/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ყველაზე სასარგებლო პროდუქტები

ყველაზე სასარგებლო პროდუქტები
დედამიწაზე უამრავი სასარგებლო პროდუქტია. მათგან ყველაზე სასარგებლოა:

  • ლიმონი

ლიმონის შემადგენლობაში შედის ლიმონენი და C ვიტამინი, რომლებიც ხელს უწყობს კიბოს თავიდან აცილებას. მისი ენერგეტიკული ღირებულება ძალიან დაბალია, არ შეიცავს ცხიმებსა და ნახშირწყლებს.

რჩევა: შეკაზმეთ ლიმონის წვენით სალათები.

  • ხახვი

ხახვი მდიდარია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფლავონოიდით - კვერციტინით. კვლევები ცხადყოფს, რომ მისი რეგულარული მოხმარება კიბოს განვითარების ალბათობას ამცირებს. ერთი ჭიქა გატარებული ხახვის ენერგეტიკული ღირებულებაა 61 კილოკალორია; შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.

  • არტიშოკი

ეს ბოსტნეული მდიდარია სილიმაფინით - ანტიოქსიდანტით, რომელიც ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს. მის შემადგენლობაში შემავალი უჯრედისი არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ერთი საშუალო ზომის არტიშოკის ენერგეტიკული ღირებულებაა 60 კილოკალორია, შეიცავს 7 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.

რჩევა: ხარშეთ არტიშოკი ორთქლზე 30-40 წუთის განმავლობაში. მოასხურეთ ახალგამოწურული ლიმონის წვენი.

  • კოჭა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კოჭა ამცირებს გულისრევის შეგრძნებას. 1 ჩაის კოვზი ახალი კოჭას ენერგეტიკული ღირებულებაა 1 კილოკალორია, მასში არ არის ცხიმი და უჯრედისი.

კოჭა გაფცქვენით, დაჭერით და შეწვით ზეთში.

  • ბროკოლი

შეიცავს ინდოლ-3 მენთოლსა და სულფორაფანს, რომლებიც ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების ალბათობას. ბროკოლიში უხვად არის აგრეთვე C ვიტამინი და ბეტა-კაროტინი. ერთი ჭიქა ბროკოლის ენერგეტიკული ღირებულებაა 25 კილოკალორია, შეიცავს 3 გრამ უჯრედისს, არ შეიცავს ცხიმს.

  • ისპანახი

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი მე 3 თვეა ვიღებ ესრამს დღეში 1 ტაბლეტს.. მაინტერესებს შემიძლია თუ არა 1 ჭიქა.ღვინოს ან ლუდის დალევა? მადლობა წინასწარ </p>

მასში ბევრია ლატეინი და ზიქსანთინი - კაროტინოიდები, რომლებიც ბადურას დისტროფიისგან - მოხუცებულობის სიბრმავის ძირითადი მიზეზისგან - გვიცავს. ამასთანავე, ანელებს დაბერებას. ერთი ულუფა ისპანახის ენერგეტიკული ღირებულებაა 7 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.

რჩევა: ისპანახის ფოთლები ყოველგვარ კერძს შეგიძლიათ დაამატოთ, უმჯობესია - ცოტაოდენ ზეითუნის ზეთსა და ნიორთან ერთად.

  • ნიორი

გოგირდი, რომელიც ამ ბოსტნეულს სიცხარეს და სპეციფიკურ არომატს ანიჭებს, ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას, აქვეითებს სისხლის წნევას, ამცირებს კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ერთი თავი ნივრის ენერგეტიკული ღირებულებაა 4 კილოკალორია. არ შეიცავს ცხიმსა და ნახშირწყლებს.

რჩევა: აიღეთ მთელი თავი ნიორი, დააქუცმაცეთ, პურზე კარაქივით წაუსვით და მიირთვით.

  • წყლის წიწმატი

წყლის წიწმატში უხად არის ფენეთილიზოციოცენატი, რომელიც C და E ვიტამინებთან ერთად თრგუნავს კიბოს უჯრედების განვითარებას. ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულებაა 4 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.

რჩევა: წყლის წიწმატი დაამატეთ ბუტერბროდს, შეკაზმეთ მისი ფოთლებით სალათები.

  • გოგრა

გოგრა ძალიან მდიდარია C ვიტამინითა და ბეტა-კაროტინით, რომელიც ორგანიზმს ენდომეტრიუმის კიბოსგან იცავს. ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულებაა 80 კილოკალორია, შეიცავს 6 გრამ ნახშირწყალს, 1 გრამ ცხიმს.

  • ბოკ-ჩოუ (ჩინური კომბოსტო)

ბოკ-ჩოუ შეიცავს ბრასინინს, რომელიც, ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. მის შემადგენლობაში შედის ინდოლები და იზოციატებიც, რომლებიც აქვეითებს ესტროგენის დონეს და ამითაც ამცირებს კიბოს განვითარების ალბათობას. ერთი ულუფა შეიცავს 158 გრამ კალციუმს (დღიური ნორმის 16%), რომელიც აუცილებელია ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად. ენერგეტიკული ღირებულებაა 20 კილოკალორია, შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.

რჩევა: დაჭერით ბოკ-ჩოუს თეთრი წვნიანი ღეროები და მოაყარეთ შემწვარ კარტოფილს სუფრასთან მიტანის წინ ან შეკაზმეთ ზეითუნის ზეთითა და ნივრით და მიირთვით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

წყალი და მინერალური მარილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წყალი და მინერალური მარილები

მაგალითად, მედუზას სხეულის 99,9% წყალია, ძუძუმწოვართა უმრავლესობის სხეულის 50-80%-საც წყალი წარმოადგენს, მოზრდილი ადამიანის სხეულში კი მას 65% უკავია.

წყლის გადანაწილება ორგანიზმში

ადამიანის ორგანიზმის თითოეული უჯრედი საკვები ნივთიერებებისა და ქიმიური ნაერთების უამრავი სახის წყალხსნარს შეიცავს. სხვადასხვა სისტემასა თუ ცალკეულ ორგანოში წყლის მოცულობითი წილი სხვადასხვაგვარია. მაგალითად, სისხლის 92%-ს, თირკმელების 82%-ს, ტვინის რუხი ნივთიერების 85%-ს, ღვიძლის 69%-ს, კუნთების 75%-ს და ცხიმოვანი ქსოვილის 25%-ს წყალი შეადგენს, ყველაზე ნაკლებია ეს ნივთიერება ძვლებში - მათში წყლის მოცულობითი წილი 20%-ია. მთლიანობაში სხეულის 60-65% წყალია, თუმცა ეს მაჩვენებელი მხოლოდ მოწიფული ასაკისთვის არის მართებული.

ახალშობილის სხეულში წყლის შემცველობა გაცილებით მაღალია - 86%-ს უდრის (ემბრიონის 97% წყალია!), ხანში შესული ადამიანისაში კი, პირიქით, 50%-მდე იკლებს.

ორგანიზმში არსებული წყლის 70% უჯრედის შიგნით - უჯრედულ პროტოპლაზმაშია მოქცეული. ეს მაღალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე სითხეა, რომელიც ძირითადად გარემოს აგრესიული ფაქტორების მიმართ ორგანიზმის გამძლეობას განაპირობებს. დანარჩენი 30% კი არაუჯრედულ არეებშია მოთავსებული, აქედან 20% - უჯრედშორის სითხეში, 8% - სისხლის პლაზმაში, 2% კი ლიმფაში. წყალი შედის ორგანულ ნივთიერებათა შემადგენლობაშიც. მაგალითად, დაჟანგვისას 100 გრამი ცილა 41 სმ3 წყალს გამოყოფს, ცხიმი - 107 სმ3-ს, ხოლო ნახშირწყალი - 55 სმ3-ს.

წყლის ფუნქციები

ყველა ცოცხალი ორგანიზმის ცხოვრებაში წყლის პირველხარისხოვან როლს ის ფაქტორი განაპირობებს, რომ იგი უამრავი ქიმიური ნაერთის უნივერსალური გამხსნელია და, ფაქტობრივად, ის გარემოა, რომელშიც ცხოველქმედების მთელი პროცესი მიმდინარეობს. გარდა ამისა, იგი:

  • არეგულირებს სხეულის ტემპერატურას;
  • ატენიანებს ჰაერს;
  • უზრუნველყოფს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ყველა უჯრედამდე მიტანას;
  • ეხმარება ორგანიზმს საკვებისგან ენერგიის წარმოქმნაში;
  • ეხმარება საჭმლის მომნელებელ ორგანოებს საკვები ნივთიერებების ათვისებაში;
  • ფორმას უნარჩუნებს და იცავს ორგანოებს;
  • გამოდევნის ორგანიზმიდან წიდასა და ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილ უვარგის ნივთიერებებს.

ამრიგად, ორგანიზმში წყალი 4 ძირითად ფუნქციას ასრულებს: იგი უნივერსალური ამავსებელი (ორგანოთა სტრუქტურული კომპონენტი), გამხსნელი, თერმორეგულატორი და დამტარებელია.

წყალი - ამავსებელი

ორგანიზმში წყალი თავისუფალი სახით კი არ არსებობს, არამედ საკმაოდ მაღალორგანიზებულ მდგომარეობაში იმყოფება - მისი უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია აქტიურ ბიოლოგიურ მოლეკულებთან, რითაც ზოგიერთ ორგანოს არა მარტო ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება, არამედ მათ ნორმალურ ფუნქციობასაც უზრუნველყოფს.

წყალი - გამხსნელი

მასში უამრავი ქიმიური ნაერთია გახსნილი, მათ შორის - ყველა საკვები ნივთიერება და ცხოველქმედების შედეგად დაგროვილი მავნე ნაერთები. ეს ნაერთები წყალს თირკმელებამდე და კანამდე მიაქვს, საიდანაც ისინი საბოლოოდ ტოვებენ ორგანიზმს. წყალი ფიზიკურ-ქიმიური არეა, სადაც ნივთიერებათა ცვლის ის ეტაპები მიმდინარეობს, რომლებიც ცოცხალი ქსოვილების დაშლა-აღდგენით პროცესებს ემსახურება. წყალი ნივთიერებათა ცვლის რეაქციათა ძირითადი კომპონენტია.

წყალი - თერმორეგულატორი

აწესრიგებს სხეულის ტემპერატურას და გარემოს ცვლად პირობებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორგანიზმის ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში.

წყალი - ტრანსპორტიორი

წყალს უნარი შესწევს, ორგანიზმის ისეთ არეებშიც კი შეაღწიოს, სადაც სხვა ბიოლოგიური სითხეები ვერ აღწევს. სწორედ ეს თვისება განაპირობებს მის ტრანსპორტულ ფუნქციას. იგი იოლად აღწევს ყველაზე წვრილ კაპილარებსა და უჯრედშორის არეებში და თითოეულ უჯრედს საკვები ნივთიერებებით ამარაგებს.

წყალი - სუნთქვის ხელშემწყობი

ჩვენს ფილტვებს მხოლოდ განსაზღვრული ტემპერატურისა და ტენიანობის მქონე ჰაერიდან შეუძლია ჟანგბადის მიღება, ტენიანობას კი ჰაერში წყლის შემცველობა განსაზღვრავს. დღე-ღამის განმავლობაში ადამიანი დაახლოებით 2-2,5 ლ წყალს იღებს (ამაში შედის საკვებ პროდუქტებში არსებული წყალიც) და დაახლოებით 200-300 მლ-ით მეტს გამოყოფს - მიღებულ სითხეს ემატება ენდოგენური წყლის მოცულობა, რომელიც ორგანიზმში ორგანული ნივთიერებების გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება.

თუ წყალზე სადღეღამისო მოთხოვნას სხეულის 1 კგ მასაზე გადავიანგარიშებთ, აღმოჩნდება, რომ ბავშვის ორგანიზმი ამ მხრივ მოზრდილი ადამიანისას აჭარბებს. ეს იმიტომ, რომ მცირე ასაკში გაცილებით ინტენსიურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლისა და ზრდის პროცესები, სხვაგვარია საკვები, თავისებურად მუშაობენ თირკმელები.


წყლის ორგანიზმიდან გამოდევნა

წყალი ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საშუალებით აღწევს. მისი ნორმალური ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელია, არ დაირღვეს წონასწორობა წყლის მიღებასა და ორგანიზმიდან მის გამოდევნას შორის. წყალი ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდით, ოფლით, ამონასუნთქ ჰაერთან ერთად, ნაწილი ორგანიზმს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლითაც ტოვებს. შარდით დაახლოებით 1,5 ლ წყალი გამოიყოფა, ოფლით - 500-600 სმ3, ამონასუნთქ ჰაერთან ერთად კი 350-400 სმ3. ტემპერატურის მომატებისას ოფლის გამოყოფა მკვეთრად ძლიერდება და ადამიანმა ამ გზით შესაძლოა 6-8 ლ სითხეც კი დაკარგოს.

წყურვილი

წყურვილი ადამიანის სუბიექტური შეგრძნებაა, ერთგვარი სიგნალი, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას ორგანიზმში წყლის ნაკლებობისა და მისი შევსების აუცილებლობის შესახებ აფრთხილებს. განასხვავებენ ჭეშმარიტ და ცრუ წყურვილის შეგრძნებას. ჭეშმარიტი წყურვილი განპირობებულია სისხლში წყლის შემცველობის შემცირებით, მისი შესქელებით. სისხლის გასქელებას აღიქვამენ სისხლძარღვთა კედლებზე არსებული რეცეპტორები, რომლებიც ჰიპოთალამუსში მდებარე წყურვილის ცენტრს გადასცემენ ინფორმაციას. ცენტრი აღიგზნება და ადამიანსაც წყურვილის შეგრძნება უჩნდება.

ცრუ წყურვილი განპირობებულია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოშრობით, რომელიც თავს იჩენს მოხსენებისა თუ ლექციის კითხვის, მაღალი სიცხის, ნერვული დაძაბულობის დროს, სტრესულ სიტუაციაში. ცრუ წყურვილის დროს ორგანიზმში სითხის დეფიციტი არ არის და არც მისი შევსებაა აუცილებელი.

რაში სჭირდება წყალი ადამიანს?

ადამიანი საკმაოდ მწვავედ რეაგირებს ორგანიზმში წყლის ნორმალური შემცველობის დარღვევაზე - ორგანიზმი ხომ წყლის გარეშე მხოლოდ რამდენიმე დღე ძლებს. ორგანიზმში წყლის დეფიციტს ქრონიკულ გაუწყლოებას უწოდებენ. ის მრავალი დაავადების მთავარი მიზეზია, მათ შორის - ასთმისა, ალერგიებისა, ჰიპერტონიისა, ჭარბი წონისა, ემოციური პრობლემებისა და დეპრესიისა. სითხის 2%-ის დაკარგვისას, რაც დაახლოებით 1-1,5 ლიტრს უდრის, ადამიანს უჩნდება წყურვილის შეგრძნება, 6-8%-ის დაკარგვისას კანი ექერცლება, პირი უშრება და გონება ებინდება. 10%-ის უკმარისობისას იწყება ჰალუცინაციები, ძნელდება ყლაპვა, 12%-ის დანაკარგი კი სიკვდილს იწვევს.

წყლის არასაკმარისი მიღება არღვევს ორგანიზმის ცხოველქმედებას, თავს იჩენს დაღლილობის შეგრძნება, მცირდება შრომის უნარი, ირღვევა საჭმლის მონელებისა და ათვისების პროცესები, ნელდება ბიოქიმიური რეაქციები, იზრდება სისხლის სიბლანტე, რაც თრომბების წარმოშობის საშიშროებას ქმნის. ამასთანავე, სქელი სისხლი ცუდად აწვდის საკვებს ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს, ირღვევა სისხლის წარმოქმნის პროცესი, ტრავმირდება სისხლძარღვები, ზიანდება კუნთები და სახსრები. წყლის გარეშე წარმოუდგენელია ორგანიზმსა და გარემოს შორის თბოცვლა, სხეულის ტემპერატურის მუდმივობის შენარჩუნება.

ტვინის 75% წყალია, შესაბამისად, გაუწყლოება ტვინის უჯრედებისთვის ძლიერი სტრესია. წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება თირკმელებში ქვების წარმოქმნის საწინააღმდეგო ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდიც არის. გარდა ამისა, წყალი:

  • სახსრების ბიოლოგიური საპოხი და ზურგის ტვინის ამორტიზატორია;
  • არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას, აფერხებს ცხიმის დაგროვებას;
  • არეგულირებს არტერიულ წნევას, სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს სტრესის საკომპენსაციო მექანიზმებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

წყლის მინერალური შემადგენლობა

წყალი 25-მდე მინერალურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია კალციუმის, მაგნიუმის, ნატრიუმისა და კალიუმის მარილები, ჰიდროკარბონატები, ქლორიდები, სულფატები. ეს მარილები ერთიანობაში წყლის ზოგად მინერალიზაციას ქმნიან, რომელიც გეოგრაფიული მდებარეობისა და წარმოშობის მიხედვით განსხვავებულ წყლებს სხვადასხვა აქვს. სხვადასხვა მინერალიზაციის მქონე წყალი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება მარილების შემცველობით. სწორედ ამიტომ არის, რომ ზოგიერთი გეოგრაფიული წარმოშობის წყალი ერთი სისტემის დაავადებებისთვის თუ სასარგებლოა, არამც და არამც არ უხდება მეორე სისტემის პათოლოგიებს.

ადამიანის ორგანიზმი ადვილად ეჩვევა განსხვავებული მინერალიზაციის წყალს, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება. სასმელი წყლის მკვეთრი ცვალებადობის შემთხვევაში თავს იჩენს ერთგვარი ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რომლებიც ზოგადდისპეფსიური მოვლენებით (დიარეა, ღებინება, გულისრევის შეგრძნება, მუცლის შებერვა, მეტეორიზმი) გამოიხატება.

წყალმარილოვანი ცვლის დარღვევები

წყალმარილოვანი ცვლის დარღვევები, დისჰიდრიები, ორ ჯგუფად ერთიანდება. ერთია ჰიპერჰიდრატაცია, რომლის დროსაც ორგანიზმში ჭარბი სითხე გროვდება, ხოლო მეორე - ჰიპოჰიდრატაცია, რომელიც სითხის საერთო მოცულობის შემცირების მანიშნებელია.

ჰიპოჰიდრატაცია ვითარდება, როდესაც ორგანიზმი წყალს საჭიროზე ნაკლები ოდენობით იღებს ან ზომაზე მეტი ოდენობით კარგავს. გაუწყლოების ყველაზე საშიში ფორმა ექსიკოზია.

ჰიპერჰიდრატაცია ვითარდება წყლის ჭარბი მიღების ან არასაკმარისი გამოდევნის შედეგად. ამრიგად, წყალი ორგანიზმის საარსებო პროცესთა ცენტრალური პერსონაჟია, რომლის ნორმალური შემცველობის დარღვევაც მრავალ დაავადებასა თუ პათოლოგიურ პროცესს იწვევს.