/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

გულის მანკი - რამდენი სახის არსებობს და როგორ ვლინდება

რა არის გულის მანკი გულის მანკი არის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს გულის სარქვლოვანი აპარატის - სარქვლის აფრების, ფიბროზული რგოლის, ქორდების ან დვრილოვანი კუნთების - ანატომიური აგებულების ან ფუნქციის ცვლილება, რაც გულში ჰემოდინამიკის - სისხლის მიმოქცევის - დარღვევას იწვევს.

რა ფუნქცია აკისრია სარქვლოვან აპარატსროგორც იცით, გულის ოთხივე ღრუს აქვს სარქვლები, რომელთა ნორმალური ფუნქციობა უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას მხოლოდ ერთი მიმართულებით - წინაგულებიდან პარკუჭებისკენ. სისხლის პირუკუ დენა დაუშვებელია.

გულის მანკის სახეები

განასხვავებენ გულის მანკის რამდენიმე ტიპს. სარქვლის სტენოზი არის მდგომარეობა, როგა გულის სარქველი სრულად ვერ იღება და სისხლს ნორმასთან შედარებით ვიწრო ხვრელში უწევს გავლა. ამის გამო გულის ღრუ უფრო დიდი დატვირთვით მუშაობს, რათა ვიწრო ხვრელში საკმარისი რაოდენობის სისხლი გადატყორცნოს. დროთა განმავლობაში გაძლიერებული მუშაობა გულის უკმარისობას და სხვა სიმპტომებს იწვევს. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სამკარედი სარქვლის სტენოზი, ორკარედი ანუ მიტრალური სარქვლის სტენოზი, აორტული ან ფილტვის არტერიის სტენოზი. სარქვლის უკმარისობა არის მდგომარეობა, როცა სარქვლის აფრები სრულად ვერ ხურავენ გულის ღრუთა შორის არსებულ ხვრელს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შედეგად ვითარდება სისხლის უკუდენა ანუ რეგურგიტაცია გულის მუშაობის იმ ფაზაში, როცა სარქველი დახურული უნდა იყოს. გულის ღრუ, რომელშიც სისხლის უკუდინება ვითარდება, სისხლით გადაიტვირთება და შეკუმშვისას უფრო ინტენსიური მუშაობა უწევს, ხოლო ორგანიზმს უკუდენის გამო ნაკლები სისხლი მიეწოდება. დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ სამკარედი სარქვლის, ფილტვის არტერიის სარქვლის, მიტრალური ან აორტული სარქვლის უკმარისობას.

რა იწვევს სარქვლების დაზიანებას

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

სარქვლოვანი პათოლოგია შეიძლება აღმოცენდეს როგორც მუცლადყოფნის პერიოდში (ანუ თანდაყოლილი იყოს), ასევე შემდგომ. არის შემთხვევები, როცა სარქვლების დაზიანების მიზეზი უცნობია. თანდაყოლილი პათოლოგია უმეტესად აორტის ან ფილტვის არტერიის სარქვლებს აზიანებს. ამ დროს შესაძლოა შეიცვალოს სარქვლების ზომა, აფრების აგებულება, მათი მიმაგრება რგოლთან. სარქვლების შეძენილი დაავადებები კი მანამდე ნორმალურ, შეუცვლელ სარქვლებში აღმოცენდება. მათი წარმოშობის მიზეზია სარქველთა აგებულების შეცვლა, რაც, თავის მხრივ, ამა თუ იმ დაავადებით, მაგალითად, რევმატიზმით ან ენდოკარდიტით შეიძლება იყოს განპირობებული. რევმატიზმი არის სტრეპტოკოკული ინფექციის, მაგალითად, სტრეპტოკოკული ფარინგიტის შედეგად აღმოცენებული დაავადება.

საბედნიეროდ, ანტიბიოტიკების შექმნამ და სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვამ სტრეპტოკოკული ინფექციით განპირობებული რევმატიზმი საგრძნობლად გააიშვიათა. დაავადება პირველად, ჩვეულებრივ, სასკოლო ასაკში ვლინდება, თუმცა მასთან დაკავშირებულმა გულის პრობლემებმა შესაძლოა 20-40 წლამდეც არ იჩინოს თავი. ამ დროისთვის ვითარდება გულის სარქვლების ანთება, სარქვლის აფრები ერთმანეთს ეწებება, სქელდება, მყიფე ხდება, მოკლდება და საბოლოოდ სტენოზი ან ნაკლოვანება ყალიბდება.

ასევე დაგაინტერესებთ
მეცნიერებმა გულის უკმარისობასთან ბრძოლის მეთოდს მიაგნეს
ბლეფაროპლასტიკა აკრძალულია თვალის სიმშრალის, მომატებული წნევის, გულის პრობელემების, შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს
რომელი პროდუქტებია გულის დაავადებების პროფილაქტიკისათვის უსარგებლო

ენდოკარდიტი მაშინ ვითარდება, როცა ბაქტერიები სისხლის ნაკადის მეშვეობით გულის სარქვლებში ხვდება. ბაქტერია სარქველზე იბუდებს, ფიბრინის ძაფებით იფარება და გამრავლებას იწყებს. სარქველი ზიანდება და სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. ენდოკარდიტის გამომწვევი ბაქტერია სისხლში შეიძლება მოხვდეს სტომატოლოგიური პროცედურის, ქირურგიული ჩარევის, მედიკამენტების ინტრავენური გამოყენების ან მძიმე ინფექციის დროს. ამგვარად ენდოკარდიტით დაავადების ალბათობა დიდია, როცა ადამიანს გულის სარქვლები დაზიანებული აქვს.

გულის სარქვლებში სხვა ცვლილებებიც შეიძლება აღმოცენდეს - შეიცვალოს მყესოვანი სიმების ან დვრილისებრი კუნთების ტონუსი და სისქე, გაფართოვდეს სარქვლის საფიქსაციო რგოლი, ფიბროზულად შეიცვალოს და კალციფიცირდეს სარქვლის აფრები. სარქვლის დაზიანებათა შორის ცალკე უნდა გამოვყოთ მიტრალური პროლაფსი -ფართოდ გავრცელებული მდგომარეობა, რომელიც მოსახლეობის 1-2%-ს აღენიშნება. ამ დროს მიტრალური სარქვლის აფრა გულის შეკუმშვისას წინაგულისკენ განაგრძობს მოძრაობას.

ზოგჯერ მიტრალური პროლაფსი სარქვლის ცვლილებასაც იწვევს, რასაც სარქვლის უკმარისობა მოსდევს, თუმცა ასეთი რამ იშვიათია და, ჩვეულებრივ, მკურნალობას არ მოითხოვს. სარქვლის დაზიანების სხვა მიზეზებიდან უნდა გამოვყოთ გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, კარდიომიოპათია, სიფილისი, არტერიული წნევის მატება, აორტის ანევრიზმა, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები. იშვიათად დაზიანებას იწვევს სიმსივნე, მედიკამენტი ან რადიაცია.

როგორ ვლინდება გულის მანკი

ხშირად გულის მანკი განსაზღვრულ ეტაპამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თანდათან, უმთავრესად - გულის უკმარისობის განვითარების კვალდაკვალ, თავს იჩენს:

ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება. ის უმთავრესად ფიზიკური დატვირთვისას ან დაბალ სასთუმალზე წოლისას აწუხებს ადამიანს. სუნთქვის გასაადვილებლად ის იძულებული ხდება წამოჯდეს, სასთუმალი აიმაღლოს, ხშირად შეჩერდეს დატვირთვისას;სისუსტე და თავბრუხვევა;დისკომფორტი გულმკერდის არეში, რომელიც უფრო მეტად შემაწუხებელია ფიზიკური დატვირთვისას და სიცივეში;გულის ფრიალი - პაციენტი გრძნობს გულისცემის აჩქარებას, რიტმის დარღვევას;

წვივების შეშუპება;წონის მატება, რაც ორგანიზმში სითხის დაგროვების შედეგია.უნდა ითქვას, რომ სიმპტომების გამოხატულება სარქვლის დაზიანების სიმძიმეზე ყოველთვის არ არის დამოკიდებული. ზოგიერთი მაშინაც კი არაფერს უჩივის, როცა სარქვლის დაზიანება საკმაოდ მძიმეა და დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს, ზოგიერთს კი შემაწუხებელი სიმპტომები აღენიშნება შედარებით მსუბუქი დაავადების - მიტრალური პროლაფსის დროსაც კი.

წაიკითხეთ სრულად

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გულის მანკი - რამდენი სახის არსებობს და როგორ ვლინდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები