/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პულმონოლოგია

რატომ აქვთ პატარებს "სუსტი" ბრონქები და რით აიხსნება ჩვილებში ავადობის მაღალი მაჩვენებელი

რატომ აქვთ პატარებს "სუსტი" ბრონქები და რით აიხსნება ჩვილებში ავადობის მაღალი მაჩვენებელი
გვესაუბრება პედიატრი ქეთევან გავაშელი.

- სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექცია მცირე ასაკის ბავშვებში, წესისამებრ, მწვავე ბრონქიტით ვლინდება. 5-6 თვის ჩვილები ყველაზე ხშირად წვრილი ბრონქების - ბრონქიოლების ანთებით ავადდებიან.

მწვავე ბრონქიოლიტი უმთავრესად ორ წლამდე აღინიშნება. მწვავე ბრონქიოლიტი სასუნთქი სისტემის მწვავე ანთებითი დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ბრონქიოლებისა და წვრილი ბრონქების გენერალიზებული ობსტრუქციული დაზიანება.

ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა სასუნთქი გზების ობსტრუქცია განსაზღვრეს როგორც სასუნთქი გზების შევიწროება ან ოკლუზია (დახშობა), რომელიც შეიძლება იყოს ბრონქის სანათურში ექსუდატის დაგროვების, ლორწოვანი გარსის შეშუპების, კედლის შესქელების, კუნთების სისუსტის, ფილტვის რესტრაქციის ძალის შემცირების, სასუნთქი გზების კომპრესიის შედეგი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- რით აიხსნება ჩვილებში ავადობის უფრო მაღალი მაჩვენებელი?

- ამის მიზეზია სასუნთქი სისტემის დამახასიათებელი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებანი, რომლებიც ხელს უწყობს სასუნთქი გზების დაზიანებას და მწვავე ვირუსული ინფექციის მძიმე ობსტრუქციული სინდრომით მიმდინარეობას, თუმცა ობსტრუქციული სინდრომის განვითარება მხოლოდ ამით რომ ავხსნათ, გაუგებარი იქნება, რატომ არ უყალიბდება იგი ყველა ბავშვს ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს.

შეკითხვა ექიმს
<p>-უსიცხო ფილტვების ანთება გამოჩნდება თუარა ჩვეულებრივ რენტგენზე?</p>

საქმე ის არის, რომ არსებობს დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებიც. ესენია: ხელოვნური კვება, ალერგიული დიათეზი, პარატროფია (დიდი წონის ჩვილი), თანდაყოლილი ფაქტორები.

- როგორ ვლინდება დაავადება ადრეული ასაკის ბავშვებში?

ასევე დაგაინტერესებთ
მწვავე ბრონქიოლიტი

- დაავადება იწყება ცხვირიდან გამონადენით - რინიტის ან ნაზოფარინგიტის (ყელის სიწითლე და ცხვირიდან გამონადენი) სიმპტომებით, შემდეგ ნელ-ნელა ან სწრაფად პროგრესირებს ხველა და ქოშინი.

სუნთქვის სიხშირე წუთში 60-70-ს აღწევს, ამოსუნთქვა ძნელდება, სუნთქვაში მონაწილეობს დამხმარე კუნთები, რაც ნეკნთაშუა არეების, ლავიწზედა და ლავიწქვეშა ფოსოების ჩაზნექით, ნესტოების ბერვით გამოიხატება. აღინიშნება სიფითრე, ცხვირ-ტუჩის არის სილურჯე, იშვიათად - გენერალიზებული ციანოზი.

ხველა მშრალია, სპაზმური, სუნთქვა - ხმაურიანი. სუნთქვის უკმარისობის პროგრესირებასთან ერთად იმატებს მოუსვენრობა. დამახასიათებელია მაჯისცემის აჩქარება, გულის ტონების მოყრუება.

დაავადების სიმძიმე სუნთქვის უკმარისობით არის განპირობებული. ბავშვი მძიმე ავადმყოფობის შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა კლინიკურ სურათში ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები არ დომინირებს.

ტემპერატურა ასიდან 50 შემთხვევაში სუბფებრილურია, 15-20 შემთხვევაში - ნორმალური. ადენოვირუსული ინფექციის დროს სიცხე 6-8 დღე გრძელდება, რს ინფექციისა და პარაგრიპის დროს - 2-3 დღე.

- როდის უნდა მიმართონ მშობლებმა ექიმს?

- მწვავე ბრონქიოლიტის მიმდინარეობა უმეტესად კეთილსაიმედოა. ობსტრუქციული სინდრომი 1-2 დღე გრძედლება, შემდეგ კი სუსტდება და მე-7-10 დღისთვის სავსებით ქრება.

ადენოვირუსული ინფექციის დროს ობსტრუქციული სინდრომის გაქრობა ტემპერატურის დაცემას ემთხვევა. მიუხედავად ამისა, ხმაურიანი სუნთქვის, სპაზმური ხველის შემჩნევისთანავე აუცილებელია ბავშვი ექიმმა ნახოს.

მწვავე ბრონქიოლიტი ძალზე იშვიათად რთულდება, მაგრამ გამორიცხული არ არის მეორეული გართულება. ავადმყოფისთვის კრიტიკულია პირველი 2-3 დღე, როდესაც გამოხატულია ობსტრუქციული ხველა, სუნთქვის რიტმის დარღვევა (დისპნოე) სუნთქვის პერიოდული შეწყვეტით (აპნოეთი). ამ დროს პატარა პაციენტი შეიძლება დაიღუპოს კიდეც.

წაიკითხეთ სრულად

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა არის გლუტენი და რომელი გენეტიკური  დაავადებაა დაკავშირებული მის აუტანლობასთან
რა არის გლუტენი და რომელი გენეტიკური დაავადებაა დაკავშირებული მის აუტანლობასთან
გლუტენი არის რთული ცილა, რომელიც შედის სხვადასხვა მარცვლეულის: ხორბლის, ჭვავის, ქერის შემადგენლობაში. გლუტენი შეიძლება შეგვხვდეს პურის, ფუნთუშას, მაკარონის, კეტჩუპის ჩიფსის, ნაყინის, კანფეტების, სოიოს სოუსის, ლუდის შემადგენლობაში.
სრულად
დაღლილობისა და სისუსტის გამომწვევი დაავადებები
დაღლილობისა და სისუსტის გამომწვევი დაავადებები
შესაძლოა, თავად საკითხის ასე დასმაც კი უცნაური მოგვეჩვენოს - რომელ დაავადებას არ ახლავს თან დაღლილობა და სისუსტე?!
სრულად
ბრინჯი
ბრინჯი
ბრინჯი რამდენიმენაირია: თეთრი, მურა-წაბლისფერი და ველური. ჩვენ კერძებს უმეტესად თეთრი ბრინჯისგან ვამზადებთ, თუმცა მურა და ველური ჯიშები გაცილებით სასარგებლოდ მიიჩნევა.
სრულად
ზომიერებას პატარაობიდანვე მიაჩვიეთ
ზომიერებას პატარაობიდანვე მიაჩვიეთ
კვების მართებული რეჟიმი, სწორად შერჩეული საკვები, მისი სათანადო ათვისება და მონელება განსაზღვრავს ბავშვის ნორმალურ, ფიზიოლოგიურ ზრდა-განვითარებას.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რატომ აქვთ პატარებს "სუსტი" ბრონქები და რით აიხსნება ჩვილებში ავადობის მაღალი მაჩვენებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები