ლუდის შესახებ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
ლუდის შესახებ
ლუდის შესახებ

 ლუდს დღეს ”მსუბუქ”, კოკა-კოლასა და ლიმონათის მსგავს გამაგრილებელ სასმელად მიიჩნევენ. მეტიც - მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვარწმუნებენ, რომ ის მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნამდვილი საბადოა. მიირთვით ლუდი და ჰიპოვიტამინოზი ვეღარ შეგაშინებთ, მასში არსებული საფუარი აძლიერებს თმას და აახალგაზრდავებს კანს!

 

სამწუხაროდ, ეს მთლად ასე არ არის...

ქაფი ვიტამინების ნაცვლად
ახალმოხარშული გაუფილტრავი ლუდი შესაძლოა მართლაც იყოს სასარგებლო: ხარშვის ტექნოლოგიის გამო მასში ჯერ კიდევ მოიპოვება სასარგებლო ნივთიერებები. სხვა შემთხვევაში ვიტამინები ლუდის მომზადების პროცესშივე იშლება (ნაწილი - დუღილისას, ნაწილი - პასტერიზაციის დროს), ხოლო საფუარი იფილტრება. მეტიც: ძლიერი შარდმდენი მოქმედების გამო

ლუდი უმოწყალოდ გამოლექავს ორგანიზმიდან კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, კალციუმს, იოდს, მანგანუმს და ამით მეტისმეტად ზრდის თირკმელების დატვირთვას. გარდა ამისა, დღეს კლასიკურ, ქერის ლუდს იშვიათად ხარშავენ, მას ბრინჯით, ხორბლით და სიმინდით ცვლიან, მათი დუღილისას კი წარმოიქმნება ჯანმრთელობისთვის საშიში სპირტები, რომლებიც შინნახად არაყში შემავალი სპირტების ანალოგიურია.

რა ემუქრება გულს

მედიკოსებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ”ლუდომანებს” დამახასიათებელი ღიპი უჩნდებათ, აბდომინა-ლური სიმსუქნე კი ხშირად იწვევს გულის უკმარისობას და ინსულტს. გარდა ამისა, ნახშირწყლები, რომლებიც ლუდში უამრავია, აფართოებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის სისხლძა-რღვებს, რის გამოც სითხე უფრო სწრაფად გადადის სისხლში. შედეგად სისხლძარღვები გადაივსება, რაც გულის ღრუების გაგანიერებას და კედლების გასქელებას იწვევს. ამის შედეგად გული ფაშრდება და სისხლის აორტაში გადასროლა უჭირს. ამ მოვლენას მედიცინაში ლუდის გულის სინდრომს ან კაპრონის წინდის სინდრომს უწოდებენ.

  • დაიმახსოვრეთ: მათთვის, ვისაც ჰიპერტენზია ან გულის უკმარისობა აქვს, ლუდი უკუნაჩვენებია.
  • ჩვეულებრივი მინერალური წყალი წყურვილს ლუდზე უკეთ მოგიკლავთ.

გზა კუჭზე გადის
ლუდი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე არცთუ სასიკეთო გავლენას ახდენს. განსაკუთრებით მავნეა უზმოზე - დუღილის პროდუქტები და ნახშირორჟანგი აღიზიანებს კუჭისა და ნაწავების ლორწოვან გარსებს, ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას და კუჭიც, რაკი არაფერი აქვს გადასამუშავებელი, საკუთარი თავის მონელებას იწყებს.
გაცილებით საშიშია ლუდი მათთვის, ვისაც დისბაქტერიოზი, გასტრიტი, მომატებული მჟავიანობა და კუჭის წყლული აქვს.
მათ, ვინც მარცვლეულის მიმართ ალერგიულია, სპეციალისტები ლუდისგან თავის შეკავებას ურჩევენ. მით უმეტეს, რომ ამ სასმელში ხშირად შედის მავნე ნაერთები - კონსერვანტები, რომლებსაც მას შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად უმატებენ.

ნაზი მამაკაცები
ცდება, ვისაც ჰგონია, რომ ლუდის სმა მამაკაცს განსაკუთრებულ შარმს მატებს. ლუდის ზოგიერთი კომპონენტი აძლიერებს და ასტიმულირებს ქალის სასქესო ჰორმონების - ესტროეგენების გამომუშავებას. გარდა ამისა, ლუდი შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც ესტროგენების ჰორმონული მოქმედების იმიტაციას ქმნის. დროთა განმავლობაში ამან შესაძლოა ჰორმონული დისბალანსი და სხეულის ფემინი-ზაცია გამოიწვიოს: მამაკაცს თანდათან დაუმრგვალდება მუცელი, თეძოები და მკერდი (ქალის ტიპის სიმსუქნე). ამასთანავე, მოიმატებს წყლის ოდენობა ორგანიზმში. საგრძნობლად შემცირდება კუნთოვანი მასა, სხეულისა და სახის თმიანობა და სქესობრივი ლტოლვაც კი.

მიღების წესები
ლუდმა ღიპით რომ არ დაგასაჩუქროთ, სვით კვებისგან დამოუკიდებლად ან მიაყოლეთ ნაკლებკალო-რიული კერძი. სვით ლუდი ნელ-ნელა, მცირე ყლუპებით. ასე კუჭი ნაკლებად იწელება, ხოლო ნახშირორჟანგი ნაკლებ აგრესიულად მოქმედებს. არ დალიოთ ლუდი ღამით - ეს თირკმელებს დამატებით დატვირთავს. ყველაზე უსაფრთხოა მინის ჭურჭელში ჩამოსხმული, ცოცხალი გაუფილტრავი და კლასიკური კასრის ლუდი. ნარკოლოგები მიიჩნევენ, რომ სასიამოვნო გემოსა და მცირე სიმაგრის გამო ლუდის გადაჩვევა ადამიანს უფრო მეტად უჭირს, ვიდრე მაგარი ალკოჰოლური სასმელებისა.

 

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
ჯირკვლის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის-30აბი
ფასი: 69.99
შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.-28 აბი
ფასი: 39.99
გონებრივი აქტიურობის შენარჩუნებისათვის.-30აბი
ფასი: 32.99
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თმის გადანერგვა საქართველოში დააფუძნა პროფ.თამაზ თამაზაშვილმა,რომელმაც 1998 წელს თბილისში დააარსა პირველი თმის ტრანსპლანტაციის კლინიკა "თალიზი"
ექიმების რეკომენდაციით მამაკაცებმა, სპერმის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ჰორმონული ფონის
დღეს ბაზრისა თუ სუპერმარკეტების დახლები სავსეა ლამაზი და არომატული ხილით, ბოსტნეულითა და
დაკონსერვებული პროდუქტები შეიძლება საშიში აღმოჩნდეს. როგორც ბიგმენტონის უნივერსიტეტის მეცნიერები
მაშინ, როდესაც ცოლთან 7 წლიანი ურთიერთობის შემდეგ კრიზისი დაგვეწყო ურთიერთობაში, მომეწონა ერთი გოგო, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო,
მამაკაცის ცხოვრების რიტმი თავისებურია, მისი ორგანიზმი სრულფასოვან ენერგეტიკულ შევსებას საჭიროებს,
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,