/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პულმონოლოგია

პნევმონია - მისი ფორმები და ძირითადი მახასიათებლები

პნევმონია - მისი ფორმები და ძირითადი მახასიათებლები
პნევმონია, ფილტვის ანთება, დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და სხვა დაავადებასაც დაერთოს გართულებად.

მას იწვევს ბაქტერიები (პნევმოკოკები, სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები) და ვირუსები (გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი), რომლებიც ფილტვებში უმთავრესად ბრონქებიდან ხვდება. პნევმონია ზოგჯერ ინფექციის ლიმფოგენური ან ჰემატოგენური გზით (ანუ ლიმფითა და სისხლით) გავრცელების შედეგადაც ვითარდება.

მის განვითარებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უწყობს გაციება, განსაკუთრებით - ჰაერის მომატებული ტენიანობის პირობებში, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, გულმკერდის ტრავმული დაზიანება, ორგანიზმის ზოგადი გადაღლა, არასრულფასოვანი კვება, თამბაქოს წევა, ფილტვის გადატანილი დაავადებები.ბავშვებში, მოხუცებსა და მძიმე ავადმყოფებში მოძრაობითი და სუნთქვითი აქტივობის უკმარისობის გამო პნევმონია შესაძლოა შეგუბებითმა მოვლენებმაც გამოიწვიოს.

განასხვავებენ პნევმონიის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავეთა რიცხვს მიაკუთვნებენ კრუპოზულ და კეროვან პნევმონიებს. ცალკე გამოყოფენ ინტერსტიციულ ფორმას, რომლის დროსაც ანთებითი პროცესი ფილტვის შემაერთებელ ქსოვილს მოიცავს. ეს ფორმა უმეტესად გრიპისა და მისი მსგავსი დაავადებების გართულებად ვითარდება.

კრუპოზული პნევმონია

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კრუპოზულ პნევმონიას ძირითადად პნევმოკოკი იწვევს. მისთვის დამახასიათებელია ფილტვის მთელი წილის ანთება. აღმოცენდება, როგორც წესი, ძლიერი გაციების შემდეგ. იწყება უეცრად, შემცივნებით, ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მომატებით. გულმკერდის არეში აღმოცენდება ტკივილი, რომელიც ხველისა და ღრმა სუნთქვის დროს ძლიერდება.

თუ პნევმონიის კერა ფილტვის ცენტრში ან ზედა წილშია, ტკივილი შესაძლოა არ იყოს გამოხატული. პირველ დღე-ღამეს ხველა მშრალია, მოგვიანებით კი ნახველიანი. ნახველი ზოგჯერ სისხლნარევი ან ჟანგისფერია. ტუჩებისა და ნესტოების კიდეზე ხშირად ჩნდება ჰერპესული გამონაყარი. სახე ჰიპერემიულია (აწითლებული სისხლის მოწოლის გამო), სუნთქვა - გახშირებული, დაავადებული მხარე სუნთქვაში ჩამორჩება. შეინიშნება ტაქიკარდია, ზოგჯერ - გულის საზღვრების გადიდება, ასევე - თავის ტკივილი, აღგზნებადობა, უძილობა, უმადობა, საჭმლის მონელების დარღვევა, ზოგჯერ - შეკრულობა.

შეკითხვა ექიმს
<p>-უსიცხო ფილტვების ანთება გამოჩნდება თუარა ჩვეულებრივ რენტგენზე?</p>

ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდების გაჩენამ შეცვალა კრუპოზული პნევმონის ციკლური მიმდინარეობა - ფილტვის წილში მიმდინარე ანატომიური ცვლილებების ოთხ თანამიმდევრულ ეტაპად განვითარება. გახშირდა ფილტვის წილის ცალკეული სეგმენტების იზოლირებული დაზიანება, ინტოქსიკაცია, ყველა კლინიკური სიმპტომი შესუსტდა, ხოლო დაავადების მიმდინარეობა გახანგრძლივდა.

კრუპოზული პნევმონია განსაკუთრებით დუნედ და ატიპურად მიმდინარეობს მოხუცებში, სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე, ცუდად ნაკვებ და, საზოგადოდ, დასუსტებულ პაციენტებში. თანამედროვე მკურნალობამ პროგნოზი გააუმჯობესა და ლეტალობა (სიკვდილიანობა) ძლიერ შეამცირა. მხოლოდ გავრცობილი პროცესი, თანდართული დაავადებები და მძიმე გართულებები აუარესებს პროგნოზს.

სათანადო მკურნალობის შედეგად კრუპოზული პნევმონია, ჩვეულებრივ, 2-3 კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება, არასწორი და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში კი ზოგჯერ მძიმე გართულებები ვითარდება: აბსცესი, პლევრიტი, პნევმოსკლეროზი და სხვა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

პნევმონია - მისი ფორმები და ძირითადი მახასიათებლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პნევმონია - მისი ფორმები და ძირითადი მახასიათებლები

მას იწვევს ბაქტერიები (პნევმოკოკები, სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები) და ვირუსები (გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი), რომლებიც ფილტვებში უმთავრესად ბრონქებიდან ხვდება. პნევმონია ზოგჯერ ინფექციის ლიმფოგენური ან ჰემატოგენური გზით (ანუ ლიმფითა და სისხლით) გავრცელების შედეგადაც ვითარდება.

მის განვითარებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უწყობს გაციება, განსაკუთრებით - ჰაერის მომატებული ტენიანობის პირობებში, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, გულმკერდის ტრავმული დაზიანება, ორგანიზმის ზოგადი გადაღლა, არასრულფასოვანი კვება, თამბაქოს წევა, ფილტვის გადატანილი დაავადებები.ბავშვებში, მოხუცებსა და მძიმე ავადმყოფებში მოძრაობითი და სუნთქვითი აქტივობის უკმარისობის გამო პნევმონია შესაძლოა შეგუბებითმა მოვლენებმაც გამოიწვიოს.

განასხვავებენ პნევმონიის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავეთა რიცხვს მიაკუთვნებენ კრუპოზულ და კეროვან პნევმონიებს. ცალკე გამოყოფენ ინტერსტიციულ ფორმას, რომლის დროსაც ანთებითი პროცესი ფილტვის შემაერთებელ ქსოვილს მოიცავს. ეს ფორმა უმეტესად გრიპისა და მისი მსგავსი დაავადებების გართულებად ვითარდება.

კრუპოზული პნევმონია

კრუპოზულ პნევმონიას ძირითადად პნევმოკოკი იწვევს. მისთვის დამახასიათებელია ფილტვის მთელი წილის ანთება. აღმოცენდება, როგორც წესი, ძლიერი გაციების შემდეგ. იწყება უეცრად, შემცივნებით, ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მომატებით. გულმკერდის არეში აღმოცენდება ტკივილი, რომელიც ხველისა და ღრმა სუნთქვის დროს ძლიერდება.

თუ პნევმონიის კერა ფილტვის ცენტრში ან ზედა წილშია, ტკივილი შესაძლოა არ იყოს გამოხატული. პირველ დღე-ღამეს ხველა მშრალია, მოგვიანებით კი ნახველიანი. ნახველი ზოგჯერ სისხლნარევი ან ჟანგისფერია. ტუჩებისა და ნესტოების კიდეზე ხშირად ჩნდება ჰერპესული გამონაყარი. სახე ჰიპერემიულია (აწითლებული სისხლის მოწოლის გამო), სუნთქვა - გახშირებული, დაავადებული მხარე სუნთქვაში ჩამორჩება. შეინიშნება ტაქიკარდია, ზოგჯერ - გულის საზღვრების გადიდება, ასევე - თავის ტკივილი, აღგზნებადობა, უძილობა, უმადობა, საჭმლის მონელების დარღვევა, ზოგჯერ - შეკრულობა.

ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდების გაჩენამ შეცვალა კრუპოზული პნევმონის ციკლური მიმდინარეობა - ფილტვის წილში მიმდინარე ანატომიური ცვლილებების ოთხ თანამიმდევრულ ეტაპად განვითარება. გახშირდა ფილტვის წილის ცალკეული სეგმენტების იზოლირებული დაზიანება, ინტოქსიკაცია, ყველა კლინიკური სიმპტომი შესუსტდა, ხოლო დაავადების მიმდინარეობა გახანგრძლივდა.

კრუპოზული პნევმონია განსაკუთრებით დუნედ და ატიპურად მიმდინარეობს მოხუცებში, სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე, ცუდად ნაკვებ და, საზოგადოდ, დასუსტებულ პაციენტებში. თანამედროვე მკურნალობამ პროგნოზი გააუმჯობესა და ლეტალობა (სიკვდილიანობა) ძლიერ შეამცირა. მხოლოდ გავრცობილი პროცესი, თანდართული დაავადებები და მძიმე გართულებები აუარესებს პროგნოზს.

სათანადო მკურნალობის შედეგად კრუპოზული პნევმონია, ჩვეულებრივ, 2-3 კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება, არასწორი და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში კი ზოგჯერ მძიმე გართულებები ვითარდება: აბსცესი, პლევრიტი, პნევმოსკლეროზი და სხვა.


კეროვანი პნევმონია

კეროვანი პნევმონია, იგივე ბრონქოპნევმონია, ფილტვის წილაკების მრავლობითი ანთებაა, რომლის დროსაც ანთება ბრონქებიდან ფილტვის ქსოვილზე გადადის. კეროვანი პნევმონიის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადებისწინა მდგომარეობას. ბრონქების ეპითელიუმის ბარიერული ფუნქციის დაქვეითებისას ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ბრონქებში მოხვედრილი მიკრობები იწვევს ბრონქიტს ფილტვის პარენქიმაზე ანთებითი პროცესის გადასვლით.

ბრონქების რეფლექტორული აღგზნებადობის დაქვეითება ხელს უწყობს უცხო სხეულის (პირნაღები მასის, საჭმლის, ჩირქის, ლორწოს) ბრონქებში მოხვედრას (ასპირაციას), განსაკუთრებით - თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის, გულმკერდის ჭრილობის, სიმთვრალის შემთხვევაში.

კეროვანი პნევმონიისთვის თავდაპირველად დამახასიათებელია მშრალი ხველა. ხველის დროს შესაძლოა ფერდში ტკივილმა იჩინოს თავი. მოგვიანებით ლორწოვან-ჩირქოვანი ან ჩირქოვანი ნახველი გამოიყოფა. ტემპერატურა პნევმონიის ამ ფორმის დროს თანდათანობით იმატებს 38 გრადუსამდე (უფრო მაღალი მაჩვენებელი იშვიათია) და 3-5 დღეს გასტანს. ზოგჯერ 10 დღესაც გრძელდება. ამის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურა თანდათანობით იკლებს. პნევმონიის ამ ფორმას ხშირად ახლავს თან სისუსტე, ოფლიანობა (განსაკუთრებით - ღამღამობით) და ქოშინი.

კეროვანი პნევმონია უფრო იოლად მიმდინარეობს, ვიდრე კრუპუზული, თუმცა ზოგჯერ მასზე მეტხანს გრძელდება და სხვადასხვა გართულებას აძლევს დასაბამს. მისი გადატანის შემდეგ ზოგიერთ პაციენტს განმეორებით დაავადებისადმი ერთგვარი განწყობა, მიდრეკილება უვითარდება.

ინტერსტიციულ პნევმონიას, როგორც წესი, ვირუსები იწვევს. ის თანდათანობით ვითარდება და დიდხანს გრძელდება. პნევმონიის ამ ფორმას თან ახლავს სისუსტე, ოფლიანობა, ტემპერატურა უმნიშვნელოდ (37,2-37,5) იმატებს და დიდხანს ნარჩუნდება.

ქრონიკული პნევმონია

ქრონიკული პნევმონია განმეორებითი კეროვანი პნევმონიის, ინტერსტიციული პნევმონიის არადროული და არასათანადო მკურნალობის ან ქრონიკული ბრონქიტის შედეგია. ამ დროს ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა მცირდება, რის გამოც უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვაც კი ქოშინს იწვევს. საზოგადოდ, “ქრონიკული არასპეციფიკური პნევმონია” კრებითი ცნებაა და გულისხმობს ხანგრძლივად მიმდინარე და პერიოდულად გამწვავებად შემდეგ პათოლოგიურ პროცესებს: ქრონიკულ ბრონქიტსა და პერიბრონქიტს, პერიბრონქული შუამდებარე ქსოვილის ანთებასა და სკლეროზს, ბრონქოექტაზებს, ფილტვის ჩირქოვანი კერების განვითარებასა და ნაწიბუროვანი (ფიბროზული) ქსოვილის დიდი ველების წარმოქმნას. ეს მოვლენები შეიძლება ერთმანეთში გადაიხლართოს და პოლიმორფული (მრავალსახოვანი) კლინიკური სურათი შექმნას.

ეს საინტერესოა

ბავშვები და პნევმონია

ბავშვებში პნევმონიას რამდენიმე თავისებურება ახასიათებს. კრუპოზული პნევმონია, ჩვეულებრივ, მხოლოდ სამ წელს გადაცილებულ ბავშვებს ემართებათ, კეროვანი პნევმონიის დროს კი, როგორც წესი, ზოგადი მოვლენები ჭარბობს, ანუ უფრო ინტესიურადაა გამოხატული ქოშინი, სახის, განსაკუთრებით კი ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის პერიოდული გალურჯება (ციანოზი), არ არის გამორიცხული საჭმლის მონელების, მადისა და ძილის დარღვევა.

პნევმონია ხშირად ემართებათ ახალშობილებს. ამ დროს ისინი უარს ამბობენ ძუძუზე, მიღებული ულუფა უკანვე ამოაქვთ, წონას იკლებენ, სახე ულურჯდებათ, განსაკუთრებით - ძუძუს წოვის დროს, ზოგჯერ სუნთქავენ ხმაურით, ხვნეშით, კვნესიან, ტუჩებზე უჩნდებათ ქაფიანი ნერწყვი.

პნევმონიის მკურნალობა

წინათ პნევმონიას სტაციონარულ პირობებში მკურნალობდნენ. სახლის პირობებში მკურნალობის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა. ოთახი, სადაც პაციენტი იმყოფება, რეგულარულად უნდა ნიავდებოდეს (რადგან სუფთა ჰაერი აუცილებელია). ნახველი საგანგებოდ გამოყოფილ ჰერმეტულთავსახურიან ქილაში უნდა გროვდებოდეს. უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად ნახველის შეგროვებამდე რეკომენდებულია ქილის ფსკერზე ცოტაოდენი კალიუმის პერმანგანატის კონცენტრირებული ხსნარის დასხმა.

ციებ-ცხელების დროს სასურველია ავადმყოფს თბილი საბანი დავაფაროთ, დავალევინოთ ცხელი ჩაი, ჩავათბუნოთ, ქოშინისა და სისხლიანი ნახველის გამოყოფის შემთხვევაში ექიმი გამოვიძახოთ, მანამდე კი პაციენტი წამოვსვათ (ბოლომდე ან ნახევრად) საწოლში.

გადამდებია თუ არა პნევმონია

გადამდებია თუ არა პნევმონია? ამის თაობაზე სპეციალისტები დღესაც კამათობენ. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჩვეულებრივი ფილტვების ანთება არ არის გადამდები. გადამდებია, მაგალითად, გრიპი, რომლის გართულებადაც გვევლინება პნევმონია. ადამიანისგან ადამიანს შესაძლოა გადაეცეს ზოგიერთი გამომწვევი, მაგალითად, მიკოპლაზმური ან ქლამიდიოზური პნევმონიისა, ანდა გახმაურებული ატიპური პნევმონიისა და მწვავე რესპირატორული სინდრომისა, თუმცა აღნიშნულ ფორმებს ეპიდემიური აფეთქება თითქმის არ ახასიათებს, პნევმონიის შემთხვევები, როგორც წესი, ერთეულია.