ინტიმური პროთეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინტიმური პროთეზები

  • ხელოვნური სასქესო ჯირკვლები(სათესლეები). ისინი ინტიმურ პროთეზებს შორის ყველაზე მარტივი და იოლი ჩასანერგია, არც გართულებებს იწვევს და უმთავრესად ფსიქოლოგიური პრობლემის მოსახსნელად არის განკუთვნილი, თუმცა მათ ცოტა თუ იყენებს, ასე რომ, ამ სახის პროთეზებზე შეჩერება არც კი ღირს.
  • ერექტორი (ლათინურიდან errectus - გამასწორებელი) მექანიკური მოწყობილობაა, რომელიც ერექციის სისუსტისა და არარსებობის შემთხვევაში ნორმალური სქესობრივი აქტის ჩატარებას უზრუნველყოფს. იგი წარმოადგენს მოსახსნელ პროთეზს, რომელიც სპეციალურად მოხრილი მავთულისგან მზადდება. მავთულს ელასტიკური ჰიგიენური გარსით ფარავენ. ერექტორი ჩამოიცმევა არაერეგირებულ ასოზე და გარკვეული წესების დაცვით მაგრდება მასზე, რაც მამაკაცს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს, ასოს ნებისმიერი დაჭიმულობისას ჩაატაროს სქესობრივი აქტი. პარტნიორების უმრავლესობა დისკომფორტს არ უჩივის. ერექტორი იოლად გამოსაყენებელი და უვნებელია.

    პირველი ერექტორი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის დამლევს გაჩნდა, ამჟამად კი მისი რამდენიმე ასეული ვარიანტი არსებობს. მისი გამოყენების ჩვენებად მიიჩნევა კოიტუსისა (სქესობრივი აქტის) და შესაძლო წარუმატებლობის შიში, ერექციის სისუსტე, ნაადრევი ეაკულაცია (თესლდანთხევა), ხერხემლისა და სასქესო ორგანოების ტრავმის შედეგები. ერექტორის ზომას არჩევს ექიმი ან სპეციალური ცხრილის მეშვეობით - თვით პაციენტი. სხვათა შორის, ზოგჯერ ერექტორის ერთჯერადი გამოყენებაც საკმარისია - მთავარია, მამაკაცს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდეს.

  • ფალოპროთეზირება (ბერძნულიდან "ფალლოს" - მამაკაცის სასქესო ასო). ერექტოთერაპიისგან განსხვავებით, როცა პროთეზი მოსახსნელია და ასოზე ჩამოიცმევა უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ, ფალოპროთეზი ქირურგიულად ინერგება სასქესო ასოს ქსოვილში და მას მუდმივ მექანიკურ სიმყარეს ანიჭებს. სქესობრივი აქტის ნებისმიერ სიტუაციაში და მრავალჯერადი ჩატარების შესაძლებლობა ფალოპროთეზირების მეთოდს მეტად მიმზიდველს ხდის იმ მამაკაცებისთვის, რომლებმაც უკვე გამოსცადეს კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობა.
ფალოპროთეზი სამი ტიპისაა: ხისტი, ნახევრად ხისტი და გასაბერი (შესავსები).

  1. სასქესო ასოზე გაკეთებული მცირე ზომის განაკვეთიდან მის სიღრმეში შეჰყავთ და ასოს თავიდან ძირამდე ათავსებენ სპეციალურ პროთეზს, რომელსაც კბილის ჯაგრისის სახელურის მსგავსი ფორმა აქვს. ასეთი პროთეზი რამდენადმე მოუხერხებელია, ვინაიდან ასო მუდმივად ერეგირებულ მდგომარეობაში რჩება და მისი მოთავსება მხოლოდ მუცლის წინა ზედაპირზეა შესაძლებელი, დასაფიქსირებლად კი მამაკაცმა სხეულზე მოჭერილი საცურაო ტრუსი უნდა ჩაიცვას.
  2. უფრო ბუნებრივად გამოიყურება ნახევრად ხისტი კონსტრუქციის პროთეზები (მისი ნაირსახეობაა სახსრიანი პროთეზიც). ისინი სილიკონის რეზინისგან მზადდება და შესაძლებელია, სქესობრივი აქტის შემდეგ შედარებით ბუნებრივ მდგომარეობაში მოთავსდეს.
  3. გასაბერი კონსტრუქციები ფალოპროთეზების ყველაზე თანამედროვე, მაგრამ ყველაზე რთული და, როგორც ჩანს, არცთუ საიმედო ვარიანტებია. ასოს თავის მიდამოში, კანქვეშ, თავსდება სითხით სავსე პატარა რეზერვუარი, რომელიც სილიკონის მილების მეშვეობით უერთდება სათესლე პარკში მოთავსებულ ტუმბოს და სასქესო ასოს სიღრმეში, მის კავერნოზულ (მღვიმოვან) სხეულში ჩანერგილ სილიკონის სპეციალურ ცილინდრებს. სათესლე პარკზე ხელის მოჭერით მამაკაცი სითხეს ცილინდრებში გადაქაჩავს, რაც სასქესო ასოს სათანადო ერექციას უზრუნველყოფს.

 

პაციენტთა შერჩევა. პრობლემა მეტად სათუთია, ამიტომ პროცენტული მონაცემები სავსებით სანდო არ უნდა იყოს. მხოლოდ იმ მიზეზებს ჩამოვთვლით, რომელთა გამოც დასჭირდათ ადამიანებს ფალოპროთეზირება: შაქრიანი დიაბეტი, სისხლძარღვთა პრობლემები, პეირონის დაავადება, პრიაპრიზმის შედეგები, მენჯის ტრავმა, მენჯის ორგანოებზე გადატანილი ოპერაციის შემდგომი მოვლენები, ზურგის ტვინის დაზიანება, ფსიქოლოგიური პრობლემები. ამრიგად, ფალოპროთეზირების კანდიდატებად, უწინარეს ყოვლისა, ის მამაკაცები მიიჩნევიან, რომელთაც შეუქცევადი ორგანული იმპოტენცია დაუდგინეს ან რომელთა ფსიქოლოგიური მკურნალობაც უშედეგოდ დასრულდა. ქირურგიული მანიპულაცია ლოკალური გაუტკივარებითაც შეიძლება ჩატარდეს და რეგიონული გაუტკივარებითაც. სახიფათოა გულის მძიმე უკმარისობა, მაგრამ ზოგიერთი მამაკაცი არად აგდებს სიკვდილის საფრთხეს და იმპოტენციით ტანჯვას ოპერაციის გაკეთებას ამჯობინებს.

ვიდრე ფალოპროთეზირებაზე დათანხმდება, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს ინფორმაცია მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების - მოსახსნელი მექანიკური მოწყობილობებისა და იმ პრეპარატების შესახებ, რომლებიც ინექციით ასოს კავერნოზულ სხეულში შეჰყავთ.

ზოგიერთი მამაკაცი ოპერაციაზე იმიტომ არ თანხმდება, რომ "ასეთი რამეებისთვის უკვე მეტისმეტად ხანდაზმულია" ან პროთეზირება არაბუნებრივად მიაჩნია. ეს შეხედულებები საზოგადოების სხვადასხვა ფენაში ვარირებს და განუწყვეტლივ იცვლება საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედებით. ექიმი სულაც არ გახლავთ ვალდებული, პაციენტი ოპერაციის აუცილებლობაში დაარწმუნოს. მან მამაკაცს სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და რჩევა მისცეს. პაციენტი პარტნიორსაც უნდა მოეთათბიროს. სასურველია, ოპერაციის საკითხის განხილვიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მცირე ხანი მაინც გავიდეს.

ექიმმა პაციენტს ოპერაციის რეალური პერსპექტივა უნდა დაანახოს: სასქესო ასოს პროთეზი შეღწევისთვის აუცილებელ რიგიდულობას განაპირობებს, მაგრამ სქესობრივი დაკმაყოფილების გარანტიას არ იძლევა; ოპერაციის შემდეგ ასო საწყის სიგრძეს ინარჩუნებს, მის ზომას მხოლოდ გასაბერი პროთეზი ცვლის; პაციენტებისა და მათი პარტნიორების უმრავლესობა სქესობრივ კმაყოფილებას განიცდის, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც საპირისპირო აზრი აქვთ.

პროთეზის შერჩევა. სასქესო ასოში პროთეზის იმპლანტაცია პირველად იმ მამაკაცებს ჩაუტარდათ, რომლებმაც ტრავმის გამო ასოს ამპუტაცია (მოკვეთა) გადაიტანეს. მეოცე საუკუნის ოცდაათიან-ორმოციან წლებში ქირურგებმა ასოს რიგიდულობის აღსადგენად პაციენტის ხრტილი გამოიყენეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ დროთა განმავლობაში ის გაიწოვებოდა. ათიოდე წლის შემდეგ სინთეტიკური ნივთიერებების - აკრილისა და პოლიეთილენის გამოყენება სცადეს, მაგრამ ვინაიდან ხშირად ტყდებოდა, მალევე უარყვეს. სილიკონის აღმოჩენამ თითქოს ყველა პრობლემა გადაჭრა, მაგრამ ნაკლოვანებებს არც ეს ნივთიერება იყო მოკლებული.

ერთი სიტყვით, იდეალური პროთეზი არ არსებობს. არც არჩევანის გაკეთებაა ადვილი. გადაწყვეტილებას ქირურგი და პაციენტი ერთობლივად, პაციენტის ფინანსური შესაძლებლობისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის, კლინიკის მომსახურებისა თუ მომწოდებლის მხარდაჭერის გათვალისწინებით იღებენ.

დღეს თითქმის ყველა იმპლანტირებადი პროთეზი წყვილად მზადდება სილიკონის პოლიმერისგან, ინერტულია და იოლად ასატანი. ამასთან ერთად, ის საიმედო, ადვილად საშოვნი, მარტივი და იაფი უნდა იყოს, გამოყენებისას რთულ მანიპულაციებს არ უნდა მოითხოვდეს, ხოლო დაზიანების შემთხვევაში ასოს ქსოვილებს ტრავმას არ უნდა აყენებდეს. ერთი სიტყვით, არჩევანი მრავალფეროვანი კია, მაგრამ ”საუკეთესო საქონლის” პოვნა მაინც ჭირს.

გართულებები. პროთეზის ჩანერგვის შემდგომ გართულებათა ზუსტი რიცხვი, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, უცნობია. სხვადასხვა მონაცემით, მათი პროცენტული მაჩვენებელი 36%-დან 60%-მდე მერყეობს. გართულება უმთავრესად იმპოტენციის მიზეზებზე, პროთეზის ნაირსახეობასა და ქირურგის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად ინფექციები და ოპერაციული ტექნიკის არასრულყოფილება მიიჩნევა.

მიუხედავად ყველაფრისა, სასქესო ასოს პროთეზი მრავალ მამაკაცს აძლევს საშუალებას, წარმატებულ სქესობრივ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ქირურგისთვის ხელმისაწვდომია დიდი და განუწყვეტლივ განახლებადი არჩევანი იმპლანტანტებისა, რომელთაგან თითოეულს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. პაციენტი მათ შესახებ უტყუარ ინფორმაციას უნდა ფლობდეს. გარდა ამისა, აუცილებელია თანამშრომლობა ქირურგსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს შორის, რათა პაციენტმა ქირურგიული ოპერაციისგან მაქსიმალური სარგებლობა მიიღოს.