიჭირს მასთან ურთიერთობა. მშობლების აზრს არაფრად აგდებს, რჩევას არ იღებს,
სრულად
მოზარდი და ნარკოტიკი
მოზარდი და ნარკოტიკი
მეცნიერები, რომლებიც ნარკომანიის პრობლემებზე მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ ხელშემწყობი პირობების არსებობის შემთხვევაში ნარკომანი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს.
სრულად
გარდატეხის ასაკის ნევროზი
გარდატეხის ასაკის ნევროზი
გარდატეხის ასაკში ორგანიზმში მიმდინარე რთული ანატომიურ-ფუნქციური ცვლილებები პიროვნების ფსიქოემოციურ სფეროზეც აისახება.
სრულად
გარდატეხის ასაკის პრობლემები
გარდატეხის ასაკის პრობლემები
სიცოცხლში არის ეტაპები, რომლებიც წონის განსაკუთრებული მატებით მიმდინარეობს და რომელთა მართებულ წარმართვაზეც ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა და გარეგნობა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ასტიგმატიზმი და კატარაქტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები