/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

სმის რეჟიმი ზაფხულში

სმის რეჟიმი ზაფხულში
პაპანაქება სიცხეში წყურვილი განსაკუთრებით მძაფრდება. ამიტომ არის, რომ ქუჩასა თუ ტრანსპორტში მრავლად შეხვდებით ბოთლით ხელდამშვენებულ ადამიანებს. ზოგი ცივ კოკა-კოლას სვამს, ზოგი - ლიმონათს, ზოგსაც ლუდი მოუმარჯვებია წყურვილის მოსაკლავად.როდესაც ბევრ სითხეს იღებთ, მის შერჩევაზე განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იზრუნოთ, რადგან ორგანიზმისთვის სულერთი არ არის, რითი მოიკლავთ წყურვილს. შეგახსენებთ, რომ ორგანიზმში წყალი ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

საოფლე ჯირკვლები, თირკმელები, ფილტვები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ორგანიზმიდან წყალთან ერთად გამოყოფს წიდას. წყალი სილამაზეს უნარჩუნებს თმასა და კანს. ყოველივე ამის გამო მის ბალანსს ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ წყლის სმით უნდა ავინაზღაუროთ მისი დანაკარგი და, რაც მთავარია, ყურადღება მივაქციოთ, რას ვსვამთ. გაუწყლოების ნიშანს თავად ორგანიზმი იძლევა - კანი და ლორწოვანი გარსები შრება, ადამიანს სახეზე სისხლი აწვება, უეცარი სისუსტე ეუფლება, გაღიზიანება იპყრობს, ყურადღება უქვეითდება. ყოველივე ეს ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა წყლის დეფიციტზე. ორგანიზმი ამით გვანიშნებს, რომ დაირღვა მისი ჰომეოსტაზი და საფრთხე ემუქრება ქსოვილებში საკვები ნივთიერებების ოპტიმალურ კონცენტრაციას. გამძაფრებული წყურვილის შეგრძნების საფუძველზე ტვინი გვაიძულებს, მივიღოთ სითხე და ორგანიზმი გაუწყლოებისგან ვიხსნათ. წყლის სადღეღამისო ნორმა სხეულის მასის ყოველი კილოგრამის 30 მლ-ზე გამრავლებით უნდა გამოვიანგარიშოთ. ამ ფორმულის თანახმად, ადამიანმა დღე-ღამეში დაახლოებით 1,5-2 ლიტრი წყალი უნდა სვას, ზაფხულში - უფრო მეტი.

როგორია წყლის სმის სწორი რეჟიმი

დილით, გაღვიძებისთანავე უნდა დალიოთ ერთი-ორი ჭიქა წყალი, აუცილებლად ოთახის ტემპერატურისა. ეს ორგანიზმს ღამით ოფლიანობისა და სუნთქვის პროცესში დაკარგული მარაგის აღდგენაში დაეხმარება. დღის განმავლობაში ნივთიერებათა ცვლის დაბალანსებისა და ფიზიოლოგიურ პროცესთა სტიმულაციისთვის აუცილებელია საათში ერთხელ ნახევარი ან ერთი ჭიქა წყლის სმა. წყალი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს. ზოგს ჰგონია რომ ცივი, ყინულიანი წყლით უფრო უკეთ მოიკლავს წყურვილს. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ეს მცდარი შეხედულებაა. ცივი და, მით უმეტეს, ყინულიანი წყალი ვნებს პირ-ხახის, საყლაპავისა და კუჭის ლორწოვან გარსს. ზაფხულში გახურებული ლორწოვანის კაპილარები სიცივის გავლენით უეცარ სპაზმს განიცდის, რაც მნიშვნელოვან ანატომიურ-ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. გარდა ამისა, ორგანიზმს დიდი ძალისხმევა უხდება, რომ მიღებული წყალი, ვიდრე მეტაბოლიზმის პროცესში ჩართავს, სხეულის ტემპერატურამდე გაათბოს. თუ წყურვილის მოკვლა გსურთ, ოთახის ტემპერატურის წყალი უნდა სვათ, თუ კალორიების დაწვა გაქვთ განზრახული - ოდნავ უფრო გრილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ცივი ან ყინულიანი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

წყალი თუ ტკბილი სასმელები

გახსოვდეთ: ზაფხულში, როდესაც წყალზე ორგანიზმის მოთხოვნა ასე იმატებს, მარაგი აუცილებლად ამ სითხითვე უნდა შეივსოთ და არამც და არამც - ტკბილი გაზიანი სასმელებით ან ლუდით. ტკბილი და გაზიანი სასმელების უმრავლესობა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ქსოვილებში სითხის შეკავებას იწვევს. თუ ზომიერად მიიღებთ, მაგალითად, დღე-ღამეში არა უმეტეს 500 მლ-ისა, არაფერს გავნებთ. პრობლემა ის არის, რომ პაპანაქება სიცხეში ზომიერების შენარჩუნება შეუძლებელია, ბევრი ლიტრობით სვამს გამაგრილებელ სასმელებს. ტკბილ გაზიან სასმელებს დამატებული აქვს საგემოვნო სტიმულატორები, რომლებიც ასტიმულირებს გემოვნების რეცეპტორებს, ხელოვნურად აძლიერებს წყურვილს და სრულიადაც ვერ ავსებს ორგანიზმის წყლის მარაგს. ერთადერთი ალტერნატივაა ჩვეულებრივი წყალი, სურვილისამებრ, ლიმონით ან პიტნით. ზაფხულში სასურველია უგაზო მინერალური წყლების სმაც. რა თქმა უნდა, ზომიერად. კარგია მწვანე ჩაი, ბურახი, ახალგამოწურული ნატურალური წვენები. მინერალებისა და მიკროელემენტების შესანარჩუნებლად და ორგანიზმში მათი მარაგის შესავსებად ჟოლოს, მაყვლის, მოცხარისა თუ ქაცვის ნაყოფს ნუ მოხარშავთ - დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2-3 საათით და გაგრილებული დალიეთ. ყავა და, საზოგადოდ, კოფეინის შემცველი სასმელები შარდმდენი ეფექტით გამოირჩევა, ასე რომ, ორგანიზმს არათუ ვერ ავსებს წყლით, ართმევს კიდეც მარაგს, რაც ზაფხულში განსაკუთრებით არასასურველია. არც ცივი ლუდი კლავს წყურვილს, ეს მხოლოდ მოჩვენებითი ეფექტია. პირიქით, ასტიმულირებს გამომყოფი სისტემის ფუნქციას და შარდთან ერთად წყლის დამატებითი რაოდენობის კარგვას უწყობს ხელს. ამრიგად, ორგანიზმის წყლის მარაგი არათუ ვერ ივსება, ლუდის წყალობით კიდევ უფრო მცირდება. ალკოჰოლური სასმელების სმა პაპანქება სიცხეში კიდევ უფრო სარისკოა. ბახუსისთვის დამახასიათებელ უსიამოვნო სიმპტომებთან ერთად გაუწყლოებასაც იწვევს. ზაფხულში ალკოჰოლური სასმელების მიღებით სერიოზულ დარტყმას აყენებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას. გულის პათოლოგიათა განვითარების ალბათობა ამ დროს ათჯერ იზრდება. ასე რომ, თამამად სვით წყალი, სხვა სითხის მიღებისას კი დაფიქრდით, რამდენის დალევას აპირებთ და რა სარგებლობას მოუტანს ის თქვენს ორგანიზმს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

კბილის ექსტრაქცია
კბილის ექსტრაქცია
ვის არ განუცდია კბილის ტკივილი, ხშირად - იმდენად მწვავე, რომ სურვილი გასჩენია, საკუთარი ხელით ამოეძრო მტკივანი კბილი. არადა, ეს საქმე, - კბილის ამოღებას ვგულისხმობ, - სერიოზულ მიდგომას მოითხოვს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

სმის რეჟიმი ზაფხულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები