/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პროქტოლოგია

ალისფერი სისხლდენა არის თუ არა ყოველთვის ბუასილის მანიშნებელი? - მითები და რეალობა ჰემოროიდულ დაავადებაზე

ბუასილის შესახებ გვესაუბრება პროქტოლოგი, შპს კლინიკა „ინიციოს“ პროქტოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ბექა კევლიშვილი

• რამდენად ხშირია დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები, მხოლოდ იმიტომ, რომ პაციენტს ერიდება ამ თემაზე ვიზიტი?

- საკმაოდ ხშირია. ბუასილი არის დაავადება, რომლისგან განკურნება შესაძლებელია დაავადების ადრეული ფორმების არსებობის დროს მომართვის შემთხვევაში.

• მითია თუ რეალობა, რომ ბუასილს იწვევს მჯდომარე ცხოვრების წესი, უმოძრაობა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ეს გარკვეულწილად სწორი შეხედულებაა. ჰემოროიდული დაავადება, იგივე ბუასილი და ქვედა კიდურების, ვენების ქრონიკული უკმარისობა - ეს არის ფასი, რომელიც კაცობრიობამ გადაიხადა ფეხზე ადგომისათვის, ანუ ვერტიკალურ მდგომარეობაში სიარულისათვის.

დიდხანს ჯდომის შემთხვევაში, დაბადებიდან არსებული ჰემოროიდული სტრუქტურების ჰიპერტროფია, ზომაში გაზრდა ხდება და ასევე, მათი საფიქსაციო აპარატის მოშლა, ე.წ პაქსის იოგის დაზიანება.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი ასეთი მდგომარეობაა, დეფეკაციისას, თუ მასა მყარია გასუფთავებისას ქაღალდზე ვნახულობ მცირე რაოდენობით სისხლს. თითქოს კანი მეფხაჭნებაო ასეთი შეგრძნება მაქვს. მხოლოდ პირველი გასუფთავებისას, შემდეგ აღარ. ანუ დიდი რაოდენობით არა სისხლი. საცვალზე გამონადენი საერთოდ არაა არც დღის არცერთმონაკვეთში. არც მუდმივი ტკივილი ან სერიოზული დისკომფორტი არ მაქვს. მხოლოდ მყარი მასის გამოსვლას მოყვება მცირე სისხლი და გაფხაჭნის შეგრძნება. დაახლოებით 2 კვირაა ასეა. როგორ უნდა მოვიქცე რომ ეს დისკომფორტი აღმოვფხვრა? მადლობა!</p>

ეს დიდხანს ჯდომით არის გარკვეულწილად განპირობებული. ამ დროს, სისხლის შედინება ისევ ისე ხდება, თუმცა გაძნელებულია სისხლის გამოდინება, რის გამოც ჰემოროიდული სტრუქურები იზრდება ნელ-ნელა.

ჭინთვის დროს, ჰემოროიდული კვანძების ფიქსირება აღარ ხდება, დამჭერი აპარატი ზიანდება. ამ დროს იწყება ის სიმპტომები, რაც ახასიათებს ბუასილს: სისხლდენა, კვანძების გამოვარდნა და სხვ.

• იწვევს თუა არა ბუასილს ცხარე საკვები და რამდენად ენიჭება კვებას რაიმე მნიშვნელობა?

- კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თქმა იმისა, რომ ცხარე საკვები პირდაპირ იწვევს ჰემოროიდულ დაავადებას, არ არის მართებული, თუმცა ცხარე საკვების მიღება, არასწორი კვება, არარეგულირებული კვება, უჯრედისით ღარიბი საკვების მიღება - იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს, ყაბზობისა და ფაღარათის მონაცვლეობას, მოუწესრიგებელ დეფეკაციას.

შესაბამისად, ამ დროს ხდება დაავადების ეტაპობრივი განვითარება.

დაავადების ოთხი ხარისხი არსებობს. მესამე და მეოთხე ხარისხის შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული მკურნალობა.

• ძირითადი სიმპტომი არის თუ არა ჰემოროიდული კვანძების გაჩენა?

- ყველაზე ხშირი სიმპტომია სისხლდენა. დაავადების სახელწოდებიდან გამომდინარეც, ჰემოროი არის სისხლდენა, ამიტომ ყველაზე ხშირი სიმპტომია ეს. დანარჩენი სიმპტომები, როგორიცაა კვანძების გამოვარდნა, ტკივილი, დისკომფორტი პერიოდულად აღინიშნება.

• ტკივილი ყოველთვის ახასიათებს?

- ყოველთვის არ ახასიათებს. მწვავე ტკივილი მხოლოდ ერთ ფორმას, მწვავე ბუასილს აქვს. როცა გარეთა ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი ხდება, ანუ სისხლი შეედინება ჰემოროიდულ სტრუქტურებში და შეგუბდება, ეს შეგუბებული სისხლი იწვევს ბუასილის კვანძის გადაბერვას, რასაც ტკივილი მოჰყვება. ეს არის მწვავე ბუასილი, ანუ გარეთა კვანძის თრომბოზი. არსებობს შიდა კვანძის თრომბოზიც.

• ალისფერი სისხლდენა არის თუ არა ყოველთვის ბუასილის მანიშნებელი?

- ზოგადად, დეფეკაციის დროს სისხლის ფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რა ნაწილიდან მოდის სისხლი.

როგორც, წესი, ალისფერი სისხლი ნიშნავს, რომ ანალური არხის ყველაზე ახლო ნაწილებიდან არის სისხლისდენა.

ამ შემთხვევების 70%- ში ეს არის ჰემოროიდული კვანძები. მარტო სისხლის ფერი არა, სისხლის დენის ხასიათიც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც, არის ალისფერი სისხლი და არის უბრალოდ წვეთები, ეს ჰემოროიდულია.

შავი სისხლი კუჭიდან არის, ზედა სართულებიდან - მუქი შინდისფერი.

სისხლის შეფერილობა ჰემოგლობინის დაჟანგვის ხარისხზეა დამოკიდებული, რაც უფრო დიდხანს ყოვნდება ნაწლავში სისხლი, მით უფრო მეტი იჟანგება და იცვლის ფერს. ბოლომდე დაჟანგული შავია, ნაწილობრივ მუქი შინდისფერი, ხოლო დაუჟანგავი - ალისფერი.

• სპეციალისტთან ვიზიტი რამდენად მოითხოვს პაციენტის სპეციალურ მომზადებას ?

- მხოლოდ ფსიქოლოგიური ბარიერი უნდა დაძლიოს და მცირე სიმპტომის არსებობის შემთხვევაშიც მიმართოს სპეციალისტს.

დროული მომართვიანობის შემთხვევაში, ძალიან რთულ და არასასიამოვნო ოპერაციულ მკურნალობას აიცილებენ თავიდან.

ეს არამარტო ბუასილს, არამედ სხვა პროქტოლოგიურ პრობლემებსაც ეხება, როგორიც არის, მაგალითად, ანალური ნაპრალი.

95%-ში დროული მკურნალობისას, ჰემოროი საბოლოოდ განკურნებადია. დაგვიანებულ შემთხვევაში კი ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

• სიმართლეა, რომ ბუასილის განკურნებისთვის აუცილებელია ქირურგიული ჩარევა?

- სინამდვილეში, ბუასილი არის ძალიან გავრცელებული დაავადება. მსოფლიოში, ზრდასრული მოსახლეობის 50%-საც კი ჰქონია ჰემოროიდული დაავადების ესა თუ ის სიმპტომი.

ქირურგიულ ჩარევას შემთხვევათა მხოლოდ 5-10% საჭიროებს.

ყველა სხვა შემთხევავში სრულიად საკმარისია ცხოვრების წესის მოდიფიცირება, ჯანსაღი კვება, ზომიერი ფიზიკურ აქტივობა და მედიკამენტოზური მკურნალობა. მედიკამენტოზური მკურნალობისთვის გამოიყენება ვენოტონური საშუალებები.

პიონერია დეტრალექსი, რომელიც ქრონიკულ და მწვავე ბუასილსაც კურნავს.

• შესაძლოა თუ არა ჰემოროიდული დაავადება სიმსივნურ პროცესად გარდაიქმნეს?

-ეს ერთმნიშვნელოვნად მითია. ჰემოროიდული დაავადება არასდროს გადაიქმნება სიმსივნედ.

შეიძლება ის ნიღბავდეს სიმსივნეს. სიმპტომები შეიძლება იყოს ბუასილის მსგავსი ტკივილი, დისკომფორტი ანუსის არეში, სისხლდენა,

უცხო სხეულის შეგრძნება, დეფეკაციის რითმის მოშლა - ეს ბუასილსაც ახასიათებს და სიმსივნესაც.

როდესაც, პაციენტს აქვს ბუასილი, აქვს ჩივილები და დიდხანს არ მიდის ექიმთან გადასამოწმებლად, თუ რა მდგომარეობა აქვს.

ასეთ დროს სრულიად დამოუკიდებლად შეიძლება განვითარდეს მსხვილი ნაწლავის სიმსივნე, უფრო ხშირად - უშუალოდ სწორი ნაწლავისა.

მსხვილი ნაწლავის სიმსივნის თავიდან აცილება შეიძლება, თითქმის, 100%-იანი ალბათობით.

თუ 50 წლის ზევით მამაკაცი და 55 წლის ზევით ქალბატონი ერთხელ მაინც ჩაიტარებს კოლონოსკოპიას, ასე შესაძლებელია სიმსივნის წინარე არსებული დაავადების გამოვლენა, როგორებიცაა: ქრონიკული ანთებები, პოლიპები ლორწოვან გარსზე, წყლულები. მათი მკურნალობის შემდეგ აღარ განვითარდება სიმსივნე.

იმისათვის რომ, სიმსივნის წინარე დაავადებებიდან განვითარდეს სიმსივნე, დიდი დროა საჭირო - 3 წელი მაინც, ამიტომ 3 წელიწადში ერთხელ თუ ჩაიტარებთ კოლონოსკოპიას, ჩათვალეთ, რომ მსხვილი ნაწლავის სიმსივნე ვერაფერს დაგაკლებთ.

• რამდენად ახასიათებს ბუასილს რეციდივი?

ძალიან დაბალი პროცენტით. სწორი ოპერაციის, ოპერაციის შემდგომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში, პრაქტიკულად, ძალიან იშვიათია დაავადების რეციდივი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სწორი ნაწლავის პათოლოგიები - რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ

"მკურნალის" სტუმარია გელა მუხაშავრიას პროქტოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, კლინიკა „ინოვას“ ექიმი-პროქტოლოგი გია მუხაშავრია.
სრულად
სწორი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნური პათოლოგიები

მსხვილი ნაწლავის (იგივე კოლორექტული) კიბო აერთიანებს ონკოლოგიურ პათოლოგიებს, რომელთა დროსაც ავთვისებიანი წარმონაქმნები ფორმირდება ნაწლავის დისტალური ნაწილის ლორწოვანი გარსიდან (ბრმა ნაწლავიდან, მსხვილი, სიგმოიდური და სწორი ნაწლავიდან).
სრულად
ანალური ნაპრალის წარმოშობის მთავარ მიზეზად ანალური არხის ლორწოვანი გარსის მკვრივი განავლოვანი მასებით დაზიანებას მიიჩნევენ

ანალური ნაპრალი უმეტესად ანალური არხის უკანა კედელზე წარმოიქმნება.
სრულად
სწორი ნაწლავის და კუდუსუნის ძვლის ტკივილი - ყითის ამწევი კუნთის სინდრომი

ყითის ამწევი კუნთის სინდრომი არის სპორადიული ტკივილი სწორ ნაწლავში, რომელიც გამოწვეულია ანუსთან მდებარე კუნთის სპაზმით (ყითის ამწევი კუნთი).
სრულად
ერექციული დისფუქცია - საკვები პროდუქტები, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ

რა მივირთვათ?
სრულად
ანალური – სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
ანალური – სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
ყოველდღიურ ცხოვრებაში არავინაა დაზღვეული ტუალეტის ქაღალდზე, განავლოვან მასაში თუ მის ზედაპირზე სისხლის ნაკვალევის შემჩნევისგან.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ალისფერი სისხლდენა არის თუ არა ყოველთვის ბუასილის მანიშნებელი? - მითები და რეალობა ჰემოროიდულ დაავადებაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები