/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პარაზიტოლოგია

როგორ დავამარცხოთ თვალის ტკიპა

როგორ დავამარცხოთ თვალის ტკიპა
დემოდეკოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. როგორ ავიცილოთ თავიდან ის ან რა გზას დავადგეთ დასნებოვნების შემთხვევაში?

გვესაუბრება შპს "რონიკოს" ექიმი ოფთალმოლოგი დარეჯან ქელბაქიანი.

- რა არის დემოდეკოზი? როგორ ვრცელდება ის?

- დემოდეკოზი კანის დაავადებაა, რომელსაც მიკროსკოპული ტკიპა დემოდექსი იწვევს. ეს პაწაწინა, სულ რაღაც 0,2-0,5 მმ ზომის ცოცხალი ორგანიზმი - თმის ფოლიკულებსა და ცხიმოვან უჯრედებში იბუდებს. განაყოფიერების შემდეგ მდედრი ტკიპა კანის ზედაპირზე ამოდის, თავისუფალ ცხიმოვან ჯირკვლებსა და თმის ძირებს პოულობს და კვერცხებს ყრის, საიდანაც მალე ახალი ტკიპები იჩეკება.

ტკიპების ცხოველმყოფელობის უბანში კანი წითლდება, უჩნდება წვრილი გამონაყარი. ყველაზე ხშირად ზიანდება ცხვირი, ლოყები, ტუჩები და ქუთუთოები. ზოგჯერ პროცესი ამაზე შორს აღარ მიდის, დემოდექსი მშვიდობიანად ბინადრობს კანზე და ჩამოფცქვნილი უჯრედებით იკვებება, მაგრამ საკმარისია, ორგანიზმი დასუსტდეს, რომ პარაზიტი კანის ღრმა შრეებში იჭრება და ანთებას იწვევს. დაავადების გამწვავებას უკავშირებენ ენდოკრინული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციურ დარღვევას, სტრესს, იმუნიტეტის დაქვეითებას. შესაძლო მიზეზებად მიიჩნევენ აგრეთვე დიდი ოდენობით ყავის, ალკოჰოლის და ცხარე/მჟავე საკვების მიღებას, კომპიუტერთან ხანგრძლივ მუშაობას, ჭარბ გარუჯვას. თვალებზე ვითარდება ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება) და კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანის ანთება), რასაც თან სდევს თვალების სწრაფი დაღლა, გაძლიერებული ცრემლდენა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ქავილი. ქავილი მეტისმეტად შემაწუხებელია, განსაკუთრებით - ღამით. ქუთუთოები შუპდება, წითლდება, წამწამის ძირებში ჩნდება ნადები, წამწამებს შორის - წვრილი ჩირქოვანი ბუშტუკები. წარმოიქმნება ნაცრისფერი ფუფხი. ხშირია თვალიდან ლორწოვან-წებოვანი და ქაფიანი გამონადენი. დაბოლოს, ქუთუთოს ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის გამო მცირდება ცრემლის აპკის ფენა, რასაც მშრალი თვალის სინდრომის განვითარებამდე მივყავართ. მაგრამ დემოდეკოზი განსაკუთრებით აუტანელი მაშინ ხდება, როდესაც წამწამები იწყებს ცვენას.

- როგორ სვამენ დემოდეკოზის დიაგნოზს?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- დიაგნოზს სვამენ წამწამების ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.

- როგორ მკურნალობენ?

- სამკურნალოდ, უპირველეს ყოვლისა, ის საშუალებები ინიშნება, რომლებიც ტკიპას გაანადგურებს, მაგრამ ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ მკურნალობა საკმაო დროს მოითხოვს: თუ ადრეულ სტადიაში მივუსწარით - 4-6 კვირა, დაგვიანების შემთხვევაში - 6 თვიდან 1 წლამდე, ამიტომ როგორც პაციენტს, ასევე ექიმსაც მოთმინება მართებთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. მხოლოდ ღამღამობით მაქვს ქავილის და წვის შეგრძნება ვულვის გარშემო. არ მაწუხებს გამონადენი ან სუნი. უკანა ტანიდან მეწყებოდა ეს უცნაური ქავილის შეგრძნება. შემდეგ ვსვი ნისტატინი, კლოტრიმაზოლის სანტელს და კლოტრიმაზოლის მალამოს ვიზელდი და უკეთესობა მაქვს. მაგრამ საფენების გამოყენების შემდეგ კვლავ დამეწყო.კანი არ მაქვს მოშვებული და არც დახეთქილი. ხანდახან კანზე ქავილის შემდეგ ვგრძნიბ სისველეს და აქერცლილივით მაქვს კანი. სისხლის საერთო ანალიზი გამაკეთებინა ექიმმა და ნორმაში მაქვს ყველაფერი. ეგებ რამე მირჩიოთ, რა ვქნა?</p>

ამჟამად ქუთუთოების დემოდეკოზის სამკურნალოდ ფართოდ იყენებენ ბლეფაროგელ II-ს, ბლეფაროლოსიონს, ბლეფარეტეს საწმენდს, 1-2%-იან ვერცხლისწყლის ყვითელ მალამოს, დემალანის მალამოს, ცინკომეთილის წვეთებს, აგრეთვე - საშუალებებს, რომლებიც აღადგენს დაზიანებულ უბნებს, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების შიგთავსის სანაციას (გაწმენდას), ამცირებს განმეორებითი ინფექციის რისკს.

მშრალი თვალის სინდრომის შემთხვევაში საჭიროა ხელოვნური ცრემლის პრეპარატების (სისტეინი, ოქსიალი, პურე, ნატურალური ცრემლი, ოფთაგელი) გამოყენება. აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის მკურნალობა, იმუნობიოლოგიური და ნივთიერებათა ცვლის აღდგენა, მხედველობის დარღვევის ოპტიკური კორექცია.

- რას გვეტყვით ჰიგიენასა და დაავადების პროფილაქტიკაზე?

- მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, თუ არ დავიცავით პირადი ჰიგიენა. საზოგადოდ, დემოდეკოზი გადამდებია - შესაძლოა, არამცთუ სხვა ადამიანი, არამედ საკუთარი თავიც კი დავაინფიციროთ ხელმეორედ. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, სახე ხშირად იბანოთ ანტისეპტიკური საპნით (ამ გზით ტკიპის ცხოველმყოფელობის პროდუქტებს მოიცილებთ), თვალში ჩაიწვეთოთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატები, კარგად დაიმუშაოთ ქუთოთები და წამწამები.

მკურნალობის პერიოდში იკრძალება კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, ტკბილეულის, ალკოჰოლის, ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღება, მზეზე დიდხანს ყოფნა, გარუჯვა, მხედველობის გაძლიერებული დატვირთვა.

მკურნალობის დროს და მის შემდეგ პაციენტებს ვურჩევთ, დაიცვან ელემენტარული ჰიგიენა და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც დაავადების დროს იყენებდნენ.

- არსებობს თუ არა ალბათობა, დაავადება შინაური ცხოველებისგან გადმოგვედოს?

- ცნობილია ტკიპა დემოდექსის 150 სახეობა, რომლებიც სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმში პარაზიტობენ, მაგრამ, მაგალითად, ძაღლისთვის საშიში სახეობები ადამიანს არ გადაედება.

კომენტარები (1)
მაკა
კატისგან თუ შეიძლება?
თარიღი : 06-02-2025
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

კანის რომელი პარაზიტული დაავადებები იწვევს ქავილს
კანის რომელი პარაზიტული დაავადებები იწვევს ქავილს
კანის ქავილი ძლიერი დისკომფორტის შემქმნელი და ექიმ-დერმატოლოგთან მიმართვის ყველზე ხშირი მიზეზია.
სრულად
რა ზიანს აყენებენ ჰელმინთები ადამიანის ორგანიზმს
რა ზიანს აყენებენ ჰელმინთები ადამიანის ორგანიზმს
ჰელმინთი მრავალუჯრედიანი, შედარებით მაღალგანვითარებული ცხოველური ორგანიზმია.
სრულად
რომელი დაავადების გადამტანები არიან კოღოები
რომელი დაავადების გადამტანები არიან კოღოები
კოღოები გარდა უსიამოვნო ხმისა და კბენისა, კანზე ტოვებენ კვალს და შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების გადამტანებიც აღმოჩნდნენ.
სრულად
მოსკიტი, უმთავრესად მდედრი - საშიში დაავადების, ლეიშმანიოზის, გამომწვევი პარაზიტის გადამტანი - რა უნდა ვიცოდეთ ინფექციაზე
მოსკიტი, უმთავრესად მდედრი - საშიში დაავადების, ლეიშმანიოზის, გამომწვევი პარაზიტის გადამტანი - რა უნდა ვიცოდეთ ინფექციაზე
გვესაუბრება ინფექციონისტი ივეტა მურუსიძე.
სრულად
საშიშია თუ არა ობობის ნაკბენი და რომელ ორი სახეობას შეუძლია განსაკუთრებული ზიანის მოტანა ადამიანისათვის
საშიშია თუ არა ობობის ნაკბენი და რომელ ორი სახეობას შეუძლია განსაკუთრებული ზიანის მოტანა ადამიანისათვის
თითქმის ყველა ობობა შხამიანია. თუმცა, სახეობების უმრავლესობას ძალზე მოკლე ან რბილი მარწუხები აქვთ, რის გამოც ადამიანის კანის გაჩხვლეტა შეუძლებელია.
სრულად
ყველაზე გავრცელებული ნაწლავური ინფექციები, რომლებსაც წელიწადის ცხელ პერიოდში უნდა ვერიდოთ
ყველაზე გავრცელებული ნაწლავური ინფექციები, რომლებსაც წელიწადის ცხელ პერიოდში უნდა ვერიდოთ
გვესაუბრება ექიმი ვიტალი ხარაშვილი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

როგორ დავამარცხოთ თვალის ტკიპა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები